Thursday, October 8, 2009

იდიოტოკრატია

კინოდან მოვდივარ ახლა და აფიშიდან ეს ფრაზა ავიკვიატე. მართლაც, რომ იდიოტოკრატიაა ყველაფერი. მე ხელმოცარული კომიკოსი რომელიც პაროდიებს აკეთებს ყველაფრისგან. "ყველაფერი კარგად იქნებაზე" ვიყავი, არ გადავრეულვარ, პირიქით ზოგი რამე არ მომეწონა კიდეც. მაგრამ იმ გოგოს (სახელი არ მახსოვს კინოში ანი ერქვა) ძუძუების ნახვა ღირდა ნამდვილად. დაიწყო ახალი გადარბენითი რეჟიმი, როდესაც ვერაფერს ასწრებ, თუმცა ყველაფერი კი გინდა ერთდროულად. ძალიან ცოტას ვლაპარაკობ და მეტს ვფიქრობ, ეს კარგი არის ნამდვილად. როდესაც ქუჩაში მივდივარ სულ ბარდ'ს სონგს ვმღერივარ, ხან ხმამაღლა ხანაც გულში. ცოტა ხასიათზე ვერ ვარ ახლა, ბლოგზე ხომ, უმეტესად, მაშინ შემოვდივარ როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ. თმები შევიჭერი სულ მოკლედ და საერთოდ არ მაინტერესებს მიხდება თუ არა. პრინციპში ასეც უნდა იყოს, მთავარია მე მომწონდეს. ცხოვრება პატარაა იმისთვის, რომ სხვის მოსაწონად იცხოვრო. რა ბრძნულად ავმეტყველდი შემამჩნევდით, ბრძნულმა აზრებმა გამიტაცა ამ ბოლო დროს, სულ მიტაცებდა, მაგრამ ახლა მათი პრაქტიკულად გამოყენება დავიწყე. ძალიან ბრძენი ხალხი გვყოლია ქართველებს ოდესღაც, მართლაც, რომ უბრძენესი. სირცხვილიც იქნებოდა, რომ არ გვყოლოდა ამაში მაინც გაგვიმართლა. გუშინ ჩემს სურათებს ვათვალიერებდი, რომლებიც მთაში გადავიღე. გული დამწყდა ძალიან, თუმცა რა ვქნა, ოცნება ხომ იმისაა, რომ არ უნდა აგისრულდეს. 

Wednesday, September 23, 2009

GeoFuckingStar!



ჯერ ვიდეოს უყურეთ, შემდეგ კი მინდა გამოვხატო ის სიძულვილი რაც ამ ვიდეომ მომგვარა :( ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს, არ შეიძლება! ძალიან ახლოს მივიტანე გულთან, ამ ადამიანის გრძნობები და თითქოს ყურში მესმოდა მისი ფიქრები. ჰო, ბატონებო ეს არის ქართულიდედამოტყნულური ვარსკვლავლენდი :( არ ვიცი საზღვარგარეთ როგორ ხდება და შესაბამისად არ ვადარებ ქართულს, თუმცა ასეთი რამ სადაც არ უნდა მომხდარიყო იგივე რეაქციას გამოიწვევდა ჩემში. ზიზღი, ზიზღი და კიდევ ზიზღი, არადა არასოდეს არაფერი შემზიზღებია. ვერ ვიტან როდესაც ასეთ რაღაცას ვხედავ, ძალიან ვნერვიულდები და შემდეგ ვეღრ ვწყნარდები. გუშინ გაიხსნა ამ ადამიანის ფანკლუბი ფორუმზე და დავპოსტე რაღაც სისულელე (იუმორინა) ვინაიდან წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს ადამიანი, მეგონა უბრალოდ ერთ-ერთმა იუზერმა გაჭედა და გახსნა ვიღც მერაბ ეძგვერაძეზე თემა. ახლა ვნანობ იმ თემაში რაც დავპოსტე, მე მხოლოდ დღეს ვნახე ეს ვიდეო. არ ვიცი, მაგრამ ასეთი ცუდი რაღაც არასოდეს მინახავს, ადამიანის ასე დამცირება. 

Saturday, September 12, 2009

პატარა ბავშვები

თბილისის ერთ პატარა უბანში ვცხოვრობ, პატარა ეზოა, ყოველდღე ბავშვების ჟივილ-ხივილი მაღვიძებს. თუმცა აქ მათ საყვარლობასა და ცელქობაზე არ ვაპირებ რამის დაწერას. მე მინდა შევეხო იმ, მძიმე თემას, რომელიც საშინელებაა ჩემი აზრით. ორი პატარა ბავშვი, და-ძმა მყავს მეზობლები, ძმა დიდია, და პატარა. თუმცა სკოლაში უფროსიც არ დადის, სადღაც 4-5 წლის იქნება, უფრო ხუთის და მისი და 3-4 წლის. ყავთ მამა, რომელიც ციხიდან წელს გამოვიდა შეწყალებით, თუმცა ესენი მიატოვა და სხვა ცოლი მოიყვანა, მოიყვანა რა თავად წავიდა, აქ კიდე დატოვა თავის პირველი ცოლი ამ ორ ბავშვთან ერთად. ცხოვრობს დედამთილთან და მამათლითან, თუმცა არის საშინლად ისტერიკიანი ოჯახი, დედამთილი ავადმყოფია, ხანდახან ისე მწარდება, რომ ყველაფერს ანგრევს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა მთავარზე გადავიდეთ. უფროსს, ანუ ბიჭს სჭირს შარდის შეუკავებლობა, თან დაიბადა რახიტით (მგონი ასე ჰქვია მაგ დაავადებას). ხანდახან ეზოში გავდივარ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ამ ბოლოდროს გარეთ გასვლის თავი აღარ მაქვს მათ შემყურეს. მთელი უბნის ბავშვები ექცევიან საზიზღრად ამ ბავშვებს, არ ვიცი რატომ ვერ ამჩნევს ამას ვერავინ ჩემს მეტი, მშობლები სხედან იქ და უყურებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ფაქტია, მათ არ აინტერესებთ მათი შვილები რას აკეთებენ, მთავარია არ წაიქცნენ და არ გაცივდნენ. მიდის ამ ბავშვების სასტიკად დამცირება, დაახლოებით ასეთ ფორმებში: "დებილო გადი იქით" "შენ არ თამაშობ ფსიტიანო" ეს კიდე არაფერი ცემითაც, რომ არ სცემდნენ. გოგოები გინდა თუ ბიჭები... დღესაც, დახუჭობანას თამაშობდნენ, ძალიან ბევრნი იყვნენ გარეთ, მეც იქვე ვიდექი და ვუყურებდი. ეს ბიჭი არ იმალებოდა, მე ვკითხე რატომ არ იმალები-მეთქი, მიპასუხა არ მათამაშებენო. მერე დავუძახე სუყველას და ვუთხარი, რომ მასაც უნდა ეთამაშა და ავუხსენი, რომ ამით მათ არაფერი დააკლდებოდათ ხოლო ერთი ბავშვი კი ძალიან გაიხარებდა. ყველაფერს ის მდგომარეობა ართულებს, რომ არიან ქურდობას შეჩვეულები ორივე და ბავშვები "ქურდებს" უწოდებენ პლუს. მე არ ვიცი რა გაიზრდება ეს ბავშვი, ასეთი ყოველდღიური დამცირებით, თან მითუმეტეს თანატოლების მხრიდან. არ ვიცი რა ვქნა, იმდღეს დედაჩემსაც ვუთხარი რამე ვუშველოთ-მეთქი. მითხრა, რომ ელაპარაკე და დაარიგე ჭკვაზე ხოლმეო, თუმცა არამგონია რამე ესმოდეს, დედაჩემსაც სულ რაღაცები მოაქვს მაგისთვის და მაგის დისთვისხოლმე, ნამცხვრები და ა.შ არ ვიცი სხვაგან როგორ არის, თუმცა მე ვნახე, ყველაზე ბნელი მხარე ადამიანის და ეს ბავშვების სახით დავინახე... დავინახე, როგორ სიამოვნებთ სხვისი დამცირება და შეურაცხყოფა :(

Monday, August 17, 2009

ვარსკვლავი

რალამაზია არა ვარსკვლავი, ციმციმა, მოუსვენარი, ჩაუქრობელი და მუდმივი. მენატრება ვარსკვლავის დანახვა. დავრჩი მარტო, ახლა ვზივარ ჩემთვის წყნარად, არავითარი გეგმები, არავითარი მიზნები. მხოლოდ ვარსკვლავებზე ვფიქრობ :( ციმციმი მომენატრა. მგონი რაღაც ხდება, რაღაც იცვლება და არ ვიცი რა ვქნა. ყოველდღე ვიზრდები და მე ვგრძნობ ამას, ნათლად ვხედავ, მაგრამ დასასრული არ უჩანს ჩემს გაზრდას ასე, რომ არ აქვს აზრი ჯერ არაფრის კეთებას სანამ სულ არ გავიზრდები. ისევ ბლოგს მოვაკითხე ბოლოს, მომენატრა ჩემი ბლოგი და მაგიტომ, ყოველთვის მისმენს და მაგიტომ. 

Tuesday, June 16, 2009

სიყალბე საქართველოში

რატომ არის აქ ყველა ფარისეველი?! ყველა ყალბი?! თან ოდნავ დაკვირვებული თვალი გინდა და მაშინვე შეამჩნევ სიყალბეს სუყველას. რაღაცებს აკეთებენ რაღაცის და ვიღაცის გულისთვის, თუმცა თავის თავზე ნაკლებად ზრუნავენ. რატომ სვამენ ისეთ კითხვებს, რომლის პასუხიც უკვე იციან?! რატომ არის, რომ თუ 9ს მოსწონს ფეხბურთი მეათეც იძულებულია მოსწონდეს?! რატომ არის, რომ საკუთარი აზრი არავის გააჩნია, ან თუ გააჩნია მისი რეალიზაცია არ შეუძლია?! რა უბედურებაა ამდენი მარაზმი? სად არისნამდვილი სახე მათი. იქნებ ნამდვილი სახე, რომ გამოაჩინონ უფრო ლამაზები იყვნენ?!

Friday, June 12, 2009

The Bard`s Song

Now you all know
The bards and their songs
When hours have gone by
I'll close my eyes
In a world far away
We may meet again
But now hear my song
About the dawn of the night
Let's sing the bards' song

Tomorrow will take us away
Far from home
No one will ever know our names
But the bards' songs will remain
Tomorrow will take it away
The fear of today
It will be gone
Due to our magic songs

There's only one song
Left in my mind
Tales of a brave man
Who lived far from here
Now the bard songs are over
And it's time to leave
No one should ask you for the name
Of the one
Who tells the story

Tomorrow will take us away
Far from home
No one will ever know our names
But the bards' songs will remain
Tomorrow all will be known
And you're not alone
So don't be afraid
In the dark and cold
'Cause the bards' songs will remain
They all will remain

In my thoughts and in my dreams
They're always in my mind
These songs of hobbits, dwarves and men
And elves
Come close your eyes
You can see them too


იქნებ თქვენც მოგეწონოთ მე ძალიან მომეწონა ძალიან მაგარია.

Sunday, June 7, 2009

ვაჟა ფშაველა


"ღამ-ღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: “ვერ იპოვეო?” და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: “ვერა, ვერაო”, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და “ღრუ, ღრუო”, ხმადაბლა გულს ჩასძახებს."


ციტატა ხმელი წიფელიდან, აბა ვინ იცით ბუ რომ ეძახის "ვერ იპოვეო?" ვის ეძახის და რაზე ეძახის, რა უნდა ეპოვნა?

წეღან ვკითხულობდი ესეიგი და ამ აბზაცმა ვერ აგიხსნით რა მიქნა, ძალიან ძალიან შორს გადამისროლა, ჩემს ღრმა ბავშობაში. მე ვიცი ის ბუ ვის ეძახდა და რაზე ეძახდა, ეს ძახილი ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი, ჯერ მაინტერესებთ თუ იცით და შემდეგ დავწერ დანარჩენს :)

Saturday, May 16, 2009

The fox and the child



დღეს გადავრთე რუსთავზე და დავინახე პატარა, წითელთმიანი, ჭორფლებიანი გოგო ზის მელიასთან ერთად და ელაპარაკება. ნუ დავუწყე ყურება, თუმცა უკვე მთავრდებოდა. მერე როგორც იქნა გავარკვიე ფილმის სახელი და ახლა ვეძებ ნეტში. ბოლოს ძალიან ცუდად დამთავრდა :(((( მაგრამ სულ მინდა ვუყურო. 

Wednesday, May 13, 2009

ექსკურსია



ჰო, იმდღეს უნდა გამოსულიყო ჩემთან ჩემი ახლობელი, ილია, თუმცა მირეკავს, რომ სადღაც უნდა წავიდეთ და მწვადები შევწვათ და შენ გამოდიო. გავედი მეც, ჰოდა ჩავსხედით მანქანაში და წავედით. ესეიგი მე, ილია, ილიას და ქეთი, ქეთის შეყვარებული გიო და ქეთის 2 მეგობარი :| ჰხოდა გავემართეთ ზაჰესისკენ, ვინაიდან იქ ცხოვრობდა შოთა, ქეთის მეგობრის შეყვარებული და ისიც მოდიოდა. დიდი ძებნის შემდეგ მივაგენით ერთმანეთს და გავუდექით გზას :) ოღონდ გზაშივე უნდა მოგვეფიქრებინა სად მივდიოდით და გადავწყვიტეთ იქვე ზაჰესის უკან დიდიიი მთები და ტყეები რომაა იქ ავსულიყავით. ჰოდა წავედით, მაგრამ გზა ძალიან დანგრეული იყო იმას გზა თუ ერქვა რავი. 

ნუ ბევრი ვიარეთ ასეთ დანგრეულ გზაზე, ჩვენ გადმოვედით მანქანიდან, ვინაიდან ძალიან დამძიმებული იყო მანქანა. ავიარეთ ეს აღმართები და შემოგვეგება დიდი ქვა, რომელიც ისე მოხერხებულად ჩამჯდარიყო მიწაში, რომ იქიდან იმის გამოსახლება შეუძლებელი იქნებოდა :| და იქვე დავსტოპდით კიდევაც. მანქანა დავტოვეთ და ყველამ ფეხით გავაგრძელეთ გზა, რადგან იქით რაღაც წყაროაო და იქ უნდა მივსულიყავით. ნუ ის წყარო ჩვენ ახლო გვეგონა მაგრამ ძალიან შევმცდარვართ თურმე :) ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ წყაროს მაგრამ არც ისეთი გემრიელი წყალი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი. თვითონ ადგილი კი შესანიშნავი იყო, თუმცა მანქანას ისე შორს ვერ დავტოვებდით.

წყლის დალევისა და სურათების გადაღების შემდეგ დავბრუნდით უკან მანქანასთან, თან გზაც საგრძნობლად მოკლე მოგვეჩვენა :)) 

ცოტახანი დასვენებისა და ხედებით ტკბობის შემდეგ საქმეს შევუდექით, და მოგზაურობის ყველაზე გემრიელ ეტაპამდე მივედით :)) ყველას ძალიან გვშიოდა, აი ძალიან. ნუ ტყეში შევედით შიგნით და მოვაგროვეთ ძველი ხეები, ცოტა კი იყო მაგრამ სად აღარ დავძვრებოდით ნეტა იცოდეთ. შეშის მოგროვების შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიშვა, გადაჭრადი რათქმაუნდა მაგრამ მაინც პრობლემაა ყოველთვის ხოლმე. სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის უჭირს ხალხს ცეცხლის დანთება, თან ყველა ცდილობს რომ დაანთოს და ზოგჯერ უკურეაქციას იწვევს ეს :)) მე ვდგავარ და ვუყურებ, არადა რა იციან რომ მე ცეცხლის დანთების სპეციალისტი ვარ, ფაქტობრივად პრომეთემ მე გადმომცა ცეცხლი ზევსისგან რომ დამემალა :)) ნუ, ბოლოს როგორც იქნა ავანთეთ ნანატრი ცეცხლი.

ნუ ცეცხლის ჩაწვის შემდეგ გადავედით მთავარზე (მშივრებმა თავი შეიკავეთ) 

ჰხო, მერე წავიდა ჭამა-სმა და მასეთები, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან სუყველა, შოთას არ ვიცნობდი მარტო, ნუ ქეთის შეყვარებული და დაქალები ადრეც მყავდა ნანახი  :) ძალიან კარგი დღე იყო, თან ამდენი შეყვარებულები ხო ხვდებით, ნუ დადებითი ენერგია მოდის ძალიან და შენც ბედნიერდები. პ.ს მეც მომინდა შეყვარებული ცოტახნით =]] ნუ მერე იმღერეს, ძალიან კარგად მღეროდნენ შოთა და ლიკა, შეყვარებულები ასე კარგად რომ მღერიან რაღაც არსებობს :)) 

ჰო, ისინი ეს მე, ვინმე კომპეტენტურმა მითხარით მართლა გავსუქდი? Oo

ნუ შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა დაუპატიჟებელი სტუმარი :) ძალიან საყვარელი, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი, რომ გამემხიარულებინა სულ ასეთი თვალები ჰქონდა :( ძალიან გამხდარი იყო და ვაჭამე ბევრი, მწვადები რაც დაგვრჩა სულ მივეცი + 1 თონოს პური იქვე შეჭამა და ერთი კიდე შინახა იქ დადო :| 

ნუ შემდეგ ავალაგეთ ყველაფერი, რაც ცუგას მოეწონებოდა ყველაფერი იქვე დავტოვეთ, ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით. 

ასეთი კარგი დღე დიდი ხანია არ მქონია, ასეთ კარგ ბავშვებთან :) ბედნიერი ვარ.

Saturday, May 9, 2009

იდეალურობის მეორე ეტაპი

არ გამოვთქვამ საკუთარ აზრს, არ შევეცდები დავამტკიცო ჩემი სიმართლე, არაფერს მივიღებ ისე მწვავედ როგორც აქამდე, ვიქნები მატყუარა, თითქმის ვერავინ მიხვდება თუ როდის ვამბობ სიმართლეს და როდის ვიტყუები. პრინციპში აქამდეც ასეთნაირად იყო. აღარ ვილაპარაკებ ბევრს.

Saturday, May 2, 2009

იეღოვა

http://vimeo.com/4432280

ახალი პოსტი ვიმეოზე :)


ღმერთი იწვევს სტიქიურ უბედურებებს from Mela on Vimeo.

Thursday, April 16, 2009

პატრული

ფორუმზე მეც კი დავწერე რომ გამეცინა და მაგარი ტიპია, მაგრამ მერე დავფიქრდი, უფრო სწორად ერთმა სიტყვამ დამაფიქრა და ჩამრჩა გონებაში. ეს ადამიანი ამბობს, რომ გალის ბაზართან შედარებით ზუგდიდის ბაზარი იაფი იყოო, ხოდა ფული მქონდა მე 10 ლარიო და წამოვედი ბავშვს ვუყიდი რაღაცებსო. :( ამ ამ ფრაზამ სრულიად შემიცვალა განწყობა. შეიძლება საერთოდაც იტყუება, მაგრამ ძალიან შემეცოდა. კანონსაწინააღმდეგოდ კი მოიქცა, თუმცა გული დამწყდა :(

Tuesday, April 7, 2009

The spring came


მოვიდა გაზაფხული და თან მოიტანა სიახლე, მრავალფეროვნება, სილამაზე და ზოგისთვის საშინელება, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი რაღაც შემოიტანა. ჩემთვის ვარ როგორც ყოველთვის, ჩემთვის ბედნიერი და ასე. სიახლეს ძალიან ადვილად ვითვისებ, თუმცა მიზანსწრაფულობით ვერ დავიკვეხნი. ყოველი დღე ახალია ჩემთვის და უბედნიერესია, წარმოგიდგენიათ?! ყველა დღე, რომ გიხარიათ. ჰო, ეს მე გავაკეთე, ჩემს გარშემო შემოვისამოთხე და შემოვიბედნიერე, თვალები სამუდამოდ დავიბრმავე და ცუდს ვეღარ ვხედავ, უი! მოვიტყუე :) ვხედავ, თუმცა აღარ განვიცდი. მხოლოდ ისეთ რაღაცებზე ვფიქრობ, რაც მაბედნიერებს და რაც მიხარია. სულ თვზე რომ დამენგრეს ყველაფერი მე იდეალური (ჩემი თვალთახედვით რაღათქმაუნდა) მაინც გავხდები. აი ასეთი ვარ ზუსტად, რომ იტყვიან მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და იდეალური, პირდაპირ აღფრთოვანება შეიძლება. იცით რა ბედნიერებაა, როდესაც გრძნობ რომ ყველაზე მაგარი ხარ და თვით რემბოსაც კი გაუთანაბრდები. ახლა უკვე დედამიწა ბრუნავს ჩემს გარშემო :ბის: თან ეს გაზაფხული, რალამაზია, რასხვანაირი, როგორ მიყვარდა ზამთარი, თუმცა ახლა გაზაფხული მიყვარს, ზაფხული, რომ მოვა შემდეგ ზაფხული შემიყვარდება და ა.შ თუ ადრე შაბათ-კვირა მიყვარდა ახლა ის დღე მიყვარს რა დღეც არის. მოკლედ იდეალურობას თურმე თან მოსდევს სიყვარულის დიდი ტალღები და ბედნიერება.  ის ფილმი თუ გაქვთ ნანახი, სახელი აღარ მახსოვს, ბეისბოლის გუნდი რომაა "ინდიელები" გუნდის ყველა წევრი, რომ შერეკილია, ჩარლიშინი გამოდის. მაგ ფილმის მეორე ნაწილში არის ზანგი, რომელიც რომელიღაც ტომის ტაძარში წავა იქ გასხივოსნდება და საერთოდ ვეღარ თამაშობს ვინაიდან სუყველა და ყველაფერი უყვარს და ყველას კოცნის :)) აი ეგ ვარ მე. (მერე მაგ ზანგს ეტყვიან ალუმინის ყვერები გაქვსო და ისევ დაუბრუნდება მრისხანება) ჰხოდა დღეს გადავიღე ისეთი სურათები, რომლებიც ზუსტად ჩემი განწყობის პირდაპირპროპორციულია :)

1ს აქ დავდებ და დანარჩენი 2 აქ ნახეთ :2კისს:

Tuesday, March 31, 2009

მადლობა პატრულს


გული მატკინეს :( როგორ?! ვერ წარმოვიდგენდი მე თუ საზოგადოებრივ წესრიგს დავარღვევდი, მაგრამ ასეც მოხდა. მე აქ იდეალურობაზე ვფიქრობ და გზაზე გადასვლა არ მცოდნია თურმე. ესეიგი რა მოხდა, პეკინზე გზაჯვარედინია, მე და ჩემი ჯგუფელი მივდიოდით, შუქნიშანს დაველოდეთ, აინთო წითელი გაჩერდნენ მანქანები და გადავედით ჩვეულებრივად. ის წავიდა სახლში მე კიდე გზის იქით მხოლოდ იმიტომ გადავედი მაღაზიაში მჭირდებოდა რაღაც :( ეს 2 პატრულიც იქ იდგა, ეთქვათ კაცო მაშინ, რომ არ შეიძლება გადასვლაო და აღარ გადავიდოდი. ნუ უკან რომ გადმოვედი ისევ ისე, შუქნიშანზე. გამაჩერეს, პირადობა გვანახეო, ვანახე, წესები დაარღვიე და ჯარიმა უნდა დაგიწეროო. კი მაგრამ შუქნიშანი რომ აინთო მაგ დროს არ გადმოვედი-მეთქი?! არაო არასწორად გადმოხვედიო, შუქნიშნის პირდაპირ უნდა იდგე და ისე გადმოხვიდეო :( ეგეთი რამე პირველად გავიგე... ნუ, ჰო, დამიწერა 3 ლარიანი ჯარიმა დავემშვიდეობე და წამოვედი. არადა სანამ მე ჯარიმას მიწერდა 50 ამდე ადამიანი გადავიდა და გადმოვიდა ისე :გივი: =) მაგრამ ნახეს მელია და მებლატავნენ :( 

ხო წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე, სულ თეთრი ტანსაცმელი მეცვა და თეთრი თოკით ვიყავი ჩამოკიდებული სადღაც, ქვემოთ კი ზღვა იყო სულ, მაგრამ მარტო არ ვყოფილვარ ჩამოკიდული, თოკის მეორე ბოლოზე ვიღაც გოგო იყო ჩამოკიდული და წრიულად ვტრიალებდით :სპყ: მერე ვიღაც უნდა ეწამებინათ და იმის წამებას დავესწარი :| ჰო, ნუ მოკლედ, შესანიშნავად მიდის საქმე. კარგი ყოფილა :) 

Monday, March 23, 2009

ჟურნალისტური ხედვა


დღეს ძალიან კარგი დღე მქონდა, ჩვენმა ლექტორმა დაგვავალა დაგვეწერა ამ სამიდან რომელიმეზე: ჩემი თანამედროვე გოგო, ბაზარი დღეს და ქუჩის მაწანწალები. ნუ მოკლედ ეს 3 თემა იყო, ჰოდა მე ავირჩიე ქუჩის მაწანწალები. დავწერე დიდი ენთუზიაზმით, ვინაიდან ეს პირველი იყო ჩემთვის, ლექტორმა გვითხრა ამით მე დავინახავ თუ გაქვთ ჟურნალისტური ნიჭიო. ნუ დავწერეთ ყველამ წაიღო ლექტორმა 1 კვირის წინ რვეულები და დღეს მოიტანა, შემოვიდა და 1 ბიჭის ნაწერი მომეწონა ძალიანო :) არ ვიცი გული როგორ მიცემდა, მაგრამ ძალიან ავნერვიულდი, ახლა რომ ვფიქრობ რატომ მიკვირს :) ნუ შემდეგ აღარაფერი და მერე იძახის, მოკლედ ძალიან კარგი ნაწერი იყო დღეს ვინც შემხვდა ყველას ვაჩვენეო, მერე მეოთხე კურსელებს წავუკითხე და გავარჩიეთ იქო. მოათვალიერა აუდიტორიაში ხალხი და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, მე რაღაც დავიბენი და ინსტიქტურად უკან გავიხედე =))))) ჰოდა მე აღმოვჩნდი ის ბედნიერი. მომეწონა ძალიან და შესანიშნავი ჟურნალისტური ხედვა გაქვსო მითხრა!!! :ბის: ამ დროს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა =)) გამახსენდა სკოლიდან, რომ მაგდებდნენ, ყველაზე ცუდი რომ ვიყავი ყველგან და უვიცი... სულ ვიძახდი, ეგ თქვენ გგონიათ მასე-მეთქი თორემ არ ვარ მე დებილი-მეთქი :ამაყ: ჰოდა ძალიან გამიხარდა. ვიგრძენი, რომ ზუსტად ის საქმე ვიპოვე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ :) მერე ხმამაღლა წაიკითხა და ჯგუფელებსაც მაგრად მოეწონათ... ამ დროს მე დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით და არ ვიცოდი რა მეთქვა. ახლა გეტყვით რა იყო ჩემი წარმატების საიდუმლო, მხოლოდ მე დავწერე მაწანწალა ძაღლებზე და სხვა არავინ, თან პარალელები გავავლე ადამიან მაწანწალებთან. ასე იყო ეს ამბავი, ძალიან მიყვარხარ მელი, რომ ეს შეძელი! მგონი იპოვე რაღაც :) კიდევ იმაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ძალიან ნერვიული ვარ და რა ვუშველო ჩემს თავს არ ვიცი :( აი უბრალო რაღაცაზე, მაგალითად რაღაცას ვყვები და მისმენენ, ან გამოცდაზე ვნერვიულდები გული მიჩქარდება, ენა მებმევა და რაღაცებს ვბოდიალობ :( იმედია გამოვასწორებ ;) 

პ/ს

ეს სურათი გუშინ გადავიღე და დავარქვი the spring came :sun:

Wednesday, March 18, 2009

We can!


შესვენების შემდეგ გადავწყვიტე შემობრუნება საბლოგეთში, ეს დრო მე დიდი მეჩვენება, რადგან ბევრი რამე მოხდა ამ დროის განმავლობაში. ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის :( აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ! 

Thursday, March 5, 2009

ნუ გაგიკვირდებათ

ვინც ამ ბლოგს კითხულობთ ნუ გაგიკვირდებათ თუ რატომ აღარ ვწერ, ახლა ასეა საჭირო, ცოტახნით გეთიშებით თქვენც და სხვებსაც :)

Wednesday, February 25, 2009

ვიდეობლოგი

როგორ გავახაროთ დებილი ბავშვი?

ცენტები ვაჩუქოთ 

=))))))

ხო ვიდეობლოგი გავაკეთე და რავი აბა :| 



10 ცენტი from Gio bubu on Vimeo.

Monday, February 23, 2009

რა ჯანდაბაა?!

და საერთოდ მართლაც რა ჯანდაბაა?! 

ვერაფერი ვერ გავიგე

:|


:ჯუმპ: :ჯუმპ: :უსერ:

Friday, February 20, 2009

ბავშვებს წავუღებ

ტყის პირას მოხუცი კაცი ცხოვრობდა, პატარა ქოხი ჰქონდა, არც დიდი რამე სიმდიდრე გააჩნდა, გვარის გამგრძელებელი ან დამმარხავიც არავინ ჰყავდა. ტყეს სამხრეთიდან ტბა ესაზღვრებოდა და მოხუცსაც ბუნებისგან მომადლებული სარჩოსაბადებლით გაჰქონდა თავი. დღისით თევს იჭერდა, ძროხებს უვლიდა, და თავის ბოსტანში ჩაჰკირკიტებდა ბოსტნეულს. ქოხი ისე ახლოს იყო ტყესთან გეგონებოდათ მასშია შეზრდილიო და რომ არა მისი კარი ვერც შეამჩნევდით ქოხს. საღამოს საქმეს რომ დაამთავრებდა ქოხში ბუხარს გააჩაღებდა და ბუხრის წინ დაჯდებოდა. ვერავინ მოგიყვებათ მის ფიქრებზე, მისი წარსულიც არავინ იცის, შესაბამისად მისი ფიქრები მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იქნება. ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები. მოხუცი გარდაიცვალა და თითქოს არავის უნდა ხსომებოდა ის, მაგრამ მე ხომ მახსოვს? ასე რომ ის კიდევ ცოცხალია!



როდესაც ფოთლები შრიალებს ტარიელი ტირის, ტარიელს უყვარს ბუნება და ნატრობს, რომ არასოდეს არ დაკარგოს მისი შეგრძნებს უნარი, მაგრამ დგება დღე როდესაც მას ნესტანი შეუყვარდება და იგი უმალ ივიწყებს თავის სიყვარულს! ტარიელი უმოწყალოდ უსწორდება მათ, ვინც წინ გადაეღობება და მათაც, ვინც მის ყურადღებას მიიპყრობს. სწორედ ასეთ ნერვიულ ნიადაგზე შემოაკვდა 2 ლომი და შემდეგ თავის მეგობარ ავთანდილსაც აწყენინა. განვლო ხანმა და ტარიელი გარდაიქმნა სულ სხვა ადამიანად, სიყვარულმა მას ძალა მისცა, რომელიც კაცობრიობისკენ მიმართა. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ოდესმე როდესაც ტარიელი ფოთლების შრიალს გაიგონებდა თვალები არ აუცრემლიანდებოდა.




პირველყოფილმა ადამიანმა, როდესაც ცეცხლის სითბო შეიგრძნო, იმ დღიდან უცეცხლოდ ყოფნა ვერ წარმოუდგენია. საინტერესოა პირველყოფილ ადამიანს, რომ უნიტაზი ენახა რას იზამდა? ალბათ იმდროინდელ სამყაროშიც იყო უნიტაზის მაგვარი რასაც პირველყოფილი ოკუპანტები თავიანთ ტომში ეზიდებოდნენ ხოლმე. მაგრამ მთავარი ის არ არის, რომ რაც მათ უკვირდათ ჩვენ ახლა აღარ გვიკვირს. მთავარი ისაა, რომ თვითონ ადამიანებმა განიცადეს ცვლილება, ევოლუცია, მაგრამ გრძნობები იგივე დარჩა! საინტერესოა, რატომ არ განიცადა ადამიანთა გრძნობებმა ევოლუცია?




სულ მაინტერესებდა, სპაიდერმენს ის ქსელები ოდესმე ელეოდა თუ არა. თუ სპაიდერმენს ქსელები ელეოდა მაშინ მას შესამჩნევი უპირატესობით გაუსწრებს სუპერმენი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სუპერმენი ხომ ყველაზე ძლიერია, რაღათქმაუნდა სხვას ვის შეუძლია პლანეტას ისე სწრაფად შემოუფრინოს (იური მოკვდა) უკუღმა, რომ დრო უკან დააბრუნოს და საყვარელი ადამიანი გააცოცხლოს. სუპერმენში სუპერგმირობა მისი ძალა იმდენად არ არის ვიდრე მისი გული და მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი. განა თითოეულ თქვენგანს ისეთი ძალა, რომ მიენიჭოს როგორიც მას ან სპაიდერმენს აქვთ, საკუთარი თავებისთვის არ გამოიყენებთ?! სწორედ ამ თვისებების გამოა ის სუპერმენი და არა იმიტომ რომ ტყვიებს კბილებით იჭერს, ტანკებს ღეჭავს და ასტეროიდებს ისხლიტავს.











დღეისთვის საკმარისია მეგობრებო ექიმი მოდის დამამშვიდებელი უნდა გამიკეთოს.

ხვალ განვაგრძოთ :)

Thursday, February 19, 2009

13th warrior


მე ვხედავ მამას ჩემსას,

მე ვხედავ დედას ჩემსას, 

მე ვხედავ ჩემს ძმებს და დებს,

მე ვხედავ, მთელს ჩემს მოდგმას, დასაბამიდან! 

ისინი მეძახიან, რომ დავიკავო ადგილი მათ გვერდით, 

ვალჰალაში, 

სადაც მამაცები იცოცხლებენ,

მარად!





Monday, February 16, 2009

მძულს დასასრული

ვერ ვიტან :(

ეჰ ასე არ უნდა დასრულებულიყო :(

მაგრამ ძალიან მაგარი იყო :| კაპიტანი ლოუტონის სიკვდილი :((((( ეეე

ააა

რატომაა რომ ყველანაირი დასასრულის დროს საზიზღარი განწყობა მეუფლება და მგონია, რომ რაღაც დიდი დავკარგე? 

მაგრამ ალბათ ესეც ისევე გადამავიწყდება როგორც სხვა დასასრულები :(

Thursday, February 12, 2009

უდროოდ


აბა მე რავიცი, თქვენ იცით. ძალიან მოწყვეტილი ვარ გარემოს, ასე მგონია ცხოვრებას ჩამოვრჩი ან გავუსწარი ან რაღაც, მაგრამ აშკარაა, რომ მასთან აღარ ვარ. ყველა ერთნაირი მეჩვენება, ეს საზიზღარი აზრი ამეკვიატა და თითქოს ეს არ მყოფნოდა ახლა უკვე რაღაც პერსონაჟებს ვუკავშირებ ჩემს თავს. იმდღეს საშინელი ღამე მქონდა, არ მინდა საერთოდ იმის გახსენება. საშინელ სცენას შევესწარი, რომელმაც ძალიან შემაშინა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ დაოჯახების შემდეგ სიყვარული ქრება. არ მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ცოლ-ქმრული ურთიერთობის უკან სვლა. იმ დროს პატარა ბავშვი ვიყავი და შევცქეროდი, მათ და უფრო და უფრო მეშინოდა, რომ მასე შეიძლება მეც ოდესმე დამმართნოდა. დღეს კარგი ამინდი იყო და მტვერი ჩამოვიფერთხე, გარეთ გავედი და მზიანი დღით ვტკბებოდი. ვუსმენ, მაგრამ სხვაგან დავფრინავ, თავიდანვე ყველაფრის ინტერესს ვიკლავ და ჩემს ნაჭუჭში უფრო ვიკეტები. არ მიყვარს ასე, რომ მომდის, მაგრამ რამდენჯერაც ვცადე ყველა ცდა ფუჭი აღმოჩნდა.

Thursday, January 29, 2009

არ იცოდი რომ...


წეღან ვუყურე და რაღაცები გამახსენდა, აუ რამაგარი იყო არა? :( კიდევ იქნება, მაგრამ აღარ მგონია ისეთივე იყოს. ეს ფილმი ჩემთვის არის შექმნილი, აი ზუსტად ჩემზეა მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჰეფიენდით არ მთავრდება =(

მაგრამ მაინც...

ყველაფერი ასე დაიწყო...

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პერსონაჟიც ჰგავს, ან შეიძლება მე მეჩვენება ასე... ნუ ამას უფრო პატარა მკერდი აქვს =)))))

და ბოლოს... ეს ამბავი ასე იყო, ვერც დაწყება გავიგე, ვერც დამთავრება, არც ცუდი იყო, არც კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი ამბებისგან ძალიან განსხვავდებოდა...

Tuesday, January 27, 2009

ცუდათ არის საქმე


აბა, ძალიან ცუდათ. ვიყურები გარშემო და უფრო ცუდად არის ვიდრე მგონია. ძალიან დიდ ხათაბალაში გავყე თავი დედამიწაზე დაბადებით :((

Friday, January 23, 2009

Only for me


დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანზე არ ვწერ ამას და გამონაკლისები არსებობენ რათქმაუნდა! რაღაც მინდოდა, რომ მეთქვა და გადავწყვიტე ბლოგზე მეთქვა, ბლოგი ხომ ამისთვის არის. ხოლო აქ დაწერილი თუ წაიკითხეთ და ფიქრობთ რომ ტყუილია და არ მეთანხმებით. შეგიძლიათ უბრალოდ დაიკიდოთ და წამსვე დატოვოთ ჩემი მწვანე სამყარო. (ეუფ :დ)

რა საზიზღრობაა ადამიანთა მოდგმა, სიბოროტესა ძალადობასა და შურზე დაფუძნებული. ყველა ადამიანი ომობს პირველობისთვის და ამ ომში მთავარი პრინციპები ავიწყდებათ. რატომ არის, რომ ყველა სხვის განადგურებაზე ფიქრობს, რადგან თავის თავს რამე შეჰმატოს, ან თვის მეგობარს. ბევრი ადამიანი მიყვარს და მათი აზრები რათქმაუნდა განსხვავდება ჩემი აზრებისგან, მაგრამ კეთილები არიან და მაგიტომ მიყვარან. საბედნიეროდ ადამიანების ამორჩევაში არც შევმცდარვარ არასოდეს და არც მომავალში შევცდები, რადგან ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან მარტივები არიან. აგრესიული არ ვარ და ადამიანთა აგრესიას აგრესიით არ ვპასუხობ, მაგრამ მაქვს სუსტი წერტილები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან გამაღიზიანონ. ყველაზე დამპალი და საზიზღრობა რაც აქვთ ადამიანებს ეს არის სხვა არსებების ჩაგვრა და მათ ფონზე თავისი აღამატებულობის დანახვება. არაფერი მიმაჩნია ამაზე ამაზრზენად, როგორიცაა სხვისი ჩაცმულობის დაცინვა, ან ვარცხნილობის... ვაღიარებ მეც გამცინებია ზოგის ჩაცმულობასა თუ გამოხედვაზე, მაგრამ მისთვის "ბანძის" იარლიყი არ მიმირტყია ჩაცმულობის გამო. წეღან ვნახე ფორუმელი დათოოს დაწერილი ფრაზა: "რა აზრი აქვს მაინც უნდა მოვკვდეთ" და ძალიან გამამხიარულა ამ ფრაზამ. დავფიქრდი და მართლა მომეშვა გულიდან ბევრი სანერვიულო. ბევრ რამეზე ვნერვიულობ, არა ჩემი სიგიჟის გამო, არამედ არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ომი რომ იყო ახლა ღაზაში და ხალხი იხოცებოდა ძალიან განვიცადე და საშინლად გამაღიზიანებლად ჟღერდა ზოგიერთების პათოსი. ახლა ეს რაზე გავიხსენე, მაივიდეოზე იყო ჩანაწერი ერთ-ერთი ამერიკული შოუსი სადაც აგვისტოს ომზე ვრცელი იუმორისტული მონოლოგი იყო მიძღვნილი. ამაზე უნდა გენახათ მაივიდეოს საზოგადოების აღშფოთება და მეც ძალიან დამწყვიტა ამან გული, რადგან ომი საშინელება იყო სადაც ხალხი დაიღუპა და სახუმაროდ ასეთი თემა  ძალიან ცუდია. ანალოგიური ხუმრობები გავიგონე ამასწინათ ქართულ იუმორისტულ შოუებში ღაზას სექტორზე და ძალიან მწყდება გული, რომ ბევრს დაავიწყდა უკვე ომის საშინელება. ბევრმა თქვა, რომ ამის ღირსი ნამდვილად იყო ჰამასი, რადგან აღიარეს ჩვენი ტერიტორიები, ამაში მეც ვეთანხმები,რომ ჰამასი იყო დავუშვათ ამის ღირსი მაგრამ მითხარით იქ დაღუპული ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან. იმ ბავშვს დიდად აინტერესებს ახლა სამხრეთ ოსეთი აღიარებული იქნება თუ არა? ჰმ, მაგრად გავჭედე, მაგრამ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ პაციფისტი არ ვარ, რადგან სულ ფეხებზე მკიდია კაცობრიობა და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ადამიანებს. უნდა იმონ და რაც უნდათ ის უქნიათ. საიდან სად წამოვედი, არადა იმას ვამბობდი, რომ მძულს როდესაც ვინმეს ჩაგრავენ, ან ამცირებენ... რომ კითხო ღმერთი სწამთ და მის გზას მისდევენ, მაგრამ არცერთი მათგანის ცხოვრება არ ჰგავს ღმერთისკენ მიმავალ გზას. მე არასოდეს შემიფასებია ადამიანი მისი აზრების გაგებამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე წინასწარი წარმოდგენა არ შემქმნოდა, მისი მანერებისა თუ ვიზუალური ეფექტიდან გამომდინარე. ბოლოს კი ერთი რამ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც თავად არ მოსწონთ ცუდია და რაც მოსწონთ კარგი, ეს საშინლად აბრმავებს ცნობიერებას. 

###

ბევრჯერ მომქცევიან საზიზღრად, მაგრამ არასოდეს გადამიხდია სამაგიერო და არც მიფიქრია გადახდაზე. არა იმიტომ, რომ ანგელოზი ვარ არამედ იმიტომ, რომ არ მდომებია და მორჩა. აზრს ვერ ვხედავ სამაგიეროს გადახდაში. მე თუ გამამწარა ის რატომ არ უნდა გამწარდეს? საშინელია ეს აზრი, რადგან შენ ამ დროს ზუსტად ისეთად იქცევი, როგორიც ის არის. არც იმის მწამს, რომ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს, რადგან მასეთი მე ჯერ არავინ მინახავს. 

### 

საერთოდ არ მინდა მე, თქვენთან, გამიშვით რა ვიხეტიალო ჩემთვის :((

Wednesday, January 21, 2009

შემდეგ


გადავწყვიტე შევეშვა ფორუმს, ბლოგს და საერთოდ კომპს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ შემოვალ. მაგრამ ამიერიდან უფრო მეტ დროს დავუთმობ წიგნებს, სწავლასა და ჩემს თავს. ჩემს ბლოგს ეს არ შეემჩნევა, ვინაიდან აქ ძველებურად იქნება ყველაფერი. ცოტა მეტი ვიფიქრე და და და... რავი აბა... 

Thursday, January 15, 2009

ნაფლეთები


თვალებმა მიღალატეს მგონი, ვერაფერს ვხედავ და დავბრმავდი, მხოლოდ გარშემო უაზრო ყაყანი მესმის. წასვლა მინდა სადმე, ენერგია გამომეცალა და ეს აშკარად იგრძნობა, გუშინაც რაღაც უაზრობაზე ვფიქრობდი, არადა მაგაზე ფიქრი ხომ აგიკრძალე? მომენატრა შენთან ლაპარაკი, რამდენი ხანია ჩვენ რომ გვიყვარს ისე არ გვილაპარაკია?! როგორ გაგვაჩუმა ზამთარმა, არადა იყო დრო როდესაც სისხლი ისევ მოძრაობდა და რაღაც იდეალურზე ვფიქრობდით. ზამთარს სწორედ ამიტომ ველოდებოდით ასე მონდომებით? მე და შენ ზამთარი იმიტომ არ გვიყვარს, რომ ახალი წელია და თოვლის პაპა რამეს მოგვიტანს. ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, რომელიც, როგორც ჩემი გეგმების 100%ს მსგავსად არ განხორციელდა. აუ არადა მე და შენ ხომ ვიყავით იმ ადგილას, როგორ გვიხაროდა ყინვა, თოვლი და სიცივე რომელიც გულშიც აღწევს. ახლა ჩვენ ყველა ოცნებას დიდი თოვლი ადევს ზედ და არაფერი ემჩნევა ოცნებების მათ. გარემოს შესწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობთ და უფრო ძირს ვართ. (ეს გარემოებებმა შემაწყვეტინა)

***

გვიანი ღამეა, ჩამიჩუმი არ ისმის არსაიდან, მხოლოდ კლავიატურა წკაპუნობს. ორჯერ დავაპირე აქ შემოსვლა და რაღაცის დაწერა და ორჯერვე გადავიფიქრე, აღარ მინდა აქ წერა. იმ მომენტში ასე მეგონა, და კიდევ ხშირად მგონია ასე, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი და მეც არ ვჩერდები. ფეხი ამიცდა და ჩამოვვარდი, ისევ იქ ჩავვარდი, ისევ იმ ფიქრებში. ბევრ რამეს ვაშავებ, ამას ვხვდები, მაგრამ გამოსწორებაზე არ ვფიქრობ... დღისით ღიმილით ვხვდები ყველას, ღამით კი ვერ მაქვს საქმე მთლად მასე. ძალიან ცუდი რაღაც მემართება, ისევ მგრძნობიარე ვხდები ადამიანების მიმართ და ვიცი მალე უნდა ვინანო ეს. რაღაცის დაწერა მინდა და თავს ვერ ვაბამ საიდან დავიწყო...  გადავწყვიტე აღარ დავწერო. ფრენას მოვუხშირე, ხოლო მიწაზე სიარულს მოვუკლე, ჩემი აზრები ჩემს გულში გადავიტანე და ტვინს საშუალებას არ ვაძლევ გულის გარეშე რამე გამაკეთებინოს. ბევრი მიყვარს ძალიან, ისეთებიც კი, რომლებიც არ უნდა მიყვარდნენ. ამას ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, მაგრამ პასუხი მართლაც არ მაქვს, არადა მძულს როდესაც პასუხგაუცემლად ვტოვებ კითხვას, არ მასვენებს და მუდამ მასზე ვფიქრობ. თვალები სულ გახელილი მაქვს და მუდმივად დაძაბული ვარ საკუთარ თავთან, რომ შეცდომა არ დავუშვა ან სხვას არ მივცე შეცდომის დაშვების უფლება. წარსული მენატრება, უფრო სწორად ის ბედნიერი დღეები მენატრება, რომლებიც ასე თუ ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ იდიოტი არ ვარ და არც უაზროდ ლაქლაქი მიყვარს, მაგრამ მინდა სხვებმაც გაიგონ ეს, ყველამ არა, მაგრამ იმათ მაინც ვინც მე მიყვარს. იქნებ საერთოდ არ უნდა მიყვარდეს არავინ? ეს შეუძლებელია... 

Tuesday, January 13, 2009

ბატონყმობა 21_ ესაუკუნეში

ცხოვრებაში იმდენად გადიდკაცდებიან, რომ გვერდზე გახედვა აღარ უყვართ. ისინიც ვიღაცას მიეკედლებიან თავიდან რათა სახელი მოიხვეჭონ. ან მემკვიდრეობით ერგება, ზოგსაც ბედი გადაუგდებს. ვინ როგორ, ვინ როგორ და ყველა რაღაცას უკავშირებს ამას, შესანიშნავად უჭირავთ თავი და ამით გარემომყოფებს თრგუნავენ. მათაც რა ქნან?! უწყინრად ხვდებიან ბატონის ყველა მოქნეულს, იმედით რომ ოდესღაც ისინიც ბატონები გახდებიან და მათ ნაფეხურებსაც ვიღაც დაჰკოცნის. ამას იმდენად ისისხლხორცებენ, რომ ამის გარეშე ჰგონიათ დაიღუპებიან, ეს კი მათ ართმევთ საშუალებას შექმნან თავიანთი რაღაც. ნუ იქნებიან მდგმურები სხვისი ცხოვრების და ნურც თავად გააქირავებენ თავიანთ ცხოვრებას. გადიდკაცებულებს ეს უფრო ადიდკაცებს და უფრო ღრმად ითრევენ თავიანთ ცხოვრებაში და თავიანთ ნაგავს აწმენდინებენ.

Monday, January 5, 2009

ახალი წელი (საახალწლო სიზმარი)


ჰო, რავიცი, მოვიდა შევხვდი. სახლში შევხვდი შემდეგ მეგობართან რომელიც ჩემს გვერდზე ცხოვრობს იქ. ეს იყო ჩემი ახალი წელი. 

დანარჩენს რაც შეეხება ახლა დავწერ, კარგი სიზმარი ვნახე ძალიან :))) ესეიგი ასე მოხდა.

ახალი წელი იყო და მთაში წავედი ფეხით, ნუ ძალიან ვიფორთხიალე თოვლში და როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. ცუგებმა რომ დამინახეს სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ, წამაქციეს და მაფორთხიალეს ისედაც გაყინული თოვლში (: შემდეგ როგორც იქნა შევძელი სახლის კარამდე მისვლა. სიბნელე და სიჩუმე იყო, ავანთე ლამპა შემდეგ ცეცხლი დავანთე და გათბა იქაურობა. მომშიებოდა და დავიწყე ჭამა რათქმაუნდა ამ 2 ყაჩაღთან ერთად, ვჭამეთ და 3ივე წამოვწექით ძველ დივანზე.  ვლაპარაკობდით, იქაურ ამბებს მიყვებოდნენ. შემდეგ შევატყვე თავს მეძინებოდა, გავშალე ლოგინი და ჩავწექი, სიჩუმე იყო, მხოლოდ ცეცხლში შეყრილი შეშის ტკაცატკუცი მესმოდა. ასე და ამგვარად ჩამეძინა, მაგრამ თურმე აქ იწყებოდა ყველაზე საინტერესო მომენტი, რადგან ხმაურმა გამაღვიძა. ცუგები აღარსად იყვნენ ხოლო კარებთან ხმაური მოისმოდა. ჩემი ლოგინი ისე დგას, რომ მთელს აივანს ვხედავ ფანჯრებიდან. გავიხედე და 3 ადამიანი საქმიანობს რაღაცას გარეთ. ქურდები, გავიფიქრე მაშინვე, შემეშინდა, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მე 1 დიდი + მქონდა, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ სახლში შეიძლება სულიერი ყოფილიყო. გადავწყვიტე ჩემი კოშმარული სიზმარი მათთვის მექცია კოშმარულად. ჩემი ოთახიდან ფანჯარა გადის მეორე ოთახში, ანუ კედელშია ფანჯარა რომელიც გარეთ კი არა არამედ შემდეგ ოთახში გადის, ამ ფანჯრის ქვეშ დგას ზუსტად ჩემი ლოგინი. გავაღე ჩუმად ფანჯარა და გადავხტი შუა ოთახში, იქიდან მთავარ დერეფანში გამოვედი, იქ მრგვალი მაგიდა დგას რომლის ქვეშაც ბიძაჩემი ინახავს ათასნაირ, ძველებურ ხმლებს... გრრრრრრრრრრ :)))) შევყე ხელი და 1ლი რომელიც მომხვდა ხელში ის ხანჯალი გამოვიღე. ასე ხანჯლიანმა მესამე ოთახში შევირბინე სადაც ძველი ტანსაცმელები მეგულებოდა. მოსასხამი ვნახე რაღც, მოვისხი და სუფთა ბეტმენი ვიყავი :გივი: )))))  ამ დროის განმავლობაში ისინი კარებს აღებენ და არც ფრთხილობენ ხმაურს, რადგან იციან მთელ ხმაზე რომ იყვირონ ვერავინ ვერაფერს გაიგებს მაინც. ნუ მოკლედ ასეთი დავბრუნდი კვლავ ჩემს ლოგინში და ჩავწექი შიგნით. უი დამავიწყდა, აი წითლად რომ ანათებს ეგ სათვალეც მქონდა ოღონდ საიდან აზრზე არ ვარ. ჰო გააღეს კარები და ერთ-ერთი მათგანი ჩემს ოთახში შემოვიდა ფანრით, ლოგინთან მოვიდა და კარადა გამოაღო ჭრიალით, უცბად ლოგინიდან წამოვხტი და მხარზე ხელი დავადე უხმაუროდ, ფანრიანად შემოტრიალდა და ნეტა იცოდეთ რა სახე ჰქონდა, მორთო ღრიალი და დერეფანში გავარდნა უნდოდა, მაგრამ კარები ჩავკეტე. მთელი ხმით ღრიალებდა. ამ დროს იმ 2მა შემოამტვრია კარები და ჩემს ოთახში შემოვარდნენ, მაგრამ მე იქ აღარ ვიყავი, ფანჯრიდან გადავხტი შუა ოთახში, როგორც მაშინ. სანამ ისინი გაარკვევდნენ რა მოხდა და ამას დააწყნარებდნენ დერეფანში გავვარდი და წითელი საღებავით, რომელიც არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ კედელზე დავწერე "წადით ამ სახლიდან თორემ წყევლა გაგანადგურებთ" (ამასაც მოფიქრება არ უნდა? (((((((= ) ამის შემდეგ დერეფნის ბოლოს ფანჯარაა და იქიდან გადავხტი გარეთ, სახლს შემოვურბინე  და აივანზე რომელი კიბითაც ადიხარ იმ კიბის ბოლოში, ანუ აივანზე, თოკი გავაბი. კვლავ შემოვურბინე სახლს ავცოცდი ფრთხილად, ჯერ ფანჯარაში შევიხედე უკვე ხომ არ გამოვიდნენ-მეთქი, მაგრამ ისევ ტირილის ხმა რომ გავიგონე და ხვეწნა-მუდარის:

-გთხოვთ წავიდეთ ამ დაწყევლილი სახლიდან აქ ვიღაც არის ჩვენს გარდა

-დაწყნარდი ნუ გეშინია, აქ ამ დროს ვის რა უნდა

-არა გეფიცებით, ღმერთს ვფიცავარ ვიღაცა იდგა ჩემს უკან, მხარზეც კი დამადო ხელი, საშინელი ურჩხულია

-კარგი დაწყნარდი ალბათ დაძაბული ხარ და მაგიტომ მოგეჩვენა.

ნუ მე გულში გამეცინა და სწრაფად შევვარდი მესამე ოთახში და იქიდან ვუყურებდი რა მოხდებოდა, როგორც იქნა დააწყნარეს ის და სამივენი კვლავ დერეფანში გამოვიდნენ. ჰოდაა :))) უცბად ფანარი მიანათეს კედელს და სამივემ ღრიალი მორთო, მეც ვიფიქრე რომ ამ დროს უნდა მემოქმედა, გამოვედი ოთახიდან, მოსასხამი ხელით გავშალე და ნუ შემდეგ იქ რა მოხდა ის იყო ძალიან მაგარი =))) ნუ ჯერ კარებში ძლივს გაეტივნენ, ღრიალით გარბიან გარეთ, თან ღამეში ღრიალი სტრანნად ისმის ძალიან :))) შემდეგ აივნიდან ქვემოთ ჩარბენისას ელოდებოდათ კიდევ ერთი სიურპრიზი :)) სამივე წამოედო თოკს და თავპირი დაიმტვრიეს, ამან უფრო შეაშინათ და ეზოს კარების გაუღებლად სეტკაზე გადახტომა სცადეს სადაც გემრიელად დაისახიჩრეს სხეულები :)))))) შემდეგ გავიგე, რომ თურმე იმ სამიდან 1 მომკვდარა 1 დამუნჯებულა და 1იც საგიჟეთში ზის... (ხანჯალი არ გამომიყენებია) 

მშვენიერი სიზმარი იყო, ასე რომ თუ კოშმარები გესიზმრებათ, აქეთ იმათ უქციეთ კოშმარად თქვენს სიზმარში შემოჭრა :ბის:

:)))))

აი სურათი რომაა დაახლოებით ეგ მასტი ვიყავი =)))))) ცელი არ მქონდა მარტო. არადა როგორ არ გამახსენდა, ქვემოთა სართულზე იმდენი ცელებია რო :უსერ: