Tuesday, September 2, 2008

ეს ის არ არის რაც თქვენ გონიათ!


-კი მაგრამ, გუშინ აქ იყო, ერთად ვისხედით პარკში და ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობდით, ახლა კი თქვენ მეუბნებით რომ გაქრა?

-მმმ...  როგორ გითხრათ, მთელი დღეა ვეძებთ მაგრამ უშედეგოდ, მის კვალსაც კი ვერ მივაგენით.

-თქვენ მე მაოცებთ, სად შეიძლებოდა გამქრალიყო? 

-არ ვიცი სერ, იქნებ თქვენთან ეთქვა რამე? ან გუშინ როცა ნახეთ როგორ იქცეოდა? საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ?

-როგორ გითხრათ, ჩვეულებისამებრ ვისეირნეთ ტბის პირას, კარგ ხასიათზე იყო, ამ დროს ლაპარაკი უყვარს და სულ ჩვენს მომავალ თანაცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. 

-მობილურზე ვურეკავთ, მაგრამ გამორთული აქვს... ყველგან ჩვენი ხალხი ეძებს, თუ რაიმეს მივაკვლიეთ აუცილებლად დაგიკავშირდებით...

-მოიცათ! თქვენ მკითხეთ უცნაური ხომ არაფერი შეგინიშნავთო?! კი შევნიშნე, ახლა გამახსენდა, წასვლისას მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხელი არ ჩამექნია და ყველა სირთულის მიუხედავად მომეძებნა... ბუნებრივია ვკითხე ამას რატომ მეუბნები-მეთქი, მან მიპასუხა, ძალიან არ მინდა შენი დაკარგვაო...

-საინტერესოა! და რას ფიქრობთ რის გამო შეიძლებოდა ეთქვა ეს? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

-არ ვიცი, თუ საფრთხეს გრძნობდა რამეს, აუცილებლად მეტყოდა... ის მე ყველაფერს მეუბნებოდა, თვალდახუჭული მენდობოდა.

-კარგით ღამე მშვიდობისა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ...

-მადლობთ, თუ რამეს მიაკვლიეთ მაშინვე შემატყობინეთ, დროის ნუ მოგერიდებათ...

-ეს უთხრა, და სახლში შემობრუნდა ჯეკი, კარები მიხურა და ზურგით მიეყრდნო მას, "ღმერთო ნეტა რა მოხდა? სად უნდა იყოს ის ამ შემოდგომის ცივ ღამეს? რა მეშველება უიმისოდ? მე ხომ დაგეგმილი მქონდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად?" ამ კითხვებით ჰქონდა გამოტენილი ჯეკს თავი და აღარ იცოდა საიდან გაეცა მათთვის პასუხი. "იქნებ რამე ვაწყენინე?" გაუელვა გონებაში, მაგრამ რა უნდა სწყენოდა? ბედნიერად დაცილდით გუშინ ერთმანეთს... არა, რამე უნდა ვიღონო ასე არ შეიძლება, სახლში ვერ ვიჯდები და დაველოდები! -თქვა ეს და ქურთუკი ჩამოხსნა კედლიდან... წავალ ტბასთან გავივლი იქნებ იქ იყოს...

შემოდგომის სუსხი იდგა გარეთ, ზამთარი აფრთხილებდა ქალაქს, რომ მალე ეწვევოდა. ქუჩებში აღარავინ დადიოდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯით მიიჩქაროდნენ სახლისკენ... ბნელოდა, თუმცა ქუჩის ლამპიონები ანათებდნენ გზას. ლამპიონებიანი გზა გაიარა ჯეკმა და პარკისკენ გადაუხვია ჩქარი ნაბიჯით, თან არემარეს ათვალიერებდა. პარკში გზისგან განსხვავებით უკუნი სიბნელე იდგა, მაგრამ თუ იქაურობას იცნობდი არ გაგიჭირდებოდა გზის გაკვლევა. ტბას შემოუარა ჯეკმა თუმცა უშედეგოდ, მთელი ღამე პარკში იბოდიალა, მაგრამ ამაოდ, ის არსად ჩანდა...

სახლში დაბრუნებულმა ქურთუკი გაიხადა, გაყინული ხელები ელექტროღუმელს მიუშვირა, სითბო სასიამოვნოდ მოედო ჯეკის სხეულს და ჩაეძინა, მაგრამ ცოტახანში ტელეფონი აწკრიალდა...

-როგორ? სად? როდის? როგორ არის?

-სამწუხაროდ გარდაიცვალა... პროზექტურაში უნდა მოხვიდეთ გვამის ამოსაცნობად...

-რას ამბობთ! როგორ?! გინდათ თქვათ, რომ სიკეთე გარდაიცვალა?!

-დიახ, სიკეთე გარდაიცვალა!

2 კვირაში ჯეკს თავის სახლში ნახავენ თოკზე ჩამოკიდებულს...

მან ვერ გაძლო სიკეთის გარეშე და მასთან ერთად ისიც გაქრა :( რამდენიმეხანში ყველამ დაივიწყა ეს საშინელი ამბავი, ჯეკის სახლიც აუქციონზე გაიყიდა... 

10 comments:

Anonymous said...

რა ტრაგიკულია :(

Anonymous said...

p.s. შენ დაწერე?
––––
მადლობა ბლოგროლში ჩამატებისთვის, თანაც ორმაგი, ორჯერ ჩამატებისთვის.

პრინციპში მე კი მეკუთვნის ბლოგროლებში ორჯერ ყოფნა ;–] :მაიკლი:

მელია said...

ვაიჰ ეგ რა მომსვლია :გოგია:
=))

Anonymous said...

:2kiss:

Anonymous said...

მელია - ეჰჰ რატო წაშალე ყოფილიყო :(

პერწკლი said...
This comment has been removed by the author.
პერწკლი said...

ბლაბლაბლანდია :))))

მომასულიერეთ :))))))
ვხოხავ : )))))))))


სახელი ხომ არ გამომეცვალა ნეტა ბლოგისთვის : ))))

ის ბლოგერი მაინც ვერ ნახავს და ჩემ ბლოგს კიდე მოუხდება,კაკ რაზ ეგეთია და :მო:

Anonymous said...

@პერწკლი – აჰა, მაგარი სახელია
ჰმ, და რატო ვერ ვნახავ ვითომ? :) მაგრამ მასე არ ქვია ჩემ ბლოგს, მელას მოფიქრებული სახელია, ასე რომ feel free :D

მელია said...

@პერწკლი

დაარქუიჰ
:)))

მე გაძლევ ნებას :პოპ:

ირმა said...

„-დიახ, სიკეთე გარდაიცვალა!“

–არ მინდა და არ დავიჯერებ. :)