Wednesday, September 23, 2009

GeoFuckingStar!



ჯერ ვიდეოს უყურეთ, შემდეგ კი მინდა გამოვხატო ის სიძულვილი რაც ამ ვიდეომ მომგვარა :( ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს, არ შეიძლება! ძალიან ახლოს მივიტანე გულთან, ამ ადამიანის გრძნობები და თითქოს ყურში მესმოდა მისი ფიქრები. ჰო, ბატონებო ეს არის ქართულიდედამოტყნულური ვარსკვლავლენდი :( არ ვიცი საზღვარგარეთ როგორ ხდება და შესაბამისად არ ვადარებ ქართულს, თუმცა ასეთი რამ სადაც არ უნდა მომხდარიყო იგივე რეაქციას გამოიწვევდა ჩემში. ზიზღი, ზიზღი და კიდევ ზიზღი, არადა არასოდეს არაფერი შემზიზღებია. ვერ ვიტან როდესაც ასეთ რაღაცას ვხედავ, ძალიან ვნერვიულდები და შემდეგ ვეღრ ვწყნარდები. გუშინ გაიხსნა ამ ადამიანის ფანკლუბი ფორუმზე და დავპოსტე რაღაც სისულელე (იუმორინა) ვინაიდან წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს ადამიანი, მეგონა უბრალოდ ერთ-ერთმა იუზერმა გაჭედა და გახსნა ვიღც მერაბ ეძგვერაძეზე თემა. ახლა ვნანობ იმ თემაში რაც დავპოსტე, მე მხოლოდ დღეს ვნახე ეს ვიდეო. არ ვიცი, მაგრამ ასეთი ცუდი რაღაც არასოდეს მინახავს, ადამიანის ასე დამცირება. 

Saturday, September 12, 2009

პატარა ბავშვები

თბილისის ერთ პატარა უბანში ვცხოვრობ, პატარა ეზოა, ყოველდღე ბავშვების ჟივილ-ხივილი მაღვიძებს. თუმცა აქ მათ საყვარლობასა და ცელქობაზე არ ვაპირებ რამის დაწერას. მე მინდა შევეხო იმ, მძიმე თემას, რომელიც საშინელებაა ჩემი აზრით. ორი პატარა ბავშვი, და-ძმა მყავს მეზობლები, ძმა დიდია, და პატარა. თუმცა სკოლაში უფროსიც არ დადის, სადღაც 4-5 წლის იქნება, უფრო ხუთის და მისი და 3-4 წლის. ყავთ მამა, რომელიც ციხიდან წელს გამოვიდა შეწყალებით, თუმცა ესენი მიატოვა და სხვა ცოლი მოიყვანა, მოიყვანა რა თავად წავიდა, აქ კიდე დატოვა თავის პირველი ცოლი ამ ორ ბავშვთან ერთად. ცხოვრობს დედამთილთან და მამათლითან, თუმცა არის საშინლად ისტერიკიანი ოჯახი, დედამთილი ავადმყოფია, ხანდახან ისე მწარდება, რომ ყველაფერს ანგრევს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა მთავარზე გადავიდეთ. უფროსს, ანუ ბიჭს სჭირს შარდის შეუკავებლობა, თან დაიბადა რახიტით (მგონი ასე ჰქვია მაგ დაავადებას). ხანდახან ეზოში გავდივარ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ამ ბოლოდროს გარეთ გასვლის თავი აღარ მაქვს მათ შემყურეს. მთელი უბნის ბავშვები ექცევიან საზიზღრად ამ ბავშვებს, არ ვიცი რატომ ვერ ამჩნევს ამას ვერავინ ჩემს მეტი, მშობლები სხედან იქ და უყურებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ფაქტია, მათ არ აინტერესებთ მათი შვილები რას აკეთებენ, მთავარია არ წაიქცნენ და არ გაცივდნენ. მიდის ამ ბავშვების სასტიკად დამცირება, დაახლოებით ასეთ ფორმებში: "დებილო გადი იქით" "შენ არ თამაშობ ფსიტიანო" ეს კიდე არაფერი ცემითაც, რომ არ სცემდნენ. გოგოები გინდა თუ ბიჭები... დღესაც, დახუჭობანას თამაშობდნენ, ძალიან ბევრნი იყვნენ გარეთ, მეც იქვე ვიდექი და ვუყურებდი. ეს ბიჭი არ იმალებოდა, მე ვკითხე რატომ არ იმალები-მეთქი, მიპასუხა არ მათამაშებენო. მერე დავუძახე სუყველას და ვუთხარი, რომ მასაც უნდა ეთამაშა და ავუხსენი, რომ ამით მათ არაფერი დააკლდებოდათ ხოლო ერთი ბავშვი კი ძალიან გაიხარებდა. ყველაფერს ის მდგომარეობა ართულებს, რომ არიან ქურდობას შეჩვეულები ორივე და ბავშვები "ქურდებს" უწოდებენ პლუს. მე არ ვიცი რა გაიზრდება ეს ბავშვი, ასეთი ყოველდღიური დამცირებით, თან მითუმეტეს თანატოლების მხრიდან. არ ვიცი რა ვქნა, იმდღეს დედაჩემსაც ვუთხარი რამე ვუშველოთ-მეთქი. მითხრა, რომ ელაპარაკე და დაარიგე ჭკვაზე ხოლმეო, თუმცა არამგონია რამე ესმოდეს, დედაჩემსაც სულ რაღაცები მოაქვს მაგისთვის და მაგის დისთვისხოლმე, ნამცხვრები და ა.შ არ ვიცი სხვაგან როგორ არის, თუმცა მე ვნახე, ყველაზე ბნელი მხარე ადამიანის და ეს ბავშვების სახით დავინახე... დავინახე, როგორ სიამოვნებთ სხვისი დამცირება და შეურაცხყოფა :(