Tuesday, September 30, 2008

რა დებილი ვარ...

ლექციები დამიმთავრდა, გავაჩერე სამარშუტო ტაქსი, ავედი და დავჯექი, მხოლოდ 1 ადგილი იყო თავისუფალი და ისიც მე დავიკავე. სამარშუტო ტაქსი იყო დაბალჭერიანი, ფეხზე შანსი არ არის დადგე, მითუმეტეს მე... უცბად იღება კარები და ერთმა :ცენზურა: ბებომ ამოზიდა 5 პარკი და თავადაც ამოდის, ვფიქრობ ნეტა სად უნდა დაჯდეს? ამოვიდა და ზედ მომახტა, იძულებული გავხდი ავმდგარიყავი. ავდექი და ჩავიკუზე, ასე ვიმგზავრე ცოტახანი, შემდეგ კიდევ ჩერდება და ვიღაც ბიჭი მოდის უნდა ამოვიდეს... ჩავდივარ-მეთქი ვუთხარი :ცენზურა: მძღოლს და ფული გავუწოდე... ჩამოვედი და შემდეგს ველოდე ზუსტად 45 წუთი, ამ დროს გავიყინე. ჟაკეტი მეცვა და ძალიან შემცივდა აი ძალიან :( არადა ჩაკუზული ბოლომდე მაინც ვერ ვიმგზავრებდი, აზრი არ ჰქონდა... ის ბებოც ნასიამოვნები სახით იყურებოდა, თითქოს არაფერი არ მომხდარა და არავინ შეუწუხებია. ჰოდა ახლა მითხარით რომ დებილი ვარ, არ მეწყინება მართლა :( შტერი ვარ, რომელიც ბებომაც კი მოატყუა...

Monday, September 29, 2008

გრძნობების გამყინვარება


რამაგარი რაღაც ყოფილა, ეს რომ დაგემართება. ნებისმიერი გრძნობა გაყინულია, არავინ გეცოდება, არავინ გიხარია, არავიზე დარდობ, არ გტკივა, არ გიხარია, არ გეტირება. ნუ ეს მთლად "პოხუიზმი" არ არის... ძალიან ძნელია ჩემზე მოახდინო შთაბეჭდილება, აი თითქმის შეუძლებელი, ახლა მითუმეტეს... ნუ არსებობს გარკვეული რაღაცეები რაზეც შეიძლება გამოვხატო ემოციები, მაგრამ ეს სულ ასე იყო და იქნება. აი დავაკვირდი და ჩემი გარშემომყოფები, რაღაცაზე რომ იცინიან მე სასაცილოდ არ მიმაჩნია, ან ვიღაც, რომელიც ყველას შეეცოდა მე არ შემცოდებია... ალბათ ჩემი აზრების ბრალია ასეთი, რომ ვარ, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა, მელია ვარ ანგელოზი კიარა :მო: ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ დღეს გადამხდა ასეთი რაღაც, და შენიშვნა მომცეს და მითხრეს რომ ბოროტი ვარ და უგულო :ჰუჰ: 

Saturday, September 27, 2008

Child'll be born again



ჰაჰა, :სიცილ: გითანაგრძნობ და განვიცდი ყველაფერს :( მიყვარხარ, აი ძალიან მიყვარხარ და ხომ იცი, რომ როგორ მტკივა შენი ტკივილი მეც. ოჰ, რამდენი რამე გადაგვიტანია ერთად, რამდენი რამე შეგვიქმნია ერთად და რამდენ რამეს შევქმნით მომავალში... რა ძლიერი ხარ, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოგდის, ყველაზე კარგად მე გიცნობ და მეცოდები... საცოდავი ხარ, შეცვლა გინდა რაღაცის და ვერ ცვლი სამაგიეროდ ფიქრებში ანადგურებ ყველაფერს. მე და შენ სულ გადავედით ჭკუიდან :)))) არადა როგორ მოკვდი? შემეცოდე გულწრფელად, ისე სიკვდილი კარგია ალბათ ახალ რაღაცას გაიგებ და ნახავ... გამოეთხოვები ამ მარაზმს რაც აქ ხდება, დაგივიწყებს ყველა, შენც დაგავიწყდება ყველა ალბათ... :))))) მოდი მედაშენ გავფრინდეთ? არ გინდა? მე ჰომ ვიცი შენი ყველაზე ფარული ოცნებები, მე ხომ ვიცი რაზე ოცნებობ, მე ხომ ვიცი რომ არეული ხარ... ავადმყოფი ხარ საწყალო, იქიდან მობრუნებული საიდანაც მობრუნება მხოლოდ დროებით შეიძლება... შენი სიცოცხლე რაღაცაზე დამოკიდებული ჩემი სიცოცხლესავით, ჩვენ ერთმანეთზე უშუალოდ ვართ დამოკიდებულები, თუმცა მე და შენ ახლა კომაში ვართ და აპარატზე ვართ მიერთებულები. ხედავ სადამდე მივედით? არა მე არ ვარ უკმაყოფილო რაც გავაკეთეთ, ჩვენ კიდევ შევძლებთ გაცოცხლებას... არსებობს ჯადოქრობა რომელიც მოგვხსნის ჯადოს და გამოვიღვიძებთ, გამოვალთ გარეთ და შეგვეძლება ერთმანეთი დავინახოთ, გადნება დიდი ხნის გაყინული, განათდება ცა, მიწა შეირყევა და ფრთებს გავშლით... ხო გითხარი შენც გენდომება-მეთქი ფრენა, ხედავ მართალი ვყოფილვარ... ხო ვიცი რომ ეს გინდა, ხომ ვიცი რაც გინდა? ჩვენ გპირდებით რომ დავბრუნდებით. პატარა ბავშვი რომელიც მოიტაცეს და ტყეში გაიზარდა, მზის შუქი არ უნახავს და სიბნელეში, არამიწიერ არსებებს ეთამაშებოდა, ჩვენ იმ პატარასთვის უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ უნდა ვნახოთ ღრუბელი ცაში, შენც ხომ იცი რომელი ღრუბელია ეს? ჰო იცი როგორ მინდა ის ნათება დავინახო? შენც ხომ გინდა, მოდი დავწვათ რაც აქამდე შექმნილა... მე და შენ ამის ძალა გვაქვს... სწორედ ეს გვინდა ჩვენ, ახლა ამ წამს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვართ ორივე. მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ მაგრამ შენი ჩემგან განცალკევება ვერ შევძელი, ჰო იცი სადაც მინდა მესმოდეს ეს? ჰომ იცი როგორ მინდა შევეხო მას? შენ იცი როგორ მინდა შევიგრძნო შიში... მინდა ვნახო მიტოვებული მიწები, მინდა ვნახო ომი, მინდა ვნახო დანგრეული ციხესიმაგრე, შეტეხილი კარი და მისი გული დამსხვრეული... ერთდროს ძლიერი ახლა სუსტია, მაგრამ გთხოვ დაიმახსოვრე, შენ აღდგები ფენიქსივით, ჩვენ ვნახავთ მის სამყაროს, რომელსაც არავინ იცნობს და რომელმაც მთლიანობის წერტილი შექმნა, ოდესმე შევძლებთ ვიფრინოთ... არა მაპატიე, მაპატიე, რომ გარდაიცვალე, მაპატიე, რომ დაგაძინე... არ უნდა დაგეძინა... ნუ ეცდები ნურასოდეს გაღვიძებას, როდესაც დრო დადგება ამას შენთვითონ იგრძნობ და მეც. საცოდავო, რა დაგმართნია, რას გავხარ, ჰუჰ, ნეტა რას ცდილობ? მდინარე დაშრა... 

Monday, September 22, 2008

აბლაბლაბლაბუა


არ ვიცი რა მჭირს, არეული ვარ ნამეტანი... რაღაც შარიკი თუ რაც დევს, იქ, მაღლა, აი მაგას მოუვიდა რაღაც და აირია :( ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებ, ყნოსვა დავკარგე :(((( (ეს უფრო გრიპის ბრალია მგონი) დავდივარ, გამოშტერებული, ვერაფერს ვამჩნევ, დღეს ლამის მანქანა დამეჯახა... :მო: სიზმრებსაც რაღაცნაირს ვხედავ, რამდენი ხანია ცუდი სიზმარი არ მინახავს, აი დაახლოებით 10 წელი იქნება და ახლა ვნახე :( რა ხდება ნეტა ხომ არ ვკვდები? :| 

Wednesday, September 17, 2008

~~~~~~~~

ჰოდა ასე, სულ, რომ ვიძახდი და გეპატიჟებოდით ღამე წამოდით ისეთ ადგილას საიდანაც მთელი თბილისი გამოჩნდება და კარგი ჰაერი და ის იქნება-მეთქი სულ შემთხვევით შემომეხორციელებინა ეგ იდეა :) ჩემი მეგობარი, აი ის, საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, საღამო დრო იყო, რომ მეკითხება...

-აი აქ საქართველოში ხალხი როგორ ერთობა?

-გააჩნია გართობას რას ეძახი

-აი რომ გავერთოთ რაა... ბურთს რომ აგორებ და ისინი უნდა წააქციო ეგ არის აქ?

-ბოულინგი?

-ჰო

-კი არის.

-კიდე რა არის?

-რავიცი ბევრი მასეთი რაღაც, ბილიარდი, კინო, თეატრი, კარტინკები, კლუბები და რავი 1000 რაღაც :| და საერთოდაც შენ თუ გართობა გინდა ყველგანაც მოახერხებ... წამოდი ახლა ავიდეთ სასაფლაოებზე ლუდით დავსხდეთ და დავლიოთ :))

ეს უკანასკნელი ყველაზე ძალიან მოეწონა ბექას :)) ვაჰ, ეს რა ვუთხარი ამ ბავშვს-მეთქი კი ვიფიქრე, მაგრამ გვიანი იყო :| ვიყიდეთ 6ლ ლუდი და 3 წავედით სასაფლაოებზე... მაგარი ადგილია იქ, მთელი თბილისი ჩანს, ნიავი, სიწყნარე და სიბნელე... რომ მივდიოდი მეგონა არ გამოვა არაფერი-მეთქი, ანუ არ მომეწონება-მეთქი, მაგრამ შევცდი, ძალიან მაგარი იყო :)) ჩამოვედი თუ არა დავიძინე, ჰოდა აჰლა გავიღვიძე და მზად ვარ ახალი დღის დასაწყებად... :ბის:

ჰო ისა დამავიწყდა :))) მინდა დავამატო...

კხმ... თურმე საფრანგეთში თემქის სასაფლაოებიდან რომ ხედი იშლება იმის მსგავსიც კი არ ყოფილა არსად (ც) ბექა

გაგიჟდა ისე მოეწონა :უსერ:

Saturday, September 13, 2008

სათაური


რა ხდება მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში შემოღამდება? გზაში რომ დარჩები და წასასვლელი არსად გაქვს? დგეხარ შენთვის უცხო ქუჩაში და უყურებ, როგორ მიიჩქარიან სხვები სახლებისკენ. ღამის გასათევ ადგილს ეძებ და ცდილობ სადმე შეეფარო... გეშინია, მარტო ხარ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, რადგან უპატრონოდ ხარ დარჩენილი ნისლიან ღამეში. იცი რას ნიშნავს გაშეშება? აი რომ გაიჭედები, არც აქეთ ხარ და არც იქით, არც წარსულს უყურებ და არც მომავალზე ფიქრობ... გასახარებლად, მხოლოდ სხვისი ბედნიერება გრჩება... უყურებ ფანჯრებში გამოჩენილ სილუეტებს, რომლებიც ბედნიერები არიან, რადგან მათ ღამის გასათევი აქვთ და მხოლოდ იმათი ბედნიერება თუ გიხარია... შენი ჰომ გაქრა? გაქრაო ისეა, თითქოს წინასწარ იცოდე, რომ აღარ მოვა... მოვა? ალბათ რატომაც არა, მაგრამ აღარც გინდა აღარაფერი... ვერანაირ სიტუაციაში ვერ გრძნობ თავს კარგად, სულ გეჩქარება სიმარტოვისკენ... ერთადერთია შენი თავი ვინც ყველაზე კარგად გიგებს და გითანაგრძნობს, სხვა ამას ვერ შეძლებს, როგორც არ უნდა მოინდომოს. რაღაც დაგკარგვია დედამიწაზე და ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ მაინც ეძებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს... შენ არჩევანი არ დაგიტოვეს. აქ ჰომ ყველაფერი დაწერილია? აქ ჰომ საზღვრები დადგენილია? აქ შენ ფრთებს ვერ გაშლი მოგატეხავენ... არ მყოფნის, არა არ მყოფნის, ის რაც თქვენთვის ბევრია... ისიც კი არ ვიცი საიდან მოვდივარ და აქ რას ვაკეთებ... არც წარსული არც მომავალი. 

Ahmed the dead terrorist


Ahmed the dead terrorist

მთელი დღეა გაჭედილი მაქვს ამაზე =)) უმაგრესი ვიდეოა :)) 

Tuesday, September 9, 2008

ესდავინაჰე...


გეკითხები და მიპასუხე, შენ თუ მასე გადაწყვიტე და ეს ჩემთან კავშირშია, გთხოვ ამიხსნა რატომ? ჰო ვიცი ვერ მიპასუხებ... შენ ჰო სულ მასე იცი, გეხვეწებიან რაღაცებს და არ პასუხობხოლმე :( მერე თავისით მოიგონებენ თავიანთი თავისავე გასამხნევებლად და ყველა ბედნიერია, ვიდრე ხელმეორედ არ დასჭირდები... ჰუჰ, ეს ადამიანებიც რა ნაგლები არიან, აი ნაღდად არ მეცოდებიან. რატო უნდა მეცოდებოდნენ? განა მე შემიბრალა ვინმემ? (c) სამანიშვილის დედინაცვალი... ეგარაფერი, იმდღეს სამებაში ვიყავი ჩემი მეგობარი, აი ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა-მეთქი, ეგ გავასერნავე თბილისში, ჰოდა იქ სამების კიბეებზე შავებში ჩაცმული ბიჭი იყო ჩაკუზული, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მობილურით კი რაღაც სიმღერას უსმენდა. დამაფიქრა, ნეტა რა დაემართა საწყალს-მეთქი, შემდეგ კიდე გავუარე გვერდზე და რატომღაც აზრი დამებადა, რომ შეყვარებულს უნდა მიეტოვებინა და ის სიმღერაც ისეთი იყო, რომანტიკული, რომ ალბათ იმ გოგოს ახსენებდა... ჩემი დასკვნები იშვიათადაა მცდარი. ეგბიჭი რა იყო და გარეთ გამოსულს პატარა გოგო მომვარდა დამეხმარეო. ვუთხარი რა გვარი ხარ-მეთქი, ტვინიკაძეო... ქართველი იყო :| პატარა ლამაზ, ჭუჭყიან ანგელოზს გავდა, ეშმაკუნა თვალები ჰქონდა, სიცოცხლით სავსე... მოვდიოდი და თან მომყვებოდა, რაღაცებს ვეკითხებოდი მეც :| ბოლოს მივეცი ფული და გაიქცა... რანაირად უნდა დააყენო დედამიწა, რომ საბოლოოდ გასწორდეს? არა დედამიწას ვერ გაასწორებენ, მითუმეტეს ადამიანები... ამასწინათ ფორუმზე ყვავას ნაწერი წავიკითხე და რაღაც ეს ცუდ სიმართლესთან შეჯახებას ჰგავდა :| "ახალი თაობა ძველ თაობასთან შედარებით, უფრო ბნელი აზროვნებისაა" მიდი ჩემო საქართველო, მიდი, მიდი... საქართველო ამ ქვეყანას არ ჰქვია... უფრო სწორი იქნება, "ნაქართველარი" დავარქვათ. მალე სწავლა დამეწყება, კარგია? რავიცი ალბათ... რატომღაც ასეა, ავირივენითო, რომ იტყვიან მასეა ყველაფერი, დალაგებული არაფერია. მზესაც ეზარება აქეთკენ გამოხედვა უკვე...

Sunday, September 7, 2008

ჩემი სიხარული, ჩემი სიყვარული!


წუხელ სიზმარში გნახე პატარავ :( ვითომ მე და შენ ერთად ვიყავით მთაში, საღამო იყო და ჩვენრომგვიყვარს ისეთ სურათებს ვიღებდით :( ეჰჰჰ, მეღირსები ოდესმე ნეტა? თუ მხოლოდ სიზმარში უნდა გნახულობდეხოლმე :(

Saturday, September 6, 2008

Guest from paris




დღეს, ერთიშეხედვით, საზიზღრად დაწყებული დღე სიხარულით დამიმთავრდა. დილით გავიღვიძე და ისევ მეძინებოდა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. დავიღალე ამ რემონტით, საზიზღრობაა მაგარი, ყველაფერი არეულია და მუშებსაც მიხედვა უნდათ. ჰო, ავდექი ასე 1-2 საათისთვის, საჭმელი ვაჭამე მუშებს და უცბად მირეკავს ბექა, რომელიც მეუბნება, რომ სახლშია... კი ვიცოდი, რომ ჩამოვიდა, მაგრამ ხმა რომ გავიგე ძალიან გამიხარდა. ბექა, 6 წელია რაც პარიზში ცხოვრობს, ჩემი აი ძალიან ძალიან ახლო მეგობარია. ბექასთან შეხვედრა ჩემთვის იგივე იყო, რაც შეხვდე წარსულს, შეხვდე შენს ბავშობის წლებს... მივედით მე და ლევანი მის სახლთან და როგორც ბავშობაში ახლაც ზუუსტად ისე დავუძახეთ :))) ჰხუჰ, ვნერვიულობდი ცოტას კიდეც... რატომღაც მეშინოდა, რომ ცოტა გვიუცხოებდა და ნუ ისე არ შეგვხვდებოდა, მაგრამ მალე გამიქარწყლდა ეს ეჭვები. ის ისეთივე ბექა იყო როგორც აქედან წასვლისას, ნუ ცოტა დაჭკვიანებულა, რაც ბუნებრივიცაა :) გამოვიარეთ და ვიხსენებდით ძველ ამბებს, ბევრი ვიცინეთ ძალიან და ძალიან გამიხარდა, რომ არ შეცვლილა (ლაპარაკს არ ვგულისხმობ) აქცენტი აქვს მაგარი :)))) ძალიან მაგარი, უჭირს ქართულად მეტყველება, მაგრამ მაგას არაუშავს გამოვასწორებთ :)) ჰო საჩუქრები ჩამოგვიტანა ყველას, მე ეს შემხვდა, მაგარი რამეა ლამაზი ფერები ბევრი :ჰეფი:

 

Friday, September 5, 2008

მათ სხვა აირჩიეს


არადა ყველაზე მეტად მე მოვწონდი... მაგრამ სხვა აირჩიეს, რადგან არ მივეცი უფლება მე ავერჩიე. როდესაც ჩემს თავს ვეკითხები რატომ არ მივეცი ჩემი არჩევის უფლება-მეთქი, ჩემი თავი დუმს და მეუბნება აბა მე საიდან ვიცი შენ უნდა იცოდე ეგო, (თავიც, რომ მაგას გეტყვის) არადა შემეძლო მე ვყოფილიყავი რჩეული, მაგრამ შემეშინდა? არა, იქნებ არც შემშინებია? უფრო ის არის, რომ გავექეცი, რაღაცას გავექეცი რაც ჭირივით მეზიზღება... არა ეგ ჰო, მაგრამ ამ გაქცევას სხვა მიზეზიც უნდა ჰქონდეს, ვითომ ის? არა ის არ იქნება ის ხომ ფაფუ! არადა მაშინაც მასე იყო სხვა აირჩიეს. ამაზე დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან უკვე ვახსენე მეთვითონ არ მივეცი იმის უფლება, რომ ავერჩიე-მეთქი. მერე ჩემს თავს ვეუბნები მოიცადე, კიდევ მრავალი საინტერესო გელოდება წინ... არა, ვერასოდეს ვერ ვიტანდი რაღაც ვალდებულებებს, რომ არ გინდა და აკეთებ. არადა ისეც არ შეიძლება, არ გააკეთებ და შემდეგ ისევ შენ ინანებ. არა ნამდვილად კარგად ვქენი, რომ არ ავერჩევინე, მაგრამ რომ ავერჩიე... არა, არა მეზარება რომ ამირჩევენ :( კარგი რაა :( კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით! :)

Tuesday, September 2, 2008

ეს ის არ არის რაც თქვენ გონიათ!


-კი მაგრამ, გუშინ აქ იყო, ერთად ვისხედით პარკში და ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობდით, ახლა კი თქვენ მეუბნებით რომ გაქრა?

-მმმ...  როგორ გითხრათ, მთელი დღეა ვეძებთ მაგრამ უშედეგოდ, მის კვალსაც კი ვერ მივაგენით.

-თქვენ მე მაოცებთ, სად შეიძლებოდა გამქრალიყო? 

-არ ვიცი სერ, იქნებ თქვენთან ეთქვა რამე? ან გუშინ როცა ნახეთ როგორ იქცეოდა? საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ?

-როგორ გითხრათ, ჩვეულებისამებრ ვისეირნეთ ტბის პირას, კარგ ხასიათზე იყო, ამ დროს ლაპარაკი უყვარს და სულ ჩვენს მომავალ თანაცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. 

-მობილურზე ვურეკავთ, მაგრამ გამორთული აქვს... ყველგან ჩვენი ხალხი ეძებს, თუ რაიმეს მივაკვლიეთ აუცილებლად დაგიკავშირდებით...

-მოიცათ! თქვენ მკითხეთ უცნაური ხომ არაფერი შეგინიშნავთო?! კი შევნიშნე, ახლა გამახსენდა, წასვლისას მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხელი არ ჩამექნია და ყველა სირთულის მიუხედავად მომეძებნა... ბუნებრივია ვკითხე ამას რატომ მეუბნები-მეთქი, მან მიპასუხა, ძალიან არ მინდა შენი დაკარგვაო...

-საინტერესოა! და რას ფიქრობთ რის გამო შეიძლებოდა ეთქვა ეს? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

-არ ვიცი, თუ საფრთხეს გრძნობდა რამეს, აუცილებლად მეტყოდა... ის მე ყველაფერს მეუბნებოდა, თვალდახუჭული მენდობოდა.

-კარგით ღამე მშვიდობისა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ...

-მადლობთ, თუ რამეს მიაკვლიეთ მაშინვე შემატყობინეთ, დროის ნუ მოგერიდებათ...

-ეს უთხრა, და სახლში შემობრუნდა ჯეკი, კარები მიხურა და ზურგით მიეყრდნო მას, "ღმერთო ნეტა რა მოხდა? სად უნდა იყოს ის ამ შემოდგომის ცივ ღამეს? რა მეშველება უიმისოდ? მე ხომ დაგეგმილი მქონდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად?" ამ კითხვებით ჰქონდა გამოტენილი ჯეკს თავი და აღარ იცოდა საიდან გაეცა მათთვის პასუხი. "იქნებ რამე ვაწყენინე?" გაუელვა გონებაში, მაგრამ რა უნდა სწყენოდა? ბედნიერად დაცილდით გუშინ ერთმანეთს... არა, რამე უნდა ვიღონო ასე არ შეიძლება, სახლში ვერ ვიჯდები და დაველოდები! -თქვა ეს და ქურთუკი ჩამოხსნა კედლიდან... წავალ ტბასთან გავივლი იქნებ იქ იყოს...

შემოდგომის სუსხი იდგა გარეთ, ზამთარი აფრთხილებდა ქალაქს, რომ მალე ეწვევოდა. ქუჩებში აღარავინ დადიოდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯით მიიჩქაროდნენ სახლისკენ... ბნელოდა, თუმცა ქუჩის ლამპიონები ანათებდნენ გზას. ლამპიონებიანი გზა გაიარა ჯეკმა და პარკისკენ გადაუხვია ჩქარი ნაბიჯით, თან არემარეს ათვალიერებდა. პარკში გზისგან განსხვავებით უკუნი სიბნელე იდგა, მაგრამ თუ იქაურობას იცნობდი არ გაგიჭირდებოდა გზის გაკვლევა. ტბას შემოუარა ჯეკმა თუმცა უშედეგოდ, მთელი ღამე პარკში იბოდიალა, მაგრამ ამაოდ, ის არსად ჩანდა...

სახლში დაბრუნებულმა ქურთუკი გაიხადა, გაყინული ხელები ელექტროღუმელს მიუშვირა, სითბო სასიამოვნოდ მოედო ჯეკის სხეულს და ჩაეძინა, მაგრამ ცოტახანში ტელეფონი აწკრიალდა...

-როგორ? სად? როდის? როგორ არის?

-სამწუხაროდ გარდაიცვალა... პროზექტურაში უნდა მოხვიდეთ გვამის ამოსაცნობად...

-რას ამბობთ! როგორ?! გინდათ თქვათ, რომ სიკეთე გარდაიცვალა?!

-დიახ, სიკეთე გარდაიცვალა!

2 კვირაში ჯეკს თავის სახლში ნახავენ თოკზე ჩამოკიდებულს...

მან ვერ გაძლო სიკეთის გარეშე და მასთან ერთად ისიც გაქრა :( რამდენიმეხანში ყველამ დაივიწყა ეს საშინელი ამბავი, ჯეკის სახლიც აუქციონზე გაიყიდა... 

Monday, September 1, 2008

უფროსები

ვაიჰ, ახლა ვფიქრობ რა ცუდია როდესაც დიდი ხარ, გაზრდილი. აი არასოდეს და არც ახლა არ მესმის უფროსების, არ მინდა მეც რომ გავიზრდები ისეთი გავხდე :( რა უბედურებააა ეს კაცო :( მაგრამ არამგონია რა, მე ისეთი არ გავხდები, რატომღაც ყველა უფროსები ვისაც მე ვიცნობ ძალიან პრაქტიკულები არიან... ანუ ხედავენ მხოლოდ კონკრეტულს და არ უნდათ აბსტრაქტულის დანახვა. არ უნდათ ცოტა ისეთი ნათქვამია, რაღაცნაირი :| მემგონი უფრო არ შეუძლიათ, რომ დაინახონ... აი მაგალითად ამასწინათ აივანზე ვიწექი და ცას ვუყურებდი, მართალია თბილისის ცა არ მიყვარს, მაგრამ გაჭირვებაში ესეც წავა :)) ვუყურებდი ვარსკვლავებს და მათში ძალიან ბევრ რამეს ვხედავდი, ვხედავდი მათ და მომწონდა მათი არაბუნებრივი სილამაზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რადგან ვუყურებდი ძალიან დიდ სილამაზეს და ამასთანავე იდუმალ სამყაროს, ნუ მოკლედ ბევრი, რომ არ ვიბოდიალო ეს შესანიშნავი იყო. შემდეგ ამოვიდა დედაჩემიც და მკითხა, რას აკეთებო. ვუთხარი ცას ვუყურებ-მეთქი. ნეტა შენ მეტი საქმე არაფერი გაქვსო? მითხრა, მე ვუთხარი აბა შენც აიხედე ნახე რა ლამაზია-მეთქი. აიხედა და მეუბნება, ჰო ლამაზია ჩვეულებრივი ცა არის, რა ნახე მაგაში ისეთი ამდენი ხანი აქ რომ ხარო. ნუ, რაღაცნაირად იმასვქენი, გავიგე ეს ნათქვამი. არადა ის ნამდვილად არ იყო ერთი ჩვეულებრივი ცა, და საერთოდაც ჩვეულებრივი ამ სამყაროში არაფერი არ არის. თუ შენ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ რასაც ყოველდღე შეიძლება ხედავდე ერთ დღესაც საუცხოოდ მოგეჩვენოს. სულ იმასმიშვებიან ჩემს გემოვნებაზე, რა ვერ გაიზარდე? ისევ ზღაპრებს კითხულობ? ასეთი ლაპარაკი და ასეთი ისინი ხშირად მესმის ჩემს გარშემო, არადა არ ვიცი, ნუთუ როცა გავიზრდები აღარ მომინდება იმ საყვარელი საქმის კეთება და იმ საყვარელი წიგნების კითხვა რომლებიც ახლა მომწონს? არ მინდა მაშინ მე გაზრდა! პრინციპში რატომ მარტო უფროსები, ეს თემა ჩემი მეგობრების საყვარელი თემაც გახდა, რომლებისთვისაც ამ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ გოგოების გაცნობა, კლუბებში სიარული და ფულის სისულელეებში ყრაა... უკვე აღარც მეუბნებიან, როდესაც სადმე მიდიან, რადგან იციან არ წავალ. როდესაც ერთად ვართ ყველა "მეკაიფებიან" და რაღაც უაზრო კითხვებით მიტენიან თავს :)) მეც ვიცინი და უაზროდვე ვპასუხობ... არ ვიცი, ნამდვილად არა, მაგრამ მე არ მინდა შევიცვალო! ეს ნამდვილად ვიცი და ამაში ის მაიმედებს, რომ ჩემი მეგობრებისნაირი თუ აჰლა არ ვარ მერეც არ გავხდები ზნაჩიტ :)))) იმდღეს რ2 ზე ვუყურებდი ბეჭდები, რომ გადიოდა და მაგ დროს შემოვიდა ჩემი მეზობელი :)) რა ზღაპრებს უყურებ გადართე რას გვანან მახინჯებიო, მე ვუთხარი ეს ზღაპრები არ არის-მეთქი :))  აბა მაშინ სად არიან ეგენიო, იყვნენ და ახლა უკვე აღარ არიან-მეთქი! კარგი ერთი რა ფანტასტიკაა და მეტი არაფერიო. მინდოდა მეთქვა მაგრამ გავჩუმდი :) განა ბიბლია ნაკლები ფანტასტიკური ჟანრია? რატომ ჯერათ ბიბლიის? კი მესმის რომ მოციქულების დაწერილია, ღმერთის კარნახით, მაგრამ ამდენი ფანტაზიის დასაჯერებლად მხოლოდ ეს არგუმენტი კმარა? ასე თუ ისე მიხარია რომ მასეთი არ ვარ მე :ბის: