Tuesday, July 8, 2008

Little princess


მოკლედ მინდოდა დამეწერა ყველა დღე მაგრამ რაღაც არ გამომდის ძალიან სწრაფად. კარგი იყო დამეწყო პირველი დღიდან და ა.შ მაგრამ 1 საინტერესო ამბავს იმ ათიდან რომელიც მე გადამხდა მოგიყვებით. დილით ადრე ავდექი და გზას გავუყევი, სადღაც ასე 6 საათი იქნებოდა და ნისლით იყო დაფარული ყველაფერი. ტყეში შევედი და წინ მივდიოდი, შემდეგ შევჩერდი წყალი დავლიე და უკან მოვბრუნდი რადგანაც საჭმელი მეჭამა და თან ნისლი ცოტა გაფანტულიყო რადგან უფრო შორს წავსულიყავი... გზაში რამდენიმე სურათი გადავიღე და სახლში დავბრუნდი, თან წამოსვლისას პიტნას გადავაწყდი და პიტნის ჩაის მონატრებულმა წამოვიღე :)) ნუ საბედნიეროდ შეშა იყო და ცეცხლი დავანთე, მინდა გითხრათ შესანიშნავი ჩაი გამომივიდა ძალიან გემრიელი... სანამ მე ჩაის ვსვამდი ნისლი გაიფანტა და მზემაც გამოანათა. გადავწყვიტე დამესვენა 12 საათამდე, ავიღე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი და კვლავ ტყეში გავწიე სადაც წიფლის ქვეშ მოვიკალათე და კითხვას შევუდექი :))) 12 საათამდე ჩაფლული ვიყავი მე_19 საუკუნის ინგლისის ცხოვრებით, და ნუ როგორ გითხრათ პირდაპირ შესანიშნავია და სასიამოვნო როდესაც იმ სამყაროში ხარ სადაც  გინდა :)) ესეიგი როდესაც წიგნის კითხვას დროებით მოვრჩი ცოტა ჩამოცხა და გადავწყვიტე  მდინარისკენ წავსულიყავი, სწორედ აქედან იწყება იმ დღის რიგი უცნაურობები :)) ჯერ ხშირი ტყე გავიარე შემდეგ ვრცელი მინდვრები და დაბლა ჩამოვედი სადაც ხალხი ცხოვრობს (თუ იმათ ხალხი ეთქმის 2 სახლია :))))) )  სწორედ ერთ-ერთი სახლის წინ მე ვნახე პატარა პრინცესა, ნუ ძნელია გადმოსცე მისი სილამაზე, მართლაც შესანიშნავი გარეგნობის პატარა გოგონა... მეექვსეკლასელი როგორც შემდეგ გაირკვა. ნუ გოგო არის არ ვიცი აი მართლაც ძალიან ლამაზი, მთელს ტანზე ასევე სახეზე არის შავად დაწინწკლული ნუ ალერგიისმაგვარი გამოყრილი აქვს სულ, შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ეგრეთწოდებული "ჩუტყვავილა" ყოფილა. ნუ გგონიათ რომ არ მინახავს თბილისში თავმოვლილი, თმაგაკეთებული და ნუ ყველანაირად მოვლილი გოგოები, მაგრამ ვერ შევადარებ იმ მოუვლელ პრინცესას ვერცერთს... ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა და ავადობასა და მუწუკებსაც კი არ შეეძლოთ დაეჩრდილათ ის სილამაზე...  ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა თუმცა ეს საზიზღარი მშობლის ბრალია და ამასაც გეტყვით რატომ საზიზღარი... მე გამოველაპარაკე და გამარჯობა ვუთხარი მანაც ჩუმი ხმით მითხრა გამარჯობა თუმცა მეტი არ გვისაუბრია. მე სასწრაფოდ დავბრუნდი სახლში და ვკითხე "მანა-მანას" ვინ იყო ის და რა სჭირდა... (მანა-მანა დავწერ მერე ვინც არის ჩემი უსაყვარლესი მეგობარია მიუხედავად იმისა რომ ჩემზე 40 წლით დიდია:) ) მან მითხრა რომ თურმე ეგ დაავადება ჰქონია და დედამისიც მითხრა ვინც იყო... დედამისი, ვიცი ვინც არის სამწუხაროდ... არის გაუნათლებელი ბინძური და რავიცი საშინელი ადამიანი, რომელიც ასეთივე ოჯახში გაიზარდა და ისიც ამიტომ არის ასეთი... ნუ ეს კარგი. დაღამდა და მე კვლავ ტყეში ვარ და ჰოი საოცრებავ! რას ვხედავ ეს ბავშვი დავინახე დედამისთან ერთად მოდიოდა და ძროხები მოჰყავდა მთიდან... ნუ დედამისს ალბათ წარმოიდგენთ დედას რომელსაც სიცხიანი და ავადმყოფი შვილი ძროხებში დაჰყავს. მივესალმე დედამისს იმანაც მომიკითხა და მათთან ერთად გამოვბრუნდი უკან სოფელში. მანა-მანას სახლთან რომ გამოვიარე ის გამოელაპარაკა ამ ბავშვის დედას და როდესაც ლაპარაკს მორჩნენ ჰკითხა რომელ კლასში გადავიდა შენი გოგოო და იმ ქალმა დედამ, აბა მე რა ვიცი თავად ჰკითხეო... ნუ :ეეკ: ყბა ჩამომმივარდა ასეთი რამე რომ გავიგონე, ნუთუ დედამ ბავშვი რომელ კლასშია თან გოგო არ იცოდა... მერე ამ გოგომ უთხრა მეექვსეშიო და მასე გავიგე მეც, ესეიგი საშინლად უკულტურო, ტილიანი და რავიცი დაუბანელი დედა და შვილი ასეთი... ნუ მას მერე ვფიქრობ როგორ არ გაუმართლა იმ ბავშვს :( მეცოდება მთელი გულით... ახლა რომ წავალ მინდა რამე წავუღო, ლამაზი კაბა ან რავიცი რამე მასეთი ჩასაცმელი რადგან სულ ძონძები ეცვა :( ასე და ამგვარად დავრჩი გაოცებული... რა ცუდია როდესაც ასეთი ბედი გექნება... ცოტა შეიძლება აბდაუბდა ნაწერი ჩანდეს მაგრამ კომენტებში დაწერეთ რასაც ვერ გაიგებთ და იქ გეტყვით :))

9 comments:

Anonymous said...

ააა საერთოდ არ იკითხება ((( რა სმერწელნი შეთავზებაა ფონის და ასოების ფერის (( უშველე რამე ((

მელია said...

მოიცა ამას ჭირს ეგ რაღაც ამ პოსტს მარტო????

sabaha said...

ისე ხშირად მიფიქრია, რომ აი რაღაც არ გამიმართლა გარემოშითქო, ნუ მერე ისევ მიფიქრია, რომ უმადური ვარ და ეგოისტი და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში :(((

xo ისა
სანამ წახვალ ბევრი წერე რა
მერე რამდენი ხანი აღარ განახლდება ქაურობა :(((

deka136 said...

იმ გოგოსთვის სურათის გადაღება არ გიცდია?... :user:

პერწკლი said...

სად იყავი?

მეც მინდა: (((

მელია said...

@დეკა

ვერა დეკ :შ
ნუ ხომ არ მივალ და ვეტყვი შენთან სურათი გადამაღებინე-მეთქი :|
თან არც ვიცნობ კარგად...

@პერწკალ

მერე შენც წადი ჰო ვიცი რომ შეგიძლია :ტან:



@უტვინო
არა მასე ფიქრიც ჰო მაგრამ
ზოგადად დაბადებასაც რამხელა გამართლება უნდა...


მაგრამ მჯერა რომ ის ბავშვი შეცვლის თავის ცხოვრებას :უსერ:

პერწკლი said...

ხო,შემიძლია და წავალ... კიარადა შარშან ხევსურეთში ვნახე ისეთი ლამაზი ბავშვი, ასე 15 წლის, შავგვრემანი,ეშხიანი,სიცოცხლით სავსე...

Anonymous said...

deka var

chumad gadagego shenc surati :P
mase uketesi gamovidoda, ufro "namdvili" :P

me shanss xelidan ar gavushvebdi :user:

:*

მელია said...

vera dek ver gadavuRebdi iseTi situacia iyo Tore mec Zalian mindoda :(