Thursday, July 31, 2008

ჩემი მენიავე :ლოვე:


ესეიგი დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მენიავეს ამ უმაგრესი დღისთვის :) თავიდან დაგეგმილი იყო, რომ 6ის ნახევარზე შევხვედრილიყავით მაგრამ შემდეგ მალე მოუხდა მორეს მისვლა და მეც გამაქცუნა სახლიდან თავქუდმოგლეჯილი :შ წავედით ნარიყალაზე, მანამდე ლუდი ვიყიდეთ :ბის: ავედით იქ ზემოთ და ძალიან მაგარი ადგილი მაჩვენა მომეწონა :ლოვე: ჰოდა ვისხედით მე და მორე და ვბჭობდით ამა სოფლის უკეთურობაზე =)))))) ბევრი ვიცინეთ და ჯამშიც მოსაწყენი დღე ძალიან გამიმხიარულდა... შემდეგ შოთა რუსთაველი და პირამიდები დავინახეთ ნარიყალადან :)))))) ბოლოს ჰერმიმ დარეკა და რუსთველზე ჰერმის და დონის უნდა შევხვედროდით :შ წამოვედით... უფრო სწორად ჩამოვირბინეთ მერე მივედით ოპერასთან დაღლილ-დაქანცულები და ველოდებოდით იმათ :შ და აი ისინიც გამოჩნდნენ :)) აი აქედან მართლა ბევრი ვიცინე =))  დაჟე ოჯახურ კონფლიქტშიც მოვყევი :))))) შემდეგ დავშორდით... წამოვედით მე და მორე კმაყოფილები მაგრამ სასტიკად დაღლილები :)))))) ჰუჰ კარგი იყო :2კისს:

Wednesday, July 30, 2008

მომისმინე შენ...


არა, მარტო შენ არა! თქვენ მომისმინეთ! ასე მოქცევა როდიდან დაიწყეთ? მე სხვანაირებს გიცნობდით და მაგიტომ მიყვარდით ბლინ! საერთოდ არ გესმით არაფერი, მე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად დაგღუპავთ ეგოიზმი და შეგიჭამთ გრძნობებს! თავიდან არაფერი, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდებით, რომ ცუდად იქცეოდით და ინანებთ! მინდა დაგეხმაროთ მაგრამ გკიდივართ? ჰო ნუ მასე გამოდის... რა კარგია ცხოვრება როდესაც ყველა გკიდია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თქვენს გვერდით იყვნენ მუდამ! აუაუაუაუ... კკაიიი რა აი ახლა მახსენდება და არ ვიცი რა ვთქვა... არ მინდა ! არ მჭირდება ! ვერც მოგთხოვთ! სამწუხაროდ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არ შემიძლია გიბრაზდებოდეთ :( კი გულში ვბრაზობ, მაგრამ :( ნუ... რა ვქნა? შეიძლება მე შევიცვალე და თქვენ კი... ნუ რა აზრი აქვს :| მჯერა რომ ოდესმე ვიპოვი ისეთს რომელიც ყალბი არ იქნება :( მჯერა, მჯერა, მჯერა... პრინციპში სხვა გზა არ მაქვს, რადგან ან უნდა მჯეროდეს ან არა ჰოდა მე მირჩევნია მჯეროდეს :ცჰუპს:

Monday, July 28, 2008

დაკვირვებობანა


ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მივეჩვიე რაღაცებზე დაკვირვებას, აი არ ვიცი როგორ გითხრათ, ნუ ადრეც მაგრამ ბოლო დროს უფრო, ტაკს არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ყველაფერს ვაკვირდები და შემდეგ ვცდილობ გამოვიცნო რა, ვინ, დგას ამის უკან... გამიმძაფრდა ყნოსვა, მმმმ... სასტიკად გამიმძაფრდა... რამის სუნს ვერავინ რომ ვერ გრძნობდეს მე ვგრძნობ :( რავიცი რა მემართება ნამდვილ მაძებარს დავემსგავსე.  აი მაგალითად "მარშუტკაში" ავედი და დავჯექი, ჩემს წინ ზის ვიღაც ადამიანი... ვუყურებ მის თმებს, პიჯაკს, ხელებს და რავიცი კიდე...  შემდეგ კიდე ვიცნობ რა პროფესიის იქნება ეს ადამიანი ან რას საქმიანობს ან კეთილია თუ ბოროტი... ეს ერთგვარი თამაშივითაა და მართობს, ძალიან მომწონს ეს თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ არცერთხელ მომეცა საშუალება შემემოწმებინა ჩემი დასკვნები :( მარა ეგ არაფერი მთავარია, რომ ვერთობი :)  თქვენც ცადეთ თორემ ტრანსპორტის ან თუნდაც მოსაწყენ საზოგადოებაში ყოფნისას დაიღლებით  ტყუილად ჯდომით :) ეს თმაში ორსაც შეუძლია ითამაშოს, 2ზე მაგარია მაგრამ მე არავინ მეთამაშება =(( არადა დაკვირვებობანა მაგარია :ცჰუპს:

Tuesday, July 22, 2008

ბლაბლაბლა



-კარგი რააა მასე როგორ შეიძლება?!
-მოიცა რატომ არ შეიძლება?
-იმიტომ რომ სირცხვილია! 
-ვინ ადგენს რა არის სირცხვილი?!
-ადამიანები, და საზოგადოება
-ანუ უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს უნდა დაეთანხმო?!
-სხვა გზა არ არის...
-და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ცდება?
-დროთაგანმავლობაში, როდესაც მათთვის ნათელი გახდება, რომ ცდებოდნენ, ამას ნანობენ...
-ნანობენ? რას ქვია ნანობენ? სინანულით შველიან რამეს?
-რათქმაუნდა ვერაფერს ვერ შველიან, მაგრამ ამით სინდისს ისუფთავებენ და თავის თავს თავადვე პატიობენ. აჯერებენ საკუთარ თავს რომ შეცდომა დაუშვეს და ეს მათ მიეტევებათ.
-სად მიეტევებათ?
-ცაში.
-და რომ არ მიეტევოთ?
-ნუ, ეს არავინ იცის სინამდვილეში, მიეტევებათ თუ არა, მაგრამ ურჩევნიათ ოპტიმისტები იყვნენ... თუმცა ყველა ასე არ არის, ზოგი ცხოვრების ბოლომდე ვერ ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა.
-ანუ, მე შემიძლია დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ საკუთარი თავი დავაჯერო, რომ მე ეს დანაშაული შემთხვევით ჩავიდინე?!
-გულწრფელად უნდა გწამდეს მაშინ...
-რისი? ვისი?
-ღმერთის
-ღმერთის? ღმერთი რატომ არ ცდილობს, რომ დანაშაულებები შეაჩეროს? ღმერთს ხომ შეუძლია უამრავი უდანაშაულო იხსნას სიკვდილისგან? წესრიგი და სამართალი დაამყაროს? რატომ არ აკეთებს ამას?
-არვიცი...
-ანუ ღმერთი ადამიანის სინდისია, ასე გამოდის...
-შეიძლება...
-რა მოხდება მაშინ თუ გაირკვა რომ ღმერთი არ არსებობს, არც სატანა არსებობს, არც სამოთხე და ჯოჯოხეთი?
-ქაოსი დაიწყება სამყაროში...
-იქნებ პირიქით, კარგიც იყოს ეს?
-შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ შემდეგ გაქრება შიში, ზღვარი რომელიც ადამიანებს რაღაცას უკრძალავთ...
-ანუ გამოდის, რომ ყველაფერს ღმერთის შიშით აკეთებენ, ან არ აკეთებენ ადამიანები?
-დაახლოებით მასეა.
-რატომ დაახლოებით?
-იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შიშითა თუ სიყვარულით არ მოქმედებს, მათ უბრალოდ მოსწონთ სიკეთისა თუ სიბოროტის კეთება. სულ ეს არის...
-გამოდის, რომ ზოგიერთ ადამიანს სინდისი კიდევ აქვს?
-ზოგიერთს...

Thursday, July 17, 2008

Moondance







უბრალოდ Moondance...

ერთადერთი რამ არის რაც ყოველთვის მშველის, აი ყოველთვის....




Monday, July 14, 2008

უინტერესოა საინტერესო რომ არ იყოს



ჰმ, ორიგინალური სათაური აქვს, მაგრამ არაშესაფერისი... საკუთარი თავის მოტყუება და მისი სიძულვილი რას ნიშნავს? ვითომ არწმუნებ შენს თავს რაღაცაში... აი საკუთარი თავს რომ ნეგატიურად განაწყობ საკუთარი თავისვე მიმართ ნუთუ არაფერს ნიშნავს?! წარსულს სულ ვიხსენებთ და არ გვავიწყდება იქიდან არაფერი მნიშვნელოვანი, შემდეგ ამ წარსულის მაგალითებით ვცდილობთ მომავალი განსხვავებული შევქმნათ. აწყმო ემსახურება მომავლის შექმნას წარსულის დახმარებით (ამას დარწმუნებული ვარ ვიღაც ჩემზეჭკვიანი კაცი იტყოდა როდესმე) არსებობა აუცილებელია ცხოვრებისთვის, არსებობისთვის კიდე საჭიროა მონდომება... ნდაჰ... რა ხდება ნეტა მაშინ როდესაც გამქრალია ეს მონდომება? რწმუნდები სიყალბეში და მიეცემი სასოწარკვეთას, მაგრამ თავს არ იკლავ და ცდილობ არ შეიმჩნიო... სიყვარულის გაცემა იმიტომ არ შეგიძლია რომ არ მიგიღია არასდროსო, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან არსებობს რაღაც რის მიმართაც სიყვარული თავიდანვე ჩნდება შენში და მთელი ცხოვრება მოგყვება. მმმმ... არ არსებობს არცერთი არსება რომელიც ცხოვრობს დამოუკიდებლად, ყველას სჭირდება გვერდზე მყოფი მეორე არსება, ან რატომ მაინც და მაინც არსება? თუნდაც ეს იყოს ფურცელი, ან სხვა რამე... ცუდია როდესაც გინდა რაღაც გადმოსცე და გეშინია, როდესაც გეშინია... შენი თავის და შენი გრძნობების გეშინია და ცდილობ საგულდაგულოდ დამალო ისინი, შიში ამას გაიძულებს. იმედგაცრუება კლავს ყველაფერს... აი არც კი ვიცი რა არის ამაზე საშინელი სენი. მართალია, რომ წარმოსახვა, ვარაუდები და ოცნებები ჩრდილავენ ნამდვილ ფაქტებზე აგებულ სიმართლეს... სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებას, რასაც საშინელება მოაქვს ყველასთვის, ვინც ამ მახეში გაებმება... ცხოვრების გზა დანაღმულ ველზე გავლას მაგონებს (ამასაც იტყოდა ვიღაც ჭკვიანი კაცი :მო: ყველაფერი დასწრებაზეა ამისდედავატირე) მახეები და მახეები, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ბრმად არ შევარდე მახეში... არ აჩქარდე და ჯერ ნიადაგი მოსინჯე კარგად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. მე ძალიან მიყვარს ჭკვიანი ხალხი, ნეტა იცოდეთ როგორ სიამოვნებას მანიჭებს მათთან საუბარი. ყველაზე საინტერესოს, ან გიჟისგან გაიგებ, ანდა ჭკვიანისგან... გიჟი და ჭკვიანი, ეს სიტყვები ურთიერთსაპირისპიროა, თუმცა მათ უკან მდგიმი არსებები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან... მიყვარს პრინციპებისთვის (პრინციპებს გააჩნია) მებრძოლი ადამიანი, ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ ჰაიდა ვინც ჩემს პრინციპებს არ იზიარებს დავხოცავო... რაღაც მომენტში შენს იდეოლოგიასა და პრინციპს შეიძლება უღალატო კიდეც, რადგან შეძლო საჭირო ინფორმაციის მიღება, ანდა თუნდაც დაკვირვების მიზნით... მ.გ შენ გაქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც შენს გარშემო, ან იმ სიტუაციაში სადაც იმყოფები არავის აქვს და არცერთი არ იზიარებს შენს აზრს, სამაგიეროდ ერთმანეთის ესმით ძალიან კარგად... შეიძლება ნერვები მოგეშალოს და გულმოდგინედ დაუწყო ახსნა იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მათ აზრებს გააჩნია, ან უბრალოდ დაეთანხმო, გაისუსო და გაერთო ჩუმად მათზე =)) აბა მითხარით რომელი ჯობია?! დატესტილია პირველი ხერხი და გეტყვით, რომ ცუდი სიმპტომები აქვს: ყელისტკივილი, თავისტკივილი და ნერვების მოშლა... მაგრამ შედეგი იგივეა, ის კვლავ თავის აზრზეა და შენ კვლავ შენსაზე ოღონდ ერთი განსხვავებით, ის უკვე ფიქრობს რომ შენ ვერ ხარ და შენც ასევე... საინტერესოა არა?! მეორე ხერხი კი არ ახლავს გვერდითი მოვლენები და შეგიძლია გულში იცინო მასზე, მაგრამ ხანდახან შეიძლება აგეტიროს და შეგეცოდოს კიდევაც იმ აზრების პატრონი :( ვოტ... მე მეორე ხერხი მიყვარს :) ნუ ყველაფერს სწავლა უნდა, მითუმეტეს, რომ ადამიანებს ძალიან მარტივი ფსიქოლოგია აქვთ და ადვილად იშიფრებიან... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომ პირველადი შთაბეჭდილება შემდეგ შეცვლილიყოს და იმედგაცრუებული დავრჩენილიყავი, რადგან ვერ ვიტან ვარაუდებს და მხოლოდ ფაქტებით ვხელმძღვანელობ... არასოდეს ვცდილობ დავუახლოვდე მათ................................ :)  

პ/ს
არანაირი დეპრესიული პოსტი არააა ესა :ვიკ:

Tuesday, July 8, 2008

Little princess


მოკლედ მინდოდა დამეწერა ყველა დღე მაგრამ რაღაც არ გამომდის ძალიან სწრაფად. კარგი იყო დამეწყო პირველი დღიდან და ა.შ მაგრამ 1 საინტერესო ამბავს იმ ათიდან რომელიც მე გადამხდა მოგიყვებით. დილით ადრე ავდექი და გზას გავუყევი, სადღაც ასე 6 საათი იქნებოდა და ნისლით იყო დაფარული ყველაფერი. ტყეში შევედი და წინ მივდიოდი, შემდეგ შევჩერდი წყალი დავლიე და უკან მოვბრუნდი რადგანაც საჭმელი მეჭამა და თან ნისლი ცოტა გაფანტულიყო რადგან უფრო შორს წავსულიყავი... გზაში რამდენიმე სურათი გადავიღე და სახლში დავბრუნდი, თან წამოსვლისას პიტნას გადავაწყდი და პიტნის ჩაის მონატრებულმა წამოვიღე :)) ნუ საბედნიეროდ შეშა იყო და ცეცხლი დავანთე, მინდა გითხრათ შესანიშნავი ჩაი გამომივიდა ძალიან გემრიელი... სანამ მე ჩაის ვსვამდი ნისლი გაიფანტა და მზემაც გამოანათა. გადავწყვიტე დამესვენა 12 საათამდე, ავიღე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი და კვლავ ტყეში გავწიე სადაც წიფლის ქვეშ მოვიკალათე და კითხვას შევუდექი :))) 12 საათამდე ჩაფლული ვიყავი მე_19 საუკუნის ინგლისის ცხოვრებით, და ნუ როგორ გითხრათ პირდაპირ შესანიშნავია და სასიამოვნო როდესაც იმ სამყაროში ხარ სადაც  გინდა :)) ესეიგი როდესაც წიგნის კითხვას დროებით მოვრჩი ცოტა ჩამოცხა და გადავწყვიტე  მდინარისკენ წავსულიყავი, სწორედ აქედან იწყება იმ დღის რიგი უცნაურობები :)) ჯერ ხშირი ტყე გავიარე შემდეგ ვრცელი მინდვრები და დაბლა ჩამოვედი სადაც ხალხი ცხოვრობს (თუ იმათ ხალხი ეთქმის 2 სახლია :))))) )  სწორედ ერთ-ერთი სახლის წინ მე ვნახე პატარა პრინცესა, ნუ ძნელია გადმოსცე მისი სილამაზე, მართლაც შესანიშნავი გარეგნობის პატარა გოგონა... მეექვსეკლასელი როგორც შემდეგ გაირკვა. ნუ გოგო არის არ ვიცი აი მართლაც ძალიან ლამაზი, მთელს ტანზე ასევე სახეზე არის შავად დაწინწკლული ნუ ალერგიისმაგვარი გამოყრილი აქვს სულ, შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ეგრეთწოდებული "ჩუტყვავილა" ყოფილა. ნუ გგონიათ რომ არ მინახავს თბილისში თავმოვლილი, თმაგაკეთებული და ნუ ყველანაირად მოვლილი გოგოები, მაგრამ ვერ შევადარებ იმ მოუვლელ პრინცესას ვერცერთს... ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა და ავადობასა და მუწუკებსაც კი არ შეეძლოთ დაეჩრდილათ ის სილამაზე...  ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა თუმცა ეს საზიზღარი მშობლის ბრალია და ამასაც გეტყვით რატომ საზიზღარი... მე გამოველაპარაკე და გამარჯობა ვუთხარი მანაც ჩუმი ხმით მითხრა გამარჯობა თუმცა მეტი არ გვისაუბრია. მე სასწრაფოდ დავბრუნდი სახლში და ვკითხე "მანა-მანას" ვინ იყო ის და რა სჭირდა... (მანა-მანა დავწერ მერე ვინც არის ჩემი უსაყვარლესი მეგობარია მიუხედავად იმისა რომ ჩემზე 40 წლით დიდია:) ) მან მითხრა რომ თურმე ეგ დაავადება ჰქონია და დედამისიც მითხრა ვინც იყო... დედამისი, ვიცი ვინც არის სამწუხაროდ... არის გაუნათლებელი ბინძური და რავიცი საშინელი ადამიანი, რომელიც ასეთივე ოჯახში გაიზარდა და ისიც ამიტომ არის ასეთი... ნუ ეს კარგი. დაღამდა და მე კვლავ ტყეში ვარ და ჰოი საოცრებავ! რას ვხედავ ეს ბავშვი დავინახე დედამისთან ერთად მოდიოდა და ძროხები მოჰყავდა მთიდან... ნუ დედამისს ალბათ წარმოიდგენთ დედას რომელსაც სიცხიანი და ავადმყოფი შვილი ძროხებში დაჰყავს. მივესალმე დედამისს იმანაც მომიკითხა და მათთან ერთად გამოვბრუნდი უკან სოფელში. მანა-მანას სახლთან რომ გამოვიარე ის გამოელაპარაკა ამ ბავშვის დედას და როდესაც ლაპარაკს მორჩნენ ჰკითხა რომელ კლასში გადავიდა შენი გოგოო და იმ ქალმა დედამ, აბა მე რა ვიცი თავად ჰკითხეო... ნუ :ეეკ: ყბა ჩამომმივარდა ასეთი რამე რომ გავიგონე, ნუთუ დედამ ბავშვი რომელ კლასშია თან გოგო არ იცოდა... მერე ამ გოგომ უთხრა მეექვსეშიო და მასე გავიგე მეც, ესეიგი საშინლად უკულტურო, ტილიანი და რავიცი დაუბანელი დედა და შვილი ასეთი... ნუ მას მერე ვფიქრობ როგორ არ გაუმართლა იმ ბავშვს :( მეცოდება მთელი გულით... ახლა რომ წავალ მინდა რამე წავუღო, ლამაზი კაბა ან რავიცი რამე მასეთი ჩასაცმელი რადგან სულ ძონძები ეცვა :( ასე და ამგვარად დავრჩი გაოცებული... რა ცუდია როდესაც ასეთი ბედი გექნება... ცოტა შეიძლება აბდაუბდა ნაწერი ჩანდეს მაგრამ კომენტებში დაწერეთ რასაც ვერ გაიგებთ და იქ გეტყვით :))

Monday, July 7, 2008

შთაბეჭდილებების ქვეშ =)


ესეიგი დასრულდა ჩემი ველური ოდისეა ჩრდილოეთის მთებში (დროებით) იქ მე გავატარე 10 დაუვიწყარი და განსხვავებული დღე, აი ძალიან მინდოდა, ერთი სული მქონდა რომ აქ შემოვსულიყავი და გადმომეცა ის ყველაფერი რა გავიგე იქ, რა ვისწავლე და ზოგადად რას ვაკეთებდი... მინდა დავწერო პირველი დღე ცალკე და ა.შ მაგრამ ამას შემდეგისთვის გადავდებ და აქ საერთო, შემაჯამებელ პოსტს :) ნუ ის სწორედ ის გამოდგა რასაც ველოდებოდი და თქვენ წარმოიდგინეთ გადააჭარბა კიდეც, კიარადა ბევრი მოულოდნელობა შემხვდა, ცუდიც და კარგიც. ზღაპრული რომ იყო ყველაფერი და რეალობისგან ძალიან შორს ეს ფაქტია, მაგრამ შეიძლება არც იყო ზღაპრული და მე მეჩვენებოდა ზღაპრულად... ეს სხვა თემაა, თუმცა იქ თავი ცოტა სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირ სიზმრებს ხედავ, სხვანაირად ოცნებობ, სხვანაირად გიხარია და მოკლედ ის სამყარო განსხვავდება ძალიან ამისგან :) (მე ასე მომეჩვენა) გადავიღე ძალიან ბევრი სურათი, გავიგე ბევრი ძველი თუ ახალი ამბები, პრინციპში უფრო ძველი რადგანაც იქ სიახლეების დრო დიდი ხანია დამთავრდა... თუ ოდესმე წარმოგიდგენიათ თავისუფლება, ოღონდ ნამდვილ თავისუფლებაზე ვლაპარაკობ, აი თავისუფლება უსაზღვრო და უკიდეგანო. იქ არაფერი გბოჭავს და ის სამყარო მხოლოდ შენია, იქ გეჩვენება რომ დამოუკიდებელი ხარ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური თუ რაც არის ყველანაირი ძალისგან. წარსული, აწყმო და მომავალი ერთ ადგილას არის გაჩერებული და შენ გელოდება რომ შეცვალო, მოკლე ღამეებია თუმცა ბნელი და ველური, დღე დიდხანს გრძელდება, ნუ ეს ზაფხულის ბრალია მაგრამ იქ სულ გკიდია დღე არის თუ ღამე :)  იქ სულ გკიდია რა ამინდია. ველურია ჩრდილოეთი,  ნამდვილად ველური, ამას ემატება ექსტრემალური სიტუაცია დაარქვით ან რაც გინდათ უბრალოდ შესანიშნავია როდესაც ხარ ისეთ ადგილას რომელიც მიტოვებულია ადამიანისაგან და სულიერის ნასახი არ არის :) იქ ვერც ყვირილით გააგონებ ვინმეს და მხოლოდ შენს არჩევანზე ხარ დამოკიდებული... თუ გინდა იგრძნო ნამდვილი თავისუფლება, დამოუკიდებლობა ყველაფრისგან ნამდვილად უნდა გამოიარო ის რაც მე... ერთადერთი ცუდი რაც მოხდა ის იყო რომ კალმის წაღება დამავიწყდა და ვერ შევძელი აღმენიშნა ყველა დღის ყველა დეტალი და ახლა მხოლოდ ჩემს მეხსიერებაზე ვარ დამოკიდებული :( მე უბედნიერესი ვარ... მე დედამიწას ვეკუთვნი... მე ახალი ენერგიით დავბრუნდი აქ თბილისში და თქვენწარმოიდგინეთ რატომღაც ისეთი საშინელი არ მეჩვენა ეს ყველაფერი :)) ალბათ ესაც იმის ბრალია რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ბედნიერი და ხალისიანი მელა...