Wednesday, April 30, 2008

სასაფლაო



ასეთ საინტერესო ფაქტს შევესწარი, საინტერესოა ქირაობა თუ შეიძლება? :|

Saturday, April 26, 2008

ეკლესიაში


ახლა მოვედი ეკლესიიდან, ნუ მინდა ჩემი საინტერესო შთაბეჭდილებები დავწერო. უამრავი ხალხი ირევა აქეთ-იქით, ზოგან იცინიან, ზოგან ლაპარაკობენ, ნუ ეს ხდება ეკლესიის ეზოში. ზოგი ჭიდაობს და რავიცი კიდე. ხანდახან გინებასაც მოკრავ ყურს. ჩემმა მეგობრებმა ძალით წამიყვანეს დღეს, თორემ არ მიყვარს მასეთი თავშეყრის ადგილები. ნარკომანები, ბოზები, ნაციხრები და რავიცი ათასი რჯულის ხალხი ირევა ერთმანეთში. ჩემთვის ვიდექი ეზოს ყველაზე შედარებით წყნარ ადგილას რამდენიმე ნაცნობთან ერთად და თვალს ვადევნებდი ბრბოს, რომელიც არც კი ვიცი იქ რისთვის მივიდნენ. ამ აყალმაყალში დავინახე რომ სადაც ისხდნენ ახალგაზრდები, მათ ფეხებთან პატარა ცუგო იწვა :) მივედი მაშინვე, მათ ფეხებთან ჩავიცუცქე და ცუგოს თათზე მოვკიდე ხელი, არ გაინძრა :( შემდეგ ცხვირზე მივადე თითი და ძლივს მოატრიალა თავი. თვალები ეხუჭებოდა და მივხვდი, რომ ვერ იყო ყველაფერი რიგზე, ჩემს მეგობარს ვუთხარი დარჩენილიყო ცუგოსთან, რადგან ადამიანებს არ გადაეარა მისთვის, გავიქეცი მაღაზიაში შევედი და რაც ფული მქონდა ნამცხვარი ვიყიდე იმის. მოვურბენინე და ცუგო მიმკვდარებული იწვა თავისთვის :(( ისევ. ამოვიღე ერთი ნაჭერი პარკიდან ცხვირთან მივუტანე და უცბად პირი მოკიდა, ცოტა გამოცოცხლდა და შეჭამა მთლიანად, შემდეგ ერთს მოყვა მეორე ნაჭერი შემდეგ მესამე და ა.შ :) მიხაროდა თან ვეფერებოდი თავზე. ჰოდა არც შემიმჩნევია, რომ ჩემს გარშემო მყოფნი და მსხდომნი ჩემზე მაგრად კაიფობდნენ... ნუ ეს მაშინ მივხვდი ცუგუნა რომ მოძღა და თათები რომ დამალაგა მუხლზე, მაშინ მოვიხედე და დავინახე რომ მთელი ხალხი მე მიყურებს და იცინიან :( მე ცუგოს ველაპარაკებოდი კიდე :(( ნუ რათქმაუნდა წავიდა მერე "შუტკები" იიიიიი ეგ ნამცხვარი ჩემთვის გეჭმია შიმშილითა ვკვდები და ა.შ :( მერე მოვიდა ვიღაც და დამიწყო ჩხუბი ეკლესიის ეზოში რატომ ყრიო ნამცხვრის ნაფშვენებს, ცუგოს ვაჭმევ-მეთქი...  ავდექი, მოვკიდე ხელი და გარეთ გამოვიყვანე, ჰოდა ძალიან გაუხარდა ცუგოს :( თურმე შიოდა ძალიან და ისეთი დასუსტებული იყო ვერც დადიოდა :( ნამცხვარი რაც ჭამა, ჭამა და მეტი რომ აღარ უნდოდა იქვე დავუდე პარკით... ჰოდა ასეთი ღამე მქონდა, მაგრამ გამიჩნდა 1 კითხვა, ნუთუ ღმერთს ეწყინებოდა ეკლესიის ეზოში მომაკვდავ ძაღლს რომ ვაჭმევდი და ნატეხები იყრებოდა ძირს? :(( კი მკიდია მარა მაინც ცუდ ხასიათზე დამაყენა ადამიანების ასეთმა დაცინვამ... თან არცერთს არც კი შეუხედავთ ცუგოსთვის, რათქმაუნდა ის ხომ მაწანწალა იყო და არა 10000000$ იანი ავჩალკა ან რამე მასეთი :(

არავინ


არავინ არ მევასება, აი საერთოდ არავინ :| არც ის ვიცი რატომ... ნუ დაახლოებით ვიცი, რომ ისეთი არავინაა რომ მევასებოდეს. რატომაა ყოველთვის ყველა რომ იქითკენ მიდის? აი საითკენ იცი? აი იქითკენ. ყველაფერს სიყვარულს რატომ უკავშირებენ ბლინ? მოდი დავიკიდოთ, აქ ჯობია დავწერო კრაზანებზე. ესეიგი ჩემს ფანჯრის ჟალუზში იკეთებენ ბუდეს ბლინ. თავიდან ვუთხარი რამდენჯერმე, შემდეგ უკვე ვეჩხუბე კიდეც X( მაგრამ არ მიდიან :( ჰოდა იმდღეს რაც აშენებული ჰქონდათ სულ დავუნგრიე, იშშშშ... ჰოდა რავიცი აღარ მოსულან მას მერე და ნეტა რა ხდება? ეწყინათ ვითომ? Oo

Friday, April 25, 2008

"ჭიაკოკონობა"


ამაზე საშინელი ვერაფერი მოიგონეს მოკლედ ქართველებმა, ვერ ვიტან ამ საზიზღარ დღეს :(
საშინელი ბოლი მთელს თბილისში, ჩემი სახლის მოპირდაპირე კორპუსს ვეღარ ვხედავდი ისეთი საშინელება იყო. თან წვავენ ამ საბურავებს და საშინელი სუნი დგას ჰაერში, ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ხალხს უხარია და ცეცხლზე ხტუნაობენ :(( დედამიწის დღე ასე აღნიშნეს ქართველებმა? უფრო სწორად წინა დღე იყო დედამიწის საერთაშორისო დღე ამათ კიდე მეორე დღეს დედა ####### დედამიწას X( არ შეიძლება ასეთი დებილური დღესასწაული გვქონდეს, როდესაც ვაფუჭებთ ყველაფერს.

Wednesday, April 23, 2008

დღეები



ესეიგი ეს კვირა რაღაც უცნაურია ჩემთვის, არ ვიცი შეიძლება ამინდის ბრალია, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მე დამემართა? მთელი კვირა სახლიდან გარეთ გასვლა არ მინდა, სახლში კი მხოლოდ 3 რამეს ვაკეთებ. მთელი დღე ან მუსიკას ვუსმენ, ან წიგნს ვკითხულობ, ან კიდევ ფორუმზე ვარ. ნუ ასე მიდის ეს დღეები და არც ისე ცუდად ვგრძნობ თავს, უფრო მეტს ვფიქრობ, ეს კვირა ერთი დღეც არ ვყოფილვარ უნივერსიტეტში, არ მინდა არავის დანახვა, განა დეპრესია მაქვს და მასეთი რამ... უბრალოდ ყველაზე ძალიან ეს მომწონს ამ მომენტში. ჩემს მეგობრები კიდე სახლში ვერ ჩერდებიან, დილით გადიან და საღამოს მოდიან. ამ ყველაფერს ემატება ჩემი უგრძნობლობა, სასაცილოა მაგრამ საერთოდ არც არაფერზე მეცინება, არც მეტირება. გუშინ ჩემმა მეგობარმა რაღაც ვიდეო მანახა ერთი სამჯერ მაინც, მერე ბოლოს სანამ თავად არ მითხრა რაზე უნდა შემცოდებოდა ვიდეოს მთავარი გმირი იქამდე შტერივით ჩავცქერდი :)) მაგარია ასე როცა ხარ.

Green pics


ჩემს ცხოვრებაში, საბედნიეროდ არის ეპიზოდები როდესაც ბედნიერი ვარ. ჩემი ბედნიერება სხვისი ბედნიერებისგან განსხვავდება, რადგან ჩემთვის ბედნიერება მწვანე სურათია... სამწუხაროდ მწვანე სურათები ჩემს ცხოვრებაში არც ისე ბევრია, ასე რომ აქ დავწერ ჩემს აღმოჩენებზე, წარმატებებზე, დამარცხებებსა და ზოგადად რაღაცებზე
P.S განსაკუთრებული მადლობა Sweet baby girl ს სკინისთვის