Friday, November 14, 2008

ცოტა რამ


მეძინა ახლა გავიღვიძე, ბლოგებს ვათვალიერებდი, ჰოდა ერთ-ერთის ნახვისას გამიჩნდა სურვილი ჩემს თავზე დამეწერა. დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე, ჩემს თავს კრიტიკულად ხშირად ვუდგები და ვცდილობ მასში ცუდი დავინახო. ჩემი თავი ყველაფერში სწორი მგონია, ანუ რა საკითხიც არ ვიცი იმაში არ ვერევი, მაგრამ რაც ვიცი, მგონია, რომ ყველაფერი სწორად ვიცი. არ ვიცი რისი ბრალია, ძალიან თვითდაჯერებულიც არ ვარ. საკუთარ თავთან ლაპარაკი მიწევს ხშირად ბავშობიდან მოყოლებული, შეიძლება სიგიჟის სიმპტომია ეს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ მე ხშირად ვლაპარაკობ საკუთარ აზრებთან და ვუპირისპირებ პლუსს მინუსს. ხანდახან ეს მეტად ემოციურადაც გამომდის და ადვილი გამოსაცნობი ხდება რაზე ვფიქრობ. ეს ჩემი სუსტი წერტილია ნამდვილად, რადგან გრძნობები მეტყობა სახეზე... ვცდილობ გამოვასწორო, მაგრამ რამდენად წარმატებულად არ გეტყვით. ვერაფერს ვერ მივეჩვიე მაინც და ისევ იმად ვრჩები რაც ვიყავი. ძალიან ძნელად, რომ რაღაც გამიხარდეს, მაგრამ წყენა ადვილია : ) თუმცა მე არ მწყინს, რაც არ უნდა საშინელად მომექცნენ ასევე ჩემს აზრებთან და იმ ჩემს სიმართლესთან ლაპარაკს ვიწყებ და იმის მდგომარეობაში ვცდილობ შესვლას. შეიძლება 1 დღე ამაზე ვიფიქრო და გამართლება ვერ მოვუძებნო იმის საქციელს, მაგრამ ამით ხომ 1 დღე გავიყვანე და 1 ნაბიჯი გადავდგი ამ წყენის დავიწყებისკენ. არ ვიმჩნევ ბევრ რამეს, და არც პროტესტს გამოვთქვამ (ეს არ ნიშნავს რომ პროტესტის გრძნობა არ მიჩნდება) ვფიქრობ ცხოვრება უფრო ადვილია როდესაც შეუმჩნეველი ხარ. ბევრ რამეს ვხვდები მაგრამ არ ვიმჩნევ და უბრალოდ ვიღიმი :) თუმცა შემეძლო შემემჩნია : სხვის აზრს ვისმენ და ვეთანხმები, მაგრამ მე სხვას ვფიქრობ მაინც... არსებულ სამყაროში ჩემს საჭიროებას ვერ ვხედავ და ხშირად ვფიქრობ გაქრობაზე (სიკვდილზე არა) ერთადერთი ადგილი სადაც თავისუფალი ვარ სიზმრებია : )) ისინიც ძალიან სასაცილოა :) ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და სულ დისკომფორტს განვიცდი :( მაგრამ მთლად მასეც არ არის, არსებობენ ვიღაცები ვისთან ყოფნაც მომწონს და ვინც ჩემში რაღაც შეცვალა : ) ჰხო... ეს არ იციან მათ და ვერც ვერასოდეს გაიგებენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ახალი დავინახე და ცოტა პოზიტიურად შევხედე სამყაროს : რაღაც უმნიშვნელო ფაქტები დამეხმარა, შემექმნა დიდი ოცნება, რომელსაც დასასრული არ აქვს და ეს სწორად მათი დამსახურებაა : ) ამჯერად The end

6 comments:

მარი said...

:2kiss:

Lalena said...

ცხოვრება უფრო ადვილია როდესაც შეუმჩნეველი ხარ

აი უგენიალურესი ფრაზააა, მაგრამ ვისთვისაა ადვილი? ზოგჯერ ხომ გინდა ის შეუმჩნეველი შეამჩნიონ? მე მაგალითად გაქრობაზე, გამჭვირვალეობაზე, რომ ვფიქრობ საშინლად მინდა ვინმემ შემამჩნიოს, აი გამჭვირვალე შემამჩნიოს... აუ ვბოდიალობ ხო? :( sorry

მელია said...

მივხვდი რასაც წერ, : ) შეუმჩნეველი მინდა ვიყო ხალხისთვის თორემ ვინც მინდა იმან შემამჩნიოს რა პრობლემაა : ))

Lalena said...

:))) მაგის თქმას ვცდილობდი ზუსტად

Lalena said...

ისა არ ვიცოდი სად მომეწერა და აქ მოგწერ, ან ისე საერთოდ რატო ვაპირებ მოწერას, მაგრამ მაინც, ამ წუთას დავასრულე ყველა შენი პოსტი წავიკითხე, რაც კი დაგიწერია ამ ბლოგზე და ისა... მომწონს აქაურობა... მგონი ჯობია წავიდე დავიძინო, ნაკლებს ვიბოდიალებ :S

მელია said...

@ლალენა
10ქს

ჰხოდა მიხარია თუ მოგწონს და საინტერესოს პოულობ აქ რაღცას :2კისს: