Tuesday, July 22, 2008

ბლაბლაბლა



-კარგი რააა მასე როგორ შეიძლება?!
-მოიცა რატომ არ შეიძლება?
-იმიტომ რომ სირცხვილია! 
-ვინ ადგენს რა არის სირცხვილი?!
-ადამიანები, და საზოგადოება
-ანუ უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს უნდა დაეთანხმო?!
-სხვა გზა არ არის...
-და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ცდება?
-დროთაგანმავლობაში, როდესაც მათთვის ნათელი გახდება, რომ ცდებოდნენ, ამას ნანობენ...
-ნანობენ? რას ქვია ნანობენ? სინანულით შველიან რამეს?
-რათქმაუნდა ვერაფერს ვერ შველიან, მაგრამ ამით სინდისს ისუფთავებენ და თავის თავს თავადვე პატიობენ. აჯერებენ საკუთარ თავს რომ შეცდომა დაუშვეს და ეს მათ მიეტევებათ.
-სად მიეტევებათ?
-ცაში.
-და რომ არ მიეტევოთ?
-ნუ, ეს არავინ იცის სინამდვილეში, მიეტევებათ თუ არა, მაგრამ ურჩევნიათ ოპტიმისტები იყვნენ... თუმცა ყველა ასე არ არის, ზოგი ცხოვრების ბოლომდე ვერ ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა.
-ანუ, მე შემიძლია დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ საკუთარი თავი დავაჯერო, რომ მე ეს დანაშაული შემთხვევით ჩავიდინე?!
-გულწრფელად უნდა გწამდეს მაშინ...
-რისი? ვისი?
-ღმერთის
-ღმერთის? ღმერთი რატომ არ ცდილობს, რომ დანაშაულებები შეაჩეროს? ღმერთს ხომ შეუძლია უამრავი უდანაშაულო იხსნას სიკვდილისგან? წესრიგი და სამართალი დაამყაროს? რატომ არ აკეთებს ამას?
-არვიცი...
-ანუ ღმერთი ადამიანის სინდისია, ასე გამოდის...
-შეიძლება...
-რა მოხდება მაშინ თუ გაირკვა რომ ღმერთი არ არსებობს, არც სატანა არსებობს, არც სამოთხე და ჯოჯოხეთი?
-ქაოსი დაიწყება სამყაროში...
-იქნებ პირიქით, კარგიც იყოს ეს?
-შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ შემდეგ გაქრება შიში, ზღვარი რომელიც ადამიანებს რაღაცას უკრძალავთ...
-ანუ გამოდის, რომ ყველაფერს ღმერთის შიშით აკეთებენ, ან არ აკეთებენ ადამიანები?
-დაახლოებით მასეა.
-რატომ დაახლოებით?
-იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შიშითა თუ სიყვარულით არ მოქმედებს, მათ უბრალოდ მოსწონთ სიკეთისა თუ სიბოროტის კეთება. სულ ეს არის...
-გამოდის, რომ ზოგიერთ ადამიანს სინდისი კიდევ აქვს?
-ზოგიერთს...

13 comments:

მარი said...

ადამიანებს ერთმანეთისაც ეშინიათ...
გამოგრჩა... ^^

unsecured loans said...

Who says NO?


unsecured loans

gambling said...

Baw ah, kasagad sa imo maghimo blog. Nalingaw gd ko basa.

lottery results said...

I agree with you about these. Well someday Ill create a blog to compete you! lolz.

პერწკლი said...

ძალიან მომეწონა.......

მელია said...

@მარი
ოო ეგ მართლა გამომრჩენია :)


@პერწკლი
:2კისს:

utvino said...

რა უნდათ პაპი ამათ? ვცემო? :)))
რას გადაგეკიდნენ :)))
შუა სამ კომენტს ვგულისხმობ :))

utvino said...
This comment has been removed by the author.
Endy_Kaufman said...

ვა მელა ეს შენი ნააზრევია თუ რომელიმე წიგნიდანაა?


ტუ შენი ნააზრევია რაღაც კითხვები გამიჩნდა და დაგისვავ :გივი:

მართლა მელა რაპონტში გევასება? მარტლა მაინტერესებს

მელია said...

@უტვინო
იავი პაპი მე ვერაფერი გავუგე :უსერ:

@ენდი კაუფმან
არა წიგნიდან არა ჩემი ნააზრევია :)
დამისვი კითხვები...

მევასება? :სპაი:
მელა ვარ და აბა? :მო:

Endy_Kaufman said...

ღმერთის? ღმერთი რატომ არ ცდილობს, რომ დანაშაულებები შეაჩეროს? ღმერთს ხომ შეუძლია უამრავი უდანაშაულო იხსნას სიკვდილისგან? წესრიგი და სამართალი დაამყაროს? რატომ არ აკეთებს ამას?

აი ამაზე გკითხავ როგორ ფიქრობ ღმერთმა რომ ყვეალფერი მოაგვაროს ჩვენ მერე თავისუფლები ვიქნებით?რა გამოდის მე სიკეთეს ჩემით აღარ გავაკეთებ და ამას ღმერთი გააკეთებს და ასე შემდეგ..იმედია მიხვდი რაც გკითხე :დ

მელია said...

სიკეთეს შენ ყოველთვის გააკეთებ თუ შენში დევს :) დამიჯერე ასეა...

მე უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ მიატოვა დედამიწა ღმერთმა ამ რეგვენი ადამიანების ხელში :( სხვას რას აკეთებს და ამათ მაინც მოხედოს :(

მე არ ვიძახი რომ ღმერთმა პრობლემები მოგვიგვაროს, მე იმას ვამბობ, რომ ყველა ცუდი გონების გააკეთილგონიეროს

აი მაგალითისთვის ჰიტლერი რომ ღმერთს გაეკეთილგონიერებინა ან სტალინი რამდენი უდანაშაულო გადარჩებოდა??

Endy_Kaufman said...

იცი რაარი ჩემო მელა ღმერთმა რომ შეგვქმნა ჩვენ ყველას მოგვცა არჩევნის უფლება და ვინც გინდა შენ ის გახდიო თუ გინდა ჰიტლერი და თუ გინდა დალაილამა ეს შენი ნებაა

აბა ჰიტლერის გონებას რომ გააკეთილგონიერებდა ღმერთი ამით რა ებრაელების და საერთოდ მსოფლიოს პრობლემები არ მოგბარდებოდა? :დ მოგვარდებოდა აბა რაიქნებოდა :დ

და ღმერსთს არ მივუტოვებივართ! ჩვენ მივატოვეთ ღმერთი ჩემო მელა და მიტომაც ვართ ამ დღეში დამიჯერე......ეს შენც ნაწერშიც ჩანს რომ ამბობ "ღმერთი სხვას რას აკეთებს მიხოდოს ამ რეგვენებსო"

იქნებ იმასაც ფიქრობ შენ რასაკეთებს ღმერთი ტყუილაა მაინც და მოდი აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნოსო :დ

ყვეალმ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოდ მელა და მოგვარდება ყველაფერი ...შენ ეცადე შეცვალო ეს სამყარო ის რეგვენი ხალხი რომლებიც გარს გახვევია და რავი ეცადე თვითონ მოიქცე კარგად...აბა ყვეალფერი რომ ღმერთმა გააკეთოს ჩვენ რაღად ვარსებობთ?
ხო იტოგში ეხლა 10დგით მივდივარ და მანამდე იფიქრე ამაზე და მერე დააკომენტარე მელაკუდა და მერე გავგრძელოთ თუ გინდა :2კისს: