Monday, August 18, 2008

ჰომ უნდა მეთქვა?


არაფერი პირადული, ასეთი არაფერი არ გამაჩნია. დღეს, სწორედ დღეს ვფიქრობდი ამაზე, მე პირადული არაფერი არ გამაჩნია და არც ვზრუნავ იმისთვის რომ გამაჩნდეს :| ვცხოვრობ დიდ სამყაროში, სამყაროს ვკიდივარ მე და არც ვწუწუნებ ამის გამო, რადგან მიყვარს როდესაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს... ზოგჯერ ვფიქრობ მეც რამე ვქნა ჩემთვის, მაგრამ ამის სურვილი არც მიჩნდება, ან მალევე მეკარგება. ბევრ რაღაცაზე წინასწარი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს წარმოდგენა არ ვიცი რამდენად მართალია. არასოდეს არ ვთხოულობ ჩემთვის რამეს, ნუ ეს გასაკვირი არაა, რადგან მაკმაყოფილებს ყველაფერი რასაც ცხოვრება მომიგდებს. ნუ აქ ცოტა ვიტყუები, მაკმაყოფილებს უფრო არა. უფრო ის არის, რომ არ გამოვხატავ უკმაყოფილებას და ჩემი დუმილი კმაყოფილებად ეჩვენებათ. ამასწინათ ძალიან მომეწონა ბატოს ბლოგზე წარწერა,  "მირჩევნია ჩრდილში ვიყო, რადგან აქ უფრო გრილა" ზუსტად შეიძლება არ არის გადმოწერილი, მაგრამ აზრი იგივეა. ჩემში არსებობს ზონები, რომლებიც აკრძალულია ჩემი ფიქრებისათვისაც და მათეკრძალებათ იქ მისვლა. ვიცი, ვერასოდეს ვერ გავიგებ სიმართლეს, ვიცი ვერასოდეს შევძლებ ცხოვრებასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვიცი მუდამ შინაგანი პროტესტი მექნება ამ სამყაროსადმი. მაშ ჩნდება კითხვა, აბა რათ გინდა რომ ცოცხლობ? ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ, მაგრამ დრო არ მყოფნის პასუხის მოსაფიქრებლად, არ ვიცი რამდენი უნდა ვიფიქრო რომ გადავწყვიტო. მივეჩვიე უკვე აქეთ იქით ხეთქებას, მივეჩვიე უაზროდ ბედნიერ სახეებს და რა ვიცი კიდევ, ყველაფერ საზიზღრობას. მივეჩვიეო რომ ვამბობ არ გეგონოთ, რომ ვეთანხმები, უბრალოდ იძულებული ვხდები მივეჩვიო. ვაი! ან აქ რაღას ვბოდიალობ, არ ვიცი რა ვაკეთო და ვბოდიალობ, ეს ხომ ბოდიალობაა და მეტი არაფერი?! მე ხომ ვიცი რომ არაფერი შეიცვლება?! არა მე ჩემთან მინდა, ნამდვილ სახლში, ჩემს ნამდვილ სამყაროში და არა აქ! ეუფ! :)))))))))))))))))))))) აბა შენ იცი წინ დაჯექიო მაგას მეუბნება საკუთარი თავი ამ წამს... ორ ნაწილად ვარ გაყოფილი ერთი მხარე პესიმისტურია მეორე ოპტიმისტური. საერთო ჯამში მაგარი დომხალია :( ვოტ! ეს მინდოდა მეთქვა... ან არ მინდოდა :| აბა ჯასთი აღარ არის და სადმე ჰომ უნდა მეთქვა :(

7 comments:

deka136 said...

ბიჯო, ბიჯო, ბიჯო... ეს პატარა ბავშვი ამდენ რაღაცაზე რომ ფიქრობ, არ შეიძლება მასე :)) :*

უბრალოდ, არც პესიმისტი იყავი და არც ოპტიმისტი. იყავი რეალისტი! მიიღე ის, რასაც გაძლევენ და გაუფრთხილდი იმას, რაც გაქვს :))

ხოდა, ერთი რჩევა, რა თქმა უნდა, თუ მიიღებ :) ზომიერი თვითკრიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი თავისადმი გამოხატული პროტესტი ტყუილად დაგღლის და გაგაუბედურებს... ეს კიდე კარგი ნაღდად არ არის ;)

moreira13 said...

Sen yvelaze magari meniave xar! am sityvebSi did siTbos vdeb, icode :bis: :2kiss:
hoda, xval Tu moxerxda, meore aRmarTobana movawyoooT
me geytyvii
- naxeee, seminaariis saxuravi
=))

მელია said...

@დეკა

კაცო პესიმიზმი და რეალობა რამ გაყო :გივი:


რჩევვა მიღებულია ბოს
მაგრამ მთლად მასეც არაა საკუთარი თავისადმი და ზოგადად შინაგანი პროტესტი სულ მექნება :( არ ვიცი მარა ვერ ვიშორებ ამ პროტესტს... ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობ მაგრამ მაწუხებს შიგნით :(



@მენიავე
:ლოვე იუ:

:ნიავ: :ნიავ:

deka136 said...

პროსტესტი არ გინდა, ცოტა კრიტიკული იყავი უბრალოდ :* ოღონდ მანდაც გადამეტება არ ვარგა :))

მელია said...

იავიცი იავი :|


ვეცდები კარგად ვიყო :მო:

utvino said...

მთელი ჩემი ცხოვრება მასე ვგრილდები ჩრდილში ...

:უსერ:

ისე იმაშიც გეთანხმები, რომ ამ ცხოვრებას რეალისტურად თუ შეხედე პესიმისტი გხდები ...

ერთი ვარდისფერი სათვალე ალალია შენზე პაპი, ასაკთან ერთად გჭირდება ხო იცი )))

:2კისს: :ტან:

მელია said...

ჰო პაპი მართლა მინდა
სათუალე
მაგრამ
სულ ჰომ არ მეკეთება :(

კიარადა
სათვალეები არ მიყვარს :გოგი:


:გრილ:

გავგრილდეთ ისევ ჯობია :ბის: