Sunday, August 31, 2008

წარსული


არა, ნამდვილად მართალია, რომ თუ ბედნიერებას ეძებ წარსულისკენ არც უნდა გაიხედო. წარსულში ბედნიერებას სანამ არ იპოვი იქამდე არ შეიძლება გახედვა. მაგრამ, რაღათქმაუნდა ძნელია იცხოვრო ისე, რომ წარსულისკენ თვალი იგივე ფიქრები არ გაგეპაროს... მე ცუდი წარსული არ მქონია კმაყოფილი ვარ, მაგრამ როდესაც ვიხსენებ როგორი ვიყავი მაშინ ცუდ განწყობაზე ვდგები. აი წარსულში ნაწერს ან რამე მომენტს როდესაც ვიხსენებ ვამბობ: "ფუ რა დებილი ვიყავი ასე რომ ვიქცეოდი" აი ეს მაწუხებს, წარსულში დაშვებული შეცდომები უკან, რომ მოგდევენ რაა. აი ეს ნაწერი მაგალითად შეიძლება 1 წლის შემდეგ წავიკითხო ან რამდენიმე წლის შემდეგ და ვთქვა: "ღმერთო ნეტა რაებს ვბოდიალობდი" ზუუსტად მასე ვარ :( გული მწყდება წარსულში ყველა დაკარგულ და ხელიდანგაშვებულ შანსზე, გული მწყდება, რომ რაღაც სწორად ვერ გავთვალე... აი ასე მემართება უკან რომ ვიყურები, მაგრამ წინსვლაში ხელს ეს არ მიშლის :) ჰუჰ, თუ იბადები რა გახდა ბარემ წინასწარმეტყველური ნიჭით რომ დაიბადო :შ ან რამე მასეთით :( 1 კითხვა მიჩნდება, თავში იუესბე რომ შევიერთო, კომპით ჩემს თავში შევიდე და ჩემი მეხსიერების მყარი დისკი ვნახო, ნეტა რამდენიანი იქნება რამდენ გიგაბაიტიანი :))) ჰოდა იმასვამბობდი მასე რომ შევიდე ნეტა დავაფორმატებდი ჩემს ტვინს თუ არა? :(( წარსულს წავშლიდი, და ვინდოუსგადაყენებული თავით ახალ ცხოვრებას დავიწყებდი, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, შემდეგ ჰო შეიძლება იგივე დამემართოს? შეიძლება კიარადა 100% ვიცი დამემართება... მაგრამ, არის 1 რაღაც ყოველთვის ყველა მომენტში მგონია, რომ კარგად ვიქცევი და სწორად, მაგრამ როდესაც შემდეგ გადმოვხედავ წარსულის ამ მომენტს ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა...

Saturday, August 30, 2008

ჰოდა...


ვიღვიძებ, ვჭამ, ვწევარ, ვიძინებ და ასე გრძელდება ეს დღეები, არც არავისთან ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის ჩუმად ვარ. მცხელა მარტო ეგ მაწუხებს, მაგრამ მაგასაც ვშველი... არ მესმის რას მეუბნებიან, ცოტა დაშტერებულც ვარ :შ ჰმმ... კარგია ასე, ჩემმა ნერვებმა შესძლო დაემარცხებინა ქალაქის ხმაური :ბის:

Thursday, August 28, 2008

დედამიწა მოკლეს


ჰო, მოკლეს, დღეს ვიჯექი ერთ ადგილას და დედამიწას გადავცქეროდი... აღარ სუნთქავდა :( მოკლეს! არამარტო ის :( მზეც... მზე ისეთი მზე აღარააა :( მოკლეს ეგეც :(

Friday, August 22, 2008

გეგმები



მინდა ჩემი გეგმები დავწერო, რადგან როცა ვერ განვახორციელებ, შემდეგ ვნახო და ვთქვა, ღმერთო რა შიგ მქონდა-მეთქი... (ისევ ის პესიმიზმი გვიშვება ყველაფერს) ნუ გადავწყვიტე მივიდე ინგლისურზე, ვისწავლო სალაპარაკო და არ დავიბნე, როდესაც შემეკითხებიან ინგლისურად ლუდი იყიდება აქ სადმეო? :) ჰო, ეს უნდა გადავლახო... ალბათ ამ ზამთარს დავუთმობ სულ სწავლას, უნდა ვისწავლო და ვისწავლო კიდევ ერთხელ :| ვიღაცამ ჰო თქვა ეგა იმას ჩააკვდა საფლავში მთელი მისი შეგირდობა, გორელის თამადობით :))) ტაკს, იმედი მაქვს, რომ სამსახურსაც ვიშოვი, რადგან 1-2 თვეში ვხდები და უფრო ხელ-ფეხი გამეხსნება ამ მხრივ :| შემდეგ ზაფხულს მინდა, რომ უკვე ლონდონისკენ მივდიოდე :( ნუ ასე მაქვს გეგმაში :| ჰუჰ, იმედია რამე გამომივა და თუ არ გამომივა თავიდან რაც დავწერე ისა :yes:

Thursday, August 21, 2008

ადამიანები

ზოგჯერ ცუდ, საშინელსა და ბოროტ ადამიანზე იტყვიან მგელიაო... 

ადამიანის სალანძღავი სიტყვა რომ მგელი გახდება რა სასაცილოა არა?

Real world

და ამის შემდეგ მეტყვით ნუ ხარ პესიმისტიო?

Monday, August 18, 2008

ჰომ უნდა მეთქვა?


არაფერი პირადული, ასეთი არაფერი არ გამაჩნია. დღეს, სწორედ დღეს ვფიქრობდი ამაზე, მე პირადული არაფერი არ გამაჩნია და არც ვზრუნავ იმისთვის რომ გამაჩნდეს :| ვცხოვრობ დიდ სამყაროში, სამყაროს ვკიდივარ მე და არც ვწუწუნებ ამის გამო, რადგან მიყვარს როდესაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს... ზოგჯერ ვფიქრობ მეც რამე ვქნა ჩემთვის, მაგრამ ამის სურვილი არც მიჩნდება, ან მალევე მეკარგება. ბევრ რაღაცაზე წინასწარი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს წარმოდგენა არ ვიცი რამდენად მართალია. არასოდეს არ ვთხოულობ ჩემთვის რამეს, ნუ ეს გასაკვირი არაა, რადგან მაკმაყოფილებს ყველაფერი რასაც ცხოვრება მომიგდებს. ნუ აქ ცოტა ვიტყუები, მაკმაყოფილებს უფრო არა. უფრო ის არის, რომ არ გამოვხატავ უკმაყოფილებას და ჩემი დუმილი კმაყოფილებად ეჩვენებათ. ამასწინათ ძალიან მომეწონა ბატოს ბლოგზე წარწერა,  "მირჩევნია ჩრდილში ვიყო, რადგან აქ უფრო გრილა" ზუსტად შეიძლება არ არის გადმოწერილი, მაგრამ აზრი იგივეა. ჩემში არსებობს ზონები, რომლებიც აკრძალულია ჩემი ფიქრებისათვისაც და მათეკრძალებათ იქ მისვლა. ვიცი, ვერასოდეს ვერ გავიგებ სიმართლეს, ვიცი ვერასოდეს შევძლებ ცხოვრებასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვიცი მუდამ შინაგანი პროტესტი მექნება ამ სამყაროსადმი. მაშ ჩნდება კითხვა, აბა რათ გინდა რომ ცოცხლობ? ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ, მაგრამ დრო არ მყოფნის პასუხის მოსაფიქრებლად, არ ვიცი რამდენი უნდა ვიფიქრო რომ გადავწყვიტო. მივეჩვიე უკვე აქეთ იქით ხეთქებას, მივეჩვიე უაზროდ ბედნიერ სახეებს და რა ვიცი კიდევ, ყველაფერ საზიზღრობას. მივეჩვიეო რომ ვამბობ არ გეგონოთ, რომ ვეთანხმები, უბრალოდ იძულებული ვხდები მივეჩვიო. ვაი! ან აქ რაღას ვბოდიალობ, არ ვიცი რა ვაკეთო და ვბოდიალობ, ეს ხომ ბოდიალობაა და მეტი არაფერი?! მე ხომ ვიცი რომ არაფერი შეიცვლება?! არა მე ჩემთან მინდა, ნამდვილ სახლში, ჩემს ნამდვილ სამყაროში და არა აქ! ეუფ! :)))))))))))))))))))))) აბა შენ იცი წინ დაჯექიო მაგას მეუბნება საკუთარი თავი ამ წამს... ორ ნაწილად ვარ გაყოფილი ერთი მხარე პესიმისტურია მეორე ოპტიმისტური. საერთო ჯამში მაგარი დომხალია :( ვოტ! ეს მინდოდა მეთქვა... ან არ მინდოდა :| აბა ჯასთი აღარ არის და სადმე ჰომ უნდა მეთქვა :(

Sunday, August 17, 2008

War


მოკლედ როგორც იქნა გადავწყვიტე, წავსულიყავით ჩემს მეგობართან ბათუმში. სამნი წავედით, გზა დამღლელი იყო საშინლად, მიხვეულ-მოხვეული გზა, სულ ახალ-ახალი სოფლები და ქალაქები. ტრანსპორტში ვერ ვიძინებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად ვერა რაა... ნახევარ "მარშუტკას" ძინავს, მძღოლს რაღაც საშინელებები აქვს ჩართული და სულაც არ ცდილობს, რომ ოდნავ სიჩქარეს მოუმატოს. მდა... ყურებში ნაუშნიკები გავიკეთე, მუსიკას ვუსმენ და თან გზას ვათვალიერებ. ნანატრი წუთიც დადგა და როგორც იქნა ზღვა გამოჩნდა, მეგონა აღარასოდეს დადგებოდა ეს წუთი, მაგრამ თურმე ვცდებოდი :) ჩამოვედით ტრანსპორტიდან და მეგონა, რომ მაყაჩაღებდნენ... რამდენიმე ადამიანი მოვარდა კარებს. თავიდან დავიბენი, მაგრამ როდესაც თქვეს ტაქსი ხომ არ გინდათო? მაშინ მივხვდი რაშიც იყო საქმე... შემეცოდნენ სიმართლე გითხრათ :( არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა ბათუმი, შესანიშნავი ქალაქია, არ ვიცი როგორ აღგიწეროთ, მაგრამ ისევ ჯობია თქვენ თვითონ ნახოთ. პირველი დღე სუნმა შემაწუხა, ეს იყო ზღვის თავისებური სუნი, არ ვიცი აი რაღაცნაირი... მაგრამ ჩემს მეტი ვერავინ გრძნობდა ამას და ტეხს ვერავინ რომ ვერ გამიგო :( ნუ შემდეგ თქვენც ხვდებით, ვიყავით ზღვაზე ღამეც ვისეირნეთ გარეთ და ა.შ მათ ვერ გავუტეხე, თორემ დისკოტეკებზე, ხმაურიან ღამეეებსა და მასეთ საშინელებებს ვერ ვიტან! იმ დღის შემდეგ აღარც გავსულვარ მათთან ერთად ღამე გარეთ :))) ვნახე ძალიან ლამაზი წყნარი ადგილი სადაც მხოლოდ შეყვარებულები ისხდნენ აქა-იქ, ჰოდა მეც იქ ვიყავი საღამოობით. ასე მიდიოდა დღეები, დღეებიო ისე ვწერ თითქოს დიდხანს ვყოფილიყავი იქ, მეოთხე თუ მეხუთე დღეს, როდესაც ძალიან ლამაზი და მზიანი დღე გათენდა, ჩამოვედი დაბლა ეზოში და ჩვეულებისამებრ ველოსიპეტით გასეირნებას ვაპირებდი, მაგრამ =(( ნუ დანარჩენი არ შეიძლება არ იცოდეთ თქვენც... ომი დაიწყო! მაშინვე გავაღვიძე დანარჩენები და ვუთხარი სასწრაფოდ ჩაიცვით, ჩაალაგეთ ნივთები, თბილისში მივდივართ-მეთქი. როგორც ყოველთვის დამიკიდეს, პანიკიორი მიწოდეს და ა.შ ოოო, ჰო იცი სულ მასეა დაწყნარდება ხვალ ყველაფერიო. მე ვიცოდი, რომ არაფერი აღარ დაწყნარდებოდა, პირიქით უფრო გაძლიერდებოდა. შემდეგ გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია და ალბათ ჩემი მეგობრებიც მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი და ჩალაგებას შეუდგნენ. წავედით მატარებლის ბილეთების ასაღებად, რადგან ამ დროისთვის სხვა ტრანსპორტი არ იქნებოდა. ავიღეთ ღამის მატარებლის ბილეთები, ანუ კუპეში... მე განადგურებული ვიყავი, განსაკუთრებულად იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი ეს ომი რას ნიშნავდა... დავდიოდით ბათუმის ქუჩებში და ხალხი ჩვეულებრივ დადიოდა, სულ ეკიდა რა ხდებოდა, სავსე იყო პლაჟიც. საღამოს ჩავსხედით მატარებელში, საბედნიეროდ კუპეში არავინ შემოგვისახლდა და მარტოებმა ვიმგზავრეთ... მქონდა ტელეფონი და ყოველ საათში ვუსმენდი ინფორმაციას, პლუს ამას კონტაქტი მქონდა ახლობლებთან. ჩემს ორივე მეგობარს დაეძინა, მე რა დამაძინებდა, ვიწექი და სულ ერთ რამეზე ვფიქრობდი... ხშირად ვჩერდებოდით გზაში, რადგან გორში ჯობდა გათენებული რომ იქნებოდა მაშინ შევსულიყავით. თვითმფრინავების ხმა მესმოდა, შეიძლებოდა მეჩვენებოდა, მაგრამ შემდეგ სხვებმაც გაიგეს და გაიხედეს გარეთ. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ, როგორც იქნა გორი გამოვიარეთ და როგორც ჩამოსვლისას გავარკვიე, თურმე რკინიგზის რაღაც მონაკვეთი აუფეთქებიათ გორში. ასე და ამგვარად, ჩამოვაღწიეთ თბილისში, არ მძინებია საერთოდ. სახლში მოვედი თუ არა მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე მაინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ მალევე მიმეძინა ტელევიზორის წინ, მაგრამ არც აქ გამიმართლა, ყოველ 5 წუთში რეკვები... ჩამოხვედი? როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? :(( ნუ ასე გატანჯულ გაწამებული ვარ, მოვიდა დედაჩემიც სამსახურიდან, ვნახე, საჭმელი შემომთავაზა მაგრამ არ მშიოდა და საერთოდ ეს პერიოდი მე არ მშიოდა! მხოლოდ იმიტომ ვჭამდი რომ მაძალებდნენ, მხოლოდ წყალს ვსვამდი ნებით! საღამოს კომპთან ამოვედი და თურმე ტელეფონი გათიშულა და ინტერნეტი არ მაქვს :( მეორე დღეს გავიგე რუსეთის საელჩოსთან აქციას მართავს რეაქციის ჯგუფიო და მეც მანდ გავიქეცი ფორუმელებს მაინც ვნახავ-მეთქი როგორ არიან, ან ახალ რამეს გავიგებ-მეთქი. საელჩოსკენ მიმავალი გადავეყარე ბატოს და მატისს, ძალიან გამიხარდა მათი დანახვა, აი მართლა ძალიან! სამწუხაროდ ისინი მოდიოდნენ უკვე თურმე :( მისალმება არ დამთავრებულზე გამოვემშვიდობე და საელჩოსთანაც მივედი. ბევრი ხალხი იყო ასევე ბევრი ნაცნობი, გამიხარდა მათი დანახვა, ვეკითხებოდი აქაურ ამბებს... ნუ შეიძლება ითქვას ცოტა აზრზე მოვედი და დავმშვიდდი. შემდეგ მეგუნა დავინახე და აღარ მოვშორებივარ  :გოგი: ჯენის დავურეკეთ იქიდან მაგრამ არ მიშვებენო ასე თქვა :( + გავიხანი კიდევ ერთი ფორუმელი მათე, რომელსაც არ ვიცნობდი და მიხარია რომ გავიცანი :) ასე და ამგვარად, რა სიცარიელეც მქონდა ამ დროის განმავლობაში ერთბაშად შემივსეს ამ ადამიანებმა :) მაგრამ სახლში როდესაც დავბრუნდი, კვლავ დაბრუნდა ისევ ის საშინელი ფიქრები, განსაკუთრებით ვფიქრობდი ზიკიზე (ინსპექტორი) და ჩემს მენიავეზე (მორეირა), ეს ორი ადამიანი უშუალოდ ახლოს იყო ძალიან ამ ზონებთან და ძალიან მეშინოდა რამე არ მოსვლოდათ :( ზიკისთნ დავრეკე რამდენჯერმე, მაგრამ მორესთან ვერაფრით ვერ მოვახერხე დარეკვა :( შემდეგ გავარკვიე რომ ორივემ თავს უშველა და ძალიან გამიხარდა :ჯუმპ: ასე მიდიოდა ეს დღეები, მთელი დღე უჭმელი მისუსტებული ვეგდე ძირს და იქიდან ვუყურებდი ტელევიზორს, საღამოს გავიქცეოდი სადაც ფორუმელები მეგულებოდნენ და ასე ვშველოდი თავს. შემდეგ ცხვირწინ ამაფარა ცხოვრებამ საშინელი სურათი, ხალხის უგნურება და ზოგადად ბევრი საშინელი სურათი :( ნუ ჰომ ხვდებით რაზეც ვსაუბრობ. ერთ მხარეს სახლებიდან გამოყრილი ადამიანები, დაღუპული და დაჭრილი ხალხი, ხოლო მეორე მხარეს მოხტუნავე და მოცეკვავე ერი, რომელთა ერთად დგომა მხოლოდ "გაუმარჯოს" ძახილშია. ახლა სიტუაცია ჩაწყნარდა, დღეს დილიდან უნდა დაიწყონ რუსებმა ჯარების გაყვანა (წესით) ნუ იმედია ასეც მოხდება... მადლობელი ვარ იმ ადამიანების ვისთან ერთადაც ვიყავი ეს დღეები... არ მეგონა თუ ასეთი კარგი ადამიანებიც არსებობდნენ. ახლა საჭმლის ჭამა დავიწყე თანდათან, ცოტა აზრზეც მოვედი, სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს და ვაპირებთ რითც შეგვიძლია ყველაფრით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ომმა დააზარალა. ამ საშინელ პერიოდში გამოჩნდა ბევრის ნამდვილი სახე და მე არასოდეს დამავიწყდება ეს სახე... ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი რულზ :))) ხოლო, როდესაც შენთან არ მოდიან გკიდია დანარჩენი... მძულხართ ეგოისტებო! მძულხართ! მინდა, რომ თქვენც გაიგოთ რა არის ომის სიმწარე, ძალიან მინდა...

Monday, August 4, 2008

Faith and friendship

ამასწინათ წავაწყდი ნეტში ამ საინტერესო ვიდეოს :) რომელიც არ ვიცი აი შემიყვარდა საოცარი მაგალითია ადამიანებისთვის :) ვიდეოში ყველაფერი კარგად წერია :) თუ ვერ წაიკითხეთ მითხარით და თარგმანს დავწერ...



ნახეთ ვიდეო