Saturday, September 12, 2009

პატარა ბავშვები

თბილისის ერთ პატარა უბანში ვცხოვრობ, პატარა ეზოა, ყოველდღე ბავშვების ჟივილ-ხივილი მაღვიძებს. თუმცა აქ მათ საყვარლობასა და ცელქობაზე არ ვაპირებ რამის დაწერას. მე მინდა შევეხო იმ, მძიმე თემას, რომელიც საშინელებაა ჩემი აზრით. ორი პატარა ბავშვი, და-ძმა მყავს მეზობლები, ძმა დიდია, და პატარა. თუმცა სკოლაში უფროსიც არ დადის, სადღაც 4-5 წლის იქნება, უფრო ხუთის და მისი და 3-4 წლის. ყავთ მამა, რომელიც ციხიდან წელს გამოვიდა შეწყალებით, თუმცა ესენი მიატოვა და სხვა ცოლი მოიყვანა, მოიყვანა რა თავად წავიდა, აქ კიდე დატოვა თავის პირველი ცოლი ამ ორ ბავშვთან ერთად. ცხოვრობს დედამთილთან და მამათლითან, თუმცა არის საშინლად ისტერიკიანი ოჯახი, დედამთილი ავადმყოფია, ხანდახან ისე მწარდება, რომ ყველაფერს ანგრევს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა მთავარზე გადავიდეთ. უფროსს, ანუ ბიჭს სჭირს შარდის შეუკავებლობა, თან დაიბადა რახიტით (მგონი ასე ჰქვია მაგ დაავადებას). ხანდახან ეზოში გავდივარ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ამ ბოლოდროს გარეთ გასვლის თავი აღარ მაქვს მათ შემყურეს. მთელი უბნის ბავშვები ექცევიან საზიზღრად ამ ბავშვებს, არ ვიცი რატომ ვერ ამჩნევს ამას ვერავინ ჩემს მეტი, მშობლები სხედან იქ და უყურებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ფაქტია, მათ არ აინტერესებთ მათი შვილები რას აკეთებენ, მთავარია არ წაიქცნენ და არ გაცივდნენ. მიდის ამ ბავშვების სასტიკად დამცირება, დაახლოებით ასეთ ფორმებში: "დებილო გადი იქით" "შენ არ თამაშობ ფსიტიანო" ეს კიდე არაფერი ცემითაც, რომ არ სცემდნენ. გოგოები გინდა თუ ბიჭები... დღესაც, დახუჭობანას თამაშობდნენ, ძალიან ბევრნი იყვნენ გარეთ, მეც იქვე ვიდექი და ვუყურებდი. ეს ბიჭი არ იმალებოდა, მე ვკითხე რატომ არ იმალები-მეთქი, მიპასუხა არ მათამაშებენო. მერე დავუძახე სუყველას და ვუთხარი, რომ მასაც უნდა ეთამაშა და ავუხსენი, რომ ამით მათ არაფერი დააკლდებოდათ ხოლო ერთი ბავშვი კი ძალიან გაიხარებდა. ყველაფერს ის მდგომარეობა ართულებს, რომ არიან ქურდობას შეჩვეულები ორივე და ბავშვები "ქურდებს" უწოდებენ პლუს. მე არ ვიცი რა გაიზრდება ეს ბავშვი, ასეთი ყოველდღიური დამცირებით, თან მითუმეტეს თანატოლების მხრიდან. არ ვიცი რა ვქნა, იმდღეს დედაჩემსაც ვუთხარი რამე ვუშველოთ-მეთქი. მითხრა, რომ ელაპარაკე და დაარიგე ჭკვაზე ხოლმეო, თუმცა არამგონია რამე ესმოდეს, დედაჩემსაც სულ რაღაცები მოაქვს მაგისთვის და მაგის დისთვისხოლმე, ნამცხვრები და ა.შ არ ვიცი სხვაგან როგორ არის, თუმცა მე ვნახე, ყველაზე ბნელი მხარე ადამიანის და ეს ბავშვების სახით დავინახე... დავინახე, როგორ სიამოვნებთ სხვისი დამცირება და შეურაცხყოფა :(

10 comments:

Lalena said...

ბავშვი თვითონ ვერ მოიფიქრებდა დამცირებას, ვიღაცისგან დაინახა, ვიღაცისგან მოისმინა, ისიც დაინახა, რომ დამცირებით არაფერი შავდება, არავინ უბრაზდება და ისიც მის მოზღვავებულ ენერგიას ასე ”თამაშში” ხარჯავს.

ეს ყველაფერი იმითააა გამოწვეული, რომ დღევანდელ დღეს ბავშვის გაზრდაზე ზრუნავენ და არა აღზრდაზე, არადა 2ვე თანაბრად უნდა მოდიოდეს. მახინჯი საზოგადოების ბრალია, რომელიც მახინჯ თაობას ზრდის :((((

Jenny said...

children are evil

nino said...

That's why i Hate CHildren!!! სუ სათითაოდ უნდა არტყმევინო თავები კედელზე!!!

Toma said...

Zalian samcuxaroa is rac dacere, Tumca ara unukaluri. simartle gitxra ar vici rogor unda moiqce. is danarcheni ezos basvhvebi faqtia rom cudad qcevian, magram ra unda qna mat? es da dzmac codia :(

Anonymous said...

bavshvobidan mishlida nervebs msgavsi faqtebi, albat ojaxebshi ar arigeben bavshvebs rom sxvisi damcireba ar sheizleba, rom dacinva, masxrad agdeba mdabali saqcielia :((( uh

Dato trapaidze said...

გაიზრდება და ყველას დაუბრუნებს სამაგიეროს. მართალია სხვადასხვა ფორმით მაგრამ ასე იქნება. გროვდება ეგ ყველაფერი ბავშვში. როცა შანსი ექნება - ეგრევე იხუვლებს. სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება :(

მელია said...

(C) Lalena
მართალი ხარ ნამდვილად, მაგრამ რატომ მხოლოდ ამას? მშობლები კიდე ვერ გავიგე, ან ვერ ხედავენ ან ხედავენ და არ იმჩნევენ :(

@ nino
ზუსტად ეგ სურვილი მიჩნდება...

@ Tomushka
სწორედ ეგ არის გამოუვალი სიტუაციაა მაგარი, უბრალოდ ვუყურებ ამათ და ნერვები მეშლება, მეც ვიყავი ბავშვი, მაგრამ რატომღაც არ ვიქცეოდი ასე:( ან კონკია არ აქვთ ნანახი ამ ბავშვებს? ან ზღაპარი არ წაუკითხავთ? აქედან ხო უნდა მიხვდნენ, რომ ბოროტების ნაირად იქცევიან :( ვკვდებოდი ტირილით ბუების ზღაპარზე ხოლმე მეკიდე :(

@ ბაბისა
ზემოთ დავწერე მეც ზუსტად ეგ, როგორ შეიძლება ისხდნენ მშობლები ჭორაობდნენ და თავის შვილი რას აკეთებს არ აინტერესებდეთ, მთავარი ის ხომ არ არის რომ ხედავ და არ წაიქცეს :(

@ Da-v-iD
ჰოდა ეგ არ მინდა ზუსტად, რომ მოხდეს :( თითქოს ვხვდები, რომ რაღაც მონსტრი უნდა გაიზარდოს ჩემს გვერდით... ახლა ჩვეულებრივი ბავშვია იცინის მათთან ერთად რაღაც, მაგრამ მერე შეიძლება შეიცვალოს :(

Kate_Alukard said...

მდაა... მძიმე სურათია ნამდვილად... საერთოდ უფროსზე მეტად ბავშვს შეუძლია იყოს სასტიკი ჩემის აზრით... ჩემს ეზოსიც ხდება მსგავსი რაღაცები და გული მტკივა საშინლად... სულ ვარიგებ ვეუბნები მარა ბავშვები არიან რა... მშობლებს კიდე ელემენტარული შეგნება არ აქვთ! ხედავ ხო დალოცვილო შენი შვილი ვიღაცას ურტყავს კაციშვილი ხმას არ იღებს სანამ თავის ბავშვს არ დაარტყავენ! რატომ მიგყავს აქამდე საქმე! ბავშვი პატარა ანგელოზი უნდა იყოს! ;(

Anonymous said...

iqneb mshoblebs daelaparako shen tviton da auxsna... an dedas stxovo... warmoidginon mag bichunas adgilas tavianti shvili... mgoni aravis moeconeba...

ირმა said...

:(((((