Thursday, January 15, 2009

ნაფლეთები


თვალებმა მიღალატეს მგონი, ვერაფერს ვხედავ და დავბრმავდი, მხოლოდ გარშემო უაზრო ყაყანი მესმის. წასვლა მინდა სადმე, ენერგია გამომეცალა და ეს აშკარად იგრძნობა, გუშინაც რაღაც უაზრობაზე ვფიქრობდი, არადა მაგაზე ფიქრი ხომ აგიკრძალე? მომენატრა შენთან ლაპარაკი, რამდენი ხანია ჩვენ რომ გვიყვარს ისე არ გვილაპარაკია?! როგორ გაგვაჩუმა ზამთარმა, არადა იყო დრო როდესაც სისხლი ისევ მოძრაობდა და რაღაც იდეალურზე ვფიქრობდით. ზამთარს სწორედ ამიტომ ველოდებოდით ასე მონდომებით? მე და შენ ზამთარი იმიტომ არ გვიყვარს, რომ ახალი წელია და თოვლის პაპა რამეს მოგვიტანს. ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, რომელიც, როგორც ჩემი გეგმების 100%ს მსგავსად არ განხორციელდა. აუ არადა მე და შენ ხომ ვიყავით იმ ადგილას, როგორ გვიხაროდა ყინვა, თოვლი და სიცივე რომელიც გულშიც აღწევს. ახლა ჩვენ ყველა ოცნებას დიდი თოვლი ადევს ზედ და არაფერი ემჩნევა ოცნებების მათ. გარემოს შესწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობთ და უფრო ძირს ვართ. (ეს გარემოებებმა შემაწყვეტინა)

***

გვიანი ღამეა, ჩამიჩუმი არ ისმის არსაიდან, მხოლოდ კლავიატურა წკაპუნობს. ორჯერ დავაპირე აქ შემოსვლა და რაღაცის დაწერა და ორჯერვე გადავიფიქრე, აღარ მინდა აქ წერა. იმ მომენტში ასე მეგონა, და კიდევ ხშირად მგონია ასე, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი და მეც არ ვჩერდები. ფეხი ამიცდა და ჩამოვვარდი, ისევ იქ ჩავვარდი, ისევ იმ ფიქრებში. ბევრ რამეს ვაშავებ, ამას ვხვდები, მაგრამ გამოსწორებაზე არ ვფიქრობ... დღისით ღიმილით ვხვდები ყველას, ღამით კი ვერ მაქვს საქმე მთლად მასე. ძალიან ცუდი რაღაც მემართება, ისევ მგრძნობიარე ვხდები ადამიანების მიმართ და ვიცი მალე უნდა ვინანო ეს. რაღაცის დაწერა მინდა და თავს ვერ ვაბამ საიდან დავიწყო...  გადავწყვიტე აღარ დავწერო. ფრენას მოვუხშირე, ხოლო მიწაზე სიარულს მოვუკლე, ჩემი აზრები ჩემს გულში გადავიტანე და ტვინს საშუალებას არ ვაძლევ გულის გარეშე რამე გამაკეთებინოს. ბევრი მიყვარს ძალიან, ისეთებიც კი, რომლებიც არ უნდა მიყვარდნენ. ამას ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, მაგრამ პასუხი მართლაც არ მაქვს, არადა მძულს როდესაც პასუხგაუცემლად ვტოვებ კითხვას, არ მასვენებს და მუდამ მასზე ვფიქრობ. თვალები სულ გახელილი მაქვს და მუდმივად დაძაბული ვარ საკუთარ თავთან, რომ შეცდომა არ დავუშვა ან სხვას არ მივცე შეცდომის დაშვების უფლება. წარსული მენატრება, უფრო სწორად ის ბედნიერი დღეები მენატრება, რომლებიც ასე თუ ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ იდიოტი არ ვარ და არც უაზროდ ლაქლაქი მიყვარს, მაგრამ მინდა სხვებმაც გაიგონ ეს, ყველამ არა, მაგრამ იმათ მაინც ვინც მე მიყვარს. იქნებ საერთოდ არ უნდა მიყვარდეს არავინ? ეს შეუძლებელია... 

4 comments:

misha said...

მაგარი ნახატია.
cgtalk-ზე შედიხარ ხოლმე? :)

Lalena said...

ბევრი მიყვარს ძალიან, ისეთებიც კი, რომლებიც არ უნდა მიყვარდნენ.

აი მაგას რა მოვუხერხო არ ვიცი :( იმიტომ, რომ როცა მე მჭირდება, ყველა ქრება და მარტო ვრჩები, ირგვლივ სულ ჰორიზონტია და საოცარი შიში მიპყრობს, მერე ყველაფერზე თანახმა ვარ, იმაზეც კი რომ აღარავის ვთხოვ აღარაფერს უბრალოდ ისევ გაჩნდნენ და ეს სიცარიელე შეივსოს... მოკლედ ვიცი რაღაცას ვბოდიალობ, რთულად და ზედმეტად უცნაურად ვლაპარაკობ (ყველა ამაში მდებს ბრალს) მაგრამ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მესმის შენი...

მელია said...

@მიშა
არა ეს სურათი მაჩუქეს : )


@ლალე
ჰო მართალია, მაგრამ მე არც იმათ გვერდში დგომას ვითხოვ და არაფერს

უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებონ და ვუყვარდე ასეთი და ნუ ცდილობენ შემცვალონ

staring girl said...

შენი შეცვლა?
ეგ იგივეა ჯადოსნური მოსასხამი რომ გაცვალონ დუტის ქურთუკზე :D