Sunday, November 30, 2008

ჩუ!


ცოტა მაკლია? არა, არა ბევრი მაკლია. მაგრამ ორივე შემთხვევაში მაკლია. ნაკლული, რომ ხარ ეს კარგია? მე თუ მაკლია და ეს ნაკლია, არც ისე კარგია. ჰხო, ამ ბოლოდროს ამოვიჩემე რაღაც, არც მეთვითონ ვიცი რატომ მინდა ესა თუ ის. ფიქრებს ვერღარ ვაქცევ ყურადღებას და ისინიც თავიანთ ჭკვაზე ალაგებენ-ურევენ ყველაფერს ჩემს ტვინში. ვიცი ჩემი უნიჭოობის შესახებ და სწორად ამიტომაცაა, რომ ჩემს სათქმელს მხოლოდ ვფიქრობ და მუდმივად უაზრო ვგონივარ ყველას. არც არასოდეს მიცდია რამე დამემტკიცებინოს, გააჩნია ის ადამიანი თუ არაადამიანი რამდენს შეძლებს და შესაბამისად არც არაფერს ვამბობ... ან რომ ვთქვა რა? უცნაური სურვილები მაქვს ამ ბოლო დროს, რაც აქამდე არ გამჩენია არასოდეს, არ ვიცი რა უნდა ჩემს თავს ჩემგან, მაგრამ იმედია დამიჯერებს. კიდევ გუშინ ვფიქრობდი, ვფიქრობდი რა, ფიქრები ფიქრობდნენ, ძალიან ცუდია სიტყვები :( ხანდახან ძალიან მინდა რაღაც ვთქვა. მინდა ვთქვა რაღაცაზე, ვიღაცაზე, რომ მიყვარს ან არ მომწონს მაგრამ ვერ ვამბობ. ვამბობდი ხოლმე მაგრამ ახლა არა. გულწრფელობის დონემ ძალიან დაიწია ადამიანებში და ეს არის ამის მიზეზი. ვიცი არასწორად გაიგებს ადრესატი თუ რაც იქნება და აზრი არ აქვს ამას. რაღცებს ვუყურებ, ვაკვირდები და ვსწავლობ. აჰ, ჰო ვამბობ ნაკლული ვარ-მეთქი :| ახლაც კი ვერ დავწერე ის რასაც ვფიქრობდი...

3 comments:

Anonymous said...

მელიაა!
მაგრად მესმის შენი! აი გულზე მომხვდა ეს პოსტი :იეს:
მაგრამ მგონი მე დვიკიდე ყველაფერი..
და არ ვიცი როგორ სჯობს

misha said...

ძმაკუშ, გააკეთე ის რაც გინდა ;)
ყველაფერს იდეალურად ვერ იტყვი და ვერ გააკეთებ, და ვერც სხვები გაგვიგებენ ყოველთვის სწორად.
მაგრამ.. 4ევა თრასთინ ჰუ ვი არ ენდ ნასინგ ელს მეთარს ;–]

მელია said...

@cruel
mec davikide :)) aqamdec mekida magram, blogze davwere ise ubralod :|



@misha
madloba rchevistvis
vecdebi gavitvaliswino :)