Tuesday, November 18, 2008

ვულკანიზაცია


კვირას ქორწილში ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი გათხოვდა, დიდი მოყვარული არ ვარ ქორწილების, პირიქით მძულს ქორწილები, მაგრამ ნუ ჰო... წავედი მანქანაში სადაც მე ვიჯექი იმას დაეშვა საბურავი ნარიყალასთან, და წამოვედით უახლესი ვულკანიზაცია, რომ გვენახა. ბარათაშვილის ხიდს რომ გამოცდები სანაპიროზე მანდ რაღაც ხიდია კიდევ, არ  ვიცი მაგის სახელი. მანდ იყო ვულკანიზაცია, ხიდის ქვეშ ძველი კარები შევაღეთ და 1 ახალგაზრდა კაცი გამოვიდა მაზუთში ამოთხუპნილი. საბურავი მოხსნა უცბათ და შიგნით შეიტანა, ჩვენც შევყევით და სწორედ აქ ვნახე მაგარი რაღაც. პატარა ოთახი, პატარა ღუმელი, მანქანის საბურავები და ნაწილები აქეთ-იქით და პატარა დივანი. ოთახი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა როგორც მისი მკვიდრი, მაგრამ აქ მეორე მაცხოვრებელიც გამოჩნდა : ) დივანზე წამოსკუპებულია თეთრი ცუგო, რომელიმაც ჩვენი შესვლა გაიგო და თავი ასწია. ნეტა გენახათ რა სახე ჰქონდა, დასაბანი იყო პატრონივით, მაგრამ ძალიან ლამაზი. არ ვიცი რა დამემართა, სახეზე ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან გამიხარდა, ძალიან მეგობრული და კარგი სიტუაცია იყო : ) ვერ მოვისვენე, ვკითხე ამ კაცს და მითხრა ჩემიაო, სხვა არაფერი :) ჰო, დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან ძალიან მომხვდა თვალში, გულში ეგ სიტუაცია :) მერე ცოტა ვეთამაშე ცუგოს, მართალია გამიჭირდა გამომშვიდობება, მაგრამ მაინც ბედნიერი გამხადა იმ 10მა წუთმა რაც იქ გავატარე. არც ახლა ვიცი, რამ გამახარა, შეიძლება იმ უაზრო სიტუაციების გამო რომლებიც იმ დღეს მრავლად იყო ეს სასიხარულოდ მომეჩვენა, მაგრამ არც მასეა საქმე :) 

6 comments:

moreira13 said...

:love:

Pink Panthere said...

ზოგჯერ რა მცირედია საკმარისი სიამოვნებისათვის :)

Jenny said...

kruta :D

deka136 said...

me kide knuti gamaxsenda axla, marjanishvilze rom vnaxet :user:

neta sadaa axla da ras aketebs :">

მელია said...

@Pink Panthere

არ მიყვარს ასეთი სენტიმენტებივით როგორც აქ გამომივიდა მაგრამ ნამდვილად ასე იყო და ხომ არ მოვიტყუებდი : )


@დეკა

აუუუ დეკ როგორ გაწვალე მაშინ, მემგონი ფიქრობდი რა შიგააქ ამასო :გივი:
:უსერ:

deka136 said...

shig xom ar maqvs? :D

ki ara da ra macvale kaco :D
prosta bolo me tviton davibeni, metqi ra vuyot axla mag knuts :mo: