Sunday, October 19, 2008

Try if you can


ყველა სიზმარი ამიხდა, ახლა მომბეზრდა ძილი. დროა ამაყად გავახილო თვალები და ვთქვა, რომ თურმე შემძლებია... ჰმ, მეცინება... მეცინება როდესაც შენზე ვფიქრობ. რა მჭირს იცი? ხანდახან ძალიან მაგარი ვინმე მგონიხარ და სიამაყის გრძნობით ვივსები რომ მე მეკუთვნი, მაგრამ არის მომენტები როდესაც მეცოდები... მეცოდები, მაგრამ არ მეზიზღები... მე და შენ მარტოები არ ვართ ამ ქვეყანაზე და არც, რაიმე გაგვაჩნია ისეთი, რასაც ფასი ექნებოდა ამ სამყაროში... ჰო, მე ვიცი რომ საშინელება იყო ეს კვირა, შენც დაიღალე და მეც დამღალე... იცი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ფიქრები ერთნაირი გვაქვს, მაგრამ სხვანაირად ვიღებთ ამ ყველაფერს. თუ შენ გწყინს და ცუდად ხარ, მე მიხარია და მეცინება... და პირიქით... პრინციპში ვერც ვხვდები რატომ გყოფ ჩემგან, მაგრამ ასე კარგად ვგრძნობ თავს უფრო. ყოფითი პრობლემები არ მიყვარს, არ მიყვარს მათზე ფიქრი, ვფიქრობ, რომ დრო ამაზე არ უნდა დაკარგო. ვამბობ დრო არ უნდა დაკარგოო, მაგრამ რისთვის გინდა ეს დრო? გეშინია დრო არ გაგივიდეს და შემდეგ გული არ დაგწყდეს ფუჭად დახარჯულ დროზე ხო? :)) ჰო ეგაც მკიდია მე... არ შეიძლება ასე ხდებოდეს, არ შეიძლება... ნუთუ შეიძლება სიკეთე და ბოროტება ერთად ცხოვრობდეს და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ? არ ვიცი ეს როგორ მოახერხე, მაგრამ შენ მე მაკვირვებ და ვამაყობ შენით. მაგრამ ერთ საკითხში ორივე ვთანხმდებით... ოჰო, ეს საკითხი მიყვარს ისევე როგორც მას... თვალებს დახუჭავ და შემდეგ მივდივართ, მივდივართ და ვნახულობთ, შესანიშნავია, გასაოცარია, როგორ შეუძლია ეს გააკეთოს? გული ჩქარდება, სისხლი სწრაფად მოძრაობს, ყველა ემოცია ერთად იყრის თავს, ტვინი ითიშება და ბოლოს აღარაფერი... აღარაფერი, არსად, სიცარიელე, სიმშვიდე და ოცნება... მე შევეცდები შევცვალო ჩემი ცხოვრება, მაგრამ არავის დახმარებით, რადგან ასე არ მინდა... მინდა ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი იყოს, რადგან ამ ბოლო დროს, ძალიან უხეშად იჭრებიან მასში, თან ისეთები ვინც "მიცნობენ" :)) ჰუჰ აბა თქვენ იცით გკოცნით შუბლებზე :)) მოდით, მე ღია ვარ... ყველანაირად... არაფერს ვმალავ, ჩემი ცხოვრება თქვენთვის Free zone დ გამომიცხადებია... მოდით თუ რამეს გაიგებთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გაიგებთ და როგორც ყოველთვის ამასაც ჩემს ჩემებურობას მიაწერთ :| მე არ ვბრაზდები და არ აგიკრძალავთ ჩემი ცხოვრების ქექვას, ქექეთ რამდენიც გინდათ, მთავარს ვერ იპოვით მაინც, რადგან მთვარი ჯერ არც მე მიპოვია... მე მარცხნივ არ გავუხვევ, არც მარჯვნივ, არც პირდაპირ ვივლი... უბრალოდ ვიდგები :) ჩრდილში, გრილში... მე რომ მიყვარს ისე...

8 comments:

თაკა said...

მარცხნივ არ გავუხვევ, არც მარჯვნივ, არც პირდაპირ ვივლი... უბრალოდ ვიდგები :D :D :D



da isaaa ...
erti unda gnaxos kacma shen :|
an qalmac :|
nu tu cinaagmdegi ar iqnebi :|

staring girl said...
This comment has been removed by the author.
Lalena said...

მინდა ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი იყოს, რადგან ამ ბოლო დროს, ძალიან უხეშად იჭრებიან მასში, თან ისეთები ვინც "მიცნობენ"

მე არ გიცნობ, მაგრამ შემოვიჭყიტავ ხოლმე შენთან, თითქოს ოთახის კარია ღია, იქ კი უამრავი თაროა, რომლზეც ლამაზი მოგონებები აწყვია... გპირდები ხელს არაფერს დავაკარებ და არც გავაფუჭებ (angel)

მელია said...

@მარაზმ

:სპყ:

ეგროგორ :უსერ:



@ლალენა
უიჰ
მოგონებები ლამაზიო :( ვაი
რა უნდა ჩემთან ლამაზ მოგონებებს :მო:

ლამაზი თუა რომელიმე იმდენად ძველია და იმსისქე მტვერი ადევს ვერც გაიგებ როგორია :(

Lalena said...

კი კი ლამაზია, ხანდახან სევდიანი, ხანდახან ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ ლამაზი :) ძველი? და მტვრიანი? თანაც სქელი... დამეთანხმები უკვე საინტერესოდ ჟღერს :)

მელია said...

ვუი რაღაც ვიპოვე და წაშლილი ყოფილა
:გივი:

ირმა said...

გამარჯობა პატარა მელაკუდა!
მას შემდეგ რაც შენი ეს გვერდი ვიპოვე, ხშირად ვკითხულობ შენს პოსტებს და ძალიან მომწონს. ძიება (ნათქვამი მაქვს ვგონებ )ადრე მეც მქონდა.
გისურვებ იპოვო, იგრძნობ უდიდეს ბედნიერებას, როცა იპოვი.

აქ მინდა მოგცე ერთი ფორუმის მისამართი, დააკვირდი, ვინ იცის იქნებ რამე მოგეწონოს.http://www.esoteric.ge/forum/
ეს ფორუმი ერთი ორი თვე გაფუჭებული იყო და ახლა აღდგა. ნახე რას კარგავ.

მელია said...

: ))


დიდი მადლობა

მაგრამ მაგ ბედნიერებას ვერ ვიპოვი ძალიან დიდხანს კიდე :)


ვნახავ მაგ ფორუმს მაგრამ მეც მინდა მოგცე 1 ფორუმის მისამართი მემგონი ამაზე კარგი არ იქნება :) www.forum.ge