Friday, January 23, 2009

Only for me


დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანზე არ ვწერ ამას და გამონაკლისები არსებობენ რათქმაუნდა! რაღაც მინდოდა, რომ მეთქვა და გადავწყვიტე ბლოგზე მეთქვა, ბლოგი ხომ ამისთვის არის. ხოლო აქ დაწერილი თუ წაიკითხეთ და ფიქრობთ რომ ტყუილია და არ მეთანხმებით. შეგიძლიათ უბრალოდ დაიკიდოთ და წამსვე დატოვოთ ჩემი მწვანე სამყარო. (ეუფ :დ)

რა საზიზღრობაა ადამიანთა მოდგმა, სიბოროტესა ძალადობასა და შურზე დაფუძნებული. ყველა ადამიანი ომობს პირველობისთვის და ამ ომში მთავარი პრინციპები ავიწყდებათ. რატომ არის, რომ ყველა სხვის განადგურებაზე ფიქრობს, რადგან თავის თავს რამე შეჰმატოს, ან თვის მეგობარს. ბევრი ადამიანი მიყვარს და მათი აზრები რათქმაუნდა განსხვავდება ჩემი აზრებისგან, მაგრამ კეთილები არიან და მაგიტომ მიყვარან. საბედნიეროდ ადამიანების ამორჩევაში არც შევმცდარვარ არასოდეს და არც მომავალში შევცდები, რადგან ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან მარტივები არიან. აგრესიული არ ვარ და ადამიანთა აგრესიას აგრესიით არ ვპასუხობ, მაგრამ მაქვს სუსტი წერტილები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან გამაღიზიანონ. ყველაზე დამპალი და საზიზღრობა რაც აქვთ ადამიანებს ეს არის სხვა არსებების ჩაგვრა და მათ ფონზე თავისი აღამატებულობის დანახვება. არაფერი მიმაჩნია ამაზე ამაზრზენად, როგორიცაა სხვისი ჩაცმულობის დაცინვა, ან ვარცხნილობის... ვაღიარებ მეც გამცინებია ზოგის ჩაცმულობასა თუ გამოხედვაზე, მაგრამ მისთვის "ბანძის" იარლიყი არ მიმირტყია ჩაცმულობის გამო. წეღან ვნახე ფორუმელი დათოოს დაწერილი ფრაზა: "რა აზრი აქვს მაინც უნდა მოვკვდეთ" და ძალიან გამამხიარულა ამ ფრაზამ. დავფიქრდი და მართლა მომეშვა გულიდან ბევრი სანერვიულო. ბევრ რამეზე ვნერვიულობ, არა ჩემი სიგიჟის გამო, არამედ არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ომი რომ იყო ახლა ღაზაში და ხალხი იხოცებოდა ძალიან განვიცადე და საშინლად გამაღიზიანებლად ჟღერდა ზოგიერთების პათოსი. ახლა ეს რაზე გავიხსენე, მაივიდეოზე იყო ჩანაწერი ერთ-ერთი ამერიკული შოუსი სადაც აგვისტოს ომზე ვრცელი იუმორისტული მონოლოგი იყო მიძღვნილი. ამაზე უნდა გენახათ მაივიდეოს საზოგადოების აღშფოთება და მეც ძალიან დამწყვიტა ამან გული, რადგან ომი საშინელება იყო სადაც ხალხი დაიღუპა და სახუმაროდ ასეთი თემა  ძალიან ცუდია. ანალოგიური ხუმრობები გავიგონე ამასწინათ ქართულ იუმორისტულ შოუებში ღაზას სექტორზე და ძალიან მწყდება გული, რომ ბევრს დაავიწყდა უკვე ომის საშინელება. ბევრმა თქვა, რომ ამის ღირსი ნამდვილად იყო ჰამასი, რადგან აღიარეს ჩვენი ტერიტორიები, ამაში მეც ვეთანხმები,რომ ჰამასი იყო დავუშვათ ამის ღირსი მაგრამ მითხარით იქ დაღუპული ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან. იმ ბავშვს დიდად აინტერესებს ახლა სამხრეთ ოსეთი აღიარებული იქნება თუ არა? ჰმ, მაგრად გავჭედე, მაგრამ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ პაციფისტი არ ვარ, რადგან სულ ფეხებზე მკიდია კაცობრიობა და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ადამიანებს. უნდა იმონ და რაც უნდათ ის უქნიათ. საიდან სად წამოვედი, არადა იმას ვამბობდი, რომ მძულს როდესაც ვინმეს ჩაგრავენ, ან ამცირებენ... რომ კითხო ღმერთი სწამთ და მის გზას მისდევენ, მაგრამ არცერთი მათგანის ცხოვრება არ ჰგავს ღმერთისკენ მიმავალ გზას. მე არასოდეს შემიფასებია ადამიანი მისი აზრების გაგებამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე წინასწარი წარმოდგენა არ შემქმნოდა, მისი მანერებისა თუ ვიზუალური ეფექტიდან გამომდინარე. ბოლოს კი ერთი რამ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც თავად არ მოსწონთ ცუდია და რაც მოსწონთ კარგი, ეს საშინლად აბრმავებს ცნობიერებას. 

###

ბევრჯერ მომქცევიან საზიზღრად, მაგრამ არასოდეს გადამიხდია სამაგიერო და არც მიფიქრია გადახდაზე. არა იმიტომ, რომ ანგელოზი ვარ არამედ იმიტომ, რომ არ მდომებია და მორჩა. აზრს ვერ ვხედავ სამაგიეროს გადახდაში. მე თუ გამამწარა ის რატომ არ უნდა გამწარდეს? საშინელია ეს აზრი, რადგან შენ ამ დროს ზუსტად ისეთად იქცევი, როგორიც ის არის. არც იმის მწამს, რომ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს, რადგან მასეთი მე ჯერ არავინ მინახავს. 

### 

საერთოდ არ მინდა მე, თქვენთან, გამიშვით რა ვიხეტიალო ჩემთვის :((

7 comments:

პერწკლი said...

ქვედა სურათში ისეთი საყვარელი მელიაა რომ ჩემ კატას გავს გამოხედვით, მე ვიყო შპროტი.
კიარადა მსოფლიო სევდა ხარ, რა, უფ


და ისა


შენ ისეთი ჯასთ მელია ხარ თუ მოშიანურებული მელია?
თჲ მეორე, ვერ გაგიშვებთ, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული უკვე : ))

მელია said...

შენიკატა :ლოვე:




მოუშინაურებელი მელი ვარ :უსერ:

სად გინახია შენ მოშინაურებული :სპყ:

პერწკლი said...

ის გამახსენდა, უფლისწული და : ))) ეგზიუპერის : )))

staring girl said...

ძალიან მეშლება ნერვები რო იძახიან ”ჰამასი ღირსი იყო,იმიტორო ეგენი ტერორისტები არიან”
ხშირად ვფიქრობ ხოლმე,რომ ტერორიზმი არის უბრალოდ იარლიყი,რომელისაც ამერიკა(ძირითადად) აკერებს ორგანიზაციებს და დაჯგუფებებს,რომლებიც არ მოწონს და მერე ყველას შეუძლია ნაჰუი დედისრაღაცეები იმასუქნას.
ჰამასი არის ორგანიზაცია,რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და მიზნები და მათ მისაღწევად საკუთარი შეხედულებისამებრ საუკეთესო გზები აქვს არჩეული.
იგივეს აკეთებს ნებისმიერი სახელმწიფო.
ერთადერთი სხვაობა ამათ შორის არის იარლიყი,ფარი რომელსაც არიან ამოფარებული.

და დებილობაა რაღაც იარლიყის გამო,ერთი ადამიანის სიცოცხლე მეორისაზე ქვემოთ დააყენო და ნაკლები მნიშვნელობა მისცე.

Lalena said...

ნამდვილად დააავიწყდათ ზაფხულის ომი საქართველოში, ზექართველობაზე რომ დებენ თავს ზუსტად იმათ...
რა ვთქვა არ ვიცი...
დასანანია :(

მელია said...

@ბილოვ

მაგიტომ მიყვარხარ :ხუგ: ზუსტად ჩემი ფიქრები დაწერე, ისე კარგი იდეა არის 1 მინდორი აირჩიონ და ომი რომ მოხდება იქ წავიდნენ იომონ და მასე ქნან :უსერ:


@ლალე
აღარ მჯერა საქართველოსი ნამდვილად :( არც აქამდე მჯეროდა მაგრამ ახლა უფრო :(

irma said...

ვეთანხმები ყველაფერში შენს აზრებს მელია.
ომი და ბავშვების კვლა სადაც არ უნდა მოხდეს უსამართლობაა. რა შუაშია პოლიტიკურად ვინ რა თქვა საქართველოზე, პოლიტიკოსები ყველა ქვეყნისა მხოლოდ ლაპარაკობენ, კარგი ადამიანებისათვის, თუნდაც ბავშვებისთვის ძალიან იშვიათ პოლიტიკოს უნდა.