Sunday, August 31, 2008

წარსული


არა, ნამდვილად მართალია, რომ თუ ბედნიერებას ეძებ წარსულისკენ არც უნდა გაიხედო. წარსულში ბედნიერებას სანამ არ იპოვი იქამდე არ შეიძლება გახედვა. მაგრამ, რაღათქმაუნდა ძნელია იცხოვრო ისე, რომ წარსულისკენ თვალი იგივე ფიქრები არ გაგეპაროს... მე ცუდი წარსული არ მქონია კმაყოფილი ვარ, მაგრამ როდესაც ვიხსენებ როგორი ვიყავი მაშინ ცუდ განწყობაზე ვდგები. აი წარსულში ნაწერს ან რამე მომენტს როდესაც ვიხსენებ ვამბობ: "ფუ რა დებილი ვიყავი ასე რომ ვიქცეოდი" აი ეს მაწუხებს, წარსულში დაშვებული შეცდომები უკან, რომ მოგდევენ რაა. აი ეს ნაწერი მაგალითად შეიძლება 1 წლის შემდეგ წავიკითხო ან რამდენიმე წლის შემდეგ და ვთქვა: "ღმერთო ნეტა რაებს ვბოდიალობდი" ზუუსტად მასე ვარ :( გული მწყდება წარსულში ყველა დაკარგულ და ხელიდანგაშვებულ შანსზე, გული მწყდება, რომ რაღაც სწორად ვერ გავთვალე... აი ასე მემართება უკან რომ ვიყურები, მაგრამ წინსვლაში ხელს ეს არ მიშლის :) ჰუჰ, თუ იბადები რა გახდა ბარემ წინასწარმეტყველური ნიჭით რომ დაიბადო :შ ან რამე მასეთით :( 1 კითხვა მიჩნდება, თავში იუესბე რომ შევიერთო, კომპით ჩემს თავში შევიდე და ჩემი მეხსიერების მყარი დისკი ვნახო, ნეტა რამდენიანი იქნება რამდენ გიგაბაიტიანი :))) ჰოდა იმასვამბობდი მასე რომ შევიდე ნეტა დავაფორმატებდი ჩემს ტვინს თუ არა? :(( წარსულს წავშლიდი, და ვინდოუსგადაყენებული თავით ახალ ცხოვრებას დავიწყებდი, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, შემდეგ ჰო შეიძლება იგივე დამემართოს? შეიძლება კიარადა 100% ვიცი დამემართება... მაგრამ, არის 1 რაღაც ყოველთვის ყველა მომენტში მგონია, რომ კარგად ვიქცევი და სწორად, მაგრამ როდესაც შემდეგ გადმოვხედავ წარსულის ამ მომენტს ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა...

9 comments:

sabaha said...

პაპი სულ გაგიფრენია, რა ტვინი უნდა დაფორმატო , გადაირიე?
მერე შვილიშვილსაც ვეღარ იცნობ შენ :მო:

ხოდა რას ვამბობდი ...

აი მერე რაღაცას რომ მიაღწევ შენი წარსულისმსახურება იქნება, დაანებე ტვინს თავი, შენი წარსული აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დღეს ასეთი ყოფილიყავი :პ

მელია said...

ჰომარა განა მინდა დაფორმატება-მეთქი
ვყოყმანობ :ყოყმან:

ისიც ჰომ ჩემი წარსულის დამსახურებაა რაღაცას რომ ვერ მივაღწევ :(

დასკვნა: ისევ ის წარსული გვიშვება ყველაფერს :შ

Jenny said...

ხო ეგ ცუდი ჩვევაა. აწ გარდაცვლილ ფორუმზე რო ამოაგდებდნენ ხოლმე რამე ძველ თემას და ჰეა?? ეს მე დავწერე?? არაარსებობს!! :O

:P

კაია ისე რადგან წარსული არ გაკმაყოფილებს, ე.ი. განვითარდი :yes:

მელია said...

ვაი ახლა ის თემა გამახსენდა :გოგი:
ახლა ნამდვილად ვიცი რომ გესმის ჩემი =))



პ/ს
მართლა დამაიმედე ჰო იცი?!
არ მიფიქრია აქამდე ეგ :|


გადავინახავ მაგას ჭკვიანური აზრების საწყობში ჩემს ტვინში :ბის:

Anonymous said...

me chemi dzveli dgiurebi vnaxe, daaxloebit 98 clidan ickeboda cera da ase 4-5 clis nacerebia..vxarxarebdi :user:

O.M.G iko sashineli, magram me ar davigruze...gavxalisdi sakuTar Tavze :chups:

მელია said...

@მირაბელა (რატომღაც სულ მარიბელას ვკითხულობდი შენს ნიკს =))

გეთანხმები კარგია ნამდვილად რომ შევიცვალე და ისეთი აღარ ვარ
მაგრამ ნეტა კიდე შევიცვლები და მერე ვიტყვი ასეთზე რომ რაკარგია ისეთი აღარ ვარ-მეთქი?
:უსერ:

deka136 said...

ai, kompiuteris mavne zemoqmedebis nateli magaliti :givi:







:2kiss: >:D<

მელია said...

დაგწრი ბიწო
:))



:2კისს:

ირმა said...

ადამიანმა ცოდვა თუ შეცდომა ჯერ თავს აპატიოს და მერე სხვას. უბრალოდ შეცდომებისაგან ვსწავლობთ. სწავლა კი სიბერემდეაო...