Wednesday, September 17, 2008

~~~~~~~~

ჰოდა ასე, სულ, რომ ვიძახდი და გეპატიჟებოდით ღამე წამოდით ისეთ ადგილას საიდანაც მთელი თბილისი გამოჩნდება და კარგი ჰაერი და ის იქნება-მეთქი სულ შემთხვევით შემომეხორციელებინა ეგ იდეა :) ჩემი მეგობარი, აი ის, საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, საღამო დრო იყო, რომ მეკითხება...

-აი აქ საქართველოში ხალხი როგორ ერთობა?

-გააჩნია გართობას რას ეძახი

-აი რომ გავერთოთ რაა... ბურთს რომ აგორებ და ისინი უნდა წააქციო ეგ არის აქ?

-ბოულინგი?

-ჰო

-კი არის.

-კიდე რა არის?

-რავიცი ბევრი მასეთი რაღაც, ბილიარდი, კინო, თეატრი, კარტინკები, კლუბები და რავი 1000 რაღაც :| და საერთოდაც შენ თუ გართობა გინდა ყველგანაც მოახერხებ... წამოდი ახლა ავიდეთ სასაფლაოებზე ლუდით დავსხდეთ და დავლიოთ :))

ეს უკანასკნელი ყველაზე ძალიან მოეწონა ბექას :)) ვაჰ, ეს რა ვუთხარი ამ ბავშვს-მეთქი კი ვიფიქრე, მაგრამ გვიანი იყო :| ვიყიდეთ 6ლ ლუდი და 3 წავედით სასაფლაოებზე... მაგარი ადგილია იქ, მთელი თბილისი ჩანს, ნიავი, სიწყნარე და სიბნელე... რომ მივდიოდი მეგონა არ გამოვა არაფერი-მეთქი, ანუ არ მომეწონება-მეთქი, მაგრამ შევცდი, ძალიან მაგარი იყო :)) ჩამოვედი თუ არა დავიძინე, ჰოდა აჰლა გავიღვიძე და მზად ვარ ახალი დღის დასაწყებად... :ბის:

ჰო ისა დამავიწყდა :))) მინდა დავამატო...

კხმ... თურმე საფრანგეთში თემქის სასაფლაოებიდან რომ ხედი იშლება იმის მსგავსიც კი არ ყოფილა არსად (ც) ბექა

გაგიჟდა ისე მოეწონა :უსერ:

6 comments:

sabaha said...

ეგ სასაფლაო ჩემი ფანჯრიდანაც ჩანს : ))

Anonymous said...

momenatre debilo :user:

Sweet said...

შენ მარცხენა ხარ ხომ ნამდვილად?

მელია said...

@ბატო
ანუ ჩვენც გხედავდით? :გივი:

@მენიავე
არცმე
:|


@მარი

აჰჰჰჰაა მარცხენა შენგან
:)

ირმა said...

მაგ სასაფლაოზე მამაჩემია დამარხული, მაგრამ ვერ მივდივარ, ძალიან შორს ვარ. მამაჩემი დავტოვეთ მარტო. გული მწყდება. მაპატიე მამა...

Marta Alicia Pereyra Buffaz said...

¡Hola! ¿Qué tal?

Saludos.