Tuesday, January 13, 2009

ბატონყმობა 21_ ესაუკუნეში

ცხოვრებაში იმდენად გადიდკაცდებიან, რომ გვერდზე გახედვა აღარ უყვართ. ისინიც ვიღაცას მიეკედლებიან თავიდან რათა სახელი მოიხვეჭონ. ან მემკვიდრეობით ერგება, ზოგსაც ბედი გადაუგდებს. ვინ როგორ, ვინ როგორ და ყველა რაღაცას უკავშირებს ამას, შესანიშნავად უჭირავთ თავი და ამით გარემომყოფებს თრგუნავენ. მათაც რა ქნან?! უწყინრად ხვდებიან ბატონის ყველა მოქნეულს, იმედით რომ ოდესღაც ისინიც ბატონები გახდებიან და მათ ნაფეხურებსაც ვიღაც დაჰკოცნის. ამას იმდენად ისისხლხორცებენ, რომ ამის გარეშე ჰგონიათ დაიღუპებიან, ეს კი მათ ართმევთ საშუალებას შექმნან თავიანთი რაღაც. ნუ იქნებიან მდგმურები სხვისი ცხოვრების და ნურც თავად გააქირავებენ თავიანთ ცხოვრებას. გადიდკაცებულებს ეს უფრო ადიდკაცებს და უფრო ღრმად ითრევენ თავიანთ ცხოვრებაში და თავიანთ ნაგავს აწმენდინებენ.

2 comments:

Lalena said...

ძააან მაგრად გიწერია, ეს საზიზღარი სენია, კარგია, რომ შეეხე... ბრავო მართლა მაგრად გიწერია

მელია said...

მადლობა ლალე


ჩემს მეგობარს სჭირს ეგ და მაგიტომ დავწერე
:|