Tuesday, June 24, 2008

დრო მოვიდა...


მე მალე დავტოვებ აქაურობას... წავალ ჩემი ოცნების ასახდენად, წავალ იმისთვის რომ მოვეფერო სამყაროს და შევიგრძნო ის, წავალ იმისთვის რომ შევერწყა მას როგორც მისი ნაწილი, წავალ რათა ავღბეჭდო მისი სიდიადე ჩემს გონებაში, წავალ რათა შევისვენო წუთისოფლისგან, წავალ რათა შევაჩერო დროის სვლა, წავალ და ჩავეხუტები დედამიწას... თითქოს არაფერი მაგრამ რაღაც მაინც... მივდივარ და უკან არც უნდა ვიყურებოდე მაგრამ... მეყურებინება იმ ადამიანებისა თუ არაადამიანების გამო რომლებიც ძალიან შევიყვარე, და მიხარია... ნუ ახლა არ დავწერ ყველამ კარგად იცის რომ მიყვარხართ :2კისს: ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი როდესაც კატასტროფა მეგონა ყველაფერი და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი ვინც ხვდებოდა რაღაცას და რაღაცაზე ზრუნავდა... ეს საშინელი შეგრძნებაა მაგრამ მე ვიპოვე უცბად ვიღაცები რომლებმაც მითხრეს Welcome და მეც შევუერთდი მათ და შევძელი ასე თუ ისე მათთვის გამენდო ჩემი რაღაც რაღაცები და ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ცხოვრებაზე... ახლა ვხვდები რომ ყველა ადამიანი ცუდი არ არს, ახლა ვხვდები, რომ სადღაც ჩემნაირადაც ფიქრობენ... მე მართლა მომენატრებით თქვენ... ჩემი ბლოგის მკითხველებო და ისე სხვა ფორუმელებო ან თუნდაც არაფორუმელებო... მომენატრება თქვენი ბლოგების კითხვა და აზრების გაგება, გამოგიტყდებით მომაკლდება ძალიან ეს მე... ჰო მე მაინც და მაინც არ ვარ მაგარი სიყვარულის ახსნასა თუ გამოხატვაში და მომიტევეთ ისე იცოდეთ რომ მე თქვენზე ვიფიქრებ... :) აი ლავ იუ ოლ

Friday, June 13, 2008

მელა


ესეიგი საშინლად ცუდად ვარ ახლა, რადგანაც ზიკიმ მომიყვა ამბავი: გორში პარკი ყოფილა რაღაც სადაც ნახა ეს და სურათიც გადაუღო... ვიღაც ნაბიჭვარ მეტყევეს ჩამოუყვანია ასე გალიით ტყიდან და ბავშვებს მიუგდო სათამაშოდ მათაც რათქმაუნდა წიხლები არ დაინანეს, ზიმ მითხრა საწყალი შეშინებული იდგა კანკალებდა და იღრინებოდაო მხოლოდ, თურმე იმ მეტყევეს, რომელიც ტყის მცველია იდეაში ფულის გაკეთება გადაუწყვეტია და ზოპარკი მოაწყო, მაგის დედა შევეცი მე და კიდევ იმ ბავშვების. არ ვიცი ახლა საშინლად ვარ გაღიზიანებული, უბრალოდ მინდა რომ ის ადამიანები დავტოვო ზამთარში ტყეში და სიამოვნებით ვუყურებ როგორ დაფლეთენ მგლები იმ ბავშვებსაც და იმ დედამოტყნულ მეტყევესაც...

Friday, June 6, 2008

ჩემი სურათები

ესეიგი ჩემმა მეგობარმა მასწავლა საიტი სადაც არის ძალიან ბევრი ლამაზი სურათი :) შემდეგ მითხრა, რომ მეც უნდა დავრეგისტრირებულიყავი იქ და ჩემი სურათები ამეტვირთა :) მეც დავრეგისტრირდი და ნელ-ნელა ვტვირთავ ახალ სურათებს :) აი აქ აა ბატონო ლინკი. ამით ვარ გართული ეს დღეები, თუმცა ხანდახან ისეთ სურათებს ვაწყდები მაგ საიტზე რომ მცხვენია ჩემი სიმახინჯეები რატომ ავტვირთე-მეთქი :( 




Sunday, June 1, 2008

1 ივნისი


ესეიგი გუშინდელი დღე მართლაც შესანიშნავი იყო, რატომღაც გუშინ მზიურში ძალიან ძალიან დადებითი ემოცია იყო, სულ რომ დეპრესიაში ყოფილიყავი იქ გაბედნიერდებოდი ::)) ესეიგი იმდენი ფორუმელი გავიცანი და კიდევ იმდენი თურმე დამრჩა რომ იავი :( ჰო კიდე გავიცანი ნია :ბის: :)) ძალიან ლამაზი და კარგი ბავშვები იყვნენ ყველა. ყოჩაღ ანიას რომ ასეთი დღე აჩუქა ბავშვებს, მართლაც ძალიან მოუნდომებია :) ჩვენი ფორუმელებიც გავიცანი და ყველა მართლა კარგია, აი კარგი ადამიანები არიანო, რომ ამბობენ მეცინება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არვიცინი და ისე ვამბობ რომ ძალიან კარგი ხალხია :ჩუპს: