Monday, July 7, 2008

შთაბეჭდილებების ქვეშ =)


ესეიგი დასრულდა ჩემი ველური ოდისეა ჩრდილოეთის მთებში (დროებით) იქ მე გავატარე 10 დაუვიწყარი და განსხვავებული დღე, აი ძალიან მინდოდა, ერთი სული მქონდა რომ აქ შემოვსულიყავი და გადმომეცა ის ყველაფერი რა გავიგე იქ, რა ვისწავლე და ზოგადად რას ვაკეთებდი... მინდა დავწერო პირველი დღე ცალკე და ა.შ მაგრამ ამას შემდეგისთვის გადავდებ და აქ საერთო, შემაჯამებელ პოსტს :) ნუ ის სწორედ ის გამოდგა რასაც ველოდებოდი და თქვენ წარმოიდგინეთ გადააჭარბა კიდეც, კიარადა ბევრი მოულოდნელობა შემხვდა, ცუდიც და კარგიც. ზღაპრული რომ იყო ყველაფერი და რეალობისგან ძალიან შორს ეს ფაქტია, მაგრამ შეიძლება არც იყო ზღაპრული და მე მეჩვენებოდა ზღაპრულად... ეს სხვა თემაა, თუმცა იქ თავი ცოტა სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირ სიზმრებს ხედავ, სხვანაირად ოცნებობ, სხვანაირად გიხარია და მოკლედ ის სამყარო განსხვავდება ძალიან ამისგან :) (მე ასე მომეჩვენა) გადავიღე ძალიან ბევრი სურათი, გავიგე ბევრი ძველი თუ ახალი ამბები, პრინციპში უფრო ძველი რადგანაც იქ სიახლეების დრო დიდი ხანია დამთავრდა... თუ ოდესმე წარმოგიდგენიათ თავისუფლება, ოღონდ ნამდვილ თავისუფლებაზე ვლაპარაკობ, აი თავისუფლება უსაზღვრო და უკიდეგანო. იქ არაფერი გბოჭავს და ის სამყარო მხოლოდ შენია, იქ გეჩვენება რომ დამოუკიდებელი ხარ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური თუ რაც არის ყველანაირი ძალისგან. წარსული, აწყმო და მომავალი ერთ ადგილას არის გაჩერებული და შენ გელოდება რომ შეცვალო, მოკლე ღამეებია თუმცა ბნელი და ველური, დღე დიდხანს გრძელდება, ნუ ეს ზაფხულის ბრალია მაგრამ იქ სულ გკიდია დღე არის თუ ღამე :)  იქ სულ გკიდია რა ამინდია. ველურია ჩრდილოეთი,  ნამდვილად ველური, ამას ემატება ექსტრემალური სიტუაცია დაარქვით ან რაც გინდათ უბრალოდ შესანიშნავია როდესაც ხარ ისეთ ადგილას რომელიც მიტოვებულია ადამიანისაგან და სულიერის ნასახი არ არის :) იქ ვერც ყვირილით გააგონებ ვინმეს და მხოლოდ შენს არჩევანზე ხარ დამოკიდებული... თუ გინდა იგრძნო ნამდვილი თავისუფლება, დამოუკიდებლობა ყველაფრისგან ნამდვილად უნდა გამოიარო ის რაც მე... ერთადერთი ცუდი რაც მოხდა ის იყო რომ კალმის წაღება დამავიწყდა და ვერ შევძელი აღმენიშნა ყველა დღის ყველა დეტალი და ახლა მხოლოდ ჩემს მეხსიერებაზე ვარ დამოკიდებული :( მე უბედნიერესი ვარ... მე დედამიწას ვეკუთვნი... მე ახალი ენერგიით დავბრუნდი აქ თბილისში და თქვენწარმოიდგინეთ რატომღაც ისეთი საშინელი არ მეჩვენა ეს ყველაფერი :)) ალბათ ესაც იმის ბრალია რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ბედნიერი და ხალისიანი მელა...

4 comments:

Anonymous said...

განტვირთვა გლეჯს.
ერთი ადგილი ვიცი ამსეთი, სადაც შეიძლება მეც გავიქცე ცოტა ხნით... თუ გავბედე )

sabaha said...

ძალიან მიხარია
ნუ ეს ორი სიტყვა ძალიან მცირედს გამოხატავს იმისას როგორც მიხარია
მოკლედ ხომ იცი რა
:უსერ:

Jenny said...

ვაი მელია ლამის ცრემლი მომადგა რო ვკითხულობდი!!!!!
რაღაც ძაან მაგრა გადმოეცი თან ასეთი დიზაინი რო აქვს ამ ბლოგს და თან შენი წინა პოსტებს თუ გავითვალისწინებთ აი ამ ჩაკეტილობაზე და ადამიანებზე და რაღაც და უცებ ასეთი "გადწყვეტა"

წაიღე აუცილებლად რვეული და კალამი რა და მერე დაასკანერე :P
და კიდე სურათები როგორ ვნახო(თ)? :user:

ვიუუუ გამიხარდა რო ჩამოხვედი My favourite users must be online! :D

მელია said...

(C) dodka
მმმ... მიხარია თუ გაქვს მასეთი ადგილი რადგან ნამდვილად საჭიროა თუ გინდა რომ არ გაჭედო :)))

@უტვინო
:2კისს:
ვიცი ვიცი და შენც ჰომ იცი?


@ჯენნი

:2მპუა:
აუცილებლად წავიღებ ჰო :( თან ბევრს :გივია:


თენქიუ მეც გამიხარდი(თ) ძალიან ძალიან
და თქვენწარმოიდგინეთ როდესაც მარტო ვიყავი იქ მიფიქრია
ნეტა "ისინიც" აქ იყვნენ მეთქი
ეს ისინიც ხვდებით ვინც ხართ :ლოვე: