Saturday, May 16, 2009

The fox and the child



დღეს გადავრთე რუსთავზე და დავინახე პატარა, წითელთმიანი, ჭორფლებიანი გოგო ზის მელიასთან ერთად და ელაპარაკება. ნუ დავუწყე ყურება, თუმცა უკვე მთავრდებოდა. მერე როგორც იქნა გავარკვიე ფილმის სახელი და ახლა ვეძებ ნეტში. ბოლოს ძალიან ცუდად დამთავრდა :(((( მაგრამ სულ მინდა ვუყურო. 

Wednesday, May 13, 2009

ექსკურსია



ჰო, იმდღეს უნდა გამოსულიყო ჩემთან ჩემი ახლობელი, ილია, თუმცა მირეკავს, რომ სადღაც უნდა წავიდეთ და მწვადები შევწვათ და შენ გამოდიო. გავედი მეც, ჰოდა ჩავსხედით მანქანაში და წავედით. ესეიგი მე, ილია, ილიას და ქეთი, ქეთის შეყვარებული გიო და ქეთის 2 მეგობარი :| ჰხოდა გავემართეთ ზაჰესისკენ, ვინაიდან იქ ცხოვრობდა შოთა, ქეთის მეგობრის შეყვარებული და ისიც მოდიოდა. დიდი ძებნის შემდეგ მივაგენით ერთმანეთს და გავუდექით გზას :) ოღონდ გზაშივე უნდა მოგვეფიქრებინა სად მივდიოდით და გადავწყვიტეთ იქვე ზაჰესის უკან დიდიიი მთები და ტყეები რომაა იქ ავსულიყავით. ჰოდა წავედით, მაგრამ გზა ძალიან დანგრეული იყო იმას გზა თუ ერქვა რავი. 

ნუ ბევრი ვიარეთ ასეთ დანგრეულ გზაზე, ჩვენ გადმოვედით მანქანიდან, ვინაიდან ძალიან დამძიმებული იყო მანქანა. ავიარეთ ეს აღმართები და შემოგვეგება დიდი ქვა, რომელიც ისე მოხერხებულად ჩამჯდარიყო მიწაში, რომ იქიდან იმის გამოსახლება შეუძლებელი იქნებოდა :| და იქვე დავსტოპდით კიდევაც. მანქანა დავტოვეთ და ყველამ ფეხით გავაგრძელეთ გზა, რადგან იქით რაღაც წყაროაო და იქ უნდა მივსულიყავით. ნუ ის წყარო ჩვენ ახლო გვეგონა მაგრამ ძალიან შევმცდარვართ თურმე :) ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ წყაროს მაგრამ არც ისეთი გემრიელი წყალი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი. თვითონ ადგილი კი შესანიშნავი იყო, თუმცა მანქანას ისე შორს ვერ დავტოვებდით.

წყლის დალევისა და სურათების გადაღების შემდეგ დავბრუნდით უკან მანქანასთან, თან გზაც საგრძნობლად მოკლე მოგვეჩვენა :)) 

ცოტახანი დასვენებისა და ხედებით ტკბობის შემდეგ საქმეს შევუდექით, და მოგზაურობის ყველაზე გემრიელ ეტაპამდე მივედით :)) ყველას ძალიან გვშიოდა, აი ძალიან. ნუ ტყეში შევედით შიგნით და მოვაგროვეთ ძველი ხეები, ცოტა კი იყო მაგრამ სად აღარ დავძვრებოდით ნეტა იცოდეთ. შეშის მოგროვების შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიშვა, გადაჭრადი რათქმაუნდა მაგრამ მაინც პრობლემაა ყოველთვის ხოლმე. სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის უჭირს ხალხს ცეცხლის დანთება, თან ყველა ცდილობს რომ დაანთოს და ზოგჯერ უკურეაქციას იწვევს ეს :)) მე ვდგავარ და ვუყურებ, არადა რა იციან რომ მე ცეცხლის დანთების სპეციალისტი ვარ, ფაქტობრივად პრომეთემ მე გადმომცა ცეცხლი ზევსისგან რომ დამემალა :)) ნუ, ბოლოს როგორც იქნა ავანთეთ ნანატრი ცეცხლი.

ნუ ცეცხლის ჩაწვის შემდეგ გადავედით მთავარზე (მშივრებმა თავი შეიკავეთ) 

ჰხო, მერე წავიდა ჭამა-სმა და მასეთები, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან სუყველა, შოთას არ ვიცნობდი მარტო, ნუ ქეთის შეყვარებული და დაქალები ადრეც მყავდა ნანახი  :) ძალიან კარგი დღე იყო, თან ამდენი შეყვარებულები ხო ხვდებით, ნუ დადებითი ენერგია მოდის ძალიან და შენც ბედნიერდები. პ.ს მეც მომინდა შეყვარებული ცოტახნით =]] ნუ მერე იმღერეს, ძალიან კარგად მღეროდნენ შოთა და ლიკა, შეყვარებულები ასე კარგად რომ მღერიან რაღაც არსებობს :)) 

ჰო, ისინი ეს მე, ვინმე კომპეტენტურმა მითხარით მართლა გავსუქდი? Oo

ნუ შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა დაუპატიჟებელი სტუმარი :) ძალიან საყვარელი, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი, რომ გამემხიარულებინა სულ ასეთი თვალები ჰქონდა :( ძალიან გამხდარი იყო და ვაჭამე ბევრი, მწვადები რაც დაგვრჩა სულ მივეცი + 1 თონოს პური იქვე შეჭამა და ერთი კიდე შინახა იქ დადო :| 

ნუ შემდეგ ავალაგეთ ყველაფერი, რაც ცუგას მოეწონებოდა ყველაფერი იქვე დავტოვეთ, ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით. 

ასეთი კარგი დღე დიდი ხანია არ მქონია, ასეთ კარგ ბავშვებთან :) ბედნიერი ვარ.

Saturday, May 9, 2009

იდეალურობის მეორე ეტაპი

არ გამოვთქვამ საკუთარ აზრს, არ შევეცდები დავამტკიცო ჩემი სიმართლე, არაფერს მივიღებ ისე მწვავედ როგორც აქამდე, ვიქნები მატყუარა, თითქმის ვერავინ მიხვდება თუ როდის ვამბობ სიმართლეს და როდის ვიტყუები. პრინციპში აქამდეც ასეთნაირად იყო. აღარ ვილაპარაკებ ბევრს.

Saturday, May 2, 2009

იეღოვა

http://vimeo.com/4432280

ახალი პოსტი ვიმეოზე :)


ღმერთი იწვევს სტიქიურ უბედურებებს from Mela on Vimeo.