Tuesday, May 13, 2008

ექსკურსია



დავიწყებ თავიდან, დილით გავიღვიძე, ასევე გავაღვიძე ჩემი მეგობარი და შევუდექით მზადებას ვარდების მოედანზე გასასვლელად. უცბად ვჭამეთ ჩავიცვით და 9 საათზე უკვე იქ ვიყავით. ვნახე ჩემი კურსელები ჯგუფელები და ნაცნობი ხალხი, რომლებიც ავტობუსების წინ იდგნენ :) მე მციოდა ამიტომ ავედი ავტობუსში. უცბად გავიგე ახალი ინფო რომ, თურმე შუამთაში კი არა დავით გარეჯში მივდივარ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ამით ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდოდა გარეჯის ნახვა. აი, გავიდა ავტობუსების რიგი, ჩემს ავტობუსში საშინელი ხმაური იყო, ყველა თავისებურად ცდილობდა თავისი ენამოსწრებულობისა თუ იუმორის დემოსტრირებას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს აიფოდს :)) ის რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, თუმცა მაინც რა აზრი ჰქონდა მის კეთებას, ხმამაღალი რამე უნდა ჩამერთო ან ბოლომდე ამეწია. ასე გაგრძელდა მთელი გზა გარეჯამდე. მისვლისთანავე დაიცალა ავტობუსები, მე გამიხარდა, და ჩემს 1 მეგობართან ერთად გავუდექი გზას. ლამაზი იყო იქაურობა სიმშვიდეს მხოლოდ ხალხის ყაყანი არღვევდა, მაგრამ სულ ვცდილობდი მარტო მევლო :) ასე შემოვიარე დაბლა, რომ ეკლესიაა ის. შემდეგ რამდენიმე კილომეტრი ზემოთ უნდა გვევლო, რავიცი მე მივყევი ჩემს გზას წყნარად, მშვიდად, ვჩერდებოდი და უკან ვიყურებოდი სადაც კავკასიონი ჩანდა :) ძალიან ლამაზი იყო. აი წარმოიდგინე უდაბნოში ვიყავი და თოვლით დაფარულ მყინვარებს ვუყურებდი, სასიამოვნოა ფრიად. ნუ ეკლესიებს და გამოქვაბულებსაც ვუყურებდი, მაგრამ ძირითადად ადგილს ვათვალიერებდი. ასე სიარულით ავედი მაღლა საიდანაც აზერბაიჯანი მოჩანს. მაღლა იყვნენ გერმანელი ტურისტები და საინტერესო რაღაც შევნიშნე.

Green bag
გოგოს და ბიჭს, რომლებიც სავარაუდოდ არ იყვნენ გერმანელები, უფრო ინგლისელებს გავდნენ და თან ინგლისურად ლაპარაკობდნენ, მხარზე ეკიდათ ორივეს მწვანე ჩანთა :) მაგარი გამიხარდა მე. რავიცი მესიამოვნა, ამ დროს ჩემმა კურსელმა ამოიღო ჩანთიდან პოლიეთილენის წითელი პარკი სადაც ნამცხვარი თუ რაღაც ჯანდაბა ედო შეჭამა, დაკუჭა პარკი და იქვე ქვასთან დააგდო, ეს დაინახეს ამ გოგომაც და ბიჭმაც რადგან იქვე იდგნენ. იმ მომენტში გამეცინა ამაზე მაგრამ შემდეგ...  შემდეგ დედა აგინეს გერმანელებს ქართველებმა, თან უხაროდათ რომ ვერ იგებდნენ, ასე რიგრიგობით მიდიოდნენ და ხან რას აგინებდნენ ხან რას. რა საინტერესოა მაინც ქართველის ტვინი არა? პრინციპში ეგ გადაჯიშებული ქართველის ქმედებას უფრო ჰგავს. შემდეგ ყველა ძირს დაეგდო დაღლილები იყვნენ, მე ცალკე გავედი, რადგან არ მინდოდა მათი უაზრო შუტკებისა (არა ვჭამოთ პური) და ა.შ მოსმენა. მთას მეორე მხრიდან შემოვუარე ქვაზე დავჯექი და სიწყნარეში ვიჯექი + ქარი უბერავდა და ნამდვილად შესანიშნავი გრძნობა იყო იქ ჯდომა და გარემოთი ტკბობა. საბედნიეროდ ადამიანები არ ჩანდნენ :) მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ყველაფერი, ნუ შეიძლება გაგრძელდა მაგრამ მე არ მეყო, დამიძახეს დაბლა მივდივართო. დაბლა სხვა გზით უნდა ჩავსულიყავით, რომელიც დაღმართი ბილიკი იყო და ნუ ძნელი ჩასავლელი ასე ვთქვათ :) ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ყველა ჩასვლაზე და ჭამაზე ოცნებობდა მე კიდე წყალიც არ მწყუროდა და იქ დარჩენა მინდოდა. რათქმაუნდა ეს რომ მეთქვა მცემდნენ ასე რომ გავჩუმდი და წყნარად სულ ბოლოში მივყევი. ამ დროს გოგოები, ჩემი კურსელები, რომლებსაც არ ვიცნობდი ისე მოხდა უკან ჩამორჩნენ და ჩემთან ერთად უნდა ეარათ. უცბად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ქუსლიანები სცმია. ტაკ ჩტო ისიც მე უნდა მეთრია :( ნუ წამოვედით და გზაში სამივე ტვინს ბურღავს, რაღაც სისულელეებზე ლაპარაკით რომელიც იმ წამს მაგრად მკიდია. თან მე მეკითხებიან გამოქვაბულებზე ეს ვისიაო? წმინდა კოწიესი-მეთქი :)) სხვათაშორის დაიჯერეს :| ასე ჩამოვედი დაბლა და ჩავჯექი ავტობუსში.

წამოვედით უკან და ატყდა უარესი ყაყანი ავტობუსში. მანამდე კიდე ერთმა შარვალზე პეპსი გადამასხა :შ მე კვლავ აიფოდი გავიკეთე და ვცდილობდი ყურები დამეცვა :) ცოტახანი ასე ვიარეთ, რის შემდეგაც გავჩერდით, რადგან საჭმელი უნდა გვეჭამა. საზღვარი არ ჰქონდა იქ მყოფი ხალხის სიხარულს. ჩავედით ავტობუსიდან ყველა, უცბად გაშალეს მიწაზე ყველაფერი და შეუდგნენ ქეიფს :) მე არ ვსვამდი, რადგანაც არ მინდოდა რატომღაც.
ნუ დათვრა ხალხი, და მე იქ ბევრი საინტერესო ინფო მოვისმინე, თურმე საქართველო არწივების სამშობლოა, თურმე ღმერთს ანგელოზებისთვის მიწაზე სამოთხე მიუციათ და ეს სამოთხე საქართველო ყოფილა, ეს რომ გავიგონე უნებურად მიიმოვიხედე გარშემო და სამწუხაროდ არ გავდა იქაურობა არც სამოთხეს და არც სხვა რაიმეს :( შემდეგ ჩემს მეგობარს ყურში ვუთხარი ჩუმად, გავს ეს ადგილი მიწიერ სამოთხეს-მეთქი? და გარშემო მიმოფანტულ ნაგავზე მივანიშნე რომელიც ჩვენამდე სხვებს დაეტოვებინა. მორჩა ქეიფი ახლა ცეკვა და სიყვარულობა დაიწყო ყველამ. მე რა მექნა? ისინი ხომ არწივები არიან და ვიღაცამ არწივების ბუდე ხომ უნდა დაალაგოს :)) რამდენიმე ხე ვიპოვე ცეცხლი დავანთე და დავუარე გარშემო მიყრილ პლასმასის ჭიქებსა და თეფშებს, ასევე სახურავებს და ა.შ :) ძვლები იქვე მყოფ ცუგებს მიუტანე, რომლებმაც მადლობა მითხრეს :) ჰოდა სადღაც 15 წუთი დამჭირდა რომ იქაურობა ისევ მწვანე ბალახს დაეფარა. რათქმაუნდა აქაც გამოჩნდა რომელიღაც ნამეტანი არწივი და ჩემს დასანახად დააგდო ძირს ერთჯერადი სალფეტკი. მე არაფერი არ მითქვამს უბრალოდ შევხედე ამ გოგოს თვალებში, თავადაც შემომხედა, ალბათ მიხვდა, ან ვერ მიხვდა მაგრამ აიღო სალფეტკი და ცეცხლში ჩააგდო. ბოლოს გალეშილი არწივები ჩასხდნენ ავტობუსებში და წამოვედით თბილისისკენ. ახლა ავტობუსში დაიწყო უფრო ხმამაღლა ტვინის ##### მაგრამ მე ჩემი აიფოდი ჩავიხუტე :) დავჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი :| მერე მოვიდნენ შენ რატომ არ სვამ და რატომ ხარ დაგრუზულიო :) გავუღიმე ვუთხარი როგორ არა კაცო ვერ მხედავთ-მეთქი? მათაც ის პასუხი მიიღეს რაც უნდოდათ და განაგრძეს :) ჰო დამავიწყდა, ლუდი გადამასხეს ხელზე კიდე მთვრალებმა :))) ნუ საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დრო ვატარე, კარგი იმიტომ რომ იქაურობა ვნახე, დამიჯერეთ ღირდა იმ ის ნახვა ამის ფასად :)

7 comments:

dodka said...

სადღაც 5 წელია ექსკურსიებზე და ეგეთებზე კურსელებთან და სხვა შემთხვევით ხალხტან აღარ დავდივარ.

ბოლოს ფორუმელებთან ერთად ვიყავი ექსკურსიაზე - ეს სულ სხვა თემაა, სულ სხვა ხალხია და სულ სხვა გარემო.

კურსელებთან და მსგავსებთან კიდევ სულ ტავს ვიკავებდი, იმიტომ რომ მე შენ არ ვარ და ვერ გავჩუმდები. ერთი-ორჯერ რომ ვიყავი, კონფლიქტი მომივიდა.
აი ნაგვის თემაზეც თუნდაც. ბოლოს ყველას ყველაფერი ავაკრეფინე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორედ როცა წავიდნენ, გაახსენდათ ნაგვის აკრეფა.

თან რავი, როგორ გინდა "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" სასტავს შეაგნებინო, რომ სლეები არიან... ამიტომ - ჩემს ნერვებს ვუფრთხილდები და ვერიდები მასეთ სასტავებს : )

მელია said...

ჰო ნამდვილად უნდა მოერიდო :)

მეც ანალოგიურად ვცდილობ მორიდებას მაგრამ ნამდვილად მაგათ გამო არაფერს გადავდებ :)

ნერვებიც არ ამშლია შენ წარმოიდგინე :|

ჯუსტ ვიცოდი უკვე რაც იქნებოდა იქ და რისთვისაც მივდიოდი :)


აი ფორუმელებთან მეც მინდა ექსკურსიაზე წასვლა მაგრამ...
:(

Jenny said...

xoda wamodi xolme CvenTan erTad :)

getyvi roca wavalT ;)

Jenny said...

oRond adgilebis problema aris xolme da Tu ver giTxari winaswar pardon :/

მელია said...

:* თენქიუ სვით :*

:)

utvino said...

მეც მინდა გარეჯის ნახვა, მაგრამ ჩემ ჯგუფელებს დასალევი ადგილი ჰქონდეთ და გარეჯი იქნება თუ ხინკლის სახლი ჰკიდიათ

ნაგვის მყრელებზე განვრისხდი :მად:

ნუ არწივების სამშობლო, მიწიერი სამოთხე და რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ხომ კლასიკაა უკვე ქართულ თავყრილობებზე და ეს აღარ მიკვირს, თუმცა ძველებურად მიშლის ნერვებს
:(
მაინც კარგი დრო გიტარებია
ყოველი მასეთი გასვლა რადიკალურად განსხვავებულ ხალხათან ერთად რაღაცა ახალზე გაფიქრებს, გაბრაზებს, გაკვირვებს, განცვიფრებს, გახალისებს, გატკბობს ... ხედავ რამდენი შთაბეჭდილებააა ერთად?
მაგარია :)

fiamifero said...

ოო, ნევროზი თუ გაქვს მსგავს კულტმასობრივ ღონისძიებებს უნდა მოერიდო კაცი :D
საკმარისია 5 წუთით მუსიკას მოუსმინო ან უაზრო ყაყანის გარდა რამეს ჩაუფიქრდე, მაშინვე ტვინის ხვნას იწყებენ, რატო ხარ დაგრუზული, რას ზიხარ მანდ ბლაბლაბლაბლა