Wednesday, December 10, 2008

თოვლი


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 

ქალწულებივით ხიდიდან ფენა: 

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის 

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით: 

დღეები რბიან და მე ვბერდები! 

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ 

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: 

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, 

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება 

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, 

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. 

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს 

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის 

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, 

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის 

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი 

და დაღალული სიზმრით დამთოვა. 

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში... 

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! 

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში 

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ 

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, 

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში 

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, 

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... 

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი 

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი 

და დაღალული ფიფქით დამთოვა. 

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! 

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


Download song

-------------------------------------

ქართული სიმღერები არ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან მაგარია :შ

ძალიან მომეწონა

:ლოვე:

8 comments:

Lalena said...

აუ მაბოდეეეეეებს, მაგრად მომწოონს
მმმმმ
აუ ნეტა თოვლი მოვიდოდეს...

პერწკლი said...

აუ არადა ვერ ვიტან გალაქტიონს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ძალიან გააპაპსავეს, ნუ აი მეცოდება მართლა, მარა თოვლზე ლექსი ვისიც არ უნდა იყოს, მმმმ. მაგარია

მელია said...

@ლალენა

სიმღერაზე თუ გალაკტიონზე?

@პერწკლ
გაპაპსავება არ ვიცი მაგრამ გალაკტიონი არც მე მიყვარს, ბევრი სხვა პოეტი თუ მწერალი მირჩევნია გალაკტიონს მასზე ნაკლებად ცნობილები რომ არიან ახლა

მაგრამ თვითონ სიმღერა მომეწონა მე :|

Lalena said...

გალაქტიონი ნიჭიერი და კარგი პოეტია, ძლიერია, მაგრამ ”მოდაშია” ნუ ახლა ტენეტიც მაგრად შემოვიდა ”მოდაში”, რა დაუნიზმია როგორ შეიძლება მოდაში იყოს ხელოვნება? :((( მოკლედ მაგარი მაღიზიანებს ყველაფერი რაც მოდაშია :@ მელია ეს ლექსი მიყვარს, ვინ წაიკითხავს ყველა მიყვარს, სიმღარაც მიყვარს უკვე... თოვლი მიყვარს :s

მელია said...

მე სულ არ მაინტერესებს მოდაშია და ყველას მოსწონს თუ რა არის

მე რაც მომწონს ის მომწონს :))

მე მომწონს გალაკტიონის ლექსები თორემ როგორც პიროვნება რატომღაც არ მომწონს და ამის ჩემებური მოსაზრება მაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილი 1000000ჯერ ჯობია გალაკტიონს :|

misha said...

არ მევასება ცნობილი ლექსები სიმღერის ტექსტებად მაგრამ ეს საკაიფო სიმღერა გამოსულა.
ახლა ვუსმენ მაგათ მეორე სიმღერას – შიში(http://mus.ge/mp3-6e580201)
ამათ გარდა სხვა რამე აქვთ?

Khatia said...

კარგი ლექსია :)

Anonymous said...

რომელი სიმღერაა? მე ვერ ვიწერ წაშლილიაო არადა ამ სიმღერას რამდენი ხანია ვეძებ. რადიო ევრიკაზე, რომ იყო ის სიმღერააა ხო? შეიძლება ვინმემ ატვირთოს ან ის მაინც დაწეროს ვინ მღერის.

გალაკტიონზე არაფერს ვამბობ და მით უმეტეს ამ ლექსზე.