Friday, September 5, 2008

მათ სხვა აირჩიეს


არადა ყველაზე მეტად მე მოვწონდი... მაგრამ სხვა აირჩიეს, რადგან არ მივეცი უფლება მე ავერჩიე. როდესაც ჩემს თავს ვეკითხები რატომ არ მივეცი ჩემი არჩევის უფლება-მეთქი, ჩემი თავი დუმს და მეუბნება აბა მე საიდან ვიცი შენ უნდა იცოდე ეგო, (თავიც, რომ მაგას გეტყვის) არადა შემეძლო მე ვყოფილიყავი რჩეული, მაგრამ შემეშინდა? არა, იქნებ არც შემშინებია? უფრო ის არის, რომ გავექეცი, რაღაცას გავექეცი რაც ჭირივით მეზიზღება... არა ეგ ჰო, მაგრამ ამ გაქცევას სხვა მიზეზიც უნდა ჰქონდეს, ვითომ ის? არა ის არ იქნება ის ხომ ფაფუ! არადა მაშინაც მასე იყო სხვა აირჩიეს. ამაზე დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან უკვე ვახსენე მეთვითონ არ მივეცი იმის უფლება, რომ ავერჩიე-მეთქი. მერე ჩემს თავს ვეუბნები მოიცადე, კიდევ მრავალი საინტერესო გელოდება წინ... არა, ვერასოდეს ვერ ვიტანდი რაღაც ვალდებულებებს, რომ არ გინდა და აკეთებ. არადა ისეც არ შეიძლება, არ გააკეთებ და შემდეგ ისევ შენ ინანებ. არა ნამდვილად კარგად ვქენი, რომ არ ავერჩევინე, მაგრამ რომ ავერჩიე... არა, არა მეზარება რომ ამირჩევენ :( კარგი რაა :( კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით! :)

9 comments:

Anonymous said...

არადა რომ იცოდე რა ბედნიერებაა როცა რჩეული ხარ..
ვალდებულებები?
ვალდებულება არ იარსებებს თუ თავს არ დაივალდებულებ : )

მელია said...

ოფ
კარგი რა პაპი, სისულელეა არ მიყვარს :( რასაჭიროა თორე ჰა :|

Anonymous said...

sisulele isaa roca ver afaseb imas rac gaqvs.. |-(

მელია said...

მოგზავნილი ხარ პაპი შენ |-(

შენ გინდა თქვა, რომ მე ვერ შევაფასე ის რაც წინ მელოდა და რაც იმჟამად მქონდა და სწორედ ამიტომ არ ავარჩევინე თავი?

კი გეთანხმები ვერ შევაფასებდი იმას ნამდვილად :( მაგრამ არ გავრისკე რისკი არ მიყვარს მე :|

და საერთოდ კიდე რომ მომეცეს შანსი მაინც არ ავერჩევინები :იშშ:
|-(

sabaha said...

პაპი ისიც დაგეწერა სად უნდა აერჩიე და გერმანიის დროშა რა შუაშია?
პაპი?
არ გამაგიჟო და არგადამრიო ეხლა :ვიკ:

მელია said...

უჰ ეგ შუაებშია ერთმანეთებთან :მო:
ეს სხუა ამბაუეაჰ
რომლის გახსენება გადავწყვიტე და ახლა უკვე დავიწყება :ბის:


პ/ს
არა საკონსულოში არ ვყოფილვარ და ვიზაზე უარი არ უთქვამთ :გივი: :)))

sabaha said...

ეხლა იმის დაწერას ვაპირებდი , აი ფილმებში როა და ერთი რაღაც სისულეს რომ გააკეთებს და მეორე აი ძააან ეშხიანად კი არა აღშფოთებით რომ ეუბნება "ტი იძიოტ"
აი იქ როა
ნოთინგ ჰილში
ეს ჰიუ გრანტი კაფეში რომ ზის თავის მეგობრებთან ერთად და რომ უყვება , ჯულიას უარი ვუთხარიო და ყველა რომ ეუბნება სწორად მოქცეულხარ, არ იყო ეგ შენი შესაფერისიო და უცებ მისი მეგობარი ( აი ის ძაან სასაცილო ტიპი როა) რო შემოვა და რო ეტყვის რა დურაკი ხარო, ხოდა რას ვამბობდი
მეც მასე ვარ, ყოველთვის გავურბივარ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას და ყოველთვის ჩრდილში მირჩევნია ყოფნა,რაც არის საშინელება და რაც ასაფლავებს შენს მომავალს და საერთოდ ცხოვრებას ...
პაპი სერიოზულად გეუბნები და რაც არ უნდა იყოს ეცადე, ყოველთვის შენ აგირჩიონ, ბევრი ამას რაღაც საშინელი ხრიკებით და ქცევებით ახერხებს, შენ კი ისეთი ადამიანი ხარ ეგ არ დაგჭირდება, შენ ყველაფერს შენი სიკეთის და დადებითობის ხარჯზე მიაღწევ, უბრალოდ უფრო გაბედული უნდა იყო და არ აარიდო თავი ვალდებულებებს, მათ უბრალოდ ვერსად გაექცევი, ხოდა ჯობიასანამ ვალდებულება თავისით აგეკიდება, შენით აიკიდო და ხალისით აკეთო.

ეს ყველაფერი შეგეძო არ წაგეკითხა :))
უტვინოს უტვინოს აზრები პაპი

მელია said...

მე მაინც წავიკითხე :2კისს:


მმმ... შენ იძახი რომ შენც გაურბიხარ პასუხისმგებლობ ვალდებულებებს და მე მეუბნები უნდა აარჩევინოო :უსერ:

პაპი არის რაღაცები რისთვისაც ხალხი იხოცება, არის რაღაცები რისთვისაც მკვლელობას ჩადიან, არის კიდევ ძალიან ძალიან ბევრი რაღაცები რის გამოც ადამიანები ცხოვრებას იმახინჯებენ... ჰოდა იმათ რომ იცოდნენ მე როგორ მკიდია ის იდეალები რითაც ისინი სულდგმულობენ ალბათ კოცონზე დამწვავდნენ...

არ მინდა რჩეულობა, და მე თუ ოდესღაც უფლება არ მივეცი ავერჩიე და სხვა აირჩიეს ამას არც ვნანობ... ახლაც აი ზუსტად ახლა არ არ ავარჩეინებ კიდევ თავს და ისევ არ იმასვიზამ

მე მე
მე სხვა რამე მინდა
მე არ მინდა რჩეულობით გამოწვეული სიმპტომები...

პაპი შენც ჰომ იცი რა კარგია ის სიგრილე? ჰო ვიცი რომ შენც ზუსტად იცი რა კარგი და უცნაურია... უცნაური სიგრილე :)

პ.ს
ადამიანს გაჩვენებ შენ :ვიკ:

:2კისს:

Anonymous said...

არც მე არ მიყვარს ვალდებულებები. მე ვფიქრობ უნდა ეცადო რომ არაფერს არ შეაზღუდინო თავი, ჯობია ყოველთვის გქონდეს გვერდზე გახვევის საშუალება. სუფთა პრაგმატულ პონტში ხშირად მასე ჯობია და არაფერ შუაშია ის რომ ვალდებულებების "გეშინია" და საკუთარი თავის იმედი არ გაქ.

მაგრამ ნუ გააჩნია ახლა ამ ვალდებულებებთან ერთად რა სარგებელს იღებ.

ისე თუა რო – "მაგარი ხარ, აგირჩიეთ, დაიჭი ვალდებულებები!", ეგეთი რჩეულობა ვის რად უნდა.

მაგრამ ეს ყველაფერი ტრუხა ბაზარია რადგან არ ვიცით რა არჩევაზეა ლაპარაკი.