Tuesday, March 31, 2009

მადლობა პატრულს


გული მატკინეს :( როგორ?! ვერ წარმოვიდგენდი მე თუ საზოგადოებრივ წესრიგს დავარღვევდი, მაგრამ ასეც მოხდა. მე აქ იდეალურობაზე ვფიქრობ და გზაზე გადასვლა არ მცოდნია თურმე. ესეიგი რა მოხდა, პეკინზე გზაჯვარედინია, მე და ჩემი ჯგუფელი მივდიოდით, შუქნიშანს დაველოდეთ, აინთო წითელი გაჩერდნენ მანქანები და გადავედით ჩვეულებრივად. ის წავიდა სახლში მე კიდე გზის იქით მხოლოდ იმიტომ გადავედი მაღაზიაში მჭირდებოდა რაღაც :( ეს 2 პატრულიც იქ იდგა, ეთქვათ კაცო მაშინ, რომ არ შეიძლება გადასვლაო და აღარ გადავიდოდი. ნუ უკან რომ გადმოვედი ისევ ისე, შუქნიშანზე. გამაჩერეს, პირადობა გვანახეო, ვანახე, წესები დაარღვიე და ჯარიმა უნდა დაგიწეროო. კი მაგრამ შუქნიშანი რომ აინთო მაგ დროს არ გადმოვედი-მეთქი?! არაო არასწორად გადმოხვედიო, შუქნიშნის პირდაპირ უნდა იდგე და ისე გადმოხვიდეო :( ეგეთი რამე პირველად გავიგე... ნუ, ჰო, დამიწერა 3 ლარიანი ჯარიმა დავემშვიდეობე და წამოვედი. არადა სანამ მე ჯარიმას მიწერდა 50 ამდე ადამიანი გადავიდა და გადმოვიდა ისე :გივი: =) მაგრამ ნახეს მელია და მებლატავნენ :( 

ხო წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე, სულ თეთრი ტანსაცმელი მეცვა და თეთრი თოკით ვიყავი ჩამოკიდებული სადღაც, ქვემოთ კი ზღვა იყო სულ, მაგრამ მარტო არ ვყოფილვარ ჩამოკიდული, თოკის მეორე ბოლოზე ვიღაც გოგო იყო ჩამოკიდული და წრიულად ვტრიალებდით :სპყ: მერე ვიღაც უნდა ეწამებინათ და იმის წამებას დავესწარი :| ჰო, ნუ მოკლედ, შესანიშნავად მიდის საქმე. კარგი ყოფილა :) 

Monday, March 23, 2009

ჟურნალისტური ხედვა


დღეს ძალიან კარგი დღე მქონდა, ჩვენმა ლექტორმა დაგვავალა დაგვეწერა ამ სამიდან რომელიმეზე: ჩემი თანამედროვე გოგო, ბაზარი დღეს და ქუჩის მაწანწალები. ნუ მოკლედ ეს 3 თემა იყო, ჰოდა მე ავირჩიე ქუჩის მაწანწალები. დავწერე დიდი ენთუზიაზმით, ვინაიდან ეს პირველი იყო ჩემთვის, ლექტორმა გვითხრა ამით მე დავინახავ თუ გაქვთ ჟურნალისტური ნიჭიო. ნუ დავწერეთ ყველამ წაიღო ლექტორმა 1 კვირის წინ რვეულები და დღეს მოიტანა, შემოვიდა და 1 ბიჭის ნაწერი მომეწონა ძალიანო :) არ ვიცი გული როგორ მიცემდა, მაგრამ ძალიან ავნერვიულდი, ახლა რომ ვფიქრობ რატომ მიკვირს :) ნუ შემდეგ აღარაფერი და მერე იძახის, მოკლედ ძალიან კარგი ნაწერი იყო დღეს ვინც შემხვდა ყველას ვაჩვენეო, მერე მეოთხე კურსელებს წავუკითხე და გავარჩიეთ იქო. მოათვალიერა აუდიტორიაში ხალხი და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, მე რაღაც დავიბენი და ინსტიქტურად უკან გავიხედე =))))) ჰოდა მე აღმოვჩნდი ის ბედნიერი. მომეწონა ძალიან და შესანიშნავი ჟურნალისტური ხედვა გაქვსო მითხრა!!! :ბის: ამ დროს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა =)) გამახსენდა სკოლიდან, რომ მაგდებდნენ, ყველაზე ცუდი რომ ვიყავი ყველგან და უვიცი... სულ ვიძახდი, ეგ თქვენ გგონიათ მასე-მეთქი თორემ არ ვარ მე დებილი-მეთქი :ამაყ: ჰოდა ძალიან გამიხარდა. ვიგრძენი, რომ ზუსტად ის საქმე ვიპოვე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ :) მერე ხმამაღლა წაიკითხა და ჯგუფელებსაც მაგრად მოეწონათ... ამ დროს მე დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით და არ ვიცოდი რა მეთქვა. ახლა გეტყვით რა იყო ჩემი წარმატების საიდუმლო, მხოლოდ მე დავწერე მაწანწალა ძაღლებზე და სხვა არავინ, თან პარალელები გავავლე ადამიან მაწანწალებთან. ასე იყო ეს ამბავი, ძალიან მიყვარხარ მელი, რომ ეს შეძელი! მგონი იპოვე რაღაც :) კიდევ იმაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ძალიან ნერვიული ვარ და რა ვუშველო ჩემს თავს არ ვიცი :( აი უბრალო რაღაცაზე, მაგალითად რაღაცას ვყვები და მისმენენ, ან გამოცდაზე ვნერვიულდები გული მიჩქარდება, ენა მებმევა და რაღაცებს ვბოდიალობ :( იმედია გამოვასწორებ ;) 

პ/ს

ეს სურათი გუშინ გადავიღე და დავარქვი the spring came :sun:

Wednesday, March 18, 2009

We can!


შესვენების შემდეგ გადავწყვიტე შემობრუნება საბლოგეთში, ეს დრო მე დიდი მეჩვენება, რადგან ბევრი რამე მოხდა ამ დროის განმავლობაში. ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის :( აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ! 

Thursday, March 5, 2009

ნუ გაგიკვირდებათ

ვინც ამ ბლოგს კითხულობთ ნუ გაგიკვირდებათ თუ რატომ აღარ ვწერ, ახლა ასეა საჭირო, ცოტახნით გეთიშებით თქვენც და სხვებსაც :)