Sunday, December 28, 2008

It's funny


სიცილის ხასიათზე მოვედი, აზრი არ აქვს როგორ ვარ, ცუდად, ამაყად, კარგად, სულმდაბლად, აფორიაქებულად, დაჩაგრულად მე სულ მეცინება... იცი რას დავცინი? აი ყველაფერს დავცინი, რაც ჩემს გარშემოა, ასე უფრო ადვილია... ვამბობ ჩემს გარშემოო, თუმცა ჩემს თავსაც არ ვივიწყებ და მასაც დავცინი. ჩემს შეცდომებს დავცინი, ჩემს ოცნებებს დავცინი, ჩემს ფიქრებს დავცინი. ნუ მოკლედ ყველაფერს. ჰუჰ, უნარი წამერთვა, არადა აშკარად მქონდა ის რაღაც, დავკარგე მას შემდეგ. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერებულ რეჟიმში ვფიქრობ ამაზე და ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? დღესაც გამეფიქრებინა გზაში, და იგივე ჩემს თავს კითხვით მივმართე... გამიჭირდა პასუხის გაცემა, თან ძალიან და ისევ სხვაგან გავიქეცი. თავში ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება, აღარაა ამოტრიალებული არაფერი. ვცადე ბევრჯერ მაგრამ არაფერი გამომივიდა, რადგან წარსულიდან გადმომყვა ეს ჩვევა, ყოველი დღის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ უფრო სასაცილო ხდება გასული დღეები. პრინციპში მე ასეც ვიცოდი და საერთოდაც ეს ასე უნდა მომხდარიყო. 1ია ცუდი მარტო :( მე რომ მიყვარს ისე რატომ არავის არ უყვარს? 

Saturday, December 27, 2008

News


სიახლე ჩემს DA ზე, ახალი სურათები ავტვირთე :) 

სურათების სანახავად დააჭირე ნაწერს.

Sunday, December 21, 2008

პატივისცემა


უკვე დიდი ხანია გასული, რაც ამაზე დავიწყე ფიქრი, პრინციპში ყოველთვის ასე ვფიქრობდი. ასეც ვმოქმედებდი და ასე მინდა ყველამ იმოქმედოს. საზოგადოება შედგება ადამიანთა სხვადასხვა კლასებისგან თუ ფენებისგან, თითოეულ ჯგუფს საერთო აზრი აერთიანებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ მათგანს არ ეკუთვნიან. ბევრი ფაქტი მახსენდება ისეთი, რომელმაც წაშალა ჩემზე შთაბეჭდილება გარკვეულ ადამიანებზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თვი მიაჩნიათ უფრო დიდ პიროვნებად ვიდრე ზოგიერთი სხვა. კი, რათქმაუნდა ახლა 21_ე საუკუნეა და დემოკრატიულ მსოფლიოში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ წარსულიდან მაინც გადმოყოლიათ ეს თვისება. თანამედროვე საქართველოში, თბილისში ასეთი მრავალი ფაქტია. თუ მე ვთვლი რომ ვიღაც ჩემზე რაღაცით ნაკლებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არაფერს ნიშნავს, ანუ ყოველთვის შევდივარ ასეთი ადამიანების მდგომარეობაში. ძალიან ცუდია ნაკლულზე გაცინება, თუ ვიღაცას სადღაც ღმერთი ისევ ქვა ჰგონია და არც კომპიუტერი უნახავს ოდესმე მე არ ვთვლი, რომ იმის სურვილები და ფიქრები არაფერია. ზოგადად ადამიანებთან ჩემი დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცოდებიან ისინი ვინც იჩაგრებიან საზოგადოებაში საკუთარი ნაკლის გამო. ყველაფერი სამყაროს ჩამოყალიბების ჩათვლით გარემოებაზეა დამოკიდებული. ასე, რომ მე პატივს ვცემ ყველას აზრებსა თუ ფიქრებს. ვიღაც თუ ხვალ კენკრა სად მოკრიფოს მაგაზე ღელავს, ხოლო ვიღაც კოსმოსის შესწავლაზე. 

ახლა გადახვევასავით მინდა დავწერო ამაზე, იმდღეს ვუყურე ქართულ ფილმს, სადაც ვიღაც კაცს ამოუვა ნაძვი... პირველად ვნახე ეს ფილმი და ძალიან მომეწონა. შემეცოდა ის კაცი, არა იმიტომ, რომ ნაძვი ამოუვიდა, არამედ რაც მის თავს ხდებოდა ნაძვის ამოსვლის შემდეგ. ვერავინ ვერ გაიგო ამ კაცს რა უნდოდა, საკუთარი ცოლის ჩათვლით.

ასევე მინდა დავწერო, ჩემი აბიტურიენტობის დროს გადამხდარ ამბავზე. ჯაყოს ხიზნებზე ვიყავით და უნდა განგვეხილა თეიმურაზისა და ჯაყოს პიროვნებები, ნუ წავიდა იქ მსჯელობა და ყველა აღშფოთებული კიცხავდა თეიმურაზს, საკუთარი უსუსურობის გამო და ჩემდა გასაოცრად ერთმა გოგომ, ბაჩიმ, თქვა, რომ თეიმურაზი ეცოდებოდა და ის მხოლოდ ისეთ გარემოში იჩაგრებოდა როგორიც გარშემო ჰქონდა შექმნილი. მთელი ის ღამე ვიფიქრე ამაზე, და გამიხარდა ასე რომ ფიქრობდა ბაჩი. მე ამ თვისებას ძალიან დიდ პლუსს ვუწერ და მიმაჩნია, რომ წმინდა არაადამიანური თვისებაა, რომელიც ცოტა ადამიანს გააჩნია.

Saturday, December 20, 2008

ჩვევები


ამ ბოლო დროს უფრო დამჩემდა, ან უფრო სწორად ამ ბოლო დროს შევნიშნე. უცხო ადამიანების გაცნობა არ მომწონს. საერთოდაც მივხვდი რომ ისინიც აღარ მინდა ვისაც ვიცნობ... წეღან მარტო ვიჯექი და ძალიან მომეწონა, არ მინდა რომ ვინმე ახალი დაემატოს კიდევ ჩემს ცხოვრებას. მგონია, რომ ასე უფრო კარგად ვიქნები. ცუდ ხასიათზე ვარ... ჰო ამ ბოლო დროს დამჩემდა ესაც, დავიღალე აქტიური ცხოვრებით.

Tuesday, December 16, 2008

სიზმარი



რა უცნაური იყო, დამვიწყებია, არადა როგორ არ ველოდი ასეთი რომ იქნებოდა... საინტერესო იყო და ოდნავ სასიამოვნოც, საკვირველიც და მოსაწყენიც... 

Monday, December 15, 2008

My fears


მცივა, ხელები გამეყინა, გარეთ თოვლია და ეს უფრო მყინავს, მიყვარს სიცივე ჯანდაბა! მოდი გადავავლოთ თვალი წარსულს წამიდან წამამდე, რა შით არის არა? ჰო მეც მასე ვიცი რომ სულ ეგ არის, არადა საწყლები რაებს ფიქრობენ რომ ვიცი... ის კაცი, ის ქალი, ის გოგო, ის ბიჭი, ის ბავშვი, მერე ისევ ეს კაცი, ისევ იდიოტური სახეები, სხვადასხვა მაგრამ იდიოტური. აეგრე მომწონს მე და მასე ვიქნები, არ ვცდილობ სადმე ადგილის დამკვიდრებას, არც მიცდია და არც არასოდეს ვცდი, რადგან მარტივად რომ ვთქვათ მკიდია ჩემი ადგილი! სადაც ადგილს მიმიჩენენ იქ ვიქნები გახდილი წინდასავით. ჰეჰ, და მაინც ვიცი რომ იმას ფიქრობენ და საერთოდ ვინც ფიქრი გასწავლათ, არა მეც რაებს ვბოდავ, ფიქრი როგორ უნდა გასწავლონ... ამერია დღეც და ღამეც, ამერია კარგიც და ცუდიც, ყველაფერი ჩემს თვალწინ ერთიანად აირია. ძალიანაც მომწონს რომ აირია, არც ყოფილა ისე დალაგებული როგორც მე მინდოდა და ისევ არეული ჯობია. ჰმმ, ნოსტალგიაო, რა დებილი გრძნობაა, არ გაძლევს უნარს რომ სხვა მოიგონო, რადგან ყველაფერი გინდა იმას მიამსგავსო და შეადარო რაც შენს მეხსიერებაში იყო. მიხარია, რომ ვვარსებობ, მიხარია, რომ დავდივარ, მიხარია რომ მცივა, ჰუჰ, მიყვარს სიცოცხლე თავისი მახინჯობებიანად. წავალ და მაინც იქ მივდივარ იმ... უჰ, ეს კითხვები, ეს დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა ეს ოცნებები. როგორ ადვილად შემიძლია გადავდო ყველაფერი გვერდზე მაგრამ მაგნიტივით ვიკრავ მაინც სუყველაფერს. ერთი რამ ვიცი, მე არასოდეს არ მოვიქცევი ისე რაზეც გული მერევა, ასე ადამიანები იქცევიან. ღმერთი? ღმერთს არ სცალია თოვლი მოჰყავს :ბის: ვიცი, ყველაფერი ვიცი. აიაიაიაი ისე ვიცი, თითქოს ყველაფერი წინასწარ მენახოს, ადრეც ხომ ვიცოდი და ზუსტად ისე მოხდა. ეს თქვენ არ გეხებათ! თქვენ ხომ მხოლოდ უბრალოდ უყურებთ, უყურებთ და ვერაფერს ხედავთ. კიდევ, რაღაცას ვფიქრობდი ახალა აღარც ვფიქრობ, ამაღამ არ ვიფიქრებ, ამაღამ მისი დროა. რასასაცილოა, რალამაზია, რა ბედნიერი დასასრული აქვს. მეც ამის მაგვარი რაღაც მინდოდა, მაგრამ არ გამოდის არაფერი ისე როგორც მე მინდა! და მაინც, თავში ამერია ყველაფერი, ყველა ფიქრი ერთად მიტრიალებს. ჰეჰ ნეტა იცოდეთ როგორ მკიდია ეგ ყველაფერი, საერთოდ არ მაინტერესებს, არა თქვენ კი გაინტერესებთ, მაგრამ მე რომ არ მაინტერესებს? კვლავ უაზრო 1000000000000000ჯერ ნათქვამი დამპალი სიტყვები და მე ამას უნდა გავუღიმო, მე არ უნდა ვთქვა, რომ ეს სხვა ადგილია და უნდა დაახვიოთ აქედან. აი ის ღამე, წვიმა რომ იყო ძალიან მაგარი, ჰუჰ, როგორი გაწუწული ვიყავი, მარტოდ მარტო ქალაქიდან შორს. და ეს ასე გრძელდებოდა. ჰეჰ, აი ისევ მომეკრო ის ფიქრები! ის ხიდი, ის ქარი, გაყინული სახე... ჩემი გაყინული სახე, არადა ვერ გამეგო რომ გავიყინე, ფიქრები დამათრევდნენ აქეთ-იქით. მერე? მერე რა იყო? არა, ვერ გავიხსენებ მერე რა იყო, თუ თავიდან არ დავიწყე. სრული იდიოტი! 2ჯერ იდიოტი! 3ჯერ იდიოტი! შემდეგ მოუკლო ცოტა! შემდეგ ღრუბლებიდან სამყაროს ყურება! ჰეჰ, ვეღარ იხსენებ ხო? მე არ მავიწყდება ნუ გეშ... შემდე სიცხე! შემდეგ სამოთხე! მერე მაშინ, რომ ჯოჯოხეთს ვეძახდი ის! მერე ისევ ზაფხული, ოღონდ ახლა უფრო ცხელი! შემდეგ, მგონია რომ რაღაც ვნახე... უფრო სწორად მართლა ვნახე რაღაც... მაგრამ მალევე გაქრა. ჩემი ბრალი იყო? ჰო რათქმაუნდა... აი იქამდეც მივედი, სადაც გული ჩქარდებოდა ხოლმე, მეთვითონაც არ ვიცოდი რა მინდოდა! და ბოლოს ვიპოვე რაც მინდოდა! შემდეგ... არ მინდა ამის გახსენება! კარგი ნუ გაიხსენებ... ახლა უფრო კარგად ხარ? კი! პრინციპში ეს ვერაფერს ვერ შეცვლიდა...

Friday, December 12, 2008

სინათლეო, კოშკიო და სიცოცხლეო.


დასაწყისისთვის მინდა დავწერო, რომ ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, თან საქმეც არაფერი მქონდა.

Shadow word: Pain and Death!

საინტერესოა რომლი გირჩევნია? კენჭი ყარეს და მე პაინ შემხვდა... არადა იდეაში თავიდან სხვა იყო. მე ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, თუმცა რატომღაც არ ვამბობდი. ეს ისეთი რამ არის, ტივით მინარნარებ წყალზე, დინებას მიყავხარ, გარშემო ძალიან ძალიან ლამაზია ყველაფერი. შენც გსიამოვნებს ასე სეირნობა არადა იცი რომ ბოლოს დიდი ჩანჩქერია. თვითდაჯერება მაგარი რამეა, ჰეჰ, გინდოდეს და საკუთარ თავს იმდენ რამეს მოატყუებ და დააჯერებ, რომ რავი. როცა ვფიქრობ, ზიზღი, შური, მარცხი, სიცილი და ნოსტალგია მომაწვება ხოლმე. იქნებ სხვანაირად ჯობდა? :|

Wednesday, December 10, 2008

თოვლი


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 

ქალწულებივით ხიდიდან ფენა: 

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის 

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით: 

დღეები რბიან და მე ვბერდები! 

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ 

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: 

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, 

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება 

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, 

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. 

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს 

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის 

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, 

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის 

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი 

და დაღალული სიზმრით დამთოვა. 

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში... 

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! 

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში 

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ 

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, 

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში 

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, 

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... 

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი 

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი 

და დაღალული ფიფქით დამთოვა. 

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! 

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


Download song

-------------------------------------

ქართული სიმღერები არ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან მაგარია :შ

ძალიან მომეწონა

:ლოვე:

Friday, December 5, 2008

ბრაზ...


გამაბრაზეს :| რასმერჩიან რა უნდათ ვა! ყველაზე დებილი მეროგორუნდავიყო და ყველა ჭკვიანი ჩემს გარშემო :| არა ერთის მხრივ კარგია ამდენი ჭკვიანი გარშემო, მაგრამ უკვე დებილი მგონია ჩემი თავი მართლა და ვკომპლექსდები ამდენი "ჭკვიანის" გარემოცვაში. უჰ, ეგაცარაფერი.  

Tuesday, December 2, 2008

რეპორტაჟი Vs ანგარიში

ეს კვირა საშინელ დღეში ვარ, ყოველდღე სემინარები და რეიტინგულები მაქვს :( აი მაგალითად ხვალ 3 რეიტინგული მაქვს, ზეგ 2 რეიტინგული და 2 სემინარი. დღესაც მქონდა რეიტინგული :შ ესეიგი წესი ასეთი იყო, ლექტორი შემოიტანდა გაზეთიდან ამონარიდს, ჩვენ უნდა დაგვედგინა ეს რეპორტაჟი იყო თუ ანგარიში და შემდეგ განგვეხილა შესაბამისად. ყველას გვეშინოდა, რომ არ შეგვშლოდა თავიდანვე. ანუ წარმოიდგინე, რომ შეგეშალოს და რეპორტაჟი განიხილო ისე, როგორც ანგარიში რა სისასტიკეა =( ჰოდა დაგვირიგა თუ არა ფურცლები წავიკითხეთ ტექსტი, რომელიც შეეხებოდა რაღაც პოლიტიკურ სხდომას სახალხო დამცველის ოფისში :შ ნუ მე თავიდან ანგარიში მეგონა, მაგრამ ბოლოსკენ უფრო რეპორტაჟი ვიფიქრე. ასე იფიქრა მთელი ჯგუფის 99% მა. ესეიგი ყველამ რატომღაც გადავწყვიტეთ რომ ეს იყო რეპორტაჟი მხოლოდ 1მა, გიორგიმ, გადაწყვიტა, რომ ანგარიში იყო და დავიწყეთ წერა :გივი: შიგადაშიგ დავცინოდით გიორგის, ჩვენო ნიჭიეროოო :უსერ: ლექტორიც არ იმჩნევდა არაფერს. დავამთავრე ამის განხილვა, გაშიფრვა და აი მოვიდა დრო. ფურცლები ჩავაბარეთ და მთელი ჯგუფი ვეკითხებით ლექტორს რომელი იყოოო :გიგი: ლექტორს სიცილი აუტყდა და გვეუბნება ანგარიში იყოო :( ნუ დაახლოებით მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ამბავი იყო იქ :))) 14 ტირის და 1 იცინის (ლექტორის გამოკლებით) ეს ასე იყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, წერას რომ ვიწყებდით, გიომ თქვა ანგარიშიაო და ვკითხეთ საიდან მოიტანეო, გვიპასუხა ლელა კაკულიამ მითხრაო :უსერ: დღეიდან ლელაკაკულიასი მჯერა მე :ცრყ: ახლა ვლოცულობ, რომ გამსვლელი ქულა მაინც მივიღო :( ეს რა დაგვემართა :(

Sunday, November 30, 2008

ჩუ!


ცოტა მაკლია? არა, არა ბევრი მაკლია. მაგრამ ორივე შემთხვევაში მაკლია. ნაკლული, რომ ხარ ეს კარგია? მე თუ მაკლია და ეს ნაკლია, არც ისე კარგია. ჰხო, ამ ბოლოდროს ამოვიჩემე რაღაც, არც მეთვითონ ვიცი რატომ მინდა ესა თუ ის. ფიქრებს ვერღარ ვაქცევ ყურადღებას და ისინიც თავიანთ ჭკვაზე ალაგებენ-ურევენ ყველაფერს ჩემს ტვინში. ვიცი ჩემი უნიჭოობის შესახებ და სწორად ამიტომაცაა, რომ ჩემს სათქმელს მხოლოდ ვფიქრობ და მუდმივად უაზრო ვგონივარ ყველას. არც არასოდეს მიცდია რამე დამემტკიცებინოს, გააჩნია ის ადამიანი თუ არაადამიანი რამდენს შეძლებს და შესაბამისად არც არაფერს ვამბობ... ან რომ ვთქვა რა? უცნაური სურვილები მაქვს ამ ბოლო დროს, რაც აქამდე არ გამჩენია არასოდეს, არ ვიცი რა უნდა ჩემს თავს ჩემგან, მაგრამ იმედია დამიჯერებს. კიდევ გუშინ ვფიქრობდი, ვფიქრობდი რა, ფიქრები ფიქრობდნენ, ძალიან ცუდია სიტყვები :( ხანდახან ძალიან მინდა რაღაც ვთქვა. მინდა ვთქვა რაღაცაზე, ვიღაცაზე, რომ მიყვარს ან არ მომწონს მაგრამ ვერ ვამბობ. ვამბობდი ხოლმე მაგრამ ახლა არა. გულწრფელობის დონემ ძალიან დაიწია ადამიანებში და ეს არის ამის მიზეზი. ვიცი არასწორად გაიგებს ადრესატი თუ რაც იქნება და აზრი არ აქვს ამას. რაღცებს ვუყურებ, ვაკვირდები და ვსწავლობ. აჰ, ჰო ვამბობ ნაკლული ვარ-მეთქი :| ახლაც კი ვერ დავწერე ის რასაც ვფიქრობდი...

Thursday, November 27, 2008

Green life


და მაინც ძალიან ძნელია ეს ყველაფერი... :( როგორ მენატრება, ნეტა როდის მომეცემა საშუალება რომ... რომ... ფუ :( დღეს ბევრი რამე გადამხდა თავს. შემაწუხებელია ზოგიერთი რამ, მაგრამ მე არ ვწუწუნებ. საერთოდაც ადრე ვიყავი წუწუნა და თვითგვემას მივეცემოდიხოლმე ახლა უფრო სხვანაირად ვხვდები ყველაფერს :) ჩემი ცხოვრება ბედნიერია დღეს, და სულ ასე იქნება, რადგან ჩემს თავს მეთვითონ ვაბედნიერებ... ჩემთან სულ სიმწვანეა :) ჰო დავწერე მენატრება-მეთქი, მართლა მენატრება, გასვლა ამ ქალაქიდან და ჩემი საყვარელი ადგილების მონახულება, რათქმაუნდა სურათების გადაღება :( აუ როგორ მიყვარს, ეს საქმე :( კიდევ მინდოდა რაღაცების დაწერა და ვითომ დავწერე :|

Sunday, November 23, 2008

დღაბადღებისდღე


ნუ ჰო, არ მიყვარს ჩემი დაბდღე ხოლმე. არ ვიცი რატომღაც, სულ ყურადღების ცენტრში ვარ, რატომღაც ამ დროს და ზოგადად ყურადღებას მიუჩვეველი თავს უცნაურად ვგრძნობხოლმე. დღეს გამიხარდა, რაღაც, გამიხარდა და ვიღაცებისგან... ძალიან გამიხარდა, რომ გავახსენდი ვიღაცებს, არ ვიცი მაგრამ გამიხარდა :ჯუმპ: მოკლედ დავიწყებ, კასპში უნდა წავსულიყავი დღეს და რათქმაუნდა ასეც მოხდა, ნუ სტუმრად იმ ოჯახში სადაც მაიკო გათხოვდა. ჰუჰ, ჯანდაბას გადავიტან კიდევ 1ს-მეთქი ვიფიქრე, და წავედი. საშინლად ბინძური ქალაქი აღმოჩნდა კასპი, რამაც ცოტა ხასიათი გამიფუჭა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ბიძაჩემს და ბიძაშვილებს ჩემს თმაზე დღეს კომენტი არ გაუკეთებიათ : )) არადა როგორ უნდოდათ ალბათ :შ მაგრამ ხომ არ მაწყენინებდნენ იუბილარს : ) კარგი ყოფილა დაბდღე ხანდახან :გივი: ნუ იქ ისეთი სიტუაცია იყო რასაც მოველოდი, ძნელი არც იქნებოდა გამოცნობა :) ფანჯარაზე მიდებული თავი და გავცქერდი ადგილებს, ვარჩევდი საიდან უფრო ლამაზად გამოვაჩენდი სამყაროს. ამით ყველგან ვერთობი სადაც არ უნდა ვიყო :) იქ რომ მივედით და სუფრასთან დავსხედით გავიგე, რომ სადღაც მიდიოდნენ ახლადდაქორწინებულები + მაიკოს მეჯვარე მარი. ნუ მეც რა მინდოდა სხვა, ერთი სული მქონდა მოვწყვეტოდი იქაურობას, რადგან მე, სუფრა, ჭამა-სმა-გაძღომა, ცოტა ვერ ვართ ერთად მხიარულად : )) გაირკვა, რომ აქვე სადღაც ხატი ყოფილა და გიორგობას ხალხი თურმე იქ აღნიშნავს. ჰმმმ... ესეიგი მე ამბავი ვნახეეეეეეე, მინდორში დგას სკამები და დიდი ქვა, რომელზეც ანგელოზია გამოსახული, ქვემოთ გამურული სულ და გარშემო უამრავი სანთელი ანთია. საკმაოდ ბევრი ხალხიც ირეოდა გარშემო, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. გავგიჟდი, გარშემო სისხლით იყო იქაურობა მითხუპნულ-მოთხუპნული და ცხვრის ტყავები და ნაწლავები ეყარა აქა-იქ. შემდეგ სიძემ აგვიხსნა, რომ იქვე ბინძურ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც გულმოდგინედ ასრულებდა ამ ამბავს, თურმე შემდეგ მას რჩება ეს ნაწლავები ფეხები და ამას ჭამს. ჰო, ნუ ვერ დავწერე კარგად, რადგან ვერც მე გავიგე :მო: ნუ ისეთი სიტუაცია იყო რაა... შევამჩნიე, რომ არავის მოწონდა იქაურობა და მალე წამოვედით. ღმერთო, გთხოვ გამოაგზავნო იესო, რადგან ნამდვილად სჭირდებათ ადამიანებს ის :(. ნუ შემდეგ მოვბრუნდით, სუფრასთან ისხდნენ სხვები, მე ეზოში მეგობარი დავინახე და რაღა შემიყვანდა იქ :გივი: დაბმული ჰყავდათ ცუგო, რომელიც ყველას უყეფდა რატომღაც, პრინციპში ჯაჭვით სახლის პატრონიც, რომ დააბათ გარკვეული პერიოდით ყეფაზე უარესს იზამს სხვების დანახვაზე :) არც მოვრიდებივარ მას, მივედი პირდაპირ და თავზე გადავუსვი ხელი, შემდეგ კუნძი იდო იქვე მივწიე ახლოს მასთან, გვერდით ჩამოვუჯექი : ))) ომგ, ნეტა იმის სახე გენახათ, როგორ მიყურებდა, ამას შიგ ხომ არ აქვს არ ეშინიაო? :ლოლ: მაგრამ შემდეგ ისე მომეკრო აღარც ახსოვდა არაფერი, მომადო თავი და ვისხედით ასე. ვუყურებდით ეზოში როგორ წვავდნენ ძიები მწვადს და თან საუბრობდნენ (რაზე, მეზარება დაწერა, მაგრამ იმედია ხვდებით რაებზეც:) ) ბოლოს იყო, დარჩით! არა უნდა წავიდეთ! თქვენგენაცვალეთმოდიგაკოცო! აეე! და ა.შ :| არადა რა მიკვირს, გია ნაღდად არაა მასეთი ტიპი, არც მაიკო, მაგრამ რა ქნან მათ ხომ არ აურჩევიათ :) წამოვედით, აქ კიდევ 1 ტვინის ბურღვა მელოდა ვიცოდი, ოღონდ შედარებით სასიამოვნო :| ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ. ჰოო, მაგარი ტიპები არიან, ბევრი მაცინეს :)))) უფრო სწორად იმათ დავცინოდი, ცოტა გაუტყდათ მაგრამ ეგარაფერი :შ მაგარი უცნაური მეგობრები მყავს, ჩემგან სრულიად განსხვავებულები. პრინციპში ჩემნაირი სად უნდა მეპოვა, ჰოდა რაც შემხვდა ცხოვრებაში მეც ისინი მივიღე ისეთები როგორებიც არიან. ცუდები არ არიან, ნამდვილად კარგი ადამიანები არიან :) მაგრამ ადამიანები : )))) ნერვებს ვუშლი ჩემებურად რომ "ვახურებ" თუმცა ვიცი ვუყვარვარ სუყველას :) ის მომეწონს ჩემს მეგობრებში, რომ არ ესმით ჩემი მაგრამ მაინც ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ :) ვცდილობ პირველად ყოველთვის კარგი დავინახო ყოველთვის. მიმაჩნია, რომ თუ ცუდი გგონია ვინმე ეს შენი მინუსია... თუ ვინმე მახინჯი გგონია, შენ ვერ დაგინახავს ის კარგად და მაგიტომაა მახინჯი :)  ჰო, ვიცი არაჯანსაღია და მთლად მასე არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რაც კარგია ის ვიპოვო. თუ ვერ ვიპოვე კიდე :) არც ეგ არის პრიობლემა :) ჰხო, ნუ ახლა მოვრჩით სმა-ჭამას და ცოტახანს ნერვებს ვასვენებ ახლა, მუსიკას ვუსმენ და თან აქ შემოვიარე, მომენატრა ჩემი სიმწვანე :ლოვე: 

Tuesday, November 18, 2008

ვულკანიზაცია


კვირას ქორწილში ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი გათხოვდა, დიდი მოყვარული არ ვარ ქორწილების, პირიქით მძულს ქორწილები, მაგრამ ნუ ჰო... წავედი მანქანაში სადაც მე ვიჯექი იმას დაეშვა საბურავი ნარიყალასთან, და წამოვედით უახლესი ვულკანიზაცია, რომ გვენახა. ბარათაშვილის ხიდს რომ გამოცდები სანაპიროზე მანდ რაღაც ხიდია კიდევ, არ  ვიცი მაგის სახელი. მანდ იყო ვულკანიზაცია, ხიდის ქვეშ ძველი კარები შევაღეთ და 1 ახალგაზრდა კაცი გამოვიდა მაზუთში ამოთხუპნილი. საბურავი მოხსნა უცბათ და შიგნით შეიტანა, ჩვენც შევყევით და სწორედ აქ ვნახე მაგარი რაღაც. პატარა ოთახი, პატარა ღუმელი, მანქანის საბურავები და ნაწილები აქეთ-იქით და პატარა დივანი. ოთახი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა როგორც მისი მკვიდრი, მაგრამ აქ მეორე მაცხოვრებელიც გამოჩნდა : ) დივანზე წამოსკუპებულია თეთრი ცუგო, რომელიმაც ჩვენი შესვლა გაიგო და თავი ასწია. ნეტა გენახათ რა სახე ჰქონდა, დასაბანი იყო პატრონივით, მაგრამ ძალიან ლამაზი. არ ვიცი რა დამემართა, სახეზე ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან გამიხარდა, ძალიან მეგობრული და კარგი სიტუაცია იყო : ) ვერ მოვისვენე, ვკითხე ამ კაცს და მითხრა ჩემიაო, სხვა არაფერი :) ჰო, დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან ძალიან მომხვდა თვალში, გულში ეგ სიტუაცია :) მერე ცოტა ვეთამაშე ცუგოს, მართალია გამიჭირდა გამომშვიდობება, მაგრამ მაინც ბედნიერი გამხადა იმ 10მა წუთმა რაც იქ გავატარე. არც ახლა ვიცი, რამ გამახარა, შეიძლება იმ უაზრო სიტუაციების გამო რომლებიც იმ დღეს მრავლად იყო ეს სასიხარულოდ მომეჩვენა, მაგრამ არც მასეა საქმე :) 

Friday, November 14, 2008

ცოტა რამ


მეძინა ახლა გავიღვიძე, ბლოგებს ვათვალიერებდი, ჰოდა ერთ-ერთის ნახვისას გამიჩნდა სურვილი ჩემს თავზე დამეწერა. დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე, ჩემს თავს კრიტიკულად ხშირად ვუდგები და ვცდილობ მასში ცუდი დავინახო. ჩემი თავი ყველაფერში სწორი მგონია, ანუ რა საკითხიც არ ვიცი იმაში არ ვერევი, მაგრამ რაც ვიცი, მგონია, რომ ყველაფერი სწორად ვიცი. არ ვიცი რისი ბრალია, ძალიან თვითდაჯერებულიც არ ვარ. საკუთარ თავთან ლაპარაკი მიწევს ხშირად ბავშობიდან მოყოლებული, შეიძლება სიგიჟის სიმპტომია ეს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ მე ხშირად ვლაპარაკობ საკუთარ აზრებთან და ვუპირისპირებ პლუსს მინუსს. ხანდახან ეს მეტად ემოციურადაც გამომდის და ადვილი გამოსაცნობი ხდება რაზე ვფიქრობ. ეს ჩემი სუსტი წერტილია ნამდვილად, რადგან გრძნობები მეტყობა სახეზე... ვცდილობ გამოვასწორო, მაგრამ რამდენად წარმატებულად არ გეტყვით. ვერაფერს ვერ მივეჩვიე მაინც და ისევ იმად ვრჩები რაც ვიყავი. ძალიან ძნელად, რომ რაღაც გამიხარდეს, მაგრამ წყენა ადვილია : ) თუმცა მე არ მწყინს, რაც არ უნდა საშინელად მომექცნენ ასევე ჩემს აზრებთან და იმ ჩემს სიმართლესთან ლაპარაკს ვიწყებ და იმის მდგომარეობაში ვცდილობ შესვლას. შეიძლება 1 დღე ამაზე ვიფიქრო და გამართლება ვერ მოვუძებნო იმის საქციელს, მაგრამ ამით ხომ 1 დღე გავიყვანე და 1 ნაბიჯი გადავდგი ამ წყენის დავიწყებისკენ. არ ვიმჩნევ ბევრ რამეს, და არც პროტესტს გამოვთქვამ (ეს არ ნიშნავს რომ პროტესტის გრძნობა არ მიჩნდება) ვფიქრობ ცხოვრება უფრო ადვილია როდესაც შეუმჩნეველი ხარ. ბევრ რამეს ვხვდები მაგრამ არ ვიმჩნევ და უბრალოდ ვიღიმი :) თუმცა შემეძლო შემემჩნია : სხვის აზრს ვისმენ და ვეთანხმები, მაგრამ მე სხვას ვფიქრობ მაინც... არსებულ სამყაროში ჩემს საჭიროებას ვერ ვხედავ და ხშირად ვფიქრობ გაქრობაზე (სიკვდილზე არა) ერთადერთი ადგილი სადაც თავისუფალი ვარ სიზმრებია : )) ისინიც ძალიან სასაცილოა :) ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და სულ დისკომფორტს განვიცდი :( მაგრამ მთლად მასეც არ არის, არსებობენ ვიღაცები ვისთან ყოფნაც მომწონს და ვინც ჩემში რაღაც შეცვალა : ) ჰხო... ეს არ იციან მათ და ვერც ვერასოდეს გაიგებენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ახალი დავინახე და ცოტა პოზიტიურად შევხედე სამყაროს : რაღაც უმნიშვნელო ფაქტები დამეხმარა, შემექმნა დიდი ოცნება, რომელსაც დასასრული არ აქვს და ეს სწორად მათი დამსახურებაა : ) ამჯერად The end

ოპერა შენ მოღალატე ხარ

არადა მომწონდა ეს ბროუზერი :( თურმე მისი ბრალი ყოფილა ისინი რომ არ ჩანდა და სწორედ ამიტომ არ ვჩანდი ბლოგზეც, ჰოდა სხვა რა გზაა დავიწყებ ახლა ექსპლორერით გახსნას :( არადა ოპერა მომწონს ბევრი რამე არ მაქვს ჩაკეცილი ეგ მიყვარს მაგაში ყველაზე ძალიან :( სხვა რამე არ იცით ბროუზერი?

Friday, November 7, 2008

მიგრძვნია =))


-გამარჯობა

-გაგიმარჯოს

-როგორ ხარ?

-კარგათ, შენ?

-მეც არამიშავს, რას აკეთებ ამ შუაღამისას აქ?

-რავიცი არ მეძინება, თითქოს რაღაცას ველოდები... შენ რატომ არ გძინავს?

-თვალი ვერ მოვხუჭე, სულ ვფიქრობდი და ფიქრებში გავერთე...

-უცნაური ღამეა არა?

-ნამდვილად, მიყვარს ასეთი ღამეები.

-მეც.

სისულელები, სისულელეებში ეძებენ სისულელეებს. როდესაც ყველგან სიბინძურე დაისადგურებს და სახლს მტვერი დაფარავს, მაშინ სისულელეები იწყებენ გამოჩენას. ისინი აცოცხლებენ სახლს სისულელეებით. არ მაინტერესებს არაფერიო ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ წამს ნამდვილად არ მაინტერესებს, რადგან ეს წამი მხოლოდ ჩემია და სხვისი არავისი. უჩემოდ სამყაროს არც არაფერი მოაკლდებოდა არც მოემატებოდა, მაშინ რა ჯანდაბა მინდა? ჰოდა ჯანდაბამ მომიყვანა და სანამ ჯანდაბავე არ წამიყვანს უკან აქ ვიქნები და არსად არ წავალ! გული, მიყვარს ჩემი გული, ნამდვილად მიყვარს... ეს მომწონს საკუთარი სხეულიდან მხოლოდ... მაგარია, ხშირად ვუსმენ ხოლმე, აი ხელს დავიდებ, პირქვე დავწვები და ვუსმენ :| კარგი რამეა. 

Tuesday, November 4, 2008

ჯანდაბ...


აუ, ვერ ვიტან თამაშს, არადა ჩემზე უკეთ ეს არავის შეუძლია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მე ვიცი სად უნდა ვითამაშო და როგორ. კარგით რაა, სადაც გულწრფელი ვარ და საიდანაც გულწრფელობას ველი არასოდეს არ მოდის ხოლმე :( საშინელებაა,  აარადა შენ რომ ვერ იტან ამ უაზრო თამაშს იმ სიტუაციაში. ჩემი გაცნობა ძალიან ძნელია. კიარადა შეუძლებელია. ჰოდა არ ვიცი რატომ ვარ ასეთი რთული. არა რთული ნამდვილად ვარ თან ძალიან, ხანდახან ეს მეხმარება ხანდახან ხელს მიშლის... არა, ერთი ნამდვილია, რომ ჯერ მაინც ვერა რაა... კარგი რა ეს შეუძლებელია, ასეთი რაღაც არ არსებობს. ძალიან ძალიან წვრილმანებად მიმაჩნია ეს სისულელეები და არ მინდა მათ გამო თავი გადავიღალო. ეგაც რომ არა, ბოლოს მაინც ისეა და ამით მთვრედება ყველაფერი... უბრალოდ დავიღალე, ძნელია ასე ცხოვრება... შით!

Monday, November 3, 2008

This week


დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ჯერ პოსტს ვწერ და შემდეგ სათაურს ხოლმე. ეს ისე განწყობისთვის. 

ახლა გახარებული ვარ და ბედნიერების შეგრძნება მაქვს, რატომ? რავი აბა კაია რაღაც მემგონი. ნუ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გუშინ ჩემი ლოცვა არ შეისმინა მე მაინც ბედნიერი ვარ. ბევრი რაღაც შემოვაბრუნე ჩემს თავში და ცოტა გადალაგებებიც მოვახდინე, ეს საჭიროც იყო, რადგან სულ ერთნაირად ვერ იქნები. ქუჩებში გასვლა არ მინდა, ადრე მეკიდა ხოლმე ხალხს რომ ვხედავდი, მაგრამ ახლა რაღაც ერთიანად მოქმედებს ეს ჩემზე, სწორედ ამ მიზეზით არ წავედი დღეს უნში. ოფ, რა ვქნა მე აბა, ძალაუნებურად მაწუხებს ჩემს გარშემო რაც ხდება. ყველანაირად ვცდილობ დავიკიდო, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. თვში ირევა ბევრი რამ, ყველაფერი კარგად ჩანს თუ დააკვირდები. წეღან მეზობელს ინტერნეტი შევუყვანე, მთხოვა და მივეხმარე. შემდეგ, როდესაც საქმეს მოვრჩი ეს კაცი მეკითხება აბა შედი ინტერნეტშიო:))) ცნობილი ფრაზაა არა? სად შევიდე-მეთქი, ინტერნეტში შედი რაა ვნახო მაინტერესებს რანაირიაო. რა მექნა მეც შევედი გუგლზე და რაღაცები ვასწავლე, მოძებნა. გამოსვლისას უკმაყოფილო სახით მეუბნება რა ყოფილა ეს ინტერნეტი ამაში უნდა ვიხადო ფულიო? ომგ, ნეტა რა ეგონა ინტერნეტს რომ შეიყვანდა ოჯახი აშენდებოდა? თუ? დარწმუნებული ვარ ამაში ისევ ქართული ინსტიტუტი, "აბა ნანულისაც, ნანასაც, ნარგიზასაც აქვს და მეც ხო უნდამქონდეს" არის გარეული =))) 

ჰო, ეს დღეები მოვიწყინე, უაზროდ ვარ. მხოლოდ ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვტვირთვ დევიანთართზე. მინდა ფოტობლოგი მქონდეს, რავიცი მომწონს ჩემს სურათებს, რომ ვათვალიერებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს ძალიან, თუნდაც 1 სურათის გადაღება და შემდეგ დამუშავება ჩემთვის ერთი დიდი რაღაც არის, რომ იტყვიან სულს ვდებ იმაში. ვცდილობ ლამაზად გამოვაჩინო ის ყველაფერი რასაც შეიძლება ვერ ამჩნევდე ყოველდღიურად. მაგრამ მე მაინც ის მინდა :(( ჩემი სიხარული, ჩემი სიცოცხლე... იმდღეს ვნახე, ნატოშას ჰქონია თურმე. შეხება ვერ გავბედე :( მართლა, საოცარი გრძნობა დამეუფლა როცა დავინახე... იმედი მაქვს, ოდესმე სიზმრის გარეთაც იქნები ჩემთან :( წუხელაც გნახე სიზმარში =( 

Saturday, November 1, 2008

ჰელოუინი

კაი იყო.

Thursday, October 30, 2008

ლექსი


აუ დაღლილი ვარ სულ, არაფრის თავი არ მაქვს, სულ რეიტინგულები მაქვს მთელი კვირაა და თან რაღაც საზიზღარი ცხრილია  :(( ჯანდაბა მაგათ, ვეღარაფრისთვის ვიცლი. ისე მეძინება ახლა, რომ თუ ჩავედი ბოლომდე გამიხარდება. დღეს საინტერესო დღე მქონდა... დღეს ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე თუ როგორ "კერავენ" ბიჭები გოგოებს :დრუგ: მმმმ... ცოტაღა დამაკლდა რომ დეპრესია არ დამმართნოდა კიდევ კარგი გამოვასწარი :გოგი: =) საერთოდაც მინდა ლექსი წავიკითხო, დეკამ მომაწოდა ეს იდეა. ეს ლექსი დავიწყე მე, შემდეგ ჩემმა ჯგუფელმა მიამატა ქვედა სწროფი, ჩემს ბლოკნოტში შემდეგ სხვა ჯგუფელმაც და ასე :))) შემდეგ ისევ მე : ))) სულ 4 ვიყავით :| იდეა როგორც ყოველთვის ჩემია :ბის:

ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა

შავი კამეჩი შემხვდა ქუჩაში

კატა ეჭირა ჩამომხვრჩალი

ნეტავ რა უნდა მერაბს?!

მთვარიან ღამეში, მიდის კამეჩი

რას ერჩი? რას ერჩი?

ზღვა ღელავს, როგორც ტომატი

ხელში მიჭირავს მე ავტომატი

მერაბი მისდევს ყვირილით კამეჩს

მასწავლებელი მიჩეჩავს აზრებს

მთვარე ანათებს ზეცაზე ვხედავ

რა ლამაზია კამეჩი, ხედავ?!

დედამიწა ტრიალებს,

კარუსელი წკრიალებს,

სალამური წკრიალებს,

კამეჩი კი ღრიალებს

სახლში ვარ მარტო

პადვალში მაქვს პალტო

ამოვიტანე პალტო

აღარა ვარ მარტო

უკამეჩოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე

პალტო რათ გინდა

ღამეა ბნელა

კატა კნაოდა ნელა

არადა რა კაი პალტო იყო?!

კატა კი კნავის

კამეჩი ბღავის

მე კიდე კამფეტი დამიდნა ლამის

პალტო კი უხმოდ

მიჯერებს თითქოს

კამეჩებს ვხედავ

სიზმარში ვითომ

ჰოი, კამეჩო

ჩემო ძვირფასო

როგორ მიყვარხარ,

ვით შეგაფასო?!

კამეჩს შევხედე ამღვრეულ სახით

რქა მოუჭრია ვიღაცას ხმალით

რა ლამაზია კამეჩი რქებით

ნუ შეეხებით ცოდვილის ხელით!

ეს შეიძლება თქვენთვის გაუგებარი იყოს რადგან ჩვენ ოთხმა გადავწყვიტეთ თანამედროვე სენტიმენტალიზმს დავუდოთ საფუძველი და შემდეგ განვავითაროთ :))))))))))

პ/ს

ბატო შენ რომ გგავს იმისიცაა რამდენიმე სწროფი :) 

Wednesday, October 29, 2008

Welcome back


ოჰო, როგორც იქნა გამოსწორდა ჩემი ბლოგი და ახლა უკვე შემიძლია განვაგრძო მოღვაწეობა :ბის: ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო... არადა სანამ ბლოგი გამოსწორდებოდა, რამდენი აზრი მიტრიალებდა თავში და რამდენი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ახლა დამავიწყდა :| ასე მჭირს ხოლმე სულ :(( მერე გამახსენდება და დავწერ :ჯუმპ:

Thursday, October 23, 2008

Nightwish


უჰ, ამ ბოლო დროს აღარ ვუსმენდი, მაგრამ მივხვდი რომ არ შემიძლია უამისოდ... იგივე სიმღერები, თითქოს ჩახვეული კასეტა. მმმმ... გინდა პაპსავიკი მეძახეთ გინდა ისა :( მარა არა ჩემთვის ყველაფრის წყაროა ეს ჯგუფი, სიცოცხლის წყარო... ახლა ვუსმენ და ბედნიერი ვარ და ახლა მივხვდი რატომ ვიყავი ეს ბოლო დრო ცუდ ხასიათზე... ომგ, რა ბედნიერებაა... სულ განსხვავებული, ისეთი როგორიც მე მიყვარს, შორს რომ მივყავარ, ძალიან შორს... ნამდვილად ეკუთვნოდათ 1 პოსტი ჩემს ბლოგზე, რადგან უამათოდ ვერ ვცხოვრობ :ლავ: 

Tuesday, October 21, 2008

Walking in dreams


ეს, ჯერ კიდევ გუშინ, შუაღამისას უნდა დამეწერა, მაგრამ არ დავწერე. საოცარი ღამე მქონდა გუშინ, დავწექი და ფიქრებმა ძალიან შორს წამიღეს, ასე მემართება ხშირად, მაგრამ ეს ის მომენტი იყო როდესაც ჩემმა ყველა აზრმა თუ ფიქრმა ერთად მოიყარა თავი. უამრავი რამ მიტრიალებდა გონებაში, ემოციები ერთიანად მიტევდნენ და ვერ ვაკავებდი. ყველაფერი არეული იყო, ტვინმა თითქოს დასვენება გადაწყვიტა და მისი საქმე სულ მე მომანდო. არ ვიცოდი რა მინდოდა, მეტირებოდა, მეცინებოდა, მიხაროდა, მეძინებოდა, მეფხიზლებოდა... ეს ყველაფერი და მრავალი ასეთი ტრიალებდა თავსა და გულში. მემართება ასე ხოლმე, მაგრამ არც ისე ხშირად. გუშინ განსაკუთრებული იყო რატომღაც, მინდოდა ავმდგარიყავი და იმ დროს ჩემი აზრები ბლოგზე დამეწერა... მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მონიტორის სინათლეს ვერ გავუძლებდი ვიცოდი. ძილი არ მეკარებოდა, თავზე ბალიში მეფარა, თვალები რაც შემეძლო მეხუჭა და ვფიქრობდი... ვფიქრობდი ბევრ რამეზე, თითქოს ისეთ რაღაცებზეც, რითაც ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ. მდინარეში ჩაგდებულს ვგავდი, ხან იქით მივეხეთქებოდი, ხანაც აქეთ. ვფიქრობდი, თუ საერთოდ რა მინდა აქ? საიდან მოვედი? ან თუ მოვედი რამ მომიყვანა? რამ მომიზიდა ამ სამყაროში? ასეთი ნამდვილად არაფერია აქ. მე შეცდომით მოვხვდი აქ და ამაში უფრო ვრწმუნდები დღითიდღე... თავისებური სკოლა გავიარე აქ, და რაღაც ახალი გავიგე, მაგრამ არ ვიცი რატომ დამჭირდა ეს ამდენი უბედურება. რატომ არ შემიძლია ვიყო თავისუფალი და ვთქვა ყოველთვის ის რაც მომწონს და რაც არა? დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სადაც ჩემს აზრს გულწრფელად გამოვთქვამ იქ ყველა გამირბის... ასეთი საშინელი ვარ? ალბათ. მაგრამ რატომ არ ვარ მეც ჩემნაირ საშინელებებთან? არა დეპრესია არ მჭირს და არც ვაპირებ მივაკარო ჩემს ცხოვრებას, მაგრამ არსებობს რაღაცები რაც არ მასვენებს... ჩემში ბრძოლაა, ვცდილობ, რომ ჩემს თავს გავცე იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც არ ასვენებს, მაგრამ აშკარად არ გამომდის. მე რაც მჭირდება ამ სამყაროში იმას ვერასოდეს ვერ მივიღებ, რადგან ის აქ არ არის. მოდი შევეშვათ ჩემს თავს და გავიხაროთ იმით რაც გვაქვს (აი ეს რომ დავწერე ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მთავარია რომ რაღაც გვაქვს, ესაც სასიხარულოა) გავიხარო, ყოველი დაღამებით და გათენებით... არ დავითვლი დღეებს რამის შეცვლის მოლოდინში. ფსიქოლოგების უყვართ ეს სიტყვები "პრობლემებს ვერ შეცვლი, შენ უნდა შეიცვალო" ანუ რა გამოდის, უნდა შევეგუო იმას რასაც უკვე შევეგუე და მეც იმ წყალს გავყვე რასაც სამყარო მიყვება? და ეს ბედნიერებას მომიტანს. არანაირად არ ვიტანჯები და არ განვიცდი ტკივილს, მაგრამ უცნაური რაღაცები ხდება ჩემს გარშემო. მიკვირს, აი ყველაფერი მიკვირს. ბევრ რამეს ჩემებურად ვუდგები, ცოტა არაადამიანურად, ვცდილობ გავერიო ადამიანებში და შევეგუო მათ, ვცდილობ შევითვისო ისინი და მივიღო როგორებიც არიან. ჯანდაბა, ყველაფერი ისე მალე მთავრდება, რომ დაწყებულიც არ მაქვს ხოლმე, სულ ასე მემართება. გადავწყვიტე კიდევ 1ხელ, რომ საერთოდ შევეშვა მათთან დაახლოების მცდელობებს, რადგან სულ არაფერი მირჩევინა იმ ყველაფერს რაც მათ უხარიათ. უჰ, როგორ მენატრებოდა ის დრო, ის მოგონებები, მაგრამ ახლა ისიც აღარ მინდა. საერთოდ არ მინდა არაფერი, ვფიქრობ მომავალზე, ჩემს მომავალზე... მინდა გამოვიცნო, ვფიქრობ ხვალეზე, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება შემდეგ... მაგრამ 1 ნამდვილად ვიცი, ეს სინამდვილე მაწვალებს კიდეც. მინდა ყველა იქ ცხოვრობდეს სადაც უნდა, რა გარემოშიც, მართლა მინდა... არ ვიცი რამ გამახსენა, მაგრამ ადრე როდესაც პატარა ვიყავი და კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, იყო 1 ლექსი, რომელიც არც რითმებით გამოირჩეოდა და ვერც პოეტობას დაიკვეხნიდა მისი ავტორი. საშინელი რითმა ჰქონდა, მოხუც დედაბერსა და ძროხაზე იყო... დიდი არაფერი, რომ წაიკითხო რა სისულელეაო იტყვი და გადაშლი, მაგრამ რამდენჯერაც იმ ლექსს წავიკითხავდი სულ ვტიროდი, და ვფიქრობდი თუ როგორ იტანჯებოდა ის ძროხა... ( 

Sunday, October 19, 2008

Try if you can


ყველა სიზმარი ამიხდა, ახლა მომბეზრდა ძილი. დროა ამაყად გავახილო თვალები და ვთქვა, რომ თურმე შემძლებია... ჰმ, მეცინება... მეცინება როდესაც შენზე ვფიქრობ. რა მჭირს იცი? ხანდახან ძალიან მაგარი ვინმე მგონიხარ და სიამაყის გრძნობით ვივსები რომ მე მეკუთვნი, მაგრამ არის მომენტები როდესაც მეცოდები... მეცოდები, მაგრამ არ მეზიზღები... მე და შენ მარტოები არ ვართ ამ ქვეყანაზე და არც, რაიმე გაგვაჩნია ისეთი, რასაც ფასი ექნებოდა ამ სამყაროში... ჰო, მე ვიცი რომ საშინელება იყო ეს კვირა, შენც დაიღალე და მეც დამღალე... იცი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ფიქრები ერთნაირი გვაქვს, მაგრამ სხვანაირად ვიღებთ ამ ყველაფერს. თუ შენ გწყინს და ცუდად ხარ, მე მიხარია და მეცინება... და პირიქით... პრინციპში ვერც ვხვდები რატომ გყოფ ჩემგან, მაგრამ ასე კარგად ვგრძნობ თავს უფრო. ყოფითი პრობლემები არ მიყვარს, არ მიყვარს მათზე ფიქრი, ვფიქრობ, რომ დრო ამაზე არ უნდა დაკარგო. ვამბობ დრო არ უნდა დაკარგოო, მაგრამ რისთვის გინდა ეს დრო? გეშინია დრო არ გაგივიდეს და შემდეგ გული არ დაგწყდეს ფუჭად დახარჯულ დროზე ხო? :)) ჰო ეგაც მკიდია მე... არ შეიძლება ასე ხდებოდეს, არ შეიძლება... ნუთუ შეიძლება სიკეთე და ბოროტება ერთად ცხოვრობდეს და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ? არ ვიცი ეს როგორ მოახერხე, მაგრამ შენ მე მაკვირვებ და ვამაყობ შენით. მაგრამ ერთ საკითხში ორივე ვთანხმდებით... ოჰო, ეს საკითხი მიყვარს ისევე როგორც მას... თვალებს დახუჭავ და შემდეგ მივდივართ, მივდივართ და ვნახულობთ, შესანიშნავია, გასაოცარია, როგორ შეუძლია ეს გააკეთოს? გული ჩქარდება, სისხლი სწრაფად მოძრაობს, ყველა ემოცია ერთად იყრის თავს, ტვინი ითიშება და ბოლოს აღარაფერი... აღარაფერი, არსად, სიცარიელე, სიმშვიდე და ოცნება... მე შევეცდები შევცვალო ჩემი ცხოვრება, მაგრამ არავის დახმარებით, რადგან ასე არ მინდა... მინდა ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი იყოს, რადგან ამ ბოლო დროს, ძალიან უხეშად იჭრებიან მასში, თან ისეთები ვინც "მიცნობენ" :)) ჰუჰ აბა თქვენ იცით გკოცნით შუბლებზე :)) მოდით, მე ღია ვარ... ყველანაირად... არაფერს ვმალავ, ჩემი ცხოვრება თქვენთვის Free zone დ გამომიცხადებია... მოდით თუ რამეს გაიგებთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გაიგებთ და როგორც ყოველთვის ამასაც ჩემს ჩემებურობას მიაწერთ :| მე არ ვბრაზდები და არ აგიკრძალავთ ჩემი ცხოვრების ქექვას, ქექეთ რამდენიც გინდათ, მთავარს ვერ იპოვით მაინც, რადგან მთვარი ჯერ არც მე მიპოვია... მე მარცხნივ არ გავუხვევ, არც მარჯვნივ, არც პირდაპირ ვივლი... უბრალოდ ვიდგები :) ჩრდილში, გრილში... მე რომ მიყვარს ისე...

Sunday, October 12, 2008

მთაში










ნუ ამისთვის ნამდვილად ღირდა ნერვები რომ მომიშალეს :ბის: კი, კი, ნამდვილად ღირდა :ლოვე: 

ჰოდა ჩამოვედი 

სხვა სურათებს მერე იმასვიზამ :უსერ: 

Saturday, October 4, 2008

ბევრირაღცაშეკუმშული


ნეტა ეს როგორ დაემართა, მივედი და ტიროდა, რა ატირებდა? ფეხის ხმაზე ჩემსკენ მობრუნდა, თვალებზე ნაჭერი ჰქონდა აკრული. გამიკვირდა, ნეტა რა მოუვიდა-მეთქი, მივედი და მკითხა, რომელი ხარო. მის გვერდით ჩამოვჯექი და ვუთხარი მე-მეთქი. ტირილი დაიწყო, ვერ ჩერდებოდა, მეც გაშტერებული ვიჯექი და ვუყურებდი, ნეტა რა დაემართა-მეთქი. 

-ხედავ რა დამმართეს? თვალები, აღარ მაქვს თვალები... ჩემი თვალები...

-...

-არა, ოდესღაც ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ახლა? რა მეშველება... ხო იცი რას ნიშნავს ჩემთვის უმზეობა? ვიცი, რომ იცი როგორ ვიტანჯები ახლა... 

-ადგა და წავიდა, ხმა აღარ ამოუღია... მე თითქოს ენა გადამეყლაპაო, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი ისევ იქ... შემდეგ მეც წამოვედი.

მოვდივარ ქუჩებში და ხალხი ნელა მოძრაობს, ლანდებივით, ყველა თავის საქმეს აკეთებს და საკუთარი თავისთვის ზრუნავს... მე? მე ვხედავ მათ... ვხედავ მათ სურვილებს, მათ მომავალს... ოღონდ დღეს უკვე აღარ მეცინება, ვეღარ მეცინება...

ჰო, თქვენ კარგად იყავით და მეც მოვახერხებ რამეს იმედია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოვახერხებ. იქნებ სწორად ვერ ვხედავ? არა, რაღაც უბედურებააა... ზოგადად, მიჩვეული ვიყავი ასეთ ქმედებებს მათი მხრიდან, მაგრამ თავიანთ თავზე ფიქრი გადამეტებულია, არა მაინც რა სისულელეა. 

მაგრამ შენ მე მაბრაზებ დაიმახსოვრე... შენ ჩემთვის კარგი არ გინდა, მემგონი... ასეთი ფიქრები მიტრიალებს თავში და შენ კარგად იცი ეს! ჰო იცი როგორც ვართ? არ შეიძლება, რომ ერთმანეთს ვუღალატოთ ამ დროს...

ვერ ვგრძნობ როგორ ვარ, ბედნიერი ვარ, უბედური, გახარებული, თუ გაბრაზებული... არეული ვარ ძალიან, მაგრამ ყოფით პრობლემებს რაც შეეხება მოსალოცად მაქვს საქმე... ყნოსვა დამიბრუნდა კვლავ, ნუ ეს არც ისე კარგია, მითუმეტეს სამარშუტო ტაქსებში, მაგრამ მაინც მიხარია... და სიზმრები, ცუდი სიზმრები, წავიდნენ ჩემგან :) რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამიმართლოს? 

აი ახლა მეცინება, თან ისე ძალიან, რომ ვერ ვიკავებ და ვხარხარებ... მაგრამ არ ვიცი რაზე :( არა კი ვიცი დაახლოებით, მაგრამ ჩემი სიცილი ზოგადია და ზოგადად, გლობალურად ვიცინი. 

უჰუ 

წავედი მე მუსიკას უნდა მოვუსმინო :(

Thursday, October 2, 2008

ოჰო


-ოჰო

-რა ოჰო?

-ოჰო

-ისე ოჰო?

-აჰა ისე ოჰო

-რატომ ისე ოჰო?

-იმიტომ რომ ასე ოჰო არ მინდოდა

-რა აზრი აქვს? ოჰო ისეც ოჰოა და ესეც :|

-ჰო მარა მე ისე ოჰო უფრო მომწონს

-რატომ მოგწონს ისე ოჰო?

-იმიტომ, რომ ესე ოჰო არ მომწონს.

-ანუ, რახანც ესე ოჰო არ მოგწონს მხოლოდ მაგიტომ მოგწონს ისე ოჰო?

-ისე ოჰო არ შეიძლება?

-კი როგორ არ შეიძლება, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ოჰო?

-მაშინ აჰა, რომ ყოფილიყო მკითხავდი რატომ აჰა და არა ოჰოო?

-ოჰო

-აჰაა

Tuesday, September 30, 2008

რა დებილი ვარ...

ლექციები დამიმთავრდა, გავაჩერე სამარშუტო ტაქსი, ავედი და დავჯექი, მხოლოდ 1 ადგილი იყო თავისუფალი და ისიც მე დავიკავე. სამარშუტო ტაქსი იყო დაბალჭერიანი, ფეხზე შანსი არ არის დადგე, მითუმეტეს მე... უცბად იღება კარები და ერთმა :ცენზურა: ბებომ ამოზიდა 5 პარკი და თავადაც ამოდის, ვფიქრობ ნეტა სად უნდა დაჯდეს? ამოვიდა და ზედ მომახტა, იძულებული გავხდი ავმდგარიყავი. ავდექი და ჩავიკუზე, ასე ვიმგზავრე ცოტახანი, შემდეგ კიდევ ჩერდება და ვიღაც ბიჭი მოდის უნდა ამოვიდეს... ჩავდივარ-მეთქი ვუთხარი :ცენზურა: მძღოლს და ფული გავუწოდე... ჩამოვედი და შემდეგს ველოდე ზუსტად 45 წუთი, ამ დროს გავიყინე. ჟაკეტი მეცვა და ძალიან შემცივდა აი ძალიან :( არადა ჩაკუზული ბოლომდე მაინც ვერ ვიმგზავრებდი, აზრი არ ჰქონდა... ის ბებოც ნასიამოვნები სახით იყურებოდა, თითქოს არაფერი არ მომხდარა და არავინ შეუწუხებია. ჰოდა ახლა მითხარით რომ დებილი ვარ, არ მეწყინება მართლა :( შტერი ვარ, რომელიც ბებომაც კი მოატყუა...

Monday, September 29, 2008

გრძნობების გამყინვარება


რამაგარი რაღაც ყოფილა, ეს რომ დაგემართება. ნებისმიერი გრძნობა გაყინულია, არავინ გეცოდება, არავინ გიხარია, არავიზე დარდობ, არ გტკივა, არ გიხარია, არ გეტირება. ნუ ეს მთლად "პოხუიზმი" არ არის... ძალიან ძნელია ჩემზე მოახდინო შთაბეჭდილება, აი თითქმის შეუძლებელი, ახლა მითუმეტეს... ნუ არსებობს გარკვეული რაღაცეები რაზეც შეიძლება გამოვხატო ემოციები, მაგრამ ეს სულ ასე იყო და იქნება. აი დავაკვირდი და ჩემი გარშემომყოფები, რაღაცაზე რომ იცინიან მე სასაცილოდ არ მიმაჩნია, ან ვიღაც, რომელიც ყველას შეეცოდა მე არ შემცოდებია... ალბათ ჩემი აზრების ბრალია ასეთი, რომ ვარ, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა, მელია ვარ ანგელოზი კიარა :მო: ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ დღეს გადამხდა ასეთი რაღაც, და შენიშვნა მომცეს და მითხრეს რომ ბოროტი ვარ და უგულო :ჰუჰ: 

Saturday, September 27, 2008

Child'll be born again



ჰაჰა, :სიცილ: გითანაგრძნობ და განვიცდი ყველაფერს :( მიყვარხარ, აი ძალიან მიყვარხარ და ხომ იცი, რომ როგორ მტკივა შენი ტკივილი მეც. ოჰ, რამდენი რამე გადაგვიტანია ერთად, რამდენი რამე შეგვიქმნია ერთად და რამდენ რამეს შევქმნით მომავალში... რა ძლიერი ხარ, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოგდის, ყველაზე კარგად მე გიცნობ და მეცოდები... საცოდავი ხარ, შეცვლა გინდა რაღაცის და ვერ ცვლი სამაგიეროდ ფიქრებში ანადგურებ ყველაფერს. მე და შენ სულ გადავედით ჭკუიდან :)))) არადა როგორ მოკვდი? შემეცოდე გულწრფელად, ისე სიკვდილი კარგია ალბათ ახალ რაღაცას გაიგებ და ნახავ... გამოეთხოვები ამ მარაზმს რაც აქ ხდება, დაგივიწყებს ყველა, შენც დაგავიწყდება ყველა ალბათ... :))))) მოდი მედაშენ გავფრინდეთ? არ გინდა? მე ჰომ ვიცი შენი ყველაზე ფარული ოცნებები, მე ხომ ვიცი რაზე ოცნებობ, მე ხომ ვიცი რომ არეული ხარ... ავადმყოფი ხარ საწყალო, იქიდან მობრუნებული საიდანაც მობრუნება მხოლოდ დროებით შეიძლება... შენი სიცოცხლე რაღაცაზე დამოკიდებული ჩემი სიცოცხლესავით, ჩვენ ერთმანეთზე უშუალოდ ვართ დამოკიდებულები, თუმცა მე და შენ ახლა კომაში ვართ და აპარატზე ვართ მიერთებულები. ხედავ სადამდე მივედით? არა მე არ ვარ უკმაყოფილო რაც გავაკეთეთ, ჩვენ კიდევ შევძლებთ გაცოცხლებას... არსებობს ჯადოქრობა რომელიც მოგვხსნის ჯადოს და გამოვიღვიძებთ, გამოვალთ გარეთ და შეგვეძლება ერთმანეთი დავინახოთ, გადნება დიდი ხნის გაყინული, განათდება ცა, მიწა შეირყევა და ფრთებს გავშლით... ხო გითხარი შენც გენდომება-მეთქი ფრენა, ხედავ მართალი ვყოფილვარ... ხო ვიცი რომ ეს გინდა, ხომ ვიცი რაც გინდა? ჩვენ გპირდებით რომ დავბრუნდებით. პატარა ბავშვი რომელიც მოიტაცეს და ტყეში გაიზარდა, მზის შუქი არ უნახავს და სიბნელეში, არამიწიერ არსებებს ეთამაშებოდა, ჩვენ იმ პატარასთვის უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ უნდა ვნახოთ ღრუბელი ცაში, შენც ხომ იცი რომელი ღრუბელია ეს? ჰო იცი როგორ მინდა ის ნათება დავინახო? შენც ხომ გინდა, მოდი დავწვათ რაც აქამდე შექმნილა... მე და შენ ამის ძალა გვაქვს... სწორედ ეს გვინდა ჩვენ, ახლა ამ წამს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვართ ორივე. მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ მაგრამ შენი ჩემგან განცალკევება ვერ შევძელი, ჰო იცი სადაც მინდა მესმოდეს ეს? ჰომ იცი როგორ მინდა შევეხო მას? შენ იცი როგორ მინდა შევიგრძნო შიში... მინდა ვნახო მიტოვებული მიწები, მინდა ვნახო ომი, მინდა ვნახო დანგრეული ციხესიმაგრე, შეტეხილი კარი და მისი გული დამსხვრეული... ერთდროს ძლიერი ახლა სუსტია, მაგრამ გთხოვ დაიმახსოვრე, შენ აღდგები ფენიქსივით, ჩვენ ვნახავთ მის სამყაროს, რომელსაც არავინ იცნობს და რომელმაც მთლიანობის წერტილი შექმნა, ოდესმე შევძლებთ ვიფრინოთ... არა მაპატიე, მაპატიე, რომ გარდაიცვალე, მაპატიე, რომ დაგაძინე... არ უნდა დაგეძინა... ნუ ეცდები ნურასოდეს გაღვიძებას, როდესაც დრო დადგება ამას შენთვითონ იგრძნობ და მეც. საცოდავო, რა დაგმართნია, რას გავხარ, ჰუჰ, ნეტა რას ცდილობ? მდინარე დაშრა... 

Monday, September 22, 2008

აბლაბლაბლაბუა


არ ვიცი რა მჭირს, არეული ვარ ნამეტანი... რაღაც შარიკი თუ რაც დევს, იქ, მაღლა, აი მაგას მოუვიდა რაღაც და აირია :( ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებ, ყნოსვა დავკარგე :(((( (ეს უფრო გრიპის ბრალია მგონი) დავდივარ, გამოშტერებული, ვერაფერს ვამჩნევ, დღეს ლამის მანქანა დამეჯახა... :მო: სიზმრებსაც რაღაცნაირს ვხედავ, რამდენი ხანია ცუდი სიზმარი არ მინახავს, აი დაახლოებით 10 წელი იქნება და ახლა ვნახე :( რა ხდება ნეტა ხომ არ ვკვდები? :| 

Wednesday, September 17, 2008

~~~~~~~~

ჰოდა ასე, სულ, რომ ვიძახდი და გეპატიჟებოდით ღამე წამოდით ისეთ ადგილას საიდანაც მთელი თბილისი გამოჩნდება და კარგი ჰაერი და ის იქნება-მეთქი სულ შემთხვევით შემომეხორციელებინა ეგ იდეა :) ჩემი მეგობარი, აი ის, საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, საღამო დრო იყო, რომ მეკითხება...

-აი აქ საქართველოში ხალხი როგორ ერთობა?

-გააჩნია გართობას რას ეძახი

-აი რომ გავერთოთ რაა... ბურთს რომ აგორებ და ისინი უნდა წააქციო ეგ არის აქ?

-ბოულინგი?

-ჰო

-კი არის.

-კიდე რა არის?

-რავიცი ბევრი მასეთი რაღაც, ბილიარდი, კინო, თეატრი, კარტინკები, კლუბები და რავი 1000 რაღაც :| და საერთოდაც შენ თუ გართობა გინდა ყველგანაც მოახერხებ... წამოდი ახლა ავიდეთ სასაფლაოებზე ლუდით დავსხდეთ და დავლიოთ :))

ეს უკანასკნელი ყველაზე ძალიან მოეწონა ბექას :)) ვაჰ, ეს რა ვუთხარი ამ ბავშვს-მეთქი კი ვიფიქრე, მაგრამ გვიანი იყო :| ვიყიდეთ 6ლ ლუდი და 3 წავედით სასაფლაოებზე... მაგარი ადგილია იქ, მთელი თბილისი ჩანს, ნიავი, სიწყნარე და სიბნელე... რომ მივდიოდი მეგონა არ გამოვა არაფერი-მეთქი, ანუ არ მომეწონება-მეთქი, მაგრამ შევცდი, ძალიან მაგარი იყო :)) ჩამოვედი თუ არა დავიძინე, ჰოდა აჰლა გავიღვიძე და მზად ვარ ახალი დღის დასაწყებად... :ბის:

ჰო ისა დამავიწყდა :))) მინდა დავამატო...

კხმ... თურმე საფრანგეთში თემქის სასაფლაოებიდან რომ ხედი იშლება იმის მსგავსიც კი არ ყოფილა არსად (ც) ბექა

გაგიჟდა ისე მოეწონა :უსერ:

Saturday, September 13, 2008

სათაური


რა ხდება მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში შემოღამდება? გზაში რომ დარჩები და წასასვლელი არსად გაქვს? დგეხარ შენთვის უცხო ქუჩაში და უყურებ, როგორ მიიჩქარიან სხვები სახლებისკენ. ღამის გასათევ ადგილს ეძებ და ცდილობ სადმე შეეფარო... გეშინია, მარტო ხარ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, რადგან უპატრონოდ ხარ დარჩენილი ნისლიან ღამეში. იცი რას ნიშნავს გაშეშება? აი რომ გაიჭედები, არც აქეთ ხარ და არც იქით, არც წარსულს უყურებ და არც მომავალზე ფიქრობ... გასახარებლად, მხოლოდ სხვისი ბედნიერება გრჩება... უყურებ ფანჯრებში გამოჩენილ სილუეტებს, რომლებიც ბედნიერები არიან, რადგან მათ ღამის გასათევი აქვთ და მხოლოდ იმათი ბედნიერება თუ გიხარია... შენი ჰომ გაქრა? გაქრაო ისეა, თითქოს წინასწარ იცოდე, რომ აღარ მოვა... მოვა? ალბათ რატომაც არა, მაგრამ აღარც გინდა აღარაფერი... ვერანაირ სიტუაციაში ვერ გრძნობ თავს კარგად, სულ გეჩქარება სიმარტოვისკენ... ერთადერთია შენი თავი ვინც ყველაზე კარგად გიგებს და გითანაგრძნობს, სხვა ამას ვერ შეძლებს, როგორც არ უნდა მოინდომოს. რაღაც დაგკარგვია დედამიწაზე და ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ მაინც ეძებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს... შენ არჩევანი არ დაგიტოვეს. აქ ჰომ ყველაფერი დაწერილია? აქ ჰომ საზღვრები დადგენილია? აქ შენ ფრთებს ვერ გაშლი მოგატეხავენ... არ მყოფნის, არა არ მყოფნის, ის რაც თქვენთვის ბევრია... ისიც კი არ ვიცი საიდან მოვდივარ და აქ რას ვაკეთებ... არც წარსული არც მომავალი. 

Ahmed the dead terrorist


Ahmed the dead terrorist

მთელი დღეა გაჭედილი მაქვს ამაზე =)) უმაგრესი ვიდეოა :)) 

Tuesday, September 9, 2008

ესდავინაჰე...


გეკითხები და მიპასუხე, შენ თუ მასე გადაწყვიტე და ეს ჩემთან კავშირშია, გთხოვ ამიხსნა რატომ? ჰო ვიცი ვერ მიპასუხებ... შენ ჰო სულ მასე იცი, გეხვეწებიან რაღაცებს და არ პასუხობხოლმე :( მერე თავისით მოიგონებენ თავიანთი თავისავე გასამხნევებლად და ყველა ბედნიერია, ვიდრე ხელმეორედ არ დასჭირდები... ჰუჰ, ეს ადამიანებიც რა ნაგლები არიან, აი ნაღდად არ მეცოდებიან. რატო უნდა მეცოდებოდნენ? განა მე შემიბრალა ვინმემ? (c) სამანიშვილის დედინაცვალი... ეგარაფერი, იმდღეს სამებაში ვიყავი ჩემი მეგობარი, აი ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, ეგ გავასერნავე თბილისში, ჰოდა იქ სამების კიბეებზე შავებში ჩაცმული ბიჭი იყო ჩაკუზული, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მობილურით კი რაღაც სიმღერას უსმენდა. დამაფიქრა, ნეტა რა დაემართა საწყალს-მეთქი, შემდეგ კიდე გავუარე გვერდზე და რატომღაც აზრი დამებადა, რომ შეყვარებულს უნდა მიეტოვებინა და ის სიმღერაც ისეთი იყო, რომანტიკული, რომ ალბათ იმ გოგოს ახსენებდა... ჩემი დასკვნები იშვიათადაა მცდარი. ეგბიჭი რა იყო და გარეთ გამოსულს პატარა გოგო მომვარდა დამეხმარეო. ვუთხარი რა გვარი ხარ-მეთქი, ტვინიკაძეო... ქართველი იყო :| პატარა ლამაზ, ჭუჭყიან ანგელოზს გავდა, ეშმაკუნა თვალები ჰქონდა, სიცოცხლით სავსე... მოვდიოდი და თან მომყვებოდა, რაღაცებს ვეკითხებოდი მეც :| ბოლოს მივეცი ფული და გაიქცა... რანაირად უნდა დააყენო დედამიწა, რომ საბოლოოდ გასწორდეს? არა დედამიწას ვერ გაასწორებენ, მითუმეტეს ადამიანები... ამასწინათ ფორუმზე ყვავას ნაწერი წავიკითხე და რაღაც ეს ცუდ სიმართლესთან შეჯახებას ჰგავდა :| "ახალი თაობა ძველ თაობასთან შედარებით, უფრო ბნელი აზროვნებისაა" მიდი ჩემო საქართველო, მიდი, მიდი... საქართველო ამ ქვეყანას არ ჰქვია... უფრო სწორი იქნება, "ნაქართველარი" დავარქვათ. მალე სწავლა დამეწყება, კარგია? რავიცი ალბათ... რატომღაც ასეა, ავირივენითო, რომ იტყვიან მასეა ყველაფერი, დალაგებული არაფერია. მზესაც ეზარება აქეთკენ გამოხედვა უკვე...

Sunday, September 7, 2008

ჩემი სიხარული, ჩემი სიყვარული!


წუხელ სიზმარში გნახე პატარავ :( ვითომ მე და შენ ერთად ვიყავით მთაში, საღამო იყო და ჩვენრომგვიყვარს ისეთ სურათებს ვიღებდით :( ეჰჰჰ, მეღირსები ოდესმე ნეტა? თუ მხოლოდ სიზმარში უნდა გნახულობდეხოლმე :(

Saturday, September 6, 2008

Guest from paris




დღეს, ერთიშეხედვით, საზიზღრად დაწყებული დღე სიხარულით დამიმთავრდა. დილით გავიღვიძე და ისევ მეძინებოდა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. დავიღალე ამ რემონტით, საზიზღრობაა მაგარი, ყველაფერი არეულია და მუშებსაც მიხედვა უნდათ. ჰო, ავდექი ასე 1-2 საათისთვის, საჭმელი ვაჭამე მუშებს და უცბად მირეკავს ბექა, რომელიც მეუბნება, რომ სახლშია... კი ვიცოდი, რომ ჩამოვიდა, მაგრამ ხმა რომ გავიგე ძალიან გამიხარდა. ბექა, 6 წელია რაც პარიზში ცხოვრობს, ჩემი აი ძალიან ძალიან ახლო მეგობარია. ბექასთან შეხვედრა ჩემთვის იგივე იყო, რაც შეხვდე წარსულს, შეხვდე შენს ბავშობის წლებს... მივედით მე და ლევანი მის სახლთან და როგორც ბავშობაში ახლაც ზუუსტად ისე დავუძახეთ :))) ჰხუჰ, ვნერვიულობდი ცოტას კიდეც... რატომღაც მეშინოდა, რომ ცოტა გვიუცხოებდა და ნუ ისე არ შეგვხვდებოდა, მაგრამ მალე გამიქარწყლდა ეს ეჭვები. ის ისეთივე ბექა იყო როგორც აქედან წასვლისას, ნუ ცოტა დაჭკვიანებულა, რაც ბუნებრივიცაა :) გამოვიარეთ და ვიხსენებდით ძველ ამბებს, ბევრი ვიცინეთ ძალიან და ძალიან გამიხარდა, რომ არ შეცვლილა (ლაპარაკს არ ვგულისხმობ) აქცენტი აქვს მაგარი :)))) ძალიან მაგარი, უჭირს ქართულად მეტყველება, მაგრამ მაგას არაუშავს გამოვასწორებთ :)) ჰო საჩუქრები ჩამოგვიტანა ყველას, მე ეს შემხვდა, მაგარი რამეა ლამაზი ფერები ბევრი :ჰეფი:

 

Friday, September 5, 2008

მათ სხვა აირჩიეს


არადა ყველაზე მეტად მე მოვწონდი... მაგრამ სხვა აირჩიეს, რადგან არ მივეცი უფლება მე ავერჩიე. როდესაც ჩემს თავს ვეკითხები რატომ არ მივეცი ჩემი არჩევის უფლება-მეთქი, ჩემი თავი დუმს და მეუბნება აბა მე საიდან ვიცი შენ უნდა იცოდე ეგო, (თავიც, რომ მაგას გეტყვის) არადა შემეძლო მე ვყოფილიყავი რჩეული, მაგრამ შემეშინდა? არა, იქნებ არც შემშინებია? უფრო ის არის, რომ გავექეცი, რაღაცას გავექეცი რაც ჭირივით მეზიზღება... არა ეგ ჰო, მაგრამ ამ გაქცევას სხვა მიზეზიც უნდა ჰქონდეს, ვითომ ის? არა ის არ იქნება ის ხომ ფაფუ! არადა მაშინაც მასე იყო სხვა აირჩიეს. ამაზე დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან უკვე ვახსენე მეთვითონ არ მივეცი იმის უფლება, რომ ავერჩიე-მეთქი. მერე ჩემს თავს ვეუბნები მოიცადე, კიდევ მრავალი საინტერესო გელოდება წინ... არა, ვერასოდეს ვერ ვიტანდი რაღაც ვალდებულებებს, რომ არ გინდა და აკეთებ. არადა ისეც არ შეიძლება, არ გააკეთებ და შემდეგ ისევ შენ ინანებ. არა ნამდვილად კარგად ვქენი, რომ არ ავერჩევინე, მაგრამ რომ ავერჩიე... არა, არა მეზარება რომ ამირჩევენ :( კარგი რაა :( კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით! :)

Tuesday, September 2, 2008

ეს ის არ არის რაც თქვენ გონიათ!


-კი მაგრამ, გუშინ აქ იყო, ერთად ვისხედით პარკში და ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობდით, ახლა კი თქვენ მეუბნებით რომ გაქრა?

-მმმ...  როგორ გითხრათ, მთელი დღეა ვეძებთ მაგრამ უშედეგოდ, მის კვალსაც კი ვერ მივაგენით.

-თქვენ მე მაოცებთ, სად შეიძლებოდა გამქრალიყო? 

-არ ვიცი სერ, იქნებ თქვენთან ეთქვა რამე? ან გუშინ როცა ნახეთ როგორ იქცეოდა? საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ?

-როგორ გითხრათ, ჩვეულებისამებრ ვისეირნეთ ტბის პირას, კარგ ხასიათზე იყო, ამ დროს ლაპარაკი უყვარს და სულ ჩვენს მომავალ თანაცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. 

-მობილურზე ვურეკავთ, მაგრამ გამორთული აქვს... ყველგან ჩვენი ხალხი ეძებს, თუ რაიმეს მივაკვლიეთ აუცილებლად დაგიკავშირდებით...

-მოიცათ! თქვენ მკითხეთ უცნაური ხომ არაფერი შეგინიშნავთო?! კი შევნიშნე, ახლა გამახსენდა, წასვლისას მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხელი არ ჩამექნია და ყველა სირთულის მიუხედავად მომეძებნა... ბუნებრივია ვკითხე ამას რატომ მეუბნები-მეთქი, მან მიპასუხა, ძალიან არ მინდა შენი დაკარგვაო...

-საინტერესოა! და რას ფიქრობთ რის გამო შეიძლებოდა ეთქვა ეს? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

-არ ვიცი, თუ საფრთხეს გრძნობდა რამეს, აუცილებლად მეტყოდა... ის მე ყველაფერს მეუბნებოდა, თვალდახუჭული მენდობოდა.

-კარგით ღამე მშვიდობისა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ...

-მადლობთ, თუ რამეს მიაკვლიეთ მაშინვე შემატყობინეთ, დროის ნუ მოგერიდებათ...

-ეს უთხრა, და სახლში შემობრუნდა ჯეკი, კარები მიხურა და ზურგით მიეყრდნო მას, "ღმერთო ნეტა რა მოხდა? სად უნდა იყოს ის ამ შემოდგომის ცივ ღამეს? რა მეშველება უიმისოდ? მე ხომ დაგეგმილი მქონდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად?" ამ კითხვებით ჰქონდა გამოტენილი ჯეკს თავი და აღარ იცოდა საიდან გაეცა მათთვის პასუხი. "იქნებ რამე ვაწყენინე?" გაუელვა გონებაში, მაგრამ რა უნდა სწყენოდა? ბედნიერად დაცილდით გუშინ ერთმანეთს... არა, რამე უნდა ვიღონო ასე არ შეიძლება, სახლში ვერ ვიჯდები და დაველოდები! -თქვა ეს და ქურთუკი ჩამოხსნა კედლიდან... წავალ ტბასთან გავივლი იქნებ იქ იყოს...

შემოდგომის სუსხი იდგა გარეთ, ზამთარი აფრთხილებდა ქალაქს, რომ მალე ეწვევოდა. ქუჩებში აღარავინ დადიოდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯით მიიჩქაროდნენ სახლისკენ... ბნელოდა, თუმცა ქუჩის ლამპიონები ანათებდნენ გზას. ლამპიონებიანი გზა გაიარა ჯეკმა და პარკისკენ გადაუხვია ჩქარი ნაბიჯით, თან არემარეს ათვალიერებდა. პარკში გზისგან განსხვავებით უკუნი სიბნელე იდგა, მაგრამ თუ იქაურობას იცნობდი არ გაგიჭირდებოდა გზის გაკვლევა. ტბას შემოუარა ჯეკმა თუმცა უშედეგოდ, მთელი ღამე პარკში იბოდიალა, მაგრამ ამაოდ, ის არსად ჩანდა...

სახლში დაბრუნებულმა ქურთუკი გაიხადა, გაყინული ხელები ელექტროღუმელს მიუშვირა, სითბო სასიამოვნოდ მოედო ჯეკის სხეულს და ჩაეძინა, მაგრამ ცოტახანში ტელეფონი აწკრიალდა...

-როგორ? სად? როდის? როგორ არის?

-სამწუხაროდ გარდაიცვალა... პროზექტურაში უნდა მოხვიდეთ გვამის ამოსაცნობად...

-რას ამბობთ! როგორ?! გინდათ თქვათ, რომ სიკეთე გარდაიცვალა?!

-დიახ, სიკეთე გარდაიცვალა!

2 კვირაში ჯეკს თავის სახლში ნახავენ თოკზე ჩამოკიდებულს...

მან ვერ გაძლო სიკეთის გარეშე და მასთან ერთად ისიც გაქრა :( რამდენიმეხანში ყველამ დაივიწყა ეს საშინელი ამბავი, ჯეკის სახლიც აუქციონზე გაიყიდა... 

Monday, September 1, 2008

უფროსები

ვაიჰ, ახლა ვფიქრობ რა ცუდია როდესაც დიდი ხარ, გაზრდილი. აი არასოდეს და არც ახლა არ მესმის უფროსების, არ მინდა მეც რომ გავიზრდები ისეთი გავხდე :( რა უბედურებააა ეს კაცო :( მაგრამ არამგონია რა, მე ისეთი არ გავხდები, რატომღაც ყველა უფროსები ვისაც მე ვიცნობ ძალიან პრაქტიკულები არიან... ანუ ხედავენ მხოლოდ კონკრეტულს და არ უნდათ აბსტრაქტულის დანახვა. არ უნდათ ცოტა ისეთი ნათქვამია, რაღაცნაირი :| მემგონი უფრო არ შეუძლიათ, რომ დაინახონ... აი მაგალითად ამასწინათ აივანზე ვიწექი და ცას ვუყურებდი, მართალია თბილისის ცა არ მიყვარს, მაგრამ გაჭირვებაში ესეც წავა :)) ვუყურებდი ვარსკვლავებს და მათში ძალიან ბევრ რამეს ვხედავდი, ვხედავდი მათ და მომწონდა მათი არაბუნებრივი სილამაზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რადგან ვუყურებდი ძალიან დიდ სილამაზეს და ამასთანავე იდუმალ სამყაროს, ნუ მოკლედ ბევრი, რომ არ ვიბოდიალო ეს შესანიშნავი იყო. შემდეგ ამოვიდა დედაჩემიც და მკითხა, რას აკეთებო. ვუთხარი ცას ვუყურებ-მეთქი. ნეტა შენ მეტი საქმე არაფერი გაქვსო? მითხრა, მე ვუთხარი აბა შენც აიხედე ნახე რა ლამაზია-მეთქი. აიხედა და მეუბნება, ჰო ლამაზია ჩვეულებრივი ცა არის, რა ნახე მაგაში ისეთი ამდენი ხანი აქ რომ ხარო. ნუ, რაღაცნაირად იმასვქენი, გავიგე ეს ნათქვამი. არადა ის ნამდვილად არ იყო ერთი ჩვეულებრივი ცა, და საერთოდაც ჩვეულებრივი ამ სამყაროში არაფერი არ არის. თუ შენ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ რასაც ყოველდღე შეიძლება ხედავდე ერთ დღესაც საუცხოოდ მოგეჩვენოს. სულ იმასმიშვებიან ჩემს გემოვნებაზე, რა ვერ გაიზარდე? ისევ ზღაპრებს კითხულობ? ასეთი ლაპარაკი და ასეთი ისინი ხშირად მესმის ჩემს გარშემო, არადა არ ვიცი, ნუთუ როცა გავიზრდები აღარ მომინდება იმ საყვარელი საქმის კეთება და იმ საყვარელი წიგნების კითხვა რომლებიც ახლა მომწონს? არ მინდა მაშინ მე გაზრდა! პრინციპში რატომ მარტო უფროსები, ეს თემა ჩემი მეგობრების საყვარელი თემაც გახდა, რომლებისთვისაც ამ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ გოგოების გაცნობა, კლუბებში სიარული და ფულის სისულელეებში ყრაა... უკვე აღარც მეუბნებიან, როდესაც სადმე მიდიან, რადგან იციან არ წავალ. როდესაც ერთად ვართ ყველა "მეკაიფებიან" და რაღაც უაზრო კითხვებით მიტენიან თავს :)) მეც ვიცინი და უაზროდვე ვპასუხობ... არ ვიცი, ნამდვილად არა, მაგრამ მე არ მინდა შევიცვალო! ეს ნამდვილად ვიცი და ამაში ის მაიმედებს, რომ ჩემი მეგობრებისნაირი თუ აჰლა არ ვარ მერეც არ გავხდები ზნაჩიტ :)))) იმდღეს რ2 ზე ვუყურებდი ბეჭდები, რომ გადიოდა და მაგ დროს შემოვიდა ჩემი მეზობელი :)) რა ზღაპრებს უყურებ გადართე რას გვანან მახინჯებიო, მე ვუთხარი ეს ზღაპრები არ არის-მეთქი :))  აბა მაშინ სად არიან ეგენიო, იყვნენ და ახლა უკვე აღარ არიან-მეთქი! კარგი ერთი რა ფანტასტიკაა და მეტი არაფერიო. მინდოდა მეთქვა მაგრამ გავჩუმდი :) განა ბიბლია ნაკლები ფანტასტიკური ჟანრია? რატომ ჯერათ ბიბლიის? კი მესმის რომ მოციქულების დაწერილია, ღმერთის კარნახით, მაგრამ ამდენი ფანტაზიის დასაჯერებლად მხოლოდ ეს არგუმენტი კმარა? ასე თუ ისე მიხარია რომ მასეთი არ ვარ მე :ბის: