Sunday, August 17, 2008

War


მოკლედ როგორც იქნა გადავწყვიტე, წავსულიყავით ჩემს მეგობართან ბათუმში. სამნი წავედით, გზა დამღლელი იყო საშინლად, მიხვეულ-მოხვეული გზა, სულ ახალ-ახალი სოფლები და ქალაქები. ტრანსპორტში ვერ ვიძინებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად ვერა რაა... ნახევარ "მარშუტკას" ძინავს, მძღოლს რაღაც საშინელებები აქვს ჩართული და სულაც არ ცდილობს, რომ ოდნავ სიჩქარეს მოუმატოს. მდა... ყურებში ნაუშნიკები გავიკეთე, მუსიკას ვუსმენ და თან გზას ვათვალიერებ. ნანატრი წუთიც დადგა და როგორც იქნა ზღვა გამოჩნდა, მეგონა აღარასოდეს დადგებოდა ეს წუთი, მაგრამ თურმე ვცდებოდი :) ჩამოვედით ტრანსპორტიდან და მეგონა, რომ მაყაჩაღებდნენ... რამდენიმე ადამიანი მოვარდა კარებს. თავიდან დავიბენი, მაგრამ როდესაც თქვეს ტაქსი ხომ არ გინდათო? მაშინ მივხვდი რაშიც იყო საქმე... შემეცოდნენ სიმართლე გითხრათ :( არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა ბათუმი, შესანიშნავი ქალაქია, არ ვიცი როგორ აღგიწეროთ, მაგრამ ისევ ჯობია თქვენ თვითონ ნახოთ. პირველი დღე სუნმა შემაწუხა, ეს იყო ზღვის თავისებური სუნი, არ ვიცი აი რაღაცნაირი... მაგრამ ჩემს მეტი ვერავინ გრძნობდა ამას და ტეხს ვერავინ რომ ვერ გამიგო :( ნუ შემდეგ თქვენც ხვდებით, ვიყავით ზღვაზე ღამეც ვისეირნეთ გარეთ და ა.შ მათ ვერ გავუტეხე, თორემ დისკოტეკებზე, ხმაურიან ღამეეებსა და მასეთ საშინელებებს ვერ ვიტან! იმ დღის შემდეგ აღარც გავსულვარ მათთან ერთად ღამე გარეთ :))) ვნახე ძალიან ლამაზი წყნარი ადგილი სადაც მხოლოდ შეყვარებულები ისხდნენ აქა-იქ, ჰოდა მეც იქ ვიყავი საღამოობით. ასე მიდიოდა დღეები, დღეებიო ისე ვწერ თითქოს დიდხანს ვყოფილიყავი იქ, მეოთხე თუ მეხუთე დღეს, როდესაც ძალიან ლამაზი და მზიანი დღე გათენდა, ჩამოვედი დაბლა ეზოში და ჩვეულებისამებრ ველოსიპეტით გასეირნებას ვაპირებდი, მაგრამ =(( ნუ დანარჩენი არ შეიძლება არ იცოდეთ თქვენც... ომი დაიწყო! მაშინვე გავაღვიძე დანარჩენები და ვუთხარი სასწრაფოდ ჩაიცვით, ჩაალაგეთ ნივთები, თბილისში მივდივართ-მეთქი. როგორც ყოველთვის დამიკიდეს, პანიკიორი მიწოდეს და ა.შ ოოო, ჰო იცი სულ მასეა დაწყნარდება ხვალ ყველაფერიო. მე ვიცოდი, რომ არაფერი აღარ დაწყნარდებოდა, პირიქით უფრო გაძლიერდებოდა. შემდეგ გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია და ალბათ ჩემი მეგობრებიც მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი და ჩალაგებას შეუდგნენ. წავედით მატარებლის ბილეთების ასაღებად, რადგან ამ დროისთვის სხვა ტრანსპორტი არ იქნებოდა. ავიღეთ ღამის მატარებლის ბილეთები, ანუ კუპეში... მე განადგურებული ვიყავი, განსაკუთრებულად იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი ეს ომი რას ნიშნავდა... დავდიოდით ბათუმის ქუჩებში და ხალხი ჩვეულებრივ დადიოდა, სულ ეკიდა რა ხდებოდა, სავსე იყო პლაჟიც. საღამოს ჩავსხედით მატარებელში, საბედნიეროდ კუპეში არავინ შემოგვისახლდა და მარტოებმა ვიმგზავრეთ... მქონდა ტელეფონი და ყოველ საათში ვუსმენდი ინფორმაციას, პლუს ამას კონტაქტი მქონდა ახლობლებთან. ჩემს ორივე მეგობარს დაეძინა, მე რა დამაძინებდა, ვიწექი და სულ ერთ რამეზე ვფიქრობდი... ხშირად ვჩერდებოდით გზაში, რადგან გორში ჯობდა გათენებული რომ იქნებოდა მაშინ შევსულიყავით. თვითმფრინავების ხმა მესმოდა, შეიძლებოდა მეჩვენებოდა, მაგრამ შემდეგ სხვებმაც გაიგეს და გაიხედეს გარეთ. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ, როგორც იქნა გორი გამოვიარეთ და როგორც ჩამოსვლისას გავარკვიე, თურმე რკინიგზის რაღაც მონაკვეთი აუფეთქებიათ გორში. ასე და ამგვარად, ჩამოვაღწიეთ თბილისში, არ მძინებია საერთოდ. სახლში მოვედი თუ არა მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე მაინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ მალევე მიმეძინა ტელევიზორის წინ, მაგრამ არც აქ გამიმართლა, ყოველ 5 წუთში რეკვები... ჩამოხვედი? როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? :(( ნუ ასე გატანჯულ გაწამებული ვარ, მოვიდა დედაჩემიც სამსახურიდან, ვნახე, საჭმელი შემომთავაზა მაგრამ არ მშიოდა და საერთოდ ეს პერიოდი მე არ მშიოდა! მხოლოდ იმიტომ ვჭამდი რომ მაძალებდნენ, მხოლოდ წყალს ვსვამდი ნებით! საღამოს კომპთან ამოვედი და თურმე ტელეფონი გათიშულა და ინტერნეტი არ მაქვს :( მეორე დღეს გავიგე რუსეთის საელჩოსთან აქციას მართავს რეაქციის ჯგუფიო და მეც მანდ გავიქეცი ფორუმელებს მაინც ვნახავ-მეთქი როგორ არიან, ან ახალ რამეს გავიგებ-მეთქი. საელჩოსკენ მიმავალი გადავეყარე ბატოს და მატისს, ძალიან გამიხარდა მათი დანახვა, აი მართლა ძალიან! სამწუხაროდ ისინი მოდიოდნენ უკვე თურმე :( მისალმება არ დამთავრებულზე გამოვემშვიდობე და საელჩოსთანაც მივედი. ბევრი ხალხი იყო ასევე ბევრი ნაცნობი, გამიხარდა მათი დანახვა, ვეკითხებოდი აქაურ ამბებს... ნუ შეიძლება ითქვას ცოტა აზრზე მოვედი და დავმშვიდდი. შემდეგ მეგუნა დავინახე და აღარ მოვშორებივარ  :გოგი: ჯენის დავურეკეთ იქიდან მაგრამ არ მიშვებენო ასე თქვა :( + გავიხანი კიდევ ერთი ფორუმელი მათე, რომელსაც არ ვიცნობდი და მიხარია რომ გავიცანი :) ასე და ამგვარად, რა სიცარიელეც მქონდა ამ დროის განმავლობაში ერთბაშად შემივსეს ამ ადამიანებმა :) მაგრამ სახლში როდესაც დავბრუნდი, კვლავ დაბრუნდა ისევ ის საშინელი ფიქრები, განსაკუთრებით ვფიქრობდი ზიკიზე (ინსპექტორი) და ჩემს მენიავეზე (მორეირა), ეს ორი ადამიანი უშუალოდ ახლოს იყო ძალიან ამ ზონებთან და ძალიან მეშინოდა რამე არ მოსვლოდათ :( ზიკისთნ დავრეკე რამდენჯერმე, მაგრამ მორესთან ვერაფრით ვერ მოვახერხე დარეკვა :( შემდეგ გავარკვიე რომ ორივემ თავს უშველა და ძალიან გამიხარდა :ჯუმპ: ასე მიდიოდა ეს დღეები, მთელი დღე უჭმელი მისუსტებული ვეგდე ძირს და იქიდან ვუყურებდი ტელევიზორს, საღამოს გავიქცეოდი სადაც ფორუმელები მეგულებოდნენ და ასე ვშველოდი თავს. შემდეგ ცხვირწინ ამაფარა ცხოვრებამ საშინელი სურათი, ხალხის უგნურება და ზოგადად ბევრი საშინელი სურათი :( ნუ ჰომ ხვდებით რაზეც ვსაუბრობ. ერთ მხარეს სახლებიდან გამოყრილი ადამიანები, დაღუპული და დაჭრილი ხალხი, ხოლო მეორე მხარეს მოხტუნავე და მოცეკვავე ერი, რომელთა ერთად დგომა მხოლოდ "გაუმარჯოს" ძახილშია. ახლა სიტუაცია ჩაწყნარდა, დღეს დილიდან უნდა დაიწყონ რუსებმა ჯარების გაყვანა (წესით) ნუ იმედია ასეც მოხდება... მადლობელი ვარ იმ ადამიანების ვისთან ერთადაც ვიყავი ეს დღეები... არ მეგონა თუ ასეთი კარგი ადამიანებიც არსებობდნენ. ახლა საჭმლის ჭამა დავიწყე თანდათან, ცოტა აზრზეც მოვედი, სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს და ვაპირებთ რითც შეგვიძლია ყველაფრით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ომმა დააზარალა. ამ საშინელ პერიოდში გამოჩნდა ბევრის ნამდვილი სახე და მე არასოდეს დამავიწყდება ეს სახე... ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი რულზ :))) ხოლო, როდესაც შენთან არ მოდიან გკიდია დანარჩენი... მძულხართ ეგოისტებო! მძულხართ! მინდა, რომ თქვენც გაიგოთ რა არის ომის სიმწარე, ძალიან მინდა...

7 comments:

utvino said...

ჩვენც ძალიან გაგვიხარდა შენი ნახვა

:ტან:

moreira13 said...

meniavev :2kiss: yahooSi Semo, roca Sezleb

deka136 said...

გიო, რაც არ უნდა ცუდი ხალხი იყოს, ცუდს ნურავის უსურვებ! ძალიან გთხოვ :)

მელია said...

@ბატო

მე უფრო გამიხარდა :) დავნიძლავდეთ თუ გონდა :)))

@მენიავე
მოვფრინავ :)


@დეკა

ვაი დეკ მაგრად გამიხარდა შენი კომენტის დანახვა :)
ცუდის სურვება ჩემში არ ზის მაგრამ მართლა მინდა, რომ იგივე ნახონ და რადგან ამას ვერ ხვდებიან, უბრალოდ არ ვიცი რა არ აძლევთ ამის საშვალებას... ინტელექტი? შეიძლება ესეცი იყოს მაგრამ საერთო ჯამში ეგოიზმი ხრავს მათ სულებს აი როგორც ჭია ისე ხრავთ ეგოიზმი და კოდალას როლის შეთავსება არ გამომდის სამწუხაროდ :(

deka136 said...

ნუ განსჯი ნურავის, გიოჯან :*

ამ ცხოვრებამ ერთი რამე მასწავლა - ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს! ადრე თუ გვიან, მასე მოხდება მაინც :)

P.S. შენს ბლოგს ვათვალიერებ ხოლმე, მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვტოვებ :D

მელია said...

დეკ :)))

შენთვითონ გჯერა იმის რომ ცხოვრება ყველაფერს იმას აძლევს რასაც იმსახურებს? :)))

კარგი რაააა

Jenny said...

mm saintereso iyo detalurad wakiTxva rogor gaatare is dReebi :)