Saturday, October 4, 2008

ბევრირაღცაშეკუმშული


ნეტა ეს როგორ დაემართა, მივედი და ტიროდა, რა ატირებდა? ფეხის ხმაზე ჩემსკენ მობრუნდა, თვალებზე ნაჭერი ჰქონდა აკრული. გამიკვირდა, ნეტა რა მოუვიდა-მეთქი, მივედი და მკითხა, რომელი ხარო. მის გვერდით ჩამოვჯექი და ვუთხარი მე-მეთქი. ტირილი დაიწყო, ვერ ჩერდებოდა, მეც გაშტერებული ვიჯექი და ვუყურებდი, ნეტა რა დაემართა-მეთქი. 

-ხედავ რა დამმართეს? თვალები, აღარ მაქვს თვალები... ჩემი თვალები...

-...

-არა, ოდესღაც ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ახლა? რა მეშველება... ხო იცი რას ნიშნავს ჩემთვის უმზეობა? ვიცი, რომ იცი როგორ ვიტანჯები ახლა... 

-ადგა და წავიდა, ხმა აღარ ამოუღია... მე თითქოს ენა გადამეყლაპაო, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი ისევ იქ... შემდეგ მეც წამოვედი.

მოვდივარ ქუჩებში და ხალხი ნელა მოძრაობს, ლანდებივით, ყველა თავის საქმეს აკეთებს და საკუთარი თავისთვის ზრუნავს... მე? მე ვხედავ მათ... ვხედავ მათ სურვილებს, მათ მომავალს... ოღონდ დღეს უკვე აღარ მეცინება, ვეღარ მეცინება...

ჰო, თქვენ კარგად იყავით და მეც მოვახერხებ რამეს იმედია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოვახერხებ. იქნებ სწორად ვერ ვხედავ? არა, რაღაც უბედურებააა... ზოგადად, მიჩვეული ვიყავი ასეთ ქმედებებს მათი მხრიდან, მაგრამ თავიანთ თავზე ფიქრი გადამეტებულია, არა მაინც რა სისულელეა. 

მაგრამ შენ მე მაბრაზებ დაიმახსოვრე... შენ ჩემთვის კარგი არ გინდა, მემგონი... ასეთი ფიქრები მიტრიალებს თავში და შენ კარგად იცი ეს! ჰო იცი როგორც ვართ? არ შეიძლება, რომ ერთმანეთს ვუღალატოთ ამ დროს...

ვერ ვგრძნობ როგორ ვარ, ბედნიერი ვარ, უბედური, გახარებული, თუ გაბრაზებული... არეული ვარ ძალიან, მაგრამ ყოფით პრობლემებს რაც შეეხება მოსალოცად მაქვს საქმე... ყნოსვა დამიბრუნდა კვლავ, ნუ ეს არც ისე კარგია, მითუმეტეს სამარშუტო ტაქსებში, მაგრამ მაინც მიხარია... და სიზმრები, ცუდი სიზმრები, წავიდნენ ჩემგან :) რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამიმართლოს? 

აი ახლა მეცინება, თან ისე ძალიან, რომ ვერ ვიკავებ და ვხარხარებ... მაგრამ არ ვიცი რაზე :( არა კი ვიცი დაახლოებით, მაგრამ ჩემი სიცილი ზოგადია და ზოგადად, გლობალურად ვიცინი. 

უჰუ 

წავედი მე მუსიკას უნდა მოვუსმინო :(

0 comments: