Wednesday, May 28, 2008

სიმართლე


ესიეგი ძალიან იმედგაცრუებული ვარ :( არ ვიცი რითი დავიწყო, კიდევ ერთხელ გამიმეორა ცხოვრებამ, რომ მე მას არ ვეკუთვნი. რატომ არის რომ ვინც ყველაზე გაიძვერაა ის ყველაზე ბედნიერია? ასეთი კითხვა ბევრს აწუხებს, მაგრამ პასუხი არავინ იცის, ისინი ამბობენ ღმერთმა იცის ყველაფერიო. კიბატონო მაგრამ რა ქნან იმათ ვისაც მოტყუება არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდათ ამის გაკეთება? სწორედ იმიტომ რომ ვერ ვიტყუები კიდევ 1 პრობლემას გადავაწყდი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ტყუილის გარეშე იყო ბედნიერი? არა ასე არ შეიძლება! ეს ადამიანების სამყაროა ჩემო მელი და შენ აქ ვერასოდეს დაიმკვიდრებ ადგილს, ამას უნდა შეეგუო. არ ვიცი, მაგრამ ეჭვები მაწუხებს, ახლა შედარებით პატარა ვარ და შესაბამისად ცოტა პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ შემდეგ? მუდამ ვცდილობ პრობლემებს გავექცე, მაგრამ ყველას ხომ ვერ გავექცევი? ან სადამდე ვირბინო? ხომ დავიღლები ოდესმე? მერე რა ვქნა... არა რაა რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ... :(

Friday, May 23, 2008

End of time


სიცოცხლე მოკვდა, აღარ არის. ჰო აი ასე, ჩემთვის სრულიად მოსაწყენია 21 საუკუნეში ცხოვრება. საშინელი დროა, ჩემი აზრით ყველაზე საშინელიც კი. მენატრება, ძალიან მენატრება წარსული. სად არის ამბები, შორეულ სამეფოზე? სად არის დაუვიწყარი თავგადასავლები? რატომ გაწყდა კავშირი ადამიანებსა და სამყაროს შორის? ასეა ადამიანები და დედამიწა ვეღარ უგებენ ერთმანეთს :( დამთავრდა სიცოცხლე. მენატრება ძველი ამბები, ძველი რუკები, ძველი ლეგენდები, მხოლოდ ოცნებებში ვარ იქ, მაგრამ ოცნებები სინამდვილეს ძალიან ჩამოუვარდება. გმირები და მეფეები დაიხოცნენ, პრინცესები გაქრნენ, ციხესიმაგრეები დაინგრა, დარჩა მათგან მხოლოდ მითები, რომლებიც ახლა ზღაპრები ჰგონიათ. არადა ოდესღაც შიშისმომგვრელი იყო ყველა ადამიანისთვის ეს ლეგენდები. არა ეს ზღაპრები არ შეიძლება იყოს, ამის მოგონება შეუძლებელი, მე მინდა იქ. :(

Friday, May 16, 2008

იდუმალი მეგზური


ესეიგი ახლა მოვედი სახლში :) გზაში გადამხდა მაგარი თავგადასავალი :) ესეიგი უნივერსიტეტიდან როდესაც მოვედი ჩემს უბანთან სახლამდე სასიარულო მაქვს ცოტა ფეხით. ჰოდა მეც წამოვედი, ოღონდ ჯერ პური ვიყიდე. მოვდივარ და ვგრძნობ რომ უკნიდან ვიღაც მომყვება :) მივიხედე და არავინ არის, ან მე ვერ დავინახე, რადგან უკან ხალხი მოძრაობს. ჩემს სახლთან სიწყნარეა და ხალხიც არ მოძრაობს თითქმის :) ჰოდა მანდ ეს გრძნობა უფრო გამიმძაფრდა, რადგანაც ხალხის ხმაური და მანქანების მოძრაობა შეწყდა. სახლის კართან რომ მოვედი, მივიხედე უკან და რას ვხედავ :)) თურმე ვინ ყოფილა ჩემი მდევარი... ესიგი ტანით დაბალი ცოტა გრძელი, აი ის ფილმი მულწიკი ვისაც გაქვთ ნანახი "All Dogs Go to Heaven" მანდ რომ რიჩია ჩარლის მეგობარი :) ზუსტად ეგ გამეჩითა :)) თავიდან უნებურად გავიცინე რადგან ისე საყვარლად მიყურებდა რომ სიცილი ამიტყდა, შემდეგ ვუთხარი დამელოდე-მეთქი. სახლში შევედი თუ არა უცბად ნამცხვარი, პეჩენია, დავინახე მაგიდაზე და მაშინვე გამოვბრუნდი არ გამექცეს-მეთქი. გამოვედი და ისევ ისე დგას და მიყურებს. ვუთხარი მოდი ჩემთან-მეთქი და ცოტათი მოიწია მეც მისკენ გავწიე ნამცხვარი გამომართვა, პირში ჩაიდო და წავიდა :)))) ვეძახე აქ შეჭამე-მეთქი, რადგან კიდე ვაძლევდი ერთს მაგრამ წაღებით ვეღარ წაიღებდა და იქ შეჭმა ალბათ არ უნდოდა :( ესეიგი იმ ცუგოს თვალები არასოდეს დამავიწყდება, ნეტა იცოდეთ როგორი სასაცილო იყო :)))

Tuesday, May 13, 2008

ექსკურსია



დავიწყებ თავიდან, დილით გავიღვიძე, ასევე გავაღვიძე ჩემი მეგობარი და შევუდექით მზადებას ვარდების მოედანზე გასასვლელად. უცბად ვჭამეთ ჩავიცვით და 9 საათზე უკვე იქ ვიყავით. ვნახე ჩემი კურსელები ჯგუფელები და ნაცნობი ხალხი, რომლებიც ავტობუსების წინ იდგნენ :) მე მციოდა ამიტომ ავედი ავტობუსში. უცბად გავიგე ახალი ინფო რომ, თურმე შუამთაში კი არა დავით გარეჯში მივდივარ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ამით ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდოდა გარეჯის ნახვა. აი, გავიდა ავტობუსების რიგი, ჩემს ავტობუსში საშინელი ხმაური იყო, ყველა თავისებურად ცდილობდა თავისი ენამოსწრებულობისა თუ იუმორის დემოსტრირებას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს აიფოდს :)) ის რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, თუმცა მაინც რა აზრი ჰქონდა მის კეთებას, ხმამაღალი რამე უნდა ჩამერთო ან ბოლომდე ამეწია. ასე გაგრძელდა მთელი გზა გარეჯამდე. მისვლისთანავე დაიცალა ავტობუსები, მე გამიხარდა, და ჩემს 1 მეგობართან ერთად გავუდექი გზას. ლამაზი იყო იქაურობა სიმშვიდეს მხოლოდ ხალხის ყაყანი არღვევდა, მაგრამ სულ ვცდილობდი მარტო მევლო :) ასე შემოვიარე დაბლა, რომ ეკლესიაა ის. შემდეგ რამდენიმე კილომეტრი ზემოთ უნდა გვევლო, რავიცი მე მივყევი ჩემს გზას წყნარად, მშვიდად, ვჩერდებოდი და უკან ვიყურებოდი სადაც კავკასიონი ჩანდა :) ძალიან ლამაზი იყო. აი წარმოიდგინე უდაბნოში ვიყავი და თოვლით დაფარულ მყინვარებს ვუყურებდი, სასიამოვნოა ფრიად. ნუ ეკლესიებს და გამოქვაბულებსაც ვუყურებდი, მაგრამ ძირითადად ადგილს ვათვალიერებდი. ასე სიარულით ავედი მაღლა საიდანაც აზერბაიჯანი მოჩანს. მაღლა იყვნენ გერმანელი ტურისტები და საინტერესო რაღაც შევნიშნე.

Green bag
გოგოს და ბიჭს, რომლებიც სავარაუდოდ არ იყვნენ გერმანელები, უფრო ინგლისელებს გავდნენ და თან ინგლისურად ლაპარაკობდნენ, მხარზე ეკიდათ ორივეს მწვანე ჩანთა :) მაგარი გამიხარდა მე. რავიცი მესიამოვნა, ამ დროს ჩემმა კურსელმა ამოიღო ჩანთიდან პოლიეთილენის წითელი პარკი სადაც ნამცხვარი თუ რაღაც ჯანდაბა ედო შეჭამა, დაკუჭა პარკი და იქვე ქვასთან დააგდო, ეს დაინახეს ამ გოგომაც და ბიჭმაც რადგან იქვე იდგნენ. იმ მომენტში გამეცინა ამაზე მაგრამ შემდეგ...  შემდეგ დედა აგინეს გერმანელებს ქართველებმა, თან უხაროდათ რომ ვერ იგებდნენ, ასე რიგრიგობით მიდიოდნენ და ხან რას აგინებდნენ ხან რას. რა საინტერესოა მაინც ქართველის ტვინი არა? პრინციპში ეგ გადაჯიშებული ქართველის ქმედებას უფრო ჰგავს. შემდეგ ყველა ძირს დაეგდო დაღლილები იყვნენ, მე ცალკე გავედი, რადგან არ მინდოდა მათი უაზრო შუტკებისა (არა ვჭამოთ პური) და ა.შ მოსმენა. მთას მეორე მხრიდან შემოვუარე ქვაზე დავჯექი და სიწყნარეში ვიჯექი + ქარი უბერავდა და ნამდვილად შესანიშნავი გრძნობა იყო იქ ჯდომა და გარემოთი ტკბობა. საბედნიეროდ ადამიანები არ ჩანდნენ :) მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ყველაფერი, ნუ შეიძლება გაგრძელდა მაგრამ მე არ მეყო, დამიძახეს დაბლა მივდივართო. დაბლა სხვა გზით უნდა ჩავსულიყავით, რომელიც დაღმართი ბილიკი იყო და ნუ ძნელი ჩასავლელი ასე ვთქვათ :) ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ყველა ჩასვლაზე და ჭამაზე ოცნებობდა მე კიდე წყალიც არ მწყუროდა და იქ დარჩენა მინდოდა. რათქმაუნდა ეს რომ მეთქვა მცემდნენ ასე რომ გავჩუმდი და წყნარად სულ ბოლოში მივყევი. ამ დროს გოგოები, ჩემი კურსელები, რომლებსაც არ ვიცნობდი ისე მოხდა უკან ჩამორჩნენ და ჩემთან ერთად უნდა ეარათ. უცბად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ქუსლიანები სცმია. ტაკ ჩტო ისიც მე უნდა მეთრია :( ნუ წამოვედით და გზაში სამივე ტვინს ბურღავს, რაღაც სისულელეებზე ლაპარაკით რომელიც იმ წამს მაგრად მკიდია. თან მე მეკითხებიან გამოქვაბულებზე ეს ვისიაო? წმინდა კოწიესი-მეთქი :)) სხვათაშორის დაიჯერეს :| ასე ჩამოვედი დაბლა და ჩავჯექი ავტობუსში.

წამოვედით უკან და ატყდა უარესი ყაყანი ავტობუსში. მანამდე კიდე ერთმა შარვალზე პეპსი გადამასხა :შ მე კვლავ აიფოდი გავიკეთე და ვცდილობდი ყურები დამეცვა :) ცოტახანი ასე ვიარეთ, რის შემდეგაც გავჩერდით, რადგან საჭმელი უნდა გვეჭამა. საზღვარი არ ჰქონდა იქ მყოფი ხალხის სიხარულს. ჩავედით ავტობუსიდან ყველა, უცბად გაშალეს მიწაზე ყველაფერი და შეუდგნენ ქეიფს :) მე არ ვსვამდი, რადგანაც არ მინდოდა რატომღაც.
ნუ დათვრა ხალხი, და მე იქ ბევრი საინტერესო ინფო მოვისმინე, თურმე საქართველო არწივების სამშობლოა, თურმე ღმერთს ანგელოზებისთვის მიწაზე სამოთხე მიუციათ და ეს სამოთხე საქართველო ყოფილა, ეს რომ გავიგონე უნებურად მიიმოვიხედე გარშემო და სამწუხაროდ არ გავდა იქაურობა არც სამოთხეს და არც სხვა რაიმეს :( შემდეგ ჩემს მეგობარს ყურში ვუთხარი ჩუმად, გავს ეს ადგილი მიწიერ სამოთხეს-მეთქი? და გარშემო მიმოფანტულ ნაგავზე მივანიშნე რომელიც ჩვენამდე სხვებს დაეტოვებინა. მორჩა ქეიფი ახლა ცეკვა და სიყვარულობა დაიწყო ყველამ. მე რა მექნა? ისინი ხომ არწივები არიან და ვიღაცამ არწივების ბუდე ხომ უნდა დაალაგოს :)) რამდენიმე ხე ვიპოვე ცეცხლი დავანთე და დავუარე გარშემო მიყრილ პლასმასის ჭიქებსა და თეფშებს, ასევე სახურავებს და ა.შ :) ძვლები იქვე მყოფ ცუგებს მიუტანე, რომლებმაც მადლობა მითხრეს :) ჰოდა სადღაც 15 წუთი დამჭირდა რომ იქაურობა ისევ მწვანე ბალახს დაეფარა. რათქმაუნდა აქაც გამოჩნდა რომელიღაც ნამეტანი არწივი და ჩემს დასანახად დააგდო ძირს ერთჯერადი სალფეტკი. მე არაფერი არ მითქვამს უბრალოდ შევხედე ამ გოგოს თვალებში, თავადაც შემომხედა, ალბათ მიხვდა, ან ვერ მიხვდა მაგრამ აიღო სალფეტკი და ცეცხლში ჩააგდო. ბოლოს გალეშილი არწივები ჩასხდნენ ავტობუსებში და წამოვედით თბილისისკენ. ახლა ავტობუსში დაიწყო უფრო ხმამაღლა ტვინის ##### მაგრამ მე ჩემი აიფოდი ჩავიხუტე :) დავჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი :| მერე მოვიდნენ შენ რატომ არ სვამ და რატომ ხარ დაგრუზულიო :) გავუღიმე ვუთხარი როგორ არა კაცო ვერ მხედავთ-მეთქი? მათაც ის პასუხი მიიღეს რაც უნდოდათ და განაგრძეს :) ჰო დამავიწყდა, ლუდი გადამასხეს ხელზე კიდე მთვრალებმა :))) ნუ საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დრო ვატარე, კარგი იმიტომ რომ იქაურობა ვნახე, დამიჯერეთ ღირდა იმ ის ნახვა ამის ფასად :)

Friday, May 9, 2008

Night dreams


მდა... ახლა ღამეა, ბნელა, გარეთ ქარი ქრის, მე აქ ვზივარ და ამას ვწერ. ნუ კარგია, მიყვარს ასეთი სიტუაციები, ახლა ისე ვარ, თითქოს თან ყველაფერზე ვფიქრობ და თან ყველაფერი მკიდია. არც მიხარია, არც მწყინს, თითქოს მთელს დედამიწაზე ყველას დავვიწყებივარ და ყველა ძილს მისცემია. ღამე მაგრად მიყვარს, რადგან ყველას ძინავს ამ დროს და არავის სცალია. ყველა სიზმრებს ხედავს, მე კი მეძლევა საშუალება დავტკბე, ამ იდიოტური, ცხოვრებით, ცოტა ხნით მაინც. ახლა მინდა რომ სულ ასე გაგრძელდეს, და არავის გავახსენდე, არც არავინ გაიღვიძოს არასოდეს, ყველა დარჩეს თავიანთ სიზმრებში და მე მაცალონ ცოტახნით ბედნიერება. მაგრამ ოცნებები ხომ არასოდეს სრულდება, რათქმაუნდა ხვალიდან იგივე დაიწყება. გაეღვიძება ხალხს, ახმაურდება გარშემო ყველაფერი, მანქანების ხმებით ადამიანების გამოძახილებითა და ნათელი დღით. დაირღვევა ეს სიწყნარეც და ქარის, რომელმაც ახლა ლამისაა სახლიანად წამიღოს, მის ხმასაც არ გამაგონებენ. არადა რა კარგია ახლა :(

Monday, May 5, 2008

ჯანდაბა


ეს დღეები საშინლად ვიყავი :( მოვიწამლე და 2 დღე სულ ლოგინში ვიწექი ახლა ცოტა გამოვკეთდი და ფეხზეც ავდექი. ეს 2 დღე არაფრის დანახვა არ მინდოდა საშინლად მტკიოდა მუცელი, გული მერეოდა და თვალის გახელა არ მინდოდა, აღარაფერს ვამბობ ლაპარაკზე. სულ მარტო ვიწექი ოთახში, საჭმელსაც არ ვჭამდი და არც წყალს ვსვამდი :( სულ მეძინა რადგანაც როდესაც ვიღვიძებდი წამება იწყებოდა :( ახლა წამოვდექი და უფრო საშინელი ამბები აღმოვაჩინე... უჰ დავიღალე რა.