Wednesday, April 23, 2008

დღეები



ესეიგი ეს კვირა რაღაც უცნაურია ჩემთვის, არ ვიცი შეიძლება ამინდის ბრალია, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მე დამემართა? მთელი კვირა სახლიდან გარეთ გასვლა არ მინდა, სახლში კი მხოლოდ 3 რამეს ვაკეთებ. მთელი დღე ან მუსიკას ვუსმენ, ან წიგნს ვკითხულობ, ან კიდევ ფორუმზე ვარ. ნუ ასე მიდის ეს დღეები და არც ისე ცუდად ვგრძნობ თავს, უფრო მეტს ვფიქრობ, ეს კვირა ერთი დღეც არ ვყოფილვარ უნივერსიტეტში, არ მინდა არავის დანახვა, განა დეპრესია მაქვს და მასეთი რამ... უბრალოდ ყველაზე ძალიან ეს მომწონს ამ მომენტში. ჩემს მეგობრები კიდე სახლში ვერ ჩერდებიან, დილით გადიან და საღამოს მოდიან. ამ ყველაფერს ემატება ჩემი უგრძნობლობა, სასაცილოა მაგრამ საერთოდ არც არაფერზე მეცინება, არც მეტირება. გუშინ ჩემმა მეგობარმა რაღაც ვიდეო მანახა ერთი სამჯერ მაინც, მერე ბოლოს სანამ თავად არ მითხრა რაზე უნდა შემცოდებოდა ვიდეოს მთავარი გმირი იქამდე შტერივით ჩავცქერდი :)) მაგარია ასე როცა ხარ.

5 comments:

Anonymous said...

მეგონა ჩემზე გეწერა :უსერ:

მელია said...

რომელი ხარ :უსერ:


შენც ასე ხარ?
ჰო მაგარია?
:ჯუმპ:

Jenny said...

სოციალური სამყაროსგან შვებულება გაქვს ე.ი. აღებული, კრუტა :))

utvino said...

utvino var :) forumze ბატო-ბატო :მად:

ხოდა არვიცი, მომწონს ასე და ნერვები მეშლება ასე, რომ მომწონს.
სახლიდან გასვლის სურვილი არ მიჩნდება,უნივერსიტეტშიც თითქმის არ დავდივარ, ცუდად ვხდები იქაურობაზე და ხალხზე
ხოდა რავიცი

მელია said...

უი ზემოდან მოვყვებოდი ეს პოსტი ახლა ვნახე :2კისს:

დაგამატებ ფრენდებში
:)



დღეს ვიყავი უნში მარა რაღაც კონფერენციების დღეაო ჰოდა წამოველ :ბის: