Sunday, December 21, 2008

პატივისცემა


უკვე დიდი ხანია გასული, რაც ამაზე დავიწყე ფიქრი, პრინციპში ყოველთვის ასე ვფიქრობდი. ასეც ვმოქმედებდი და ასე მინდა ყველამ იმოქმედოს. საზოგადოება შედგება ადამიანთა სხვადასხვა კლასებისგან თუ ფენებისგან, თითოეულ ჯგუფს საერთო აზრი აერთიანებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ მათგანს არ ეკუთვნიან. ბევრი ფაქტი მახსენდება ისეთი, რომელმაც წაშალა ჩემზე შთაბეჭდილება გარკვეულ ადამიანებზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თვი მიაჩნიათ უფრო დიდ პიროვნებად ვიდრე ზოგიერთი სხვა. კი, რათქმაუნდა ახლა 21_ე საუკუნეა და დემოკრატიულ მსოფლიოში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ წარსულიდან მაინც გადმოყოლიათ ეს თვისება. თანამედროვე საქართველოში, თბილისში ასეთი მრავალი ფაქტია. თუ მე ვთვლი რომ ვიღაც ჩემზე რაღაცით ნაკლებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არაფერს ნიშნავს, ანუ ყოველთვის შევდივარ ასეთი ადამიანების მდგომარეობაში. ძალიან ცუდია ნაკლულზე გაცინება, თუ ვიღაცას სადღაც ღმერთი ისევ ქვა ჰგონია და არც კომპიუტერი უნახავს ოდესმე მე არ ვთვლი, რომ იმის სურვილები და ფიქრები არაფერია. ზოგადად ადამიანებთან ჩემი დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცოდებიან ისინი ვინც იჩაგრებიან საზოგადოებაში საკუთარი ნაკლის გამო. ყველაფერი სამყაროს ჩამოყალიბების ჩათვლით გარემოებაზეა დამოკიდებული. ასე, რომ მე პატივს ვცემ ყველას აზრებსა თუ ფიქრებს. ვიღაც თუ ხვალ კენკრა სად მოკრიფოს მაგაზე ღელავს, ხოლო ვიღაც კოსმოსის შესწავლაზე. 

ახლა გადახვევასავით მინდა დავწერო ამაზე, იმდღეს ვუყურე ქართულ ფილმს, სადაც ვიღაც კაცს ამოუვა ნაძვი... პირველად ვნახე ეს ფილმი და ძალიან მომეწონა. შემეცოდა ის კაცი, არა იმიტომ, რომ ნაძვი ამოუვიდა, არამედ რაც მის თავს ხდებოდა ნაძვის ამოსვლის შემდეგ. ვერავინ ვერ გაიგო ამ კაცს რა უნდოდა, საკუთარი ცოლის ჩათვლით.

ასევე მინდა დავწერო, ჩემი აბიტურიენტობის დროს გადამხდარ ამბავზე. ჯაყოს ხიზნებზე ვიყავით და უნდა განგვეხილა თეიმურაზისა და ჯაყოს პიროვნებები, ნუ წავიდა იქ მსჯელობა და ყველა აღშფოთებული კიცხავდა თეიმურაზს, საკუთარი უსუსურობის გამო და ჩემდა გასაოცრად ერთმა გოგომ, ბაჩიმ, თქვა, რომ თეიმურაზი ეცოდებოდა და ის მხოლოდ ისეთ გარემოში იჩაგრებოდა როგორიც გარშემო ჰქონდა შექმნილი. მთელი ის ღამე ვიფიქრე ამაზე, და გამიხარდა ასე რომ ფიქრობდა ბაჩი. მე ამ თვისებას ძალიან დიდ პლუსს ვუწერ და მიმაჩნია, რომ წმინდა არაადამიანური თვისებაა, რომელიც ცოტა ადამიანს გააჩნია.

2 comments:

moreira13 said...

ai zalian :love:

Lalena said...

ra kargia komentarebi, rom daabrune...