Wednesday, March 18, 2009

We can!


შესვენების შემდეგ გადავწყვიტე შემობრუნება საბლოგეთში, ეს დრო მე დიდი მეჩვენება, რადგან ბევრი რამე მოხდა ამ დროის განმავლობაში. ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის :( აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ! 

9 comments:

Lalena said...

რაღაც მაგდაგვარი მაქვს მეც გადაწყველტილი, განსაკუთრებით ლექციებს ეხება და მეგობრების გადაგდება დამჩვევდა რაღაც საგანგაშოდ ხშირად :(((

Lalena said...

პ.ს. მიხარია, რომ საბლოგეთში დაბრუნდი :)

Katten försvann said...

იდეალურს რას ეძახი?

moreira13 said...

:2kiss:

მელია said...

@Lalena
მაგარია შენც თუ გაქვს გადაწყვეტილი მარტო აღარ ვიქნები :) და უფრო მეტად მოვინდომებ :)

@Katten försvann
ძალიან საჭირო კითხვააა... იდეალური ყველას სხვანაირად ესმის მაგრამ მე ვაპირებ ვიყო ისეთი იდეალური როგორიც მე მესმის :) შეიძლება სხვისთვის არ ვიყო იდეალური მაგრამ საკუთარ თავს იმდენად ვაკმაყოფილებდე, რომ იდეალურად მიმაჩნდეს საკუთარი თავი :|

@მორე

:უსერ: :2კისს:

Lalena said...

ისა, რაღაც მინდა გკითხო, აუ ჰედერის შეცვლა მინდა და გამიჯიუტდა ბლოგი და შენ როგორ შეცვალე? (angel)

მელია said...

მე სვითიმ შემაცვლევინა :შ ჩემით არ ვიცი შეცვლა :მო:

Jenny said...

შენ ისედაც იდეალური არ იყავი? :spy:


:P

Good luck :jump: :2kiss:

მელია said...

Jenny
იდეალურის იდეალური ვხდები ბრატ :ბოლი:





თენქიუ :2კისს: