Saturday, September 27, 2008

Child'll be born again



ჰაჰა, :სიცილ: გითანაგრძნობ და განვიცდი ყველაფერს :( მიყვარხარ, აი ძალიან მიყვარხარ და ხომ იცი, რომ როგორ მტკივა შენი ტკივილი მეც. ოჰ, რამდენი რამე გადაგვიტანია ერთად, რამდენი რამე შეგვიქმნია ერთად და რამდენ რამეს შევქმნით მომავალში... რა ძლიერი ხარ, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოგდის, ყველაზე კარგად მე გიცნობ და მეცოდები... საცოდავი ხარ, შეცვლა გინდა რაღაცის და ვერ ცვლი სამაგიეროდ ფიქრებში ანადგურებ ყველაფერს. მე და შენ სულ გადავედით ჭკუიდან :)))) არადა როგორ მოკვდი? შემეცოდე გულწრფელად, ისე სიკვდილი კარგია ალბათ ახალ რაღაცას გაიგებ და ნახავ... გამოეთხოვები ამ მარაზმს რაც აქ ხდება, დაგივიწყებს ყველა, შენც დაგავიწყდება ყველა ალბათ... :))))) მოდი მედაშენ გავფრინდეთ? არ გინდა? მე ჰომ ვიცი შენი ყველაზე ფარული ოცნებები, მე ხომ ვიცი რაზე ოცნებობ, მე ხომ ვიცი რომ არეული ხარ... ავადმყოფი ხარ საწყალო, იქიდან მობრუნებული საიდანაც მობრუნება მხოლოდ დროებით შეიძლება... შენი სიცოცხლე რაღაცაზე დამოკიდებული ჩემი სიცოცხლესავით, ჩვენ ერთმანეთზე უშუალოდ ვართ დამოკიდებულები, თუმცა მე და შენ ახლა კომაში ვართ და აპარატზე ვართ მიერთებულები. ხედავ სადამდე მივედით? არა მე არ ვარ უკმაყოფილო რაც გავაკეთეთ, ჩვენ კიდევ შევძლებთ გაცოცხლებას... არსებობს ჯადოქრობა რომელიც მოგვხსნის ჯადოს და გამოვიღვიძებთ, გამოვალთ გარეთ და შეგვეძლება ერთმანეთი დავინახოთ, გადნება დიდი ხნის გაყინული, განათდება ცა, მიწა შეირყევა და ფრთებს გავშლით... ხო გითხარი შენც გენდომება-მეთქი ფრენა, ხედავ მართალი ვყოფილვარ... ხო ვიცი რომ ეს გინდა, ხომ ვიცი რაც გინდა? ჩვენ გპირდებით რომ დავბრუნდებით. პატარა ბავშვი რომელიც მოიტაცეს და ტყეში გაიზარდა, მზის შუქი არ უნახავს და სიბნელეში, არამიწიერ არსებებს ეთამაშებოდა, ჩვენ იმ პატარასთვის უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ უნდა ვნახოთ ღრუბელი ცაში, შენც ხომ იცი რომელი ღრუბელია ეს? ჰო იცი როგორ მინდა ის ნათება დავინახო? შენც ხომ გინდა, მოდი დავწვათ რაც აქამდე შექმნილა... მე და შენ ამის ძალა გვაქვს... სწორედ ეს გვინდა ჩვენ, ახლა ამ წამს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვართ ორივე. მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ მაგრამ შენი ჩემგან განცალკევება ვერ შევძელი, ჰო იცი სადაც მინდა მესმოდეს ეს? ჰომ იცი როგორ მინდა შევეხო მას? შენ იცი როგორ მინდა შევიგრძნო შიში... მინდა ვნახო მიტოვებული მიწები, მინდა ვნახო ომი, მინდა ვნახო დანგრეული ციხესიმაგრე, შეტეხილი კარი და მისი გული დამსხვრეული... ერთდროს ძლიერი ახლა სუსტია, მაგრამ გთხოვ დაიმახსოვრე, შენ აღდგები ფენიქსივით, ჩვენ ვნახავთ მის სამყაროს, რომელსაც არავინ იცნობს და რომელმაც მთლიანობის წერტილი შექმნა, ოდესმე შევძლებთ ვიფრინოთ... არა მაპატიე, მაპატიე, რომ გარდაიცვალე, მაპატიე, რომ დაგაძინე... არ უნდა დაგეძინა... ნუ ეცდები ნურასოდეს გაღვიძებას, როდესაც დრო დადგება ამას შენთვითონ იგრძნობ და მეც. საცოდავო, რა დაგმართნია, რას გავხარ, ჰუჰ, ნეტა რას ცდილობ? მდინარე დაშრა... 

9 comments:

პერწკლი said...

არაა საჭირო მაგრამ omg

ჰექსე said...

ეხლა უკვე ოფიციალური სტუმარი ვიქნები ბლოღის :tan:

სულ მინდოდა მეთქვა რომ კომენტარის ტექსტი ძალიან მომწონს :)))


creative


: )

მელია said...

@პერწკლი
+1


@ემზარ

:ბის: :წელცომე:

ნელ-ნელა ვმრავლდებით კარგია :ტან:

ირმა said...

„ჰო იცი როგორ მინდა ის ნათება დავინახო?“

ღმერთი იყოს შენთან. შენ მახსენებ ჩემს ბავშვობას და მიხარია რომ შენ მაინც ცდილობ გააკეთო ის რაც მაშინ მე არ მიკეთებია.

m i r a m a x said...

მდამ..
ინთრესთინგ!

მელია said...

@ირმა
მადლობა დ აკეთილი იყოს შენი მოსვლა ბლოგ სივრცეში :იეპ:


ღმერთის ნათება არ არის ეგ, ეგ სხვა ნათებაა :|



@მირამაქს
:|
ვითომ? :სპაი:

ირმა said...

გააჩნია თითოეული ადამიანი რას გულისხმობს ღმერთის მცნებაში. არსებობს იმდენი შეხედულება, რამდენიც ადამიანია.

მელია said...

კი მაგრამ
ეგ ადამიანები :|


მაგრამ ეს ჩემი დაწერილია და არა ადამიანის :|

თაკა said...

ermmm..
Shokshi var me..
kiarada arvici,..
vkitxulobdi da aq ar vikavi..
sadagac sxvagan cavedi..
ai iq sadac chveni azrebic ki turme sheidzleba ertmanets daemtxves..
ras ar gaigeb