Monday, July 28, 2008

დაკვირვებობანა


ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მივეჩვიე რაღაცებზე დაკვირვებას, აი არ ვიცი როგორ გითხრათ, ნუ ადრეც მაგრამ ბოლო დროს უფრო, ტაკს არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ყველაფერს ვაკვირდები და შემდეგ ვცდილობ გამოვიცნო რა, ვინ, დგას ამის უკან... გამიმძაფრდა ყნოსვა, მმმმ... სასტიკად გამიმძაფრდა... რამის სუნს ვერავინ რომ ვერ გრძნობდეს მე ვგრძნობ :( რავიცი რა მემართება ნამდვილ მაძებარს დავემსგავსე.  აი მაგალითად "მარშუტკაში" ავედი და დავჯექი, ჩემს წინ ზის ვიღაც ადამიანი... ვუყურებ მის თმებს, პიჯაკს, ხელებს და რავიცი კიდე...  შემდეგ კიდე ვიცნობ რა პროფესიის იქნება ეს ადამიანი ან რას საქმიანობს ან კეთილია თუ ბოროტი... ეს ერთგვარი თამაშივითაა და მართობს, ძალიან მომწონს ეს თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ არცერთხელ მომეცა საშუალება შემემოწმებინა ჩემი დასკვნები :( მარა ეგ არაფერი მთავარია, რომ ვერთობი :)  თქვენც ცადეთ თორემ ტრანსპორტის ან თუნდაც მოსაწყენ საზოგადოებაში ყოფნისას დაიღლებით  ტყუილად ჯდომით :) ეს თმაში ორსაც შეუძლია ითამაშოს, 2ზე მაგარია მაგრამ მე არავინ მეთამაშება =(( არადა დაკვირვებობანა მაგარია :ცჰუპს:

7 comments:

sabaha said...

მმმმ მაგარია, უნდა ვცადო ერთხელ აბა

OTO said...

ყოველთვის ყველას და ყველაფერს ვაკვირდები და ვიმახსოვრებ . . .

საშიში ადამიანი ვარ : ) ) )

nati kuda said...

ჰაჰაჰ, საინტერესოა. მე ფერებად ვხედავ ადამიანებს ოღონდ : )

ოთო: ლოლ, ზოგჯერ ძალიან მეშინოდა შენი. და ახლაც.. მერე რა, რომ თვეში ერთხელ გხედავ.

deka136 said...

აი, ნათიაც დამეთანხმება... ყოველთვის ყველა წვრილმანს ვაკვირდები :))
და ჩემი დასკვნების 98% მართლდება ხოლმე ;)

Jenny said...

ხო მაგარია ეგ :D

OTO said...

კუდა: ლოლ, ვიცი.

Зря ты так ; (

მელია said...

უიუიუიუიუ

=))
რამდენი დამკვირვებლები ყოფილან ჩემს გარდა



:2კისს: