Monday, January 5, 2009

ახალი წელი (საახალწლო სიზმარი)


ჰო, რავიცი, მოვიდა შევხვდი. სახლში შევხვდი შემდეგ მეგობართან რომელიც ჩემს გვერდზე ცხოვრობს იქ. ეს იყო ჩემი ახალი წელი. 

დანარჩენს რაც შეეხება ახლა დავწერ, კარგი სიზმარი ვნახე ძალიან :))) ესეიგი ასე მოხდა.

ახალი წელი იყო და მთაში წავედი ფეხით, ნუ ძალიან ვიფორთხიალე თოვლში და როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. ცუგებმა რომ დამინახეს სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ, წამაქციეს და მაფორთხიალეს ისედაც გაყინული თოვლში (: შემდეგ როგორც იქნა შევძელი სახლის კარამდე მისვლა. სიბნელე და სიჩუმე იყო, ავანთე ლამპა შემდეგ ცეცხლი დავანთე და გათბა იქაურობა. მომშიებოდა და დავიწყე ჭამა რათქმაუნდა ამ 2 ყაჩაღთან ერთად, ვჭამეთ და 3ივე წამოვწექით ძველ დივანზე.  ვლაპარაკობდით, იქაურ ამბებს მიყვებოდნენ. შემდეგ შევატყვე თავს მეძინებოდა, გავშალე ლოგინი და ჩავწექი, სიჩუმე იყო, მხოლოდ ცეცხლში შეყრილი შეშის ტკაცატკუცი მესმოდა. ასე და ამგვარად ჩამეძინა, მაგრამ თურმე აქ იწყებოდა ყველაზე საინტერესო მომენტი, რადგან ხმაურმა გამაღვიძა. ცუგები აღარსად იყვნენ ხოლო კარებთან ხმაური მოისმოდა. ჩემი ლოგინი ისე დგას, რომ მთელს აივანს ვხედავ ფანჯრებიდან. გავიხედე და 3 ადამიანი საქმიანობს რაღაცას გარეთ. ქურდები, გავიფიქრე მაშინვე, შემეშინდა, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მე 1 დიდი + მქონდა, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ სახლში შეიძლება სულიერი ყოფილიყო. გადავწყვიტე ჩემი კოშმარული სიზმარი მათთვის მექცია კოშმარულად. ჩემი ოთახიდან ფანჯარა გადის მეორე ოთახში, ანუ კედელშია ფანჯარა რომელიც გარეთ კი არა არამედ შემდეგ ოთახში გადის, ამ ფანჯრის ქვეშ დგას ზუსტად ჩემი ლოგინი. გავაღე ჩუმად ფანჯარა და გადავხტი შუა ოთახში, იქიდან მთავარ დერეფანში გამოვედი, იქ მრგვალი მაგიდა დგას რომლის ქვეშაც ბიძაჩემი ინახავს ათასნაირ, ძველებურ ხმლებს... გრრრრრრრრრრ :)))) შევყე ხელი და 1ლი რომელიც მომხვდა ხელში ის ხანჯალი გამოვიღე. ასე ხანჯლიანმა მესამე ოთახში შევირბინე სადაც ძველი ტანსაცმელები მეგულებოდა. მოსასხამი ვნახე რაღც, მოვისხი და სუფთა ბეტმენი ვიყავი :გივი: )))))  ამ დროის განმავლობაში ისინი კარებს აღებენ და არც ფრთხილობენ ხმაურს, რადგან იციან მთელ ხმაზე რომ იყვირონ ვერავინ ვერაფერს გაიგებს მაინც. ნუ მოკლედ ასეთი დავბრუნდი კვლავ ჩემს ლოგინში და ჩავწექი შიგნით. უი დამავიწყდა, აი წითლად რომ ანათებს ეგ სათვალეც მქონდა ოღონდ საიდან აზრზე არ ვარ. ჰო გააღეს კარები და ერთ-ერთი მათგანი ჩემს ოთახში შემოვიდა ფანრით, ლოგინთან მოვიდა და კარადა გამოაღო ჭრიალით, უცბად ლოგინიდან წამოვხტი და მხარზე ხელი დავადე უხმაუროდ, ფანრიანად შემოტრიალდა და ნეტა იცოდეთ რა სახე ჰქონდა, მორთო ღრიალი და დერეფანში გავარდნა უნდოდა, მაგრამ კარები ჩავკეტე. მთელი ხმით ღრიალებდა. ამ დროს იმ 2მა შემოამტვრია კარები და ჩემს ოთახში შემოვარდნენ, მაგრამ მე იქ აღარ ვიყავი, ფანჯრიდან გადავხტი შუა ოთახში, როგორც მაშინ. სანამ ისინი გაარკვევდნენ რა მოხდა და ამას დააწყნარებდნენ დერეფანში გავვარდი და წითელი საღებავით, რომელიც არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ კედელზე დავწერე "წადით ამ სახლიდან თორემ წყევლა გაგანადგურებთ" (ამასაც მოფიქრება არ უნდა? (((((((= ) ამის შემდეგ დერეფნის ბოლოს ფანჯარაა და იქიდან გადავხტი გარეთ, სახლს შემოვურბინე  და აივანზე რომელი კიბითაც ადიხარ იმ კიბის ბოლოში, ანუ აივანზე, თოკი გავაბი. კვლავ შემოვურბინე სახლს ავცოცდი ფრთხილად, ჯერ ფანჯარაში შევიხედე უკვე ხომ არ გამოვიდნენ-მეთქი, მაგრამ ისევ ტირილის ხმა რომ გავიგონე და ხვეწნა-მუდარის:

-გთხოვთ წავიდეთ ამ დაწყევლილი სახლიდან აქ ვიღაც არის ჩვენს გარდა

-დაწყნარდი ნუ გეშინია, აქ ამ დროს ვის რა უნდა

-არა გეფიცებით, ღმერთს ვფიცავარ ვიღაცა იდგა ჩემს უკან, მხარზეც კი დამადო ხელი, საშინელი ურჩხულია

-კარგი დაწყნარდი ალბათ დაძაბული ხარ და მაგიტომ მოგეჩვენა.

ნუ მე გულში გამეცინა და სწრაფად შევვარდი მესამე ოთახში და იქიდან ვუყურებდი რა მოხდებოდა, როგორც იქნა დააწყნარეს ის და სამივენი კვლავ დერეფანში გამოვიდნენ. ჰოდაა :))) უცბად ფანარი მიანათეს კედელს და სამივემ ღრიალი მორთო, მეც ვიფიქრე რომ ამ დროს უნდა მემოქმედა, გამოვედი ოთახიდან, მოსასხამი ხელით გავშალე და ნუ შემდეგ იქ რა მოხდა ის იყო ძალიან მაგარი =))) ნუ ჯერ კარებში ძლივს გაეტივნენ, ღრიალით გარბიან გარეთ, თან ღამეში ღრიალი სტრანნად ისმის ძალიან :))) შემდეგ აივნიდან ქვემოთ ჩარბენისას ელოდებოდათ კიდევ ერთი სიურპრიზი :)) სამივე წამოედო თოკს და თავპირი დაიმტვრიეს, ამან უფრო შეაშინათ და ეზოს კარების გაუღებლად სეტკაზე გადახტომა სცადეს სადაც გემრიელად დაისახიჩრეს სხეულები :)))))) შემდეგ გავიგე, რომ თურმე იმ სამიდან 1 მომკვდარა 1 დამუნჯებულა და 1იც საგიჟეთში ზის... (ხანჯალი არ გამომიყენებია) 

მშვენიერი სიზმარი იყო, ასე რომ თუ კოშმარები გესიზმრებათ, აქეთ იმათ უქციეთ კოშმარად თქვენს სიზმარში შემოჭრა :ბის:

:)))))

აი სურათი რომაა დაახლოებით ეგ მასტი ვიყავი =)))))) ცელი არ მქონდა მარტო. არადა როგორ არ გამახსენდა, ქვემოთა სართულზე იმდენი ცელებია რო :უსერ:

6 comments:

moreira13 said...

mevasebi-metqi :user:

:gameulikoshmari:

Lalena said...

აუუუუ რა ძააან მაგარი სიზმარიაააააა,
აი, რომ ვკითხულობდი თან კარიბის ზღვის მეკობრეების საუნდტრეკი ჩამესმოდა, განსაკუთრებით ხმალი, რომ იშიშვლე მაშინ, ხოდა ისა, ერთი შენ გახარებას მეც მისურვე რა სიზმარიიი :ს უიშვიათესად ვხედავ და თან იდიოტობებს :(

nati kuda said...

lol : )) მე აბა სულ ციხიდან გავრბივარ ან აქეთ მომდევენ "უჟასები" : ))

peoplearound said...

)))

ის ნაწერი მაგარი იყო :გივი:

მე ვერ ვაქცევ ხოლმე კარგ სიზმრებად იმიტომ, რომ უფრო ფსიქოლოგიური უჟასები მესიზმრება ჩემი ცხოვრებიდან თან :პპპპ

ისე კი მაგარია, რომ აკონტროლებ სიზმრებს

მელია said...

@მენიავე
:გასაბერი პალმა:

@ჰეჰ მაგ საუნდტრეკზე მართლა მაგარი გამოვიდოდა :გიგი:

@კუდა
მერე არ გაიქცე :უსერ:
შემოუბრუნდი და ცემე :სა:

@ცრუელ

ჰოო სხვათაშორის ეგ მართლა ვიიც, ბავშობაში მქონდა დამუღამებული თან მაგრად. აი სიზმარში ცუდი რამე რომ მოხდებოდა და შევატყობდი სიტუაცია ირეოდა, ნებაყოფლობით მიწაზე ვენარცხებოდი და ვიღვიძებდი :ბის:

ახლა ვეღარ ვაკეთებ :უსერ:
ნუ ცუდი სიზმარიც აღარ მინახავს და ალბათ მაგიტომ :|

freelandia said...

გაუმარჯოს, სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე ბლოგი, თუ დამეხმარები პოპულარიზაციაში და დამამატებ მეგობარ ლინკებში, გამიხარდება. რა თქმა უნდა მეც დაგამატებ. ჩემი ბლოგია freelandia.wordpres.com–თავისუფალი სიტყვის ბლოგი