Thursday, January 29, 2009

არ იცოდი რომ...


წეღან ვუყურე და რაღაცები გამახსენდა, აუ რამაგარი იყო არა? :( კიდევ იქნება, მაგრამ აღარ მგონია ისეთივე იყოს. ეს ფილმი ჩემთვის არის შექმნილი, აი ზუსტად ჩემზეა მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჰეფიენდით არ მთავრდება =(

მაგრამ მაინც...

ყველაფერი ასე დაიწყო...

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პერსონაჟიც ჰგავს, ან შეიძლება მე მეჩვენება ასე... ნუ ამას უფრო პატარა მკერდი აქვს =)))))

და ბოლოს... ეს ამბავი ასე იყო, ვერც დაწყება გავიგე, ვერც დამთავრება, არც ცუდი იყო, არც კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი ამბებისგან ძალიან განსხვავდებოდა...

Tuesday, January 27, 2009

ცუდათ არის საქმე


აბა, ძალიან ცუდათ. ვიყურები გარშემო და უფრო ცუდად არის ვიდრე მგონია. ძალიან დიდ ხათაბალაში გავყე თავი დედამიწაზე დაბადებით :((

Friday, January 23, 2009

Only for me


დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანზე არ ვწერ ამას და გამონაკლისები არსებობენ რათქმაუნდა! რაღაც მინდოდა, რომ მეთქვა და გადავწყვიტე ბლოგზე მეთქვა, ბლოგი ხომ ამისთვის არის. ხოლო აქ დაწერილი თუ წაიკითხეთ და ფიქრობთ რომ ტყუილია და არ მეთანხმებით. შეგიძლიათ უბრალოდ დაიკიდოთ და წამსვე დატოვოთ ჩემი მწვანე სამყარო. (ეუფ :დ)

რა საზიზღრობაა ადამიანთა მოდგმა, სიბოროტესა ძალადობასა და შურზე დაფუძნებული. ყველა ადამიანი ომობს პირველობისთვის და ამ ომში მთავარი პრინციპები ავიწყდებათ. რატომ არის, რომ ყველა სხვის განადგურებაზე ფიქრობს, რადგან თავის თავს რამე შეჰმატოს, ან თვის მეგობარს. ბევრი ადამიანი მიყვარს და მათი აზრები რათქმაუნდა განსხვავდება ჩემი აზრებისგან, მაგრამ კეთილები არიან და მაგიტომ მიყვარან. საბედნიეროდ ადამიანების ამორჩევაში არც შევმცდარვარ არასოდეს და არც მომავალში შევცდები, რადგან ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან მარტივები არიან. აგრესიული არ ვარ და ადამიანთა აგრესიას აგრესიით არ ვპასუხობ, მაგრამ მაქვს სუსტი წერტილები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან გამაღიზიანონ. ყველაზე დამპალი და საზიზღრობა რაც აქვთ ადამიანებს ეს არის სხვა არსებების ჩაგვრა და მათ ფონზე თავისი აღამატებულობის დანახვება. არაფერი მიმაჩნია ამაზე ამაზრზენად, როგორიცაა სხვისი ჩაცმულობის დაცინვა, ან ვარცხნილობის... ვაღიარებ მეც გამცინებია ზოგის ჩაცმულობასა თუ გამოხედვაზე, მაგრამ მისთვის "ბანძის" იარლიყი არ მიმირტყია ჩაცმულობის გამო. წეღან ვნახე ფორუმელი დათოოს დაწერილი ფრაზა: "რა აზრი აქვს მაინც უნდა მოვკვდეთ" და ძალიან გამამხიარულა ამ ფრაზამ. დავფიქრდი და მართლა მომეშვა გულიდან ბევრი სანერვიულო. ბევრ რამეზე ვნერვიულობ, არა ჩემი სიგიჟის გამო, არამედ არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ომი რომ იყო ახლა ღაზაში და ხალხი იხოცებოდა ძალიან განვიცადე და საშინლად გამაღიზიანებლად ჟღერდა ზოგიერთების პათოსი. ახლა ეს რაზე გავიხსენე, მაივიდეოზე იყო ჩანაწერი ერთ-ერთი ამერიკული შოუსი სადაც აგვისტოს ომზე ვრცელი იუმორისტული მონოლოგი იყო მიძღვნილი. ამაზე უნდა გენახათ მაივიდეოს საზოგადოების აღშფოთება და მეც ძალიან დამწყვიტა ამან გული, რადგან ომი საშინელება იყო სადაც ხალხი დაიღუპა და სახუმაროდ ასეთი თემა  ძალიან ცუდია. ანალოგიური ხუმრობები გავიგონე ამასწინათ ქართულ იუმორისტულ შოუებში ღაზას სექტორზე და ძალიან მწყდება გული, რომ ბევრს დაავიწყდა უკვე ომის საშინელება. ბევრმა თქვა, რომ ამის ღირსი ნამდვილად იყო ჰამასი, რადგან აღიარეს ჩვენი ტერიტორიები, ამაში მეც ვეთანხმები,რომ ჰამასი იყო დავუშვათ ამის ღირსი მაგრამ მითხარით იქ დაღუპული ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან. იმ ბავშვს დიდად აინტერესებს ახლა სამხრეთ ოსეთი აღიარებული იქნება თუ არა? ჰმ, მაგრად გავჭედე, მაგრამ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ პაციფისტი არ ვარ, რადგან სულ ფეხებზე მკიდია კაცობრიობა და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ადამიანებს. უნდა იმონ და რაც უნდათ ის უქნიათ. საიდან სად წამოვედი, არადა იმას ვამბობდი, რომ მძულს როდესაც ვინმეს ჩაგრავენ, ან ამცირებენ... რომ კითხო ღმერთი სწამთ და მის გზას მისდევენ, მაგრამ არცერთი მათგანის ცხოვრება არ ჰგავს ღმერთისკენ მიმავალ გზას. მე არასოდეს შემიფასებია ადამიანი მისი აზრების გაგებამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე წინასწარი წარმოდგენა არ შემქმნოდა, მისი მანერებისა თუ ვიზუალური ეფექტიდან გამომდინარე. ბოლოს კი ერთი რამ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც თავად არ მოსწონთ ცუდია და რაც მოსწონთ კარგი, ეს საშინლად აბრმავებს ცნობიერებას. 

###

ბევრჯერ მომქცევიან საზიზღრად, მაგრამ არასოდეს გადამიხდია სამაგიერო და არც მიფიქრია გადახდაზე. არა იმიტომ, რომ ანგელოზი ვარ არამედ იმიტომ, რომ არ მდომებია და მორჩა. აზრს ვერ ვხედავ სამაგიეროს გადახდაში. მე თუ გამამწარა ის რატომ არ უნდა გამწარდეს? საშინელია ეს აზრი, რადგან შენ ამ დროს ზუსტად ისეთად იქცევი, როგორიც ის არის. არც იმის მწამს, რომ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს, რადგან მასეთი მე ჯერ არავინ მინახავს. 

### 

საერთოდ არ მინდა მე, თქვენთან, გამიშვით რა ვიხეტიალო ჩემთვის :((

Wednesday, January 21, 2009

შემდეგ


გადავწყვიტე შევეშვა ფორუმს, ბლოგს და საერთოდ კომპს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ შემოვალ. მაგრამ ამიერიდან უფრო მეტ დროს დავუთმობ წიგნებს, სწავლასა და ჩემს თავს. ჩემს ბლოგს ეს არ შეემჩნევა, ვინაიდან აქ ძველებურად იქნება ყველაფერი. ცოტა მეტი ვიფიქრე და და და... რავი აბა... 

Thursday, January 15, 2009

ნაფლეთები


თვალებმა მიღალატეს მგონი, ვერაფერს ვხედავ და დავბრმავდი, მხოლოდ გარშემო უაზრო ყაყანი მესმის. წასვლა მინდა სადმე, ენერგია გამომეცალა და ეს აშკარად იგრძნობა, გუშინაც რაღაც უაზრობაზე ვფიქრობდი, არადა მაგაზე ფიქრი ხომ აგიკრძალე? მომენატრა შენთან ლაპარაკი, რამდენი ხანია ჩვენ რომ გვიყვარს ისე არ გვილაპარაკია?! როგორ გაგვაჩუმა ზამთარმა, არადა იყო დრო როდესაც სისხლი ისევ მოძრაობდა და რაღაც იდეალურზე ვფიქრობდით. ზამთარს სწორედ ამიტომ ველოდებოდით ასე მონდომებით? მე და შენ ზამთარი იმიტომ არ გვიყვარს, რომ ახალი წელია და თოვლის პაპა რამეს მოგვიტანს. ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, რომელიც, როგორც ჩემი გეგმების 100%ს მსგავსად არ განხორციელდა. აუ არადა მე და შენ ხომ ვიყავით იმ ადგილას, როგორ გვიხაროდა ყინვა, თოვლი და სიცივე რომელიც გულშიც აღწევს. ახლა ჩვენ ყველა ოცნებას დიდი თოვლი ადევს ზედ და არაფერი ემჩნევა ოცნებების მათ. გარემოს შესწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობთ და უფრო ძირს ვართ. (ეს გარემოებებმა შემაწყვეტინა)

***

გვიანი ღამეა, ჩამიჩუმი არ ისმის არსაიდან, მხოლოდ კლავიატურა წკაპუნობს. ორჯერ დავაპირე აქ შემოსვლა და რაღაცის დაწერა და ორჯერვე გადავიფიქრე, აღარ მინდა აქ წერა. იმ მომენტში ასე მეგონა, და კიდევ ხშირად მგონია ასე, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი და მეც არ ვჩერდები. ფეხი ამიცდა და ჩამოვვარდი, ისევ იქ ჩავვარდი, ისევ იმ ფიქრებში. ბევრ რამეს ვაშავებ, ამას ვხვდები, მაგრამ გამოსწორებაზე არ ვფიქრობ... დღისით ღიმილით ვხვდები ყველას, ღამით კი ვერ მაქვს საქმე მთლად მასე. ძალიან ცუდი რაღაც მემართება, ისევ მგრძნობიარე ვხდები ადამიანების მიმართ და ვიცი მალე უნდა ვინანო ეს. რაღაცის დაწერა მინდა და თავს ვერ ვაბამ საიდან დავიწყო...  გადავწყვიტე აღარ დავწერო. ფრენას მოვუხშირე, ხოლო მიწაზე სიარულს მოვუკლე, ჩემი აზრები ჩემს გულში გადავიტანე და ტვინს საშუალებას არ ვაძლევ გულის გარეშე რამე გამაკეთებინოს. ბევრი მიყვარს ძალიან, ისეთებიც კი, რომლებიც არ უნდა მიყვარდნენ. ამას ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, მაგრამ პასუხი მართლაც არ მაქვს, არადა მძულს როდესაც პასუხგაუცემლად ვტოვებ კითხვას, არ მასვენებს და მუდამ მასზე ვფიქრობ. თვალები სულ გახელილი მაქვს და მუდმივად დაძაბული ვარ საკუთარ თავთან, რომ შეცდომა არ დავუშვა ან სხვას არ მივცე შეცდომის დაშვების უფლება. წარსული მენატრება, უფრო სწორად ის ბედნიერი დღეები მენატრება, რომლებიც ასე თუ ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ იდიოტი არ ვარ და არც უაზროდ ლაქლაქი მიყვარს, მაგრამ მინდა სხვებმაც გაიგონ ეს, ყველამ არა, მაგრამ იმათ მაინც ვინც მე მიყვარს. იქნებ საერთოდ არ უნდა მიყვარდეს არავინ? ეს შეუძლებელია... 

Tuesday, January 13, 2009

ბატონყმობა 21_ ესაუკუნეში

ცხოვრებაში იმდენად გადიდკაცდებიან, რომ გვერდზე გახედვა აღარ უყვართ. ისინიც ვიღაცას მიეკედლებიან თავიდან რათა სახელი მოიხვეჭონ. ან მემკვიდრეობით ერგება, ზოგსაც ბედი გადაუგდებს. ვინ როგორ, ვინ როგორ და ყველა რაღაცას უკავშირებს ამას, შესანიშნავად უჭირავთ თავი და ამით გარემომყოფებს თრგუნავენ. მათაც რა ქნან?! უწყინრად ხვდებიან ბატონის ყველა მოქნეულს, იმედით რომ ოდესღაც ისინიც ბატონები გახდებიან და მათ ნაფეხურებსაც ვიღაც დაჰკოცნის. ამას იმდენად ისისხლხორცებენ, რომ ამის გარეშე ჰგონიათ დაიღუპებიან, ეს კი მათ ართმევთ საშუალებას შექმნან თავიანთი რაღაც. ნუ იქნებიან მდგმურები სხვისი ცხოვრების და ნურც თავად გააქირავებენ თავიანთ ცხოვრებას. გადიდკაცებულებს ეს უფრო ადიდკაცებს და უფრო ღრმად ითრევენ თავიანთ ცხოვრებაში და თავიანთ ნაგავს აწმენდინებენ.

Monday, January 5, 2009

ახალი წელი (საახალწლო სიზმარი)


ჰო, რავიცი, მოვიდა შევხვდი. სახლში შევხვდი შემდეგ მეგობართან რომელიც ჩემს გვერდზე ცხოვრობს იქ. ეს იყო ჩემი ახალი წელი. 

დანარჩენს რაც შეეხება ახლა დავწერ, კარგი სიზმარი ვნახე ძალიან :))) ესეიგი ასე მოხდა.

ახალი წელი იყო და მთაში წავედი ფეხით, ნუ ძალიან ვიფორთხიალე თოვლში და როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. ცუგებმა რომ დამინახეს სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ, წამაქციეს და მაფორთხიალეს ისედაც გაყინული თოვლში (: შემდეგ როგორც იქნა შევძელი სახლის კარამდე მისვლა. სიბნელე და სიჩუმე იყო, ავანთე ლამპა შემდეგ ცეცხლი დავანთე და გათბა იქაურობა. მომშიებოდა და დავიწყე ჭამა რათქმაუნდა ამ 2 ყაჩაღთან ერთად, ვჭამეთ და 3ივე წამოვწექით ძველ დივანზე.  ვლაპარაკობდით, იქაურ ამბებს მიყვებოდნენ. შემდეგ შევატყვე თავს მეძინებოდა, გავშალე ლოგინი და ჩავწექი, სიჩუმე იყო, მხოლოდ ცეცხლში შეყრილი შეშის ტკაცატკუცი მესმოდა. ასე და ამგვარად ჩამეძინა, მაგრამ თურმე აქ იწყებოდა ყველაზე საინტერესო მომენტი, რადგან ხმაურმა გამაღვიძა. ცუგები აღარსად იყვნენ ხოლო კარებთან ხმაური მოისმოდა. ჩემი ლოგინი ისე დგას, რომ მთელს აივანს ვხედავ ფანჯრებიდან. გავიხედე და 3 ადამიანი საქმიანობს რაღაცას გარეთ. ქურდები, გავიფიქრე მაშინვე, შემეშინდა, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მე 1 დიდი + მქონდა, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ სახლში შეიძლება სულიერი ყოფილიყო. გადავწყვიტე ჩემი კოშმარული სიზმარი მათთვის მექცია კოშმარულად. ჩემი ოთახიდან ფანჯარა გადის მეორე ოთახში, ანუ კედელშია ფანჯარა რომელიც გარეთ კი არა არამედ შემდეგ ოთახში გადის, ამ ფანჯრის ქვეშ დგას ზუსტად ჩემი ლოგინი. გავაღე ჩუმად ფანჯარა და გადავხტი შუა ოთახში, იქიდან მთავარ დერეფანში გამოვედი, იქ მრგვალი მაგიდა დგას რომლის ქვეშაც ბიძაჩემი ინახავს ათასნაირ, ძველებურ ხმლებს... გრრრრრრრრრრ :)))) შევყე ხელი და 1ლი რომელიც მომხვდა ხელში ის ხანჯალი გამოვიღე. ასე ხანჯლიანმა მესამე ოთახში შევირბინე სადაც ძველი ტანსაცმელები მეგულებოდა. მოსასხამი ვნახე რაღც, მოვისხი და სუფთა ბეტმენი ვიყავი :გივი: )))))  ამ დროის განმავლობაში ისინი კარებს აღებენ და არც ფრთხილობენ ხმაურს, რადგან იციან მთელ ხმაზე რომ იყვირონ ვერავინ ვერაფერს გაიგებს მაინც. ნუ მოკლედ ასეთი დავბრუნდი კვლავ ჩემს ლოგინში და ჩავწექი შიგნით. უი დამავიწყდა, აი წითლად რომ ანათებს ეგ სათვალეც მქონდა ოღონდ საიდან აზრზე არ ვარ. ჰო გააღეს კარები და ერთ-ერთი მათგანი ჩემს ოთახში შემოვიდა ფანრით, ლოგინთან მოვიდა და კარადა გამოაღო ჭრიალით, უცბად ლოგინიდან წამოვხტი და მხარზე ხელი დავადე უხმაუროდ, ფანრიანად შემოტრიალდა და ნეტა იცოდეთ რა სახე ჰქონდა, მორთო ღრიალი და დერეფანში გავარდნა უნდოდა, მაგრამ კარები ჩავკეტე. მთელი ხმით ღრიალებდა. ამ დროს იმ 2მა შემოამტვრია კარები და ჩემს ოთახში შემოვარდნენ, მაგრამ მე იქ აღარ ვიყავი, ფანჯრიდან გადავხტი შუა ოთახში, როგორც მაშინ. სანამ ისინი გაარკვევდნენ რა მოხდა და ამას დააწყნარებდნენ დერეფანში გავვარდი და წითელი საღებავით, რომელიც არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ კედელზე დავწერე "წადით ამ სახლიდან თორემ წყევლა გაგანადგურებთ" (ამასაც მოფიქრება არ უნდა? (((((((= ) ამის შემდეგ დერეფნის ბოლოს ფანჯარაა და იქიდან გადავხტი გარეთ, სახლს შემოვურბინე  და აივანზე რომელი კიბითაც ადიხარ იმ კიბის ბოლოში, ანუ აივანზე, თოკი გავაბი. კვლავ შემოვურბინე სახლს ავცოცდი ფრთხილად, ჯერ ფანჯარაში შევიხედე უკვე ხომ არ გამოვიდნენ-მეთქი, მაგრამ ისევ ტირილის ხმა რომ გავიგონე და ხვეწნა-მუდარის:

-გთხოვთ წავიდეთ ამ დაწყევლილი სახლიდან აქ ვიღაც არის ჩვენს გარდა

-დაწყნარდი ნუ გეშინია, აქ ამ დროს ვის რა უნდა

-არა გეფიცებით, ღმერთს ვფიცავარ ვიღაცა იდგა ჩემს უკან, მხარზეც კი დამადო ხელი, საშინელი ურჩხულია

-კარგი დაწყნარდი ალბათ დაძაბული ხარ და მაგიტომ მოგეჩვენა.

ნუ მე გულში გამეცინა და სწრაფად შევვარდი მესამე ოთახში და იქიდან ვუყურებდი რა მოხდებოდა, როგორც იქნა დააწყნარეს ის და სამივენი კვლავ დერეფანში გამოვიდნენ. ჰოდაა :))) უცბად ფანარი მიანათეს კედელს და სამივემ ღრიალი მორთო, მეც ვიფიქრე რომ ამ დროს უნდა მემოქმედა, გამოვედი ოთახიდან, მოსასხამი ხელით გავშალე და ნუ შემდეგ იქ რა მოხდა ის იყო ძალიან მაგარი =))) ნუ ჯერ კარებში ძლივს გაეტივნენ, ღრიალით გარბიან გარეთ, თან ღამეში ღრიალი სტრანნად ისმის ძალიან :))) შემდეგ აივნიდან ქვემოთ ჩარბენისას ელოდებოდათ კიდევ ერთი სიურპრიზი :)) სამივე წამოედო თოკს და თავპირი დაიმტვრიეს, ამან უფრო შეაშინათ და ეზოს კარების გაუღებლად სეტკაზე გადახტომა სცადეს სადაც გემრიელად დაისახიჩრეს სხეულები :)))))) შემდეგ გავიგე, რომ თურმე იმ სამიდან 1 მომკვდარა 1 დამუნჯებულა და 1იც საგიჟეთში ზის... (ხანჯალი არ გამომიყენებია) 

მშვენიერი სიზმარი იყო, ასე რომ თუ კოშმარები გესიზმრებათ, აქეთ იმათ უქციეთ კოშმარად თქვენს სიზმარში შემოჭრა :ბის:

:)))))

აი სურათი რომაა დაახლოებით ეგ მასტი ვიყავი =)))))) ცელი არ მქონდა მარტო. არადა როგორ არ გამახსენდა, ქვემოთა სართულზე იმდენი ცელებია რო :უსერ: