Thursday, February 12, 2009

უდროოდ


აბა მე რავიცი, თქვენ იცით. ძალიან მოწყვეტილი ვარ გარემოს, ასე მგონია ცხოვრებას ჩამოვრჩი ან გავუსწარი ან რაღაც, მაგრამ აშკარაა, რომ მასთან აღარ ვარ. ყველა ერთნაირი მეჩვენება, ეს საზიზღარი აზრი ამეკვიატა და თითქოს ეს არ მყოფნოდა ახლა უკვე რაღაც პერსონაჟებს ვუკავშირებ ჩემს თავს. იმდღეს საშინელი ღამე მქონდა, არ მინდა საერთოდ იმის გახსენება. საშინელ სცენას შევესწარი, რომელმაც ძალიან შემაშინა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ დაოჯახების შემდეგ სიყვარული ქრება. არ მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ცოლ-ქმრული ურთიერთობის უკან სვლა. იმ დროს პატარა ბავშვი ვიყავი და შევცქეროდი, მათ და უფრო და უფრო მეშინოდა, რომ მასე შეიძლება მეც ოდესმე დამმართნოდა. დღეს კარგი ამინდი იყო და მტვერი ჩამოვიფერთხე, გარეთ გავედი და მზიანი დღით ვტკბებოდი. ვუსმენ, მაგრამ სხვაგან დავფრინავ, თავიდანვე ყველაფრის ინტერესს ვიკლავ და ჩემს ნაჭუჭში უფრო ვიკეტები. არ მიყვარს ასე, რომ მომდის, მაგრამ რამდენჯერაც ვცადე ყველა ცდა ფუჭი აღმოჩნდა.

2 comments:

Lalena said...

დაოჯახების შემდეგ სიყვარული ქრება


არ მესმის რატომ უნდა ხდებოდეს ასე? მაინც რა იცვლება ისეთი, რომ შენ ვერ ამჩნევ და სხვებს კი შენი შემყურე გულში რაღაც ჩაწყდება :(((

მელია said...

არა
ასე არ ვფიქრობდი მაინც
მაგრამ რავიცი
:|

რაღაც საშინელება ვნახე და მაგიტომ
შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი :|