Saturday, September 13, 2008

სათაური


რა ხდება მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში შემოღამდება? გზაში რომ დარჩები და წასასვლელი არსად გაქვს? დგეხარ შენთვის უცხო ქუჩაში და უყურებ, როგორ მიიჩქარიან სხვები სახლებისკენ. ღამის გასათევ ადგილს ეძებ და ცდილობ სადმე შეეფარო... გეშინია, მარტო ხარ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, რადგან უპატრონოდ ხარ დარჩენილი ნისლიან ღამეში. იცი რას ნიშნავს გაშეშება? აი რომ გაიჭედები, არც აქეთ ხარ და არც იქით, არც წარსულს უყურებ და არც მომავალზე ფიქრობ... გასახარებლად, მხოლოდ სხვისი ბედნიერება გრჩება... უყურებ ფანჯრებში გამოჩენილ სილუეტებს, რომლებიც ბედნიერები არიან, რადგან მათ ღამის გასათევი აქვთ და მხოლოდ იმათი ბედნიერება თუ გიხარია... შენი ჰომ გაქრა? გაქრაო ისეა, თითქოს წინასწარ იცოდე, რომ აღარ მოვა... მოვა? ალბათ რატომაც არა, მაგრამ აღარც გინდა აღარაფერი... ვერანაირ სიტუაციაში ვერ გრძნობ თავს კარგად, სულ გეჩქარება სიმარტოვისკენ... ერთადერთია შენი თავი ვინც ყველაზე კარგად გიგებს და გითანაგრძნობს, სხვა ამას ვერ შეძლებს, როგორც არ უნდა მოინდომოს. რაღაც დაგკარგვია დედამიწაზე და ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ მაინც ეძებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს... შენ არჩევანი არ დაგიტოვეს. აქ ჰომ ყველაფერი დაწერილია? აქ ჰომ საზღვრები დადგენილია? აქ შენ ფრთებს ვერ გაშლი მოგატეხავენ... არ მყოფნის, არა არ მყოფნის, ის რაც თქვენთვის ბევრია... ისიც კი არ ვიცი საიდან მოვდივარ და აქ რას ვაკეთებ... არც წარსული არც მომავალი. 

2 comments:

ირმა said...

„რაღაც დაგკარგვია დედამიწაზე და ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ მაინც ეძებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს...“

ერთ დროს მეც ვეძებდი, მაგრამ ვიპოვე. თითქოს ისევ იქ ვდგევარ სადაც ვიდექი, მაგრამ ყველაფერი უფრო ლამაზი მგონია და იმედიც მაქვს.

Lalena said...

ისიც კი არ ვიცი საიდან მოვდივარ და აქ რას ვაკეთებ...

ძველი ესპანური გამონათქვამია, არავინ იცის საიდან მოდივართ და საით მივდივართ, მთავარია გზაში ვიყოთ ბედნიერნი ;)

დაფიქრდი იქნებ გზაში ბედნიერი ხარ, ან შეგიძლია ბედნიერი იყო :)