Monday, March 23, 2009

ჟურნალისტური ხედვა


დღეს ძალიან კარგი დღე მქონდა, ჩვენმა ლექტორმა დაგვავალა დაგვეწერა ამ სამიდან რომელიმეზე: ჩემი თანამედროვე გოგო, ბაზარი დღეს და ქუჩის მაწანწალები. ნუ მოკლედ ეს 3 თემა იყო, ჰოდა მე ავირჩიე ქუჩის მაწანწალები. დავწერე დიდი ენთუზიაზმით, ვინაიდან ეს პირველი იყო ჩემთვის, ლექტორმა გვითხრა ამით მე დავინახავ თუ გაქვთ ჟურნალისტური ნიჭიო. ნუ დავწერეთ ყველამ წაიღო ლექტორმა 1 კვირის წინ რვეულები და დღეს მოიტანა, შემოვიდა და 1 ბიჭის ნაწერი მომეწონა ძალიანო :) არ ვიცი გული როგორ მიცემდა, მაგრამ ძალიან ავნერვიულდი, ახლა რომ ვფიქრობ რატომ მიკვირს :) ნუ შემდეგ აღარაფერი და მერე იძახის, მოკლედ ძალიან კარგი ნაწერი იყო დღეს ვინც შემხვდა ყველას ვაჩვენეო, მერე მეოთხე კურსელებს წავუკითხე და გავარჩიეთ იქო. მოათვალიერა აუდიტორიაში ხალხი და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, მე რაღაც დავიბენი და ინსტიქტურად უკან გავიხედე =))))) ჰოდა მე აღმოვჩნდი ის ბედნიერი. მომეწონა ძალიან და შესანიშნავი ჟურნალისტური ხედვა გაქვსო მითხრა!!! :ბის: ამ დროს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა =)) გამახსენდა სკოლიდან, რომ მაგდებდნენ, ყველაზე ცუდი რომ ვიყავი ყველგან და უვიცი... სულ ვიძახდი, ეგ თქვენ გგონიათ მასე-მეთქი თორემ არ ვარ მე დებილი-მეთქი :ამაყ: ჰოდა ძალიან გამიხარდა. ვიგრძენი, რომ ზუსტად ის საქმე ვიპოვე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ :) მერე ხმამაღლა წაიკითხა და ჯგუფელებსაც მაგრად მოეწონათ... ამ დროს მე დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით და არ ვიცოდი რა მეთქვა. ახლა გეტყვით რა იყო ჩემი წარმატების საიდუმლო, მხოლოდ მე დავწერე მაწანწალა ძაღლებზე და სხვა არავინ, თან პარალელები გავავლე ადამიან მაწანწალებთან. ასე იყო ეს ამბავი, ძალიან მიყვარხარ მელი, რომ ეს შეძელი! მგონი იპოვე რაღაც :) კიდევ იმაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ძალიან ნერვიული ვარ და რა ვუშველო ჩემს თავს არ ვიცი :( აი უბრალო რაღაცაზე, მაგალითად რაღაცას ვყვები და მისმენენ, ან გამოცდაზე ვნერვიულდები გული მიჩქარდება, ენა მებმევა და რაღაცებს ვბოდიალობ :( იმედია გამოვასწორებ ;) 

პ/ს

ეს სურათი გუშინ გადავიღე და დავარქვი the spring came :sun:

4 comments:

utvino said...

I am so amay
რაღაც ძალიან გამიხარდა პაპი, ეგ ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ შენი თავი იპოვე რაღაც საქმეში
გუდ ლაქ

moreira13 said...

vamayob SeniT Tqo, mec magis saTqmelad Semovedi )) love ya

მე-ხათო said...

vuihxT.... gamixarda, rom gagixarda da gamixarda rom gauxardaT rom gagixarda ki ara da mmagaria :c

Lalena said...

რომ დავიწყე კითხვა და ჩამოთვლილი იყო თემები, გავიფიქრე, რომ ქუჩის მაწანწალებზე დაწერდი და გამიხარდა (happy)

უმაგრესი შერძნებაა, როცა ხვდები, რომ ზუსტად იქ ხარ სადაც უნდა იყო და ის ხარ ვინც უნდა იყო, ნუ პრეფესიულად და არა მარტო... ხოოოოდა i'm so glad :)

აუ იციი? ჩემ ბლოგზე თავი სტუმრად მგონია და შესაზე კიდევ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში :O