Tuesday, September 9, 2008

ესდავინაჰე...


გეკითხები და მიპასუხე, შენ თუ მასე გადაწყვიტე და ეს ჩემთან კავშირშია, გთხოვ ამიხსნა რატომ? ჰო ვიცი ვერ მიპასუხებ... შენ ჰო სულ მასე იცი, გეხვეწებიან რაღაცებს და არ პასუხობხოლმე :( მერე თავისით მოიგონებენ თავიანთი თავისავე გასამხნევებლად და ყველა ბედნიერია, ვიდრე ხელმეორედ არ დასჭირდები... ჰუჰ, ეს ადამიანებიც რა ნაგლები არიან, აი ნაღდად არ მეცოდებიან. რატო უნდა მეცოდებოდნენ? განა მე შემიბრალა ვინმემ? (c) სამანიშვილის დედინაცვალი... ეგარაფერი, იმდღეს სამებაში ვიყავი ჩემი მეგობარი, აი ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, ეგ გავასერნავე თბილისში, ჰოდა იქ სამების კიბეებზე შავებში ჩაცმული ბიჭი იყო ჩაკუზული, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მობილურით კი რაღაც სიმღერას უსმენდა. დამაფიქრა, ნეტა რა დაემართა საწყალს-მეთქი, შემდეგ კიდე გავუარე გვერდზე და რატომღაც აზრი დამებადა, რომ შეყვარებულს უნდა მიეტოვებინა და ის სიმღერაც ისეთი იყო, რომანტიკული, რომ ალბათ იმ გოგოს ახსენებდა... ჩემი დასკვნები იშვიათადაა მცდარი. ეგბიჭი რა იყო და გარეთ გამოსულს პატარა გოგო მომვარდა დამეხმარეო. ვუთხარი რა გვარი ხარ-მეთქი, ტვინიკაძეო... ქართველი იყო :| პატარა ლამაზ, ჭუჭყიან ანგელოზს გავდა, ეშმაკუნა თვალები ჰქონდა, სიცოცხლით სავსე... მოვდიოდი და თან მომყვებოდა, რაღაცებს ვეკითხებოდი მეც :| ბოლოს მივეცი ფული და გაიქცა... რანაირად უნდა დააყენო დედამიწა, რომ საბოლოოდ გასწორდეს? არა დედამიწას ვერ გაასწორებენ, მითუმეტეს ადამიანები... ამასწინათ ფორუმზე ყვავას ნაწერი წავიკითხე და რაღაც ეს ცუდ სიმართლესთან შეჯახებას ჰგავდა :| "ახალი თაობა ძველ თაობასთან შედარებით, უფრო ბნელი აზროვნებისაა" მიდი ჩემო საქართველო, მიდი, მიდი... საქართველო ამ ქვეყანას არ ჰქვია... უფრო სწორი იქნება, "ნაქართველარი" დავარქვათ. მალე სწავლა დამეწყება, კარგია? რავიცი ალბათ... რატომღაც ასეა, ავირივენითო, რომ იტყვიან მასეა ყველაფერი, დალაგებული არაფერია. მზესაც ეზარება აქეთკენ გამოხედვა უკვე...

5 comments:

პერწკლი said...

მზეს ჯერ კიდევ ეხალისება
ეგ რომ არა........

მელია said...

უფ


დღეს ეზარებოდა :მო:

ირმა said...

„ნაქართველარი“ ? ალბათ არ ვიცი, დიდი ხანია არ ჩამოვსულვარ, მაგრამ ინტერნეტის სხვადასხვა ფორუმების წაკითხვით ვგონებ, რომ ბევრია ვაიქართველი. შენ კი მელია, შენ სხვა მგონიხარ... შენნაირები თუ ბევრი დაიბადა, შენნაირი თუ ბევრი ახალგაზრდაა, მაშინ ალბათ მაშინ ეშველება საქარვთველოს, როცა თქვენ ხელში ჩაიგდებთ ქვეყნის მართვას. თქვენ ის ახალგაზრდები იქნებით, რომლებიც გააცოცხლებენ მკვდარ ქვეყანას და ახალ „ჰაერს“შემოიტანენ საქართველოში. ჩვენ დიდებმა კი რაც დავთესეთ იმას ვიმკით. ჩვენ თაობაზე უუნარო თაობა არ ჰყოლია არასოდეს საქართველოს. სირცხვილი ჩვენი.

მელია said...

ჩემნაირები მთავრობაში ლოლ :))))

ჩემნაირები მთავრობაში არ მოვლენ, რადგან არ ექნებათ ამის ამბიცია :|

ირმა said...

ყოჩაღ! მახარებს აქ შენი პასუხი.