Wednesday, May 28, 2008

სიმართლე


ესიეგი ძალიან იმედგაცრუებული ვარ :( არ ვიცი რითი დავიწყო, კიდევ ერთხელ გამიმეორა ცხოვრებამ, რომ მე მას არ ვეკუთვნი. რატომ არის რომ ვინც ყველაზე გაიძვერაა ის ყველაზე ბედნიერია? ასეთი კითხვა ბევრს აწუხებს, მაგრამ პასუხი არავინ იცის, ისინი ამბობენ ღმერთმა იცის ყველაფერიო. კიბატონო მაგრამ რა ქნან იმათ ვისაც მოტყუება არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდათ ამის გაკეთება? სწორედ იმიტომ რომ ვერ ვიტყუები კიდევ 1 პრობლემას გადავაწყდი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ტყუილის გარეშე იყო ბედნიერი? არა ასე არ შეიძლება! ეს ადამიანების სამყაროა ჩემო მელი და შენ აქ ვერასოდეს დაიმკვიდრებ ადგილს, ამას უნდა შეეგუო. არ ვიცი, მაგრამ ეჭვები მაწუხებს, ახლა შედარებით პატარა ვარ და შესაბამისად ცოტა პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ შემდეგ? მუდამ ვცდილობ პრობლემებს გავექცე, მაგრამ ყველას ხომ ვერ გავექცევი? ან სადამდე ვირბინო? ხომ დავიღლები ოდესმე? მერე რა ვქნა... არა რაა რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ... :(

5 comments:

Anonymous said...

mmm... ალბატ წუწუნი და საკუთარი ტავის მიმართ სიბრალული უნდა აღკვეთო - კარგი დასაწყისი იქნება უფრო ბედნიერი ცხოვრებისთვის ))

თითქმის არასდროს ვიტყუები, რადგან ვთვლი, რომ საუკეთესო იარაღი გულწრფელობაა, ამის გამო ნახევარ ადამიანებს ვეზიზღები, მეორე ნახევარი - პატივს მცემს, მაგრამ საქმე დაჟე ამაშიც არაა, საქმე იმაშია, რომ მე ვგრძნობ ამისგან თავს კარგად ))

ხოდა დაფიქრდი, ნუ ცდილობ საზოგადოებას მოერგო )) ის არასდროს არავის არ მოირგებს ))

მელია said...

კი წუწუნა ვარ :) არ ვამბობ რომ არა მაგრამ ბლოგი ხომ იმისთვის არის რომ იწუწუნო იმაზე რაზეც ხმამაღლა ვერ იწუწუნებ :(



კარგია სიმართლეს რომ ამბობ სულ ასე რომ შეგიძლია მიმამატო შენ ვინც პატივს გცემს იმათ სიაში :) მაგრამ შენც კარგად იცი რომ სიმართლით ვერაფერს გახდები :( მე უკვე მივხვდი ამას, თუმცა მოტყუებით მაინც ვერ მოვიტყუები... ეს ჩემი პრინციპებისა და ჩემი თავის ღალატი იქნება :ყეს:



მართალი ხარ საზოგადოება და მითუმეტეს ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ძნელია მოერგო თუ შენც ზუუუსტად ისეთი არ ხარ როგორიც ეს საზოგადოება :|

Jenny said...

მიდგომა შეცვალე.

რატომ უნდა გატკინონ გული? იქით ატკენ!
რატომ უნდა გაექცე პრობლემებს? იქით გაგექცნენ!

თუ კაია :tan:

საზოგადოება სუსტია – შენ ძლიერი ხარ. იქით მოირგებ საზოგადოებას და ა.შ. ანუ მიდგომაბლექია მთავარი :yes:

sabaha said...

პატარა ხარ ჯერ და ასეთი განწყობით ნუ იწყებ ცხოვრებას,
აქაურობას, ამ ტყუილებს ვერსად გაექცევი , მოგიწევს ამ ქვაბში ხარშვა, მაგრამ შენ შეძლებ ისე იცხოვრო ამ ქვაბში რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატო

უფრო მხნედ : )

და დაიკიდე მატყუარა ხალხი

იტყუებიან სუსტები და ისინი ვერასდროს გაჯობებენ შენ, ყოველთვის მართალს და გულწრფელს

: )

მელია said...

@ივერსონ

ისა არა... არ გამომდის მასე :( აი ნამეტანი არაბუნებრივი ვარ მაგ დროს :|

მომწონს ეგ მიდგომა მაგრამ გრრ
არ მიყვარს მასე მე :| იავი



@ბატო
ნუ ასეთი განწყობა რავიცი მაგრამ ნამდვილად ასე რომ არის ეგ ფაქტია :( ჰოდა მაგიტომ მინდა რომ საერთოდ წავიდე აქედან მართლა უკვე დამღალა ამ ყველაფერმა :|

კი შეიძლება სუსტები იტყუებიან მაგრამ ბოლოს სუსტი მე გამოვდივარ :( რადგან ისინი მიზანს აღწევენ მე კიდე////