Monday, September 1, 2008

უფროსები

ვაიჰ, ახლა ვფიქრობ რა ცუდია როდესაც დიდი ხარ, გაზრდილი. აი არასოდეს და არც ახლა არ მესმის უფროსების, არ მინდა მეც რომ გავიზრდები ისეთი გავხდე :( რა უბედურებააა ეს კაცო :( მაგრამ არამგონია რა, მე ისეთი არ გავხდები, რატომღაც ყველა უფროსები ვისაც მე ვიცნობ ძალიან პრაქტიკულები არიან... ანუ ხედავენ მხოლოდ კონკრეტულს და არ უნდათ აბსტრაქტულის დანახვა. არ უნდათ ცოტა ისეთი ნათქვამია, რაღაცნაირი :| მემგონი უფრო არ შეუძლიათ, რომ დაინახონ... აი მაგალითად ამასწინათ აივანზე ვიწექი და ცას ვუყურებდი, მართალია თბილისის ცა არ მიყვარს, მაგრამ გაჭირვებაში ესეც წავა :)) ვუყურებდი ვარსკვლავებს და მათში ძალიან ბევრ რამეს ვხედავდი, ვხედავდი მათ და მომწონდა მათი არაბუნებრივი სილამაზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რადგან ვუყურებდი ძალიან დიდ სილამაზეს და ამასთანავე იდუმალ სამყაროს, ნუ მოკლედ ბევრი, რომ არ ვიბოდიალო ეს შესანიშნავი იყო. შემდეგ ამოვიდა დედაჩემიც და მკითხა, რას აკეთებო. ვუთხარი ცას ვუყურებ-მეთქი. ნეტა შენ მეტი საქმე არაფერი გაქვსო? მითხრა, მე ვუთხარი აბა შენც აიხედე ნახე რა ლამაზია-მეთქი. აიხედა და მეუბნება, ჰო ლამაზია ჩვეულებრივი ცა არის, რა ნახე მაგაში ისეთი ამდენი ხანი აქ რომ ხარო. ნუ, რაღაცნაირად იმასვქენი, გავიგე ეს ნათქვამი. არადა ის ნამდვილად არ იყო ერთი ჩვეულებრივი ცა, და საერთოდაც ჩვეულებრივი ამ სამყაროში არაფერი არ არის. თუ შენ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ რასაც ყოველდღე შეიძლება ხედავდე ერთ დღესაც საუცხოოდ მოგეჩვენოს. სულ იმასმიშვებიან ჩემს გემოვნებაზე, რა ვერ გაიზარდე? ისევ ზღაპრებს კითხულობ? ასეთი ლაპარაკი და ასეთი ისინი ხშირად მესმის ჩემს გარშემო, არადა არ ვიცი, ნუთუ როცა გავიზრდები აღარ მომინდება იმ საყვარელი საქმის კეთება და იმ საყვარელი წიგნების კითხვა რომლებიც ახლა მომწონს? არ მინდა მაშინ მე გაზრდა! პრინციპში რატომ მარტო უფროსები, ეს თემა ჩემი მეგობრების საყვარელი თემაც გახდა, რომლებისთვისაც ამ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ გოგოების გაცნობა, კლუბებში სიარული და ფულის სისულელეებში ყრაა... უკვე აღარც მეუბნებიან, როდესაც სადმე მიდიან, რადგან იციან არ წავალ. როდესაც ერთად ვართ ყველა "მეკაიფებიან" და რაღაც უაზრო კითხვებით მიტენიან თავს :)) მეც ვიცინი და უაზროდვე ვპასუხობ... არ ვიცი, ნამდვილად არა, მაგრამ მე არ მინდა შევიცვალო! ეს ნამდვილად ვიცი და ამაში ის მაიმედებს, რომ ჩემი მეგობრებისნაირი თუ აჰლა არ ვარ მერეც არ გავხდები ზნაჩიტ :)))) იმდღეს რ2 ზე ვუყურებდი ბეჭდები, რომ გადიოდა და მაგ დროს შემოვიდა ჩემი მეზობელი :)) რა ზღაპრებს უყურებ გადართე რას გვანან მახინჯებიო, მე ვუთხარი ეს ზღაპრები არ არის-მეთქი :))  აბა მაშინ სად არიან ეგენიო, იყვნენ და ახლა უკვე აღარ არიან-მეთქი! კარგი ერთი რა ფანტასტიკაა და მეტი არაფერიო. მინდოდა მეთქვა მაგრამ გავჩუმდი :) განა ბიბლია ნაკლები ფანტასტიკური ჟანრია? რატომ ჯერათ ბიბლიის? კი მესმის რომ მოციქულების დაწერილია, ღმერთის კარნახით, მაგრამ ამდენი ფანტაზიის დასაჯერებლად მხოლოდ ეს არგუმენტი კმარა? ასე თუ ისე მიხარია რომ მასეთი არ ვარ მე :ბის:

20 comments:

sabaha said...

არ მინდა გაზრდა
მერე იმდენი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომ შანსი დიდია ისეთი გავხდე, როგორიც არ მინდა
ხოდა ასე სჯობს
:(
პასუხისმგებლობი, მოვალეობების და ტვირთის გარეშე

Anonymous said...

ho, mec miCveuli var magas . . potterze. . 'Sen isev amas kitxulob'
'mag zgapristvis drois xarjva girs?'
'sapatriarqom rom akrzala, ver gaige?!'
paSol na ra . .
mec mixaria :bis:

პერწკლი said...

ეგზიუპერის პატარა უფლისწული გამახსენდა
:)

Lei'la said...

vgizhdebi astrid lindgrenze... praqtikulad zepirad vitsi bevri misi motxroba... dzalian miyvars multpilmebi... vgizhdebi tavdayira dgomaze da yvelanair sigizheze....miyvars zgaprebi.... var 45 tslis....:))))))))
da bednieri var!

მელია said...

@ Lei'la


შენ მე იმედი დამიბრინე :ჰაპპყ:

deka136 said...

"megobrebi mekaifebiano"





aeeee, ar vicnob shens megobrebs da shentan didi bodishi, magram shig xom ar aqvt eee?

Endy_Kaufman said...

"აბა მაშინ სად არიან ეგენიო, იყვნენ და ახლა უკვე აღარ არიან-მეთქი!"

ბიჯო რაგინდა ტქვა რომ შეიძლება ჩემში გობლინის სისხლი ჩქეფს? :დ

ხოდა ფანტაზია ნაკლებადაა ბიბლიაში , ჯობია მის შინაარს დაუკვირდე...... აი ბეჭდების მბრძანაებელს უნდა უყურო და არუნდა უსმინო იმიტომ რომ არაფრის მომცემია მისი შინაარსი საყურებლად კაია მეც ბევრჯერ მიყურებია :)

მელია said...

@deka

:2kiss:
ეგარაფერი მათი მეც მესმის რაღაც მომენტში :)



@კაუფმან
ცდები მეგობარო, მხოლოდ სასმენი და საყურებელი არ არის, ძალიან ბევრ რამეს გაიგებ მანდედან და ასევე სილმარილიონიდანაც :) განა ბიბლიაც კრებული არ არის ამბების? სწორედ ასეა სილმარილიონიც მითების კრებული...

Anonymous said...

ბევრი რამეა ჩვეულებრივი.. საკმაოდ ბევრი. ადამიანებიდან დაწყებული ყვავილებით დამთავრებული.. ყველა არა.. ზოგი მათგანი :უსერ:
აი მარტო მაგაში არ დაგეთანხმე

და ისე, სადმე კი იქნებიან ბეჭდების დროინდელი არსებები. ოღონდ ძალიან ცოტა.. შეიძლება ჩვენ მაგათი სისხლიც გვირევია.. ნუ შენ უეჭველი ტყის ელფების :იეს:

Endy_Kaufman said...

არა ტო მელა ბევრჯერ მაქვს ნანახი და არაფერი ისეტი მაქედან არმისწავლია ბეცჰდების მბრდზანაბელზე ვამბობ და აი სილმარინო რაარი არვიცი

მელია said...

@hellcaster

აი ადამიანების ამბავში მეც გეთანხმები, მაგრამ ბევრი რამ რაც ჩვეულებრივი შეიძლება გეჩვენებოდეს ერთხელაც აღმოაჩინო რომ არაჩვეულებრივი ყოფილა :))



@კაუფმან
არაა მასე თრასთ მე

:))

nati kuda said...

შენ რომ გაიზრდები, სხვანაირი იყავი, და დაუმტკიცე ყველას, რომ ცდებოდნენ : )

Anonymous said...

verc me gavizardeeeeeee didi xania :D mara mai araferi :):):)

მელია said...

@კუდა
ჰმმმმ...
მაცალონ მაგათ :ვიკ:



@ანონიმუს
არც გინდა
არ გეზარება?
:(
გაიზარდე მერე დაბერდი მერე მოკვდი
აუფ
მეზარება მე :(

Anonymous said...

uh mezareba romelia :)) mara modi da gaeqeci :)

მელია said...

ისე კარგად გავექცევი რომა :ბის:

Anonymous said...

:)))))))))))))))))

Anonymous said...

„ანუ ხედავენ მხოლოდ კონკრეტულს და არ უნდათ აბსტრაქტულის დანახვა. “

ისინი ბავშვობიდანვე ესეთები იყვნენ როგორიც არიან.

„არ მინდა მაშინ მე გაზრდა! “

რომ გაიზრდები გააკეთებ იმას რაც გინდა და არ იყოლიებ არავის შენს თავს მაღლა. უყურე ხშირად ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, იმიტომ რომ რომ გაიზრდები შეიძლება ცხოვრებამ სადმე ჩაგითრიოს და დრო არ დაგიტოვოს. მოასწარი რაც შეიძლება ბევრი, არ მოიკლო ეს სიამოვნება, როგოც შეგიძლია. ახ ნეტავი ყოფილიყავი ჩემი შვილი. რამდენს მოგცემდი. იმიტომ რომ რასაც გრძნობ მეც ვგრძნობდი ჩემს ბავშვობა–ახალგაზრდობაში. აზლა 39 წლის ვარ.
ირმა

Anonymous said...

„ბეჭდის მბრძანებელი“ ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია. ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ ის რასაც ვხედავთ ფილმში თუ ჩაფიქრდები, ახლა ცხოვრებაშიც ხდება. ბოროლტება ნელ–ნელა მეფდება მთელს მსოფლიოში. მჯერა, ბოლო კეთილია, თუ ყველა ერთად დავდგებით და დავეხმარებით „ფრონტო ბაგინკს“ „ბეჭედი გაანადგუროს“. გამგებმა გამიგოს.
ირმა

ირმა said...

წინა ორი წერილი ჩემი დაწერილია