Saturday, April 26, 2008

ეკლესიაში


ახლა მოვედი ეკლესიიდან, ნუ მინდა ჩემი საინტერესო შთაბეჭდილებები დავწერო. უამრავი ხალხი ირევა აქეთ-იქით, ზოგან იცინიან, ზოგან ლაპარაკობენ, ნუ ეს ხდება ეკლესიის ეზოში. ზოგი ჭიდაობს და რავიცი კიდე. ხანდახან გინებასაც მოკრავ ყურს. ჩემმა მეგობრებმა ძალით წამიყვანეს დღეს, თორემ არ მიყვარს მასეთი თავშეყრის ადგილები. ნარკომანები, ბოზები, ნაციხრები და რავიცი ათასი რჯულის ხალხი ირევა ერთმანეთში. ჩემთვის ვიდექი ეზოს ყველაზე შედარებით წყნარ ადგილას რამდენიმე ნაცნობთან ერთად და თვალს ვადევნებდი ბრბოს, რომელიც არც კი ვიცი იქ რისთვის მივიდნენ. ამ აყალმაყალში დავინახე რომ სადაც ისხდნენ ახალგაზრდები, მათ ფეხებთან პატარა ცუგო იწვა :) მივედი მაშინვე, მათ ფეხებთან ჩავიცუცქე და ცუგოს თათზე მოვკიდე ხელი, არ გაინძრა :( შემდეგ ცხვირზე მივადე თითი და ძლივს მოატრიალა თავი. თვალები ეხუჭებოდა და მივხვდი, რომ ვერ იყო ყველაფერი რიგზე, ჩემს მეგობარს ვუთხარი დარჩენილიყო ცუგოსთან, რადგან ადამიანებს არ გადაეარა მისთვის, გავიქეცი მაღაზიაში შევედი და რაც ფული მქონდა ნამცხვარი ვიყიდე იმის. მოვურბენინე და ცუგო მიმკვდარებული იწვა თავისთვის :(( ისევ. ამოვიღე ერთი ნაჭერი პარკიდან ცხვირთან მივუტანე და უცბად პირი მოკიდა, ცოტა გამოცოცხლდა და შეჭამა მთლიანად, შემდეგ ერთს მოყვა მეორე ნაჭერი შემდეგ მესამე და ა.შ :) მიხაროდა თან ვეფერებოდი თავზე. ჰოდა არც შემიმჩნევია, რომ ჩემს გარშემო მყოფნი და მსხდომნი ჩემზე მაგრად კაიფობდნენ... ნუ ეს მაშინ მივხვდი ცუგუნა რომ მოძღა და თათები რომ დამალაგა მუხლზე, მაშინ მოვიხედე და დავინახე რომ მთელი ხალხი მე მიყურებს და იცინიან :( მე ცუგოს ველაპარაკებოდი კიდე :(( ნუ რათქმაუნდა წავიდა მერე "შუტკები" იიიიიი ეგ ნამცხვარი ჩემთვის გეჭმია შიმშილითა ვკვდები და ა.შ :( მერე მოვიდა ვიღაც და დამიწყო ჩხუბი ეკლესიის ეზოში რატომ ყრიო ნამცხვრის ნაფშვენებს, ცუგოს ვაჭმევ-მეთქი...  ავდექი, მოვკიდე ხელი და გარეთ გამოვიყვანე, ჰოდა ძალიან გაუხარდა ცუგოს :( თურმე შიოდა ძალიან და ისეთი დასუსტებული იყო ვერც დადიოდა :( ნამცხვარი რაც ჭამა, ჭამა და მეტი რომ აღარ უნდოდა იქვე დავუდე პარკით... ჰოდა ასეთი ღამე მქონდა, მაგრამ გამიჩნდა 1 კითხვა, ნუთუ ღმერთს ეწყინებოდა ეკლესიის ეზოში მომაკვდავ ძაღლს რომ ვაჭმევდი და ნატეხები იყრებოდა ძირს? :(( კი მკიდია მარა მაინც ცუდ ხასიათზე დამაყენა ადამიანების ასეთმა დაცინვამ... თან არცერთს არც კი შეუხედავთ ცუგოსთვის, რათქმაუნდა ის ხომ მაწანწალა იყო და არა 10000000$ იანი ავჩალკა ან რამე მასეთი :(

5 comments:

Anonymous said...

მოჭიდავე პივისმსმელ სასტავთან არ მივიდნენ და შენთან მოვიდნენ?

ნდეჰ...

მელია said...

ნუ
მე ეკლესიაში წამსვლელი აღარ ვარ
და ახლაც ვინანე რომ დავუჯერე ამათ და წავყევი...

თუ ღვთის სახლს ეგენი მაგას ეძახიან კარგად ყოფილა მაგათი საქმე...



:)

ღმერთს ნამდვილად არ მოეწონებოდა იქ რაც ხდებოდა :))

Jenny said...

ყ*ეები


:2kiss: :2kiss: :2kiss:

Anonymous said...

ეკლესიაში თუ დადიან ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ იციან რა ესიამოვნებოდა და რა არა ღმერთს

მასეთ ხალხზე უბრალოდ ფიქრიც არ ღირს

:)

მელია said...

უტვინო

მართალი ხარ ფიქრიც არ ღირს და აღარც ვფიქრობ :ბის: