Monday, July 14, 2008

უინტერესოა საინტერესო რომ არ იყოს



ჰმ, ორიგინალური სათაური აქვს, მაგრამ არაშესაფერისი... საკუთარი თავის მოტყუება და მისი სიძულვილი რას ნიშნავს? ვითომ არწმუნებ შენს თავს რაღაცაში... აი საკუთარი თავს რომ ნეგატიურად განაწყობ საკუთარი თავისვე მიმართ ნუთუ არაფერს ნიშნავს?! წარსულს სულ ვიხსენებთ და არ გვავიწყდება იქიდან არაფერი მნიშვნელოვანი, შემდეგ ამ წარსულის მაგალითებით ვცდილობთ მომავალი განსხვავებული შევქმნათ. აწყმო ემსახურება მომავლის შექმნას წარსულის დახმარებით (ამას დარწმუნებული ვარ ვიღაც ჩემზეჭკვიანი კაცი იტყოდა როდესმე) არსებობა აუცილებელია ცხოვრებისთვის, არსებობისთვის კიდე საჭიროა მონდომება... ნდაჰ... რა ხდება ნეტა მაშინ როდესაც გამქრალია ეს მონდომება? რწმუნდები სიყალბეში და მიეცემი სასოწარკვეთას, მაგრამ თავს არ იკლავ და ცდილობ არ შეიმჩნიო... სიყვარულის გაცემა იმიტომ არ შეგიძლია რომ არ მიგიღია არასდროსო, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან არსებობს რაღაც რის მიმართაც სიყვარული თავიდანვე ჩნდება შენში და მთელი ცხოვრება მოგყვება. მმმმ... არ არსებობს არცერთი არსება რომელიც ცხოვრობს დამოუკიდებლად, ყველას სჭირდება გვერდზე მყოფი მეორე არსება, ან რატომ მაინც და მაინც არსება? თუნდაც ეს იყოს ფურცელი, ან სხვა რამე... ცუდია როდესაც გინდა რაღაც გადმოსცე და გეშინია, როდესაც გეშინია... შენი თავის და შენი გრძნობების გეშინია და ცდილობ საგულდაგულოდ დამალო ისინი, შიში ამას გაიძულებს. იმედგაცრუება კლავს ყველაფერს... აი არც კი ვიცი რა არის ამაზე საშინელი სენი. მართალია, რომ წარმოსახვა, ვარაუდები და ოცნებები ჩრდილავენ ნამდვილ ფაქტებზე აგებულ სიმართლეს... სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებას, რასაც საშინელება მოაქვს ყველასთვის, ვინც ამ მახეში გაებმება... ცხოვრების გზა დანაღმულ ველზე გავლას მაგონებს (ამასაც იტყოდა ვიღაც ჭკვიანი კაცი :მო: ყველაფერი დასწრებაზეა ამისდედავატირე) მახეები და მახეები, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ბრმად არ შევარდე მახეში... არ აჩქარდე და ჯერ ნიადაგი მოსინჯე კარგად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. მე ძალიან მიყვარს ჭკვიანი ხალხი, ნეტა იცოდეთ როგორ სიამოვნებას მანიჭებს მათთან საუბარი. ყველაზე საინტერესოს, ან გიჟისგან გაიგებ, ანდა ჭკვიანისგან... გიჟი და ჭკვიანი, ეს სიტყვები ურთიერთსაპირისპიროა, თუმცა მათ უკან მდგიმი არსებები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან... მიყვარს პრინციპებისთვის (პრინციპებს გააჩნია) მებრძოლი ადამიანი, ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ ჰაიდა ვინც ჩემს პრინციპებს არ იზიარებს დავხოცავო... რაღაც მომენტში შენს იდეოლოგიასა და პრინციპს შეიძლება უღალატო კიდეც, რადგან შეძლო საჭირო ინფორმაციის მიღება, ანდა თუნდაც დაკვირვების მიზნით... მ.გ შენ გაქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც შენს გარშემო, ან იმ სიტუაციაში სადაც იმყოფები არავის აქვს და არცერთი არ იზიარებს შენს აზრს, სამაგიეროდ ერთმანეთის ესმით ძალიან კარგად... შეიძლება ნერვები მოგეშალოს და გულმოდგინედ დაუწყო ახსნა იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მათ აზრებს გააჩნია, ან უბრალოდ დაეთანხმო, გაისუსო და გაერთო ჩუმად მათზე =)) აბა მითხარით რომელი ჯობია?! დატესტილია პირველი ხერხი და გეტყვით, რომ ცუდი სიმპტომები აქვს: ყელისტკივილი, თავისტკივილი და ნერვების მოშლა... მაგრამ შედეგი იგივეა, ის კვლავ თავის აზრზეა და შენ კვლავ შენსაზე ოღონდ ერთი განსხვავებით, ის უკვე ფიქრობს რომ შენ ვერ ხარ და შენც ასევე... საინტერესოა არა?! მეორე ხერხი კი არ ახლავს გვერდითი მოვლენები და შეგიძლია გულში იცინო მასზე, მაგრამ ხანდახან შეიძლება აგეტიროს და შეგეცოდოს კიდევაც იმ აზრების პატრონი :( ვოტ... მე მეორე ხერხი მიყვარს :) ნუ ყველაფერს სწავლა უნდა, მითუმეტეს, რომ ადამიანებს ძალიან მარტივი ფსიქოლოგია აქვთ და ადვილად იშიფრებიან... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომ პირველადი შთაბეჭდილება შემდეგ შეცვლილიყოს და იმედგაცრუებული დავრჩენილიყავი, რადგან ვერ ვიტან ვარაუდებს და მხოლოდ ფაქტებით ვხელმძღვანელობ... არასოდეს ვცდილობ დავუახლოვდე მათ................................ :)  

პ/ს
არანაირი დეპრესიული პოსტი არააა ესა :ვიკ:

0 comments: