Tuesday, October 21, 2008

Walking in dreams


ეს, ჯერ კიდევ გუშინ, შუაღამისას უნდა დამეწერა, მაგრამ არ დავწერე. საოცარი ღამე მქონდა გუშინ, დავწექი და ფიქრებმა ძალიან შორს წამიღეს, ასე მემართება ხშირად, მაგრამ ეს ის მომენტი იყო როდესაც ჩემმა ყველა აზრმა თუ ფიქრმა ერთად მოიყარა თავი. უამრავი რამ მიტრიალებდა გონებაში, ემოციები ერთიანად მიტევდნენ და ვერ ვაკავებდი. ყველაფერი არეული იყო, ტვინმა თითქოს დასვენება გადაწყვიტა და მისი საქმე სულ მე მომანდო. არ ვიცოდი რა მინდოდა, მეტირებოდა, მეცინებოდა, მიხაროდა, მეძინებოდა, მეფხიზლებოდა... ეს ყველაფერი და მრავალი ასეთი ტრიალებდა თავსა და გულში. მემართება ასე ხოლმე, მაგრამ არც ისე ხშირად. გუშინ განსაკუთრებული იყო რატომღაც, მინდოდა ავმდგარიყავი და იმ დროს ჩემი აზრები ბლოგზე დამეწერა... მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მონიტორის სინათლეს ვერ გავუძლებდი ვიცოდი. ძილი არ მეკარებოდა, თავზე ბალიში მეფარა, თვალები რაც შემეძლო მეხუჭა და ვფიქრობდი... ვფიქრობდი ბევრ რამეზე, თითქოს ისეთ რაღაცებზეც, რითაც ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ. მდინარეში ჩაგდებულს ვგავდი, ხან იქით მივეხეთქებოდი, ხანაც აქეთ. ვფიქრობდი, თუ საერთოდ რა მინდა აქ? საიდან მოვედი? ან თუ მოვედი რამ მომიყვანა? რამ მომიზიდა ამ სამყაროში? ასეთი ნამდვილად არაფერია აქ. მე შეცდომით მოვხვდი აქ და ამაში უფრო ვრწმუნდები დღითიდღე... თავისებური სკოლა გავიარე აქ, და რაღაც ახალი გავიგე, მაგრამ არ ვიცი რატომ დამჭირდა ეს ამდენი უბედურება. რატომ არ შემიძლია ვიყო თავისუფალი და ვთქვა ყოველთვის ის რაც მომწონს და რაც არა? დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სადაც ჩემს აზრს გულწრფელად გამოვთქვამ იქ ყველა გამირბის... ასეთი საშინელი ვარ? ალბათ. მაგრამ რატომ არ ვარ მეც ჩემნაირ საშინელებებთან? არა დეპრესია არ მჭირს და არც ვაპირებ მივაკარო ჩემს ცხოვრებას, მაგრამ არსებობს რაღაცები რაც არ მასვენებს... ჩემში ბრძოლაა, ვცდილობ, რომ ჩემს თავს გავცე იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც არ ასვენებს, მაგრამ აშკარად არ გამომდის. მე რაც მჭირდება ამ სამყაროში იმას ვერასოდეს ვერ მივიღებ, რადგან ის აქ არ არის. მოდი შევეშვათ ჩემს თავს და გავიხაროთ იმით რაც გვაქვს (აი ეს რომ დავწერე ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მთავარია რომ რაღაც გვაქვს, ესაც სასიხარულოა) გავიხარო, ყოველი დაღამებით და გათენებით... არ დავითვლი დღეებს რამის შეცვლის მოლოდინში. ფსიქოლოგების უყვართ ეს სიტყვები "პრობლემებს ვერ შეცვლი, შენ უნდა შეიცვალო" ანუ რა გამოდის, უნდა შევეგუო იმას რასაც უკვე შევეგუე და მეც იმ წყალს გავყვე რასაც სამყარო მიყვება? და ეს ბედნიერებას მომიტანს. არანაირად არ ვიტანჯები და არ განვიცდი ტკივილს, მაგრამ უცნაური რაღაცები ხდება ჩემს გარშემო. მიკვირს, აი ყველაფერი მიკვირს. ბევრ რამეს ჩემებურად ვუდგები, ცოტა არაადამიანურად, ვცდილობ გავერიო ადამიანებში და შევეგუო მათ, ვცდილობ შევითვისო ისინი და მივიღო როგორებიც არიან. ჯანდაბა, ყველაფერი ისე მალე მთავრდება, რომ დაწყებულიც არ მაქვს ხოლმე, სულ ასე მემართება. გადავწყვიტე კიდევ 1ხელ, რომ საერთოდ შევეშვა მათთან დაახლოების მცდელობებს, რადგან სულ არაფერი მირჩევინა იმ ყველაფერს რაც მათ უხარიათ. უჰ, როგორ მენატრებოდა ის დრო, ის მოგონებები, მაგრამ ახლა ისიც აღარ მინდა. საერთოდ არ მინდა არაფერი, ვფიქრობ მომავალზე, ჩემს მომავალზე... მინდა გამოვიცნო, ვფიქრობ ხვალეზე, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება შემდეგ... მაგრამ 1 ნამდვილად ვიცი, ეს სინამდვილე მაწვალებს კიდეც. მინდა ყველა იქ ცხოვრობდეს სადაც უნდა, რა გარემოშიც, მართლა მინდა... არ ვიცი რამ გამახსენა, მაგრამ ადრე როდესაც პატარა ვიყავი და კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, იყო 1 ლექსი, რომელიც არც რითმებით გამოირჩეოდა და ვერც პოეტობას დაიკვეხნიდა მისი ავტორი. საშინელი რითმა ჰქონდა, მოხუც დედაბერსა და ძროხაზე იყო... დიდი არაფერი, რომ წაიკითხო რა სისულელეაო იტყვი და გადაშლი, მაგრამ რამდენჯერაც იმ ლექსს წავიკითხავდი სულ ვტიროდი, და ვფიქრობდი თუ როგორ იტანჯებოდა ის ძროხა... ( 

5 comments:

hexe said...

"არ ვიცოდი რა მინდოდა, მეტირებოდა, მეცინებოდა, მიხაროდა, მეძინებოდა, მეფხიზლებოდა... "

love-ს კევები რომ იყო
ადრე შორეულ ბავშვობაში
იქ ამოსულ "ნაკლეიკაზე" ეწერა
სიყვარული არის როცა ყველაფერს ერთად განიცდიო
ხოდა ეს ისე justგამახსენდა
:2kiss:

Sal said...

შენი გაცნობა მიდნა ე :უსერ:

მელია said...

@ჰექს
უჰ
ანუ შეყვარებული ვყოფილვარ :მო:

@პოლსყ

:ლოვე:

მე მინახავხარ ბევრჯერ მაგრამ
მერიდებაჰოლმე
მოსვლა და ისა

მცხუენიაააა =)))

irma said...

შენ მელაკუდა ერთი ადამიანი ხარ, რომელსაც გრძნობა აქვს. ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს გრძნობა, მატერიაში ჩაფლულებმა, ასე რომ მალე იპოვი შენნაირ ადამიანებს და იგრძნობ ბედნიერებას.

მელია said...

:((
რას მერჩი

არ ვარ ადამიანი-მეთქი
და როგორ დაგაჯერო :((