Friday, February 20, 2009

ბავშვებს წავუღებ

ტყის პირას მოხუცი კაცი ცხოვრობდა, პატარა ქოხი ჰქონდა, არც დიდი რამე სიმდიდრე გააჩნდა, გვარის გამგრძელებელი ან დამმარხავიც არავინ ჰყავდა. ტყეს სამხრეთიდან ტბა ესაზღვრებოდა და მოხუცსაც ბუნებისგან მომადლებული სარჩოსაბადებლით გაჰქონდა თავი. დღისით თევს იჭერდა, ძროხებს უვლიდა, და თავის ბოსტანში ჩაჰკირკიტებდა ბოსტნეულს. ქოხი ისე ახლოს იყო ტყესთან გეგონებოდათ მასშია შეზრდილიო და რომ არა მისი კარი ვერც შეამჩნევდით ქოხს. საღამოს საქმეს რომ დაამთავრებდა ქოხში ბუხარს გააჩაღებდა და ბუხრის წინ დაჯდებოდა. ვერავინ მოგიყვებათ მის ფიქრებზე, მისი წარსულიც არავინ იცის, შესაბამისად მისი ფიქრები მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იქნება. ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები. მოხუცი გარდაიცვალა და თითქოს არავის უნდა ხსომებოდა ის, მაგრამ მე ხომ მახსოვს? ასე რომ ის კიდევ ცოცხალია!



როდესაც ფოთლები შრიალებს ტარიელი ტირის, ტარიელს უყვარს ბუნება და ნატრობს, რომ არასოდეს არ დაკარგოს მისი შეგრძნებს უნარი, მაგრამ დგება დღე როდესაც მას ნესტანი შეუყვარდება და იგი უმალ ივიწყებს თავის სიყვარულს! ტარიელი უმოწყალოდ უსწორდება მათ, ვინც წინ გადაეღობება და მათაც, ვინც მის ყურადღებას მიიპყრობს. სწორედ ასეთ ნერვიულ ნიადაგზე შემოაკვდა 2 ლომი და შემდეგ თავის მეგობარ ავთანდილსაც აწყენინა. განვლო ხანმა და ტარიელი გარდაიქმნა სულ სხვა ადამიანად, სიყვარულმა მას ძალა მისცა, რომელიც კაცობრიობისკენ მიმართა. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ოდესმე როდესაც ტარიელი ფოთლების შრიალს გაიგონებდა თვალები არ აუცრემლიანდებოდა.




პირველყოფილმა ადამიანმა, როდესაც ცეცხლის სითბო შეიგრძნო, იმ დღიდან უცეცხლოდ ყოფნა ვერ წარმოუდგენია. საინტერესოა პირველყოფილ ადამიანს, რომ უნიტაზი ენახა რას იზამდა? ალბათ იმდროინდელ სამყაროშიც იყო უნიტაზის მაგვარი რასაც პირველყოფილი ოკუპანტები თავიანთ ტომში ეზიდებოდნენ ხოლმე. მაგრამ მთავარი ის არ არის, რომ რაც მათ უკვირდათ ჩვენ ახლა აღარ გვიკვირს. მთავარი ისაა, რომ თვითონ ადამიანებმა განიცადეს ცვლილება, ევოლუცია, მაგრამ გრძნობები იგივე დარჩა! საინტერესოა, რატომ არ განიცადა ადამიანთა გრძნობებმა ევოლუცია?




სულ მაინტერესებდა, სპაიდერმენს ის ქსელები ოდესმე ელეოდა თუ არა. თუ სპაიდერმენს ქსელები ელეოდა მაშინ მას შესამჩნევი უპირატესობით გაუსწრებს სუპერმენი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სუპერმენი ხომ ყველაზე ძლიერია, რაღათქმაუნდა სხვას ვის შეუძლია პლანეტას ისე სწრაფად შემოუფრინოს (იური მოკვდა) უკუღმა, რომ დრო უკან დააბრუნოს და საყვარელი ადამიანი გააცოცხლოს. სუპერმენში სუპერგმირობა მისი ძალა იმდენად არ არის ვიდრე მისი გული და მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი. განა თითოეულ თქვენგანს ისეთი ძალა, რომ მიენიჭოს როგორიც მას ან სპაიდერმენს აქვთ, საკუთარი თავებისთვის არ გამოიყენებთ?! სწორედ ამ თვისებების გამოა ის სუპერმენი და არა იმიტომ რომ ტყვიებს კბილებით იჭერს, ტანკებს ღეჭავს და ასტეროიდებს ისხლიტავს.











დღეისთვის საკმარისია მეგობრებო ექიმი მოდის დამამშვიდებელი უნდა გამიკეთოს.

ხვალ განვაგრძოთ :)

0 comments: