Monday, November 3, 2008

This week


დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ჯერ პოსტს ვწერ და შემდეგ სათაურს ხოლმე. ეს ისე განწყობისთვის. 

ახლა გახარებული ვარ და ბედნიერების შეგრძნება მაქვს, რატომ? რავი აბა კაია რაღაც მემგონი. ნუ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გუშინ ჩემი ლოცვა არ შეისმინა მე მაინც ბედნიერი ვარ. ბევრი რაღაც შემოვაბრუნე ჩემს თავში და ცოტა გადალაგებებიც მოვახდინე, ეს საჭიროც იყო, რადგან სულ ერთნაირად ვერ იქნები. ქუჩებში გასვლა არ მინდა, ადრე მეკიდა ხოლმე ხალხს რომ ვხედავდი, მაგრამ ახლა რაღაც ერთიანად მოქმედებს ეს ჩემზე, სწორედ ამ მიზეზით არ წავედი დღეს უნში. ოფ, რა ვქნა მე აბა, ძალაუნებურად მაწუხებს ჩემს გარშემო რაც ხდება. ყველანაირად ვცდილობ დავიკიდო, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. თვში ირევა ბევრი რამ, ყველაფერი კარგად ჩანს თუ დააკვირდები. წეღან მეზობელს ინტერნეტი შევუყვანე, მთხოვა და მივეხმარე. შემდეგ, როდესაც საქმეს მოვრჩი ეს კაცი მეკითხება აბა შედი ინტერნეტშიო:))) ცნობილი ფრაზაა არა? სად შევიდე-მეთქი, ინტერნეტში შედი რაა ვნახო მაინტერესებს რანაირიაო. რა მექნა მეც შევედი გუგლზე და რაღაცები ვასწავლე, მოძებნა. გამოსვლისას უკმაყოფილო სახით მეუბნება რა ყოფილა ეს ინტერნეტი ამაში უნდა ვიხადო ფულიო? ომგ, ნეტა რა ეგონა ინტერნეტს რომ შეიყვანდა ოჯახი აშენდებოდა? თუ? დარწმუნებული ვარ ამაში ისევ ქართული ინსტიტუტი, "აბა ნანულისაც, ნანასაც, ნარგიზასაც აქვს და მეც ხო უნდამქონდეს" არის გარეული =))) 

ჰო, ეს დღეები მოვიწყინე, უაზროდ ვარ. მხოლოდ ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვტვირთვ დევიანთართზე. მინდა ფოტობლოგი მქონდეს, რავიცი მომწონს ჩემს სურათებს, რომ ვათვალიერებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს ძალიან, თუნდაც 1 სურათის გადაღება და შემდეგ დამუშავება ჩემთვის ერთი დიდი რაღაც არის, რომ იტყვიან სულს ვდებ იმაში. ვცდილობ ლამაზად გამოვაჩინო ის ყველაფერი რასაც შეიძლება ვერ ამჩნევდე ყოველდღიურად. მაგრამ მე მაინც ის მინდა :(( ჩემი სიხარული, ჩემი სიცოცხლე... იმდღეს ვნახე, ნატოშას ჰქონია თურმე. შეხება ვერ გავბედე :( მართლა, საოცარი გრძნობა დამეუფლა როცა დავინახე... იმედი მაქვს, ოდესმე სიზმრის გარეთაც იქნები ჩემთან :( წუხელაც გნახე სიზმარში =( 

5 comments:

utvino said...

პაპი აი მე რომ დიდი ქალი გავხდები
დიდ ფოტო აპარატს გიყიდი
ყველაზე დიდს მსოფლიოში
თუ ეგეთი არ გინდა? :D

marazma said...

isaaah meees gadamiget pativcemulo raa :S

Lalena said...

ისა და ჩვეულებრივ მოკვდავებს სად შეუძლიათ დაათვალიერონ შენი ფოტოებიიი? (wasntme)

მელია said...

@ბატო
ვაიჰ რაკეთილი ხარ პაპი :უსერ:
:ლოვე:


@მარაზმ
რამდენს გადაიხდი ბრატ :ბოლი:


@ლალენა
ლინკი რომ მიდევს ბლოგზე
ჩემი სურათები ჰქვია :მო:

Lalena said...

უი ამ სორიწე (angel)